AVERSI FORUM: ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები (ჩიყვი) - AVERSI FORUM

Jump to content

  • (3 გვერდი)
  • +
  • 1
  • 2
  • 3
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას

ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები (ჩიყვი) ჩიყვი-არის ფარისებრი ჯირკვლის გადიდება ზომაში

#1 მომხმარებელი გასულია   Nino Esakia ხატულა

  • ენდოკრინოლოგი
  • პიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 575
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 27 March 2010 - 04:31 PM

გაზაფხულზე ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების (ჩიყვის) გამოვლინება იჩენს ხოლმე თავს.

იცით თუ არა როგორია ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების კლინიკური გამოვლინება?

“ჩიყვის” ანუ ფარისებრი ჯირკვლის გადიდებისას შესაძლოა აღინიშნოს:
• გამობერილობა კისრის არეში
• ყელის მიდამოში ზეწოლის შეგრძნება
• ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება

ამ სიმპტომების უმეტესობა ფარისებრი ჯირკვლის მნიშვნელოვანი გადიდებისას ვლინდება. ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების დროს შესაძლოა ასევე აღინიშნებოდეს: გულისფრიალი, ხელის თითების კანკალი, ოფლიანობა, ემოციური დაძაბულობა, ზოგადი სისუსტე, წონის მატება ან კლება, მენსტრუალური ციკლის დარღვევა. ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებმა შესაძლოს ორგანიზმის სხვა სისტემებზეც იმოქმედოს, აღინიშნებოდეს სისხლის არტერიული წნევის ცვალებადობა, უძილობა, უშვილობა, კუჭნაწლავის სისტემის ფუნქციონირების დარღვევა (შეკრულობა) და სხვა.

გაქვთ თუ არა ჩატარებული "ჩიყვის" დიაგნოსტიკა???
ნინო ესაკია

აკადემიური დოქტორი მედიცინაში

"ავერსის კლინიკის" ექიმი ენდოკრინოლოგი
2

#2 მომხმარებელი გასულია   mede ხატულა

  • ფორუმის მოყვარული
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 55
  • შემოგვიერთდა: 24-March 10

დაწერილია 30 March 2010 - 03:08 PM

მოგესალმებით, ორი წლის წინ გავესინჯე ექიმს, ჩიყვი არ აღმომაჩნდა, საჭიროა თავიდან გასინჯვა?

მადლობთ
0

#3 მომხმარებელი გასულია   Nino Esakia ხატულა

  • ენდოკრინოლოგი
  • პიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 575
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 01 April 2010 - 08:11 AM

გამოხმაურების ნახვაmede, on 30 Marc 2010 - 07:08 PM, said:

მოგესალმებით, ორი წლის წინ გავესინჯე ექიმს, ჩიყვი არ აღმომაჩნდა, საჭიროა თავიდან გასინჯვა?

მადლობთ

გამარჯობათ.

თუ ხართ მოზარდი, გარდატეხის პერიოდში (12 დან 16 წლამდე) ან ხართ ორსული ან ქალი რომელიც გეგმავს ორსულობას, აუცილებლად უნდა შეიმოწმოთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობა, რათა თავიდან ავიცილოთ გართულებები და შემდგომში არ განვითარდეს ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა პათოლოგიები.

მე ყველას ურჩევდი სკრინინგულად ჩაიტარეთ თირეოტროპული ჰორმონის განსაზღვრა სისხლში (tsh) და დარღვევის შემთხვევაში მიმართეთ ენდოკრინოლოგს.
ნინო ესაკია

აკადემიური დოქტორი მედიცინაში

"ავერსის კლინიკის" ექიმი ენდოკრინოლოგი
0

#4 მომხმარებელი გასულია   Nanuka444 ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 2
  • შემოგვიერთდა: 10-April 10

დაწერილია 20 April 2010 - 01:34 PM

ვარ ორსული და გინეკოლოგმა დამინიშნა პოლივიტამინი და იოდომარინი, საერთო ჯამში გამომდის 250 მკგ იოდის მიღება დღეში, მაინტერესებს ეს ხომ არ არის ჭარბი დოზა?
ჩემი TSH მიდრეკილია ქვედა ზღვრისკენ, ფარისებრი ჯირკვალი კი შემცირებისკენ.
1

#5 მომხმარებელი გასულია   Nino Esakia ხატულა

  • ენდოკრინოლოგი
  • პიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 575
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 21 April 2010 - 07:39 PM

გამოხმაურების ნახვაNanuka444, on 20 April 2010 - 05:34 PM, said:

ვარ ორსული და გინეკოლოგმა დამინიშნა პოლივიტამინი და იოდომარინი, საერთო ჯამში გამომდის 250 მკგ იოდის მიღება დღეში, მაინტერესებს ეს ხომ არ არის ჭარბი დოზა?
ჩემი TSH მიდრეკილია ქვედა ზღვრისკენ, ფარისებრი ჯირკვალი კი შემცირებისკენ.

გამარჯობათ ნანუკა. გააჩნია რამდენი კვირის ორსული ხართ? როდის გაიკეთეთ ბოლოს თირეოტროპული ჰორმონის განსაზღვრა სისხლში? და თუ გაქვთ გაკეთებული Anti TPO გამოკვლევა? რამდენი თვეა რაც იღებთ აღნიშნულ მკურნალობას?
ნინო ესაკია

აკადემიური დოქტორი მედიცინაში

"ავერსის კლინიკის" ექიმი ენდოკრინოლოგი
0

#6 მომხმარებელი გასულია   Nanuka444 ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 2
  • შემოგვიერთდა: 10-April 10

დაწერილია 06 May 2010 - 09:35 AM

გამოხმაურების ნახვაNino Esakia, on 21 April 2010 - 11:39 PM, said:

გამარჯობათ ნანუკა. გააჩნია რამდენი კვირის ორსული ხართ? როდის გაიკეთეთ ბოლოს თირეოტროპული ჰორმონის განსაზღვრა სისხლში? და თუ გაქვთ გაკეთებული Anti TPO გამოკვლევა? რამდენი თვეა რაც იღებთ აღნიშნულ მკურნალობას?

როცა ის შეკითხვა დაგისვით 6 კვირის ორსული ვიყავი.
1 წლის წინ გავიკეთე სუულ პირველად, თსჩ - 0.56 (ნორმა 0.4-4.0), Fტ4- 1.68 (ნორმა 0.7-2.1)

ვიყავი ენდოკრინოლოგთან, სავარაუდო ჰიპოპლაზია დამიწერა და დამინიშნა ამინო 18 და კორვიტოლი.

10 დღიანი მკურნალობის შემდეგ თსჩ - 1.22, Fტ4- 1.34 (ნორმები იგივე რაც ზემოთ დავწერე).
უ/ბ გამოკვლევა:
ფარ. ჯირკვალი ნალისებური ფორმის, მკაფიო, სწორი კონტურებით.
მარჯვენა წილი: 16X18X58 მმ. მოცულობა 8.2 სმ/3
მარცხენა წილი: 17X14X58 მმ. მოცულობა 6.7 სმ/3
ისთმუსი: 17X3.5 მმ.
ჯირკვლის საერთო მოცულობა: 14.9 სმ/3.

ჯირკვლის პარენქიმის ექოსტრუქტურა დიფუზურად წვრილმარცვლოვანი, ექოგენობა მცირედ მომატებული წერტილოვანი ჰიპერექოგენური ჩანართების ხარჯზე. ვასკულარიზაცია მცირედ მომატებული.

(მკურნალობამდე მქონდა გაკეთებული ექოსკოპია და ზომებში ამაზე გაცილებით მცირე იყო ფარ. ჯირკვალი , მკურნალობის მერე მიაღწია ზემოთ დაწერილ მაჩვენებლებს.)

ამ ანალიზებიდან 4 თვეში (გასული წლის ოქტომბერში) ისევ გადავამოწმე თსჩ და იყო 1.188 (ნორმა 0.27-4.2).

როგორც უკვე გითხარით, მე-6 კვირიდან ვღებულობდი დღეში 250 მკგ იოდს, ერთი კვირის მერე ვიგრძენი რომ ყელში რაღაც მიჭერდა, რომელიც 2-3 დღეში ძალიან გამძაფრდა და დაემატა ჩხვლეტის შეგრძნებები, სასწრაფოდ შევწყვიტე იოდის მიღება და გავიკეთე ანალიზი, შედეგი: თსჩ-0.1 (ნორმა 0.27-4.2) ორსულობის მე-8 კვირის ბოლოს.

მგონი იოდომარინზე უკურეაქცია მაქვს, რა უნდა ვქნა? შევშინდი ძალიან :( ვიცი რომ I ტრიმესტრში ეს ძალიან საშიშია, მითუმეტეს წინა ფეხმძიმობა 8.5 კვირაზე შემიწყდა, მაშინ არ გამიკეთებია თსჩ ანალიზი და არც იოდს ვღებულობდი, ვეჭვობ რომ ეს პრობლემა მაშინაც მქონდა.
0

#7 მომხმარებელი გასულია   Nino Esakia ხატულა

  • ენდოკრინოლოგი
  • პიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 575
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 06 May 2010 - 09:52 AM

გამოხმაურების ნახვაNanuka444, on 06 May 2010 - 01:35 PM, said:

გამარჯობათ. თქვენი თირეოტროპული ჰორმონი სისხლში შემცირბულია. ამიტომ აუცილებლად უნდა მიმართოთ ენდოკრინოლოგს და ჩაიტაროთ დამატებითი გამოკვლევები, მხოლოდ თირეოტროპული ჰორმონის მონაცემების საფუძველზე ვერაფერს ვერ გირჩევთ, თუ თბილისში ბრძანდებით მოგვმართეთ და გამოვიკვლიოთ სრულფასოვნად ფარისებრი ჯირკვლის ფურქციური მდგომარეობა.
ნინო ესაკია

აკადემიური დოქტორი მედიცინაში

"ავერსის კლინიკის" ექიმი ენდოკრინოლოგი
0

#8 მომხმარებელი გასულია   sansalo ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 10
  • შემოგვიერთდა: 11-May 10

დაწერილია 11 May 2010 - 05:45 PM

გამარჯობათ!
ჩემს მეუღლეს რომელიც არის 25 წლის ნერვიულობის შემდგეგ გარედან როგორც ჩიყვი ისე უსივდება
და 2-3 კვირის შემდეგ ნელ_ნელა უცხრება.
ნერწყვის გადაყლაპვის დროს მტკივნეულია.
მითხრეს რომ სპაზმებისგან შეიძლება იყოს.
თქვენი აზრი მაინტერესებს რაიმე საშიში ხო არა იქნება.
წინასწარ დიდი მადლობა
0

#9 მომხმარებელი გასულია   esmeralda ხატულა

  • აქტიური წევრი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 188
  • შემოგვიერთდა: 04-May 10
  • მდებარეობაÖsterreich

დაწერილია 13 May 2010 - 05:59 PM

ექიმო მაქვს ჩიყვი, ასევე ვარ ორსულად, მაგრამ სანამ დავორსულდებოდი მანამდე ვიმკურნალე, რამე ცუდ ზეგავლენას თუ იქონიებს ნაყოფზე? გმადლობთ
0

#10 მომხმარებელი გასულია   gugliko ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 4
  • შემოგვიერთდა: 13-June 10

დაწერილია 20 June 2010 - 08:08 AM

ჩემს შვილს, 25 წლის, აქვს თითების ტრემორი,გაღიზიანება,წონაში კლება, გავუკეთეთ გამოკვლევები, მაგრამ ჩიყვი არ აღმოჩნდა, მხოლოდ პროლაქტინი იყო ოდნავ მომატებული, როგორ უნდა მოვიქცე დავის მივმართო?
0

#11 მომხმარებელი გასულია   Nino Esakia ხატულა

  • ენდოკრინოლოგი
  • პიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 575
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 24 June 2010 - 09:25 AM

გამოხმაურების ნახვაsansalo, on 11 May 2010 - 09:45 PM, said:

გამარჯობათ!
ჩემს მეუღლეს რომელიც არის 25 წლის ნერვიულობის შემდგეგ გარედან როგორც ჩიყვი ისე უსივდება
და 2-3 კვირის შემდეგ ნელ_ნელა უცხრება.
ნერწყვის გადაყლაპვის დროს მტკივნეულია.
მითხრეს რომ სპაზმებისგან შეიძლება იყოს.
თქვენი აზრი მაინტერესებს რაიმე საშიში ხო არა იქნება.
წინასწარ დიდი მადლობა

გამარჯობათ. შესაძლოა მართლაც სპაზმურია, მაგრამ გირჩევთ მაინც პროფილაქტიკის მიზნით ჩაიტაროს სისხლში თირეოტროპული ჰორმონის გამოკვლევა.გისურვებთ ჯანმრთელობას.
ნინო ესაკია

აკადემიური დოქტორი მედიცინაში

"ავერსის კლინიკის" ექიმი ენდოკრინოლოგი
0

#12 მომხმარებელი გასულია   Nino Esakia ხატულა

  • ენდოკრინოლოგი
  • პიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 575
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 24 June 2010 - 09:26 AM

გამოხმაურების ნახვაesperansa, on 13 May 2010 - 09:59 PM, said:

ექიმო მაქვს ჩიყვი, ასევე ვარ ორსულად, მაგრამ სანამ დავორსულდებოდი მანამდე ვიმკურნალე, რამე ცუდ ზეგავლენას თუ იქონიებს ნაყოფზე? გმადლობთ

გამარჯობათ. აუცილებელია თუ გქონდათ ჩიყვი ორსულობამდე, მერეც იმკურნალოთ. რატომ შეწყვიტეთ მკურნალობა? ეხლა ორსულად ხართ და საერთოდ არანაირ მედიკამენტს არ იღებთ? აუცილებლად მიმართეთ ენდოკრინოლოგს. გისურვებთ ჯანმრთელობას.
ნინო ესაკია

აკადემიური დოქტორი მედიცინაში

"ავერსის კლინიკის" ექიმი ენდოკრინოლოგი
0

#13 მომხმარებელი გასულია   Nino Esakia ხატულა

  • ენდოკრინოლოგი
  • პიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 575
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 24 June 2010 - 09:28 AM

გამოხმაურების ნახვაgugliko, on 20 June 2010 - 12:08 PM, said:

ჩემს შვილს, 25 წლის, აქვს თითების ტრემორი,გაღიზიანება,წონაში კლება, გავუკეთეთ გამოკვლევები, მაგრამ ჩიყვი არ აღმოჩნდა, მხოლოდ პროლაქტინი იყო ოდნავ მომატებული, როგორ უნდა მოვიქცე დავის მივმართო?

თუ თირეოტროპული ჰორმონი ნორმაშია მიმართეთ ნევროლოგს. გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს.
ნინო ესაკია

აკადემიური დოქტორი მედიცინაში

"ავერსის კლინიკის" ექიმი ენდოკრინოლოგი
0

#14 მომხმარებელი გასულია   tikusha ხატულა

  • ფორუმის ფანი
  • პიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 547
  • შემოგვიერთდა: 23-March 10

დაწერილია 15 July 2010 - 05:58 AM

ნინო ექიმო იოდის პრეპარატების მიღებისას თირეოტროპული ჰორმონი სისხლში იკლებს??
0

#15 მომხმარებელი გასულია   kato ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 7
  • შემოგვიერთდა: 09-August 10

დაწერილია 09 August 2010 - 05:44 PM

ჰიპოოთირეოზზე რას იტყვით? რომელი უარესია, ჰიპო თუ ჰიპერ? მე ჰიპოთირეოზი აღმომაჩნდა და ასემგონია ყველა ჩემი პრობლემა მაგის ბრალია, იმდენ რამეს იწვევს, ყლაპვაც გაძნელებული მაქვს, მოჭერის გრზნობაც მაქვს, თავი მტკივა მთელი ცხოვრება, ჰაერის უკმარისობა და "გულის ფრიალი", თმის ცვენა, მეხსიერების დაქვეითება, ადვილად დაღლა და რა ვიცი კიდევ რამდენი უბედურება. ერთი თვეა ეუთიროქსუს მიღება დავიწყე, ვნახოთ, მეშველება რამე? :blush: :(
0

#16 მომხმარებელი გასულია   Nino Esakia ხატულა

  • ენდოკრინოლოგი
  • პიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 575
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 22 August 2010 - 08:35 AM

გამოხმაურების ნახვაkato, on 09 August 2010 - 09:44 PM, said:

ჰიპოოთირეოზზე რას იტყვით? რომელი უარესია, ჰიპო თუ ჰიპერ? მე ჰიპოთირეოზი აღმომაჩნდა და ასემგონია ყველა ჩემი პრობლემა მაგის ბრალია, იმდენ რამეს იწვევს, ყლაპვაც გაძნელებული მაქვს, მოჭერის გრზნობაც მაქვს, თავი მტკივა მთელი ცხოვრება, ჰაერის უკმარისობა და "გულის ფრიალი", თმის ცვენა, მეხსიერების დაქვეითება, ადვილად დაღლა და რა ვიცი კიდევ რამდენი უბედურება. ერთი თვეა ეუთიროქსუს მიღება დავიწყე, ვნახოთ, მეშველება რამე? :blush: :(

ჰიპოთირეოზის დროს ეუთიროქსი სწორად არის დანიშნული, დოზა ალბათ შერჩეული გაქვთ. უნდა მიიღოთ ეგ პრეპარატი და უკეთ იქნებით. სიმპტომები რაც თქვენ ახსენეთ მოგეხსნებათ. გისურვებთ წარმატებებს და ჯანმთელობას.
ნინო ესაკია

აკადემიური დოქტორი მედიცინაში

"ავერსის კლინიკის" ექიმი ენდოკრინოლოგი
0

#17 მომხმარებელი გასულია   nina2010 ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 6
  • შემოგვიერთდა: 22-August 10

დაწერილია 22 August 2010 - 01:07 PM

მგონი იოდომარინზე უკურეაქცია მაქვს, რა უნდა ვქნა? შევშინდი ძალიან :( ვიცი რომ I ტრიმესტრში ეს ძალიან საშიშია, მითუმეტეს წინა ფეხმძიმობა 8.5 კვირაზე შემიწყდა, მაშინ არ გამიკეთებია თსჩ ანალიზი და არც იოდს ვღებულობდი, ვეჭვობ რომ ეს პრობლემა მაშინაც მქონდა.

როგორ მიმდინარეობს თქვენი ორსულობა?მეც იგივე პრობლემა მქონდა და ამიტომ მაინტერესებს.
0

#18 მომხმარებელი გასულია   ruska150 ხატულა

  • ფორუმის მოყვარული
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 25
  • შემოგვიერთდა: 22-July 10

დაწერილია 23 August 2010 - 11:43 AM

ვაიმე იქნებ მეც ეგ მჩირს ეკიმო მეც მთელი ცხოვრება მაქ გულის ფრიალი უძილობა, თმის ცვენა, ადვილად დაღლა, გაღიზიანება, ფარისებრი ჯირკვლი ხომ არ მაკ დაზიანებული რავი ექიმმა ჩიყვი არ არისო და ეს ანალიზი რას ნიშნავს თირეორტროპიული ჰორმონის ანალიზი (tsh) ეს ანალიზი როგორ გავიკეთო ამით რა დგინდება ან რა ღირს იქნებ ყველაფერი ამის ბრალია რაც მე მცირს დამეხმარე რა ექიმო
0

#19 მომხმარებელი გასულია   Nino Esakia ხატულა

  • ენდოკრინოლოგი
  • პიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 575
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 13 September 2010 - 02:45 PM

გამოხმაურების ნახვაnina2010, on 22 August 2010 - 05:07 PM, said:

მგონი იოდომარინზე უკურეაქცია მაქვს, რა უნდა ვქნა? შევშინდი ძალიან :( ვიცი რომ I ტრიმესტრში ეს ძალიან საშიშია, მითუმეტეს წინა ფეხმძიმობა 8.5 კვირაზე შემიწყდა, მაშინ არ გამიკეთებია თსჩ ანალიზი და არც იოდს ვღებულობდი, ვეჭვობ რომ ეს პრობლემა მაშინაც მქონდა.

როგორ მიმდინარეობს თქვენი ორსულობა?მეც იგივე პრობლემა მქონდა და ამიტომ მაინტერესებს.

იოდომარინზე უკურეაქცია ესეთი რამ იშვიათია, ალერგიული ხართ ვიტამინებზე? ეს ხომ მხოლოდ იოდის პრეპარატია იქ ისეთი არაფერია, ის არაჰორმონალური პრეპარატია. ექიმის დანიშნულებით უნდა მიიღოთ თუ ექიმს არ დაუნიშნავს ისე არ გირჩევთ არანაირი მედიკამენტის მიღებას.
ნინო ესაკია

აკადემიური დოქტორი მედიცინაში

"ავერსის კლინიკის" ექიმი ენდოკრინოლოგი
0

#20 მომხმარებელი გასულია   Nino Esakia ხატულა

  • ენდოკრინოლოგი
  • პიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 575
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 13 September 2010 - 02:48 PM

გამოხმაურების ნახვაruska150, on 23 August 2010 - 03:43 PM, said:

ვაიმე იქნებ მეც ეგ მჩირს ეკიმო მეც მთელი ცხოვრება მაქ გულის ფრიალი უძილობა, თმის ცვენა, ადვილად დაღლა, გაღიზიანება, ფარისებრი ჯირკვლი ხომ არ მაკ დაზიანებული რავი ექიმმა ჩიყვი არ არისო და ეს ანალიზი რას ნიშნავს თირეორტროპიული ჰორმონის ანალიზი (tsh) ეს ანალიზი როგორ გავიკეთო ამით რა დგინდება ან რა ღირს იქნებ ყველაფერი ამის ბრალია რაც მე მცირს დამეხმარე რა ექიმო

თირეოტროპული ჰორმონის განსაზღვრით დგინდება არის თუ არა ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, თუ ჰორმონი ნორმის ფარგლებშია სადარდებელი არაფერია, თუ არადა უნდა მიხვიდეთ ენდოკრინოლოგთან. ანალიზის აღება შეიძლება დილით უზმოდ ავერსის კლინიკის ლაბორტორიაში. ღირებულება შეადგენს 27 ლარს.
ნინო ესაკია

აკადემიური დოქტორი მედიცინაში

"ავერსის კლინიკის" ექიმი ენდოკრინოლოგი
0

  • (3 გვერდი)
  • +
  • 1
  • 2
  • 3
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას

1 მომხმარებელი კითხულობს თემას
0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური წევრი