AVERSI FORUM: ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა - AVERSI FORUM

Jump to content

  • (3 გვერდი)
  • +
  • 1
  • 2
  • 3
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თემა დახურულია

ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა გაიხსნა ჰიპერჰიდროზის სამკურნალო ცენტრი

#1 მომხმარებელი გასულია   Dr. Aversi ხატულა

  • Administrator
  • ხატულა
  • ჯგუფი: Administrators
  • წერილები: 560
  • შემოგვიერთდა: 16-December 09
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 22 February 2011 - 12:28 PM

თქვენს მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხებს ავერსის კლინიკის ჰიპერჰიდროზის სამკურნალო ცენტრის ხელმძღვანელი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში, ასისტენტ-პროფესორი ქირურგი კობა სახეჩიძე
ავერსი გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

http://www.aversi.ge/


http://www.facebook.com/Aversi
0

#2 მომხმარებელი გასულია   Dr. Aversi ხატულა

  • Administrator
  • ხატულა
  • ჯგუფი: Administrators
  • წერილები: 560
  • შემოგვიერთდა: 16-December 09
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 23 February 2011 - 01:45 AM

ავერსის ცენტრალურ კლინიკაში ჰიპერჰიდროზის სამკურნალო ცენტრი გაიხსნა


მომატებული ოფლიანობა ანუ ჰიპერჰიდროზი მოსახლეობის დიდ ნაწილს აწუხებს.
საქართველოში ამ პრობლემის მქონე პირთა ზუსტი რიცხვი, სამწუხაროდ, უცნობია, თუმცა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული არაერთი გამოკვლევის შედეგად დადგენილ იქნა, რომ ჰიპერჰიდროზს ამ ქვეყნის მოსახლეობის 2-3% უჩივის, ძირითადად ლოკალურ – სახის, იღლიების და ფეხისგულების. 90-იან წლებში სწორედ ამერიკაში სადაზღვევო კომპანიებმა დაიწყეს ჰიპერჰიდროზით დაავადებული პაციენტების დაფინანსება, რამაც, თავის მხრივ, ჰიპერჰიდროზის სამკურნალო ცენტრების დაარსების იდეა წარმოშვა.
პირველად საქართველოში, "ავერსის კლინიკაში" ჰიპერჰიდროზის სამკურნალო ცენტრი გაიხსნა. აღნიშნულ ცენტრში კვალიფიციური ექიმების ჯგუფი თითოეული პაციენტის მკურნალობის კურსს ინდივიდუალურად ადგენს, ტარდება კომპლექსური დიაგნოსტიკა და ყველა საჭირო ლაბორატორიული გამოკვლევა.
კერძოდ რა სამედიცინო სერვისს სთავაზობს “ავერსის კლინიკა” ჰიპერჰიდროზით დაავადებულებს, რა მეთოდებსა და აპარატურას იყენებენ სპეციალისტები? ამ კითხვებით მივმართეთ “ავერსის კლინიკის” ჰიპერჰიდროზის მკურნალობის ცენტრის ხელმძღვანელს, აკადემიურ დოქტორს მედიცინაში, ასისტენტ-პროფესორს კობა სახეჩიძეს:

_ მომატებულ ოფლიანობას მრავალი მიზეზი აქვს, მათ შორის _ ფარისებრი ჯირკვლის, ცენტრალური ნერვული სისტემის ზოგიერთი დაავადება, ტრავმული დაზიანება. ჰიპერჰიდროზს უჩივიან ტუბერკულოზით და პარკინსონიზმით დაავადებულებიც. ჭარბი ოფლიანობა ხშირია კლიმაქტერიულ პერიოდში, გარდატეხის ასაკში, თუმცა უკანასკნელ შემთხვევაში მომატებულ ოფლიანობას აქვს გარდამავალი ანუ ტრანზიტორული ხასიათი და ამიტომაც სასურველია მოზრდილები ექიმის დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდნენ.
პაციენტს, რომელიც ჩვენს ცენტრს მომართავს უტარდება ყველა შესაბამისი გამოკვლევა, დაავადების ანამნეზის დეტალურად შესწავლა და კონსულტაცია. შედეგებზე ექიმთა ჯგუფი მსჯელობს _ იკრიბება კონსილიუმი, რომელსაც ესწრებიან ცენტრის ხელმძღვანელი, ენდოკრინოლოგი, ნევროლოგი, კანისა და ვენერიულ სნეულებათა სპეციალისტები და განსაზღვრავენ მკურნალობის სტრატეგიასა და ტაქტიკას.
მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად პაციენტთან გასაუბრებისა და სტანდარტული ანალიზების ჩაბარების შემდეგ, თავად ვუკავშირდებით და ვაცნობთ ექიმების დასკვნას.
თუ მომატებული ოფლიანობა რომელიმე კონკრეტულ დაავადებასთან არ არის დაკავშირებული და მხოლოდ საოფლე ჯირკვლების ჰიპერფუნქციით არის გამოწვეული, მივმართავთ მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს.
_ სახელდობრ, რა მეთოდებია ეს?
_ მსოფლიოში დანერგილია ჭარბი ოფლიანობის მკურნალობის ოთხი მეთოდი.
პირველი მათგანი გახლავთ პრეპარატებით მკურნალობა _ ინსულინის პატარა ნემსით სხეულის სხვადასხვა უბანში (ხელისგულები, ფეხისგულები და იღლიის ფოსოები) შეგვყავს პრეპარატი _ ბოტოქსი ან დისპორტი, რომლებიც სიმპათიკური ნერვული დაბოლოებების ბლოკირებას იწვევს. შედეგის მიღწევის შემთხვევაში ეფექტი ექვსიდან-თორმეტ თვემდე გრძელდება.
კიდევ ერთი გავრცელებული მეთოდია იონოფორეზი (ელექტროფორეზი), რომელიც ხელისგულებსა და ფეხისგულებზე ზემოქმედების საშუალებას იძლევა. ამ პროცედურის ჩასატარებლად აუცილებელია სპეციალური ფიზიოთერაპიული პროცედურების წარმოება, კერძოდ, პაციენტი 20-40 წუთის განმავლობაში იღებს პრობლემური კიდურების აბაზანას და სულ რაღაც ათიოდე პროცედურის შემდეგ მიიღწევა ნერვული დაბოლოებების ინაქტივაცია.
თუ ჰიპერჰიდროზი იღლიის არეშია, რეკომენდებულია ე.წ. კიურეტაჟის გაკეთება, რაც ქირურგიული ჩარევის შედეგად საოფლე ჯირკვლების მექანიკური გზით დარღვევას გულისხმობს. ამ პროცედურის შედეგიც დროებითია, მაგრამ შედარებით უფრო ხანგრძლივი, ვინაიდან სადინარები დროთა განმავლობაში თანათან აღდგება.
დღესდღეობით ჰიპერჰიდროზის მკურნალობის ყველაზე რადიკალურ მეთოდად მიიჩნევა თორაკოსკოპიული სიმპატექტომია, რაც ზოგადი გაუტკივარებით ქირურგიულ ჩარევას გულისხმობს. გულმკერდზე საოპერაციო მხარეს კეთდება ორი მცირე _ ხუთ და ათმილიმეტრიანი _ განაკვეთი, სპეციალური ინსტრუმენტის - “თორაკოსკოპის” საშუალებით, ოპერაციის მსვლელობას ეკრანზე ვაკვირდებით. ხდება სიმპატიკური ნერვული ღეროს მეორე და მესამე ნეკნის დონეზე გადაკვეთა. ოპერაციის ხანგრძლივობა 20-25 წუთს არ აღემატება. პაციენტი მეორე დღესვე ტოვებს კლინიკას. თორაკოსკოპიული სიმპატექტომიის შედეგი სამუდამოა და დადებითი შედეგი აღინიშნება 95-98%-ში.
აი, ამ ოთხი მეთოდით ხდება დღეს მსოფლიოში და მათ შორის ავერსის კლინიკაში ჰიპერჰიდროზის მკურნალობა და ასევე პაციენტებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ ყველა სახის კვლევა, კონსულტაცია და მკურნალობა, რაც აღნიშნულ პათოლოგიას შეეხება.
არჩევანს, რა თქმა უნდა, პაციენტი აკეთებს _ ის თავად ირჩევს მკურნალობის მეთოდს, თუმცა მანამდე პაციენტი იღებს ყველა საჭირო ინფორმაციას, როგორც კონსერვატიული, ასევე ქირურგიული მეთოდების შესახებ.

“ავერსის კლინიკის” ჰიპერჰიდროზის მკურნალობის ცენტრი იმითაც არის უნიკალური, რომ თორაკოსკოპიული სიმპატექტომიის არჩევის შემთხვევაში პაციენტებს აქვე სთავაზობენ კომპლექსურ წინასაოპერაციო გამოკვლევას. მათ უტარდებათ ყველა საჭირო ლაბორატორიული კვლევა.

P.შ. კიდევ ერთი რეკომენდაცია ჩვენი რესპონდენტისგან: დეოდორანტები საოფლე სადინარებს ავიწროებს და ამით ოფლიანობას ამცირებს. ისინი სავსებით უსაფრთხოა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სწორად გამოიყენებთ _ დეოდორანტი სუფთა, დაბანილ კანზე უნდა გამოიყენოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სადინარების დახშობა მოხდება, რაც, თავის მხრივ, შეიძლება საოფლე ჯირკვლების ანთების მიზეზად იქცეს.
ავერსი გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

http://www.aversi.ge/


http://www.facebook.com/Aversi
0

#3 მომხმარებელი გასულია   KARTVELI ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 5
  • შემოგვიერთდა: 12-February 11

დაწერილია 23 February 2011 - 07:57 AM

დიდი მადლობა მთლიანად ავერსის კლინიკას და ბატონ კობა სახეჩიძეს ამ პრობლემით ესე დეტალურად დაინტერესებისთვის,ჩამოთვლილთაგან ყველაზე ეფექტური მეთოდი მაინც ქირურგიული ჩარევა ანუ თორაკოსკოპიული სიმპატექტომია მგონია იმიტომ რომ შედეგი მუდმივია და არა დროებითი,იქნებ ბატონმა კობამ გვითხრას თუ რა თანხებთანაა დაკავშირებული დაახლოებით მაინც ავერსის კლინიკაში მსგავსი ტიპის ოპერაციის გაკეთება?მერწმუნეთ ეს გაცილებით უფრო საშინელი დაავადებაა ვიდრე ჩანს,ნერვიულობის ფონზე შეიძლება სხვა გაცილებით რთული ავადმყოფობით დასნეულდეს ადამიანი,ვისაც გამოცდილი აქვს მიხვდება,რამოდენიმე წლის წინ ექიმს რო ვუთხარი რაც მჭირდა, ვერც მიხვდა და ცოტა ეჭვის თვალით შემომხედა <_< ეხლა კი მკურნალობის გზები არსებობს ამ ტანჯვისგან თავის დასაღწევად,გაცილებით მეტია ამ პრობლემით ვიდრე ეს ჩანს,უბრალოდ ზოგს კომპლექსი აწუხებს,ზოგს უფულობა,ძალიან აქებენ კიდევ ოდობანს და თქვენი აზრიც მაინტერესებს რამდენად უსაფრთხოა?მადლობთ რომ არსებობთ და უფალმა გაგაძლიეროთ.
0

#4 მომხმარებელი გასულია   Koba Sakhechidze ხატულა

  • ქირურგი
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 28
  • შემოგვიერთდა: 22-February 11
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 24 February 2011 - 02:39 AM

გამოხმაურების ნახვაKARTVELI, on 23 February 2011 - 11:57 AM, said:

დიდი მადლობა მთლიანად ავერსის კლინიკას და ბატონ კობა სახეჩიძეს ამ პრობლემით ესე დეტალურად დაინტერესებისთვის,ჩამოთვლილთაგან ყველაზე ეფექტური მეთოდი მაინც ქირურგიული ჩარევა ანუ თორაკოსკოპიული სიმპატექტომია მგონია იმიტომ რომ შედეგი მუდმივია და არა დროებითი,იქნებ ბატონმა კობამ გვითხრას თუ რა თანხებთანაა დაკავშირებული დაახლოებით მაინც ავერსის კლინიკაში მსგავსი ტიპის ოპერაციის გაკეთება?მერწმუნეთ ეს გაცილებით უფრო საშინელი დაავადებაა ვიდრე ჩანს,ნერვიულობის ფონზე შეიძლება სხვა გაცილებით რთული ავადმყოფობით დასნეულდეს ადამიანი,ვისაც გამოცდილი აქვს მიხვდება,რამოდენიმე წლის წინ ექიმს რო ვუთხარი რაც მჭირდა, ვერც მიხვდა და ცოტა ეჭვის თვალით შემომხედა <_< ეხლა კი მკურნალობის გზები არსებობს ამ ტანჯვისგან თავის დასაღწევად,გაცილებით მეტია ამ პრობლემით ვიდრე ეს ჩანს,უბრალოდ ზოგს კომპლექსი აწუხებს,ზოგს უფულობა,ძალიან აქებენ კიდევ ოდობანს და თქვენი აზრიც მაინტერესებს რამდენად უსაფრთხოა?მადლობთ რომ არსებობთ და უფალმა გაგაძლიეროთ.


მადლობა გამოხმაურებისათვის და დალოცვისათვის.
თორაკოსკოპიული სიმპატექტომია ნამდვილად ითვლება მკურნალობის რადიკალურ მეთოდად და ღირებულება შეადგენს 1600 ლარს,აღნიშნულ თანხაში შედის წინასაოპერაციო კვლევები და ოპერაციის შემდგომი პერიოდი ნაკერების მოხსნის ჩათვლით. თქვენ დღემდე თუ მიგიმართავთ სხვა სპეციალისტებთან, კერძოდ ნევროლოგთან, ენდოკრინოლოგთან ან კანისა და ვენერიული დაავადების ექიმებთან?
პატივისცემით კობა სახეჩიძე.
კობა სახეჩიძე

აკადემიური დოქტორი მედიცინაში, ასისტენტ-პროფესორი

"ავერსის კლინიკის" ჰიპერჰიდროზის სამკურნალო ცენტრის ხელმძღვანელი
0

#5 მომხმარებელი გასულია   KARTVELI ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 5
  • შემოგვიერთდა: 12-February 11

დაწერილია 24 February 2011 - 05:03 AM

ბატონო კობა,მე გავიკეთე ბოტოხსის ინექცია და ის ჩემთვის ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა,იქნებ სხვას შველოდეს,ოღონდ არანაირი გამოკვლევა არ ჩამიტარებია სანამ გავიკეთებდი,უბრალოდ მივედი თანხა გადავიხადე,გამიკეთეს ინექცია და წამოვედი,სხვა ექიმისთვის არავისთვის მიმიმართავს დღემდე,მართალია ეს ყველაზე რადიკალური მეთოდია მაგრამ ამავე დროს სხვა გამოსავალი არც არის თუ ადამიანს სურს ბოლომდე დააღწიოს თავი ამ პრობლემას.
0

#6 მომხმარებელი გასულია   Koba Sakhechidze ხატულა

  • ქირურგი
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 28
  • შემოგვიერთდა: 22-February 11
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 24 February 2011 - 10:18 AM

გამოხმაურების ნახვაKARTVELI, on 24 February 2011 - 09:03 AM, said:

ბატონო კობა,მე გავიკეთე ბოტოხსის ინექცია და ის ჩემთვის ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა,იქნებ სხვას შველოდეს,ოღონდ არანაირი გამოკვლევა არ ჩამიტარებია სანამ გავიკეთებდი,უბრალოდ მივედი თანხა გადავიხადე,გამიკეთეს ინექცია და წამოვედი,სხვა ექიმისთვის არავისთვის მიმიმართავს დღემდე,მართალია ეს ყველაზე რადიკალური მეთოდია მაგრამ ამავე დროს სხვა გამოსავალი არც არის თუ ადამიანს სურს ბოლომდე დააღწიოს თავი ამ პრობლემას.


იქედან გამომდინარე, რომ მომატებული ოფლიანიბა ბევრი სხვადასხვა პათოლოგიით შეიძლება იყოს გამოწვეული, არ არის მიზანშეწონილი პრეპარატების გაურკვევლად მოღება. მე გთავაზობთ მობრძანდეთ ავერსის კლინიკაში ვაჟა-ფშაველას 27-ბ და ერთად ვიზრუნოთ თქვენი პრობლემის გაწყვეტაში.
პატივისცემით კობა სახეჩიძე
კობა სახეჩიძე

აკადემიური დოქტორი მედიცინაში, ასისტენტ-პროფესორი

"ავერსის კლინიკის" ჰიპერჰიდროზის სამკურნალო ცენტრის ხელმძღვანელი
0

#7 მომხმარებელი გასულია   სალუკა ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 3
  • შემოგვიერთდა: 23-April 11

დაწერილია 23 April 2011 - 07:57 PM

ბატონო კობა ხელ-ფეხის მომატებული ოფლიანობა მაქვს ბავშვობიდან,მაგრამ დაახლოებით 15 წლის ასაკიდან იღლიების ოფლიანობაც დამეწყო.(ამჟამად ვარ 21 წლის). არცერთი დეოდორანტი არ მშველის.ვფიქრობ რომ მაქვს ზემოთ ხსენებული დაავადება - ჰიპერჰიდროზი. ჩავიტარე ანალიზები. ენდოკრინოლოგი ჩიყვს ვარაუდობდა,მაგრამ აღმოჩნდა რომ მაგ მხრივ ყველაფერი ნორმაში მაქვს. ოდაბანის ეფექტურობაზე რა აზრის ხართ და თუ არის შესაძლებელი ქირურგიული მეთოდის გარეშე განკურნება? აღსანიშნავია ის ფაქტი რომ დედასაც ქონია ჩემს ასაკში აღნიშნული პრობლემა,მაგრამ გათხოვების შემდეგ თავისით მოგვარებულა. შესაძლებელია თუ არა რომ ეს გენეტიკური იყოს? წინასწარ გიხდით მადლობას. უფალმა დაგლოცოთ.
0

#8 მომხმარებელი გასულია   Koba Sakhechidze ხატულა

  • ქირურგი
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 28
  • შემოგვიერთდა: 22-February 11
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 26 April 2011 - 01:51 AM

გამოხმაურების ნახვასალუკა, on 23 April 2011 - 11:57 PM, said:

ბატონო კობა ხელ-ფეხის მომატებული ოფლიანობა მაქვს ბავშვობიდან,მაგრამ დაახლოებით 15 წლის ასაკიდან იღლიების ოფლიანობაც დამეწყო.(ამჟამად ვარ 21 წლის). არცერთი დეოდორანტი არ მშველის.ვფიქრობ რომ მაქვს ზემოთ ხსენებული დაავადება - ჰიპერჰიდროზი. ჩავიტარე ანალიზები. ენდოკრინოლოგი ჩიყვს ვარაუდობდა,მაგრამ აღმოჩნდა რომ მაგ მხრივ ყველაფერი ნორმაში მაქვს. ოდაბანის ეფექტურობაზე რა აზრის ხართ და თუ არის შესაძლებელი ქირურგიული მეთოდის გარეშე განკურნება? აღსანიშნავია ის ფაქტი რომ დედასაც ქონია ჩემს ასაკში აღნიშნული პრობლემა,მაგრამ გათხოვების შემდეგ თავისით მოგვარებულა. შესაძლებელია თუ არა რომ ეს გენეტიკური იყოს? წინასწარ გიხდით მადლობას. უფალმა დაგლოცოთ.



გამარჯობათ!
ჭარბი ოფლიანობა ანუ ჰიპერჰიდროზი გარდა ენდოკრინოლოგიური პათოლოგიისა შესაძლებელია გამოწვეული იყოს სხვა მიზეზითაც, ამის გამო ჩვენს კლინიკაში შემუშავებულია გარკვეული გამოკვლევები, რომელიც გამორიცხავს ან ადასტურებს ზემოთაღნიშნულ პათოლოგიას. რაც შეეხება ოდაბანის ეფექტურობას, უნდა განისაზღვროს ინდივიდუალურად, თუ თქვნთვის ეფექტურია, შეგიზლიათ გამოიყენოთ, რეკომენდაციის მკაცრი დაცვით. დაავადების გენეტიკური ხასიათი გასათვალისწინებელია. თუ ისურვებთ და მობრძანდებით ჩვენს კლინიკაში, უფრო დეტალურად მოგაწვდით ინფორმაციას. დალოცვისათვის დიდი მადლობა! გისურვებთ ჯანმრთელობას.
პატივისცემით კობა სახეჩიძე!
კობა სახეჩიძე

აკადემიური დოქტორი მედიცინაში, ასისტენტ-პროფესორი

"ავერსის კლინიკის" ჰიპერჰიდროზის სამკურნალო ცენტრის ხელმძღვანელი
0

#9 მომხმარებელი გასულია   bondoia ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Validating
  • წერილები: 5
  • შემოგვიერთდა: 19-May 11

დაწერილია 29 May 2011 - 04:10 PM

მოგესალმებით.. მაქვს ერითროფობია (ბლაშინგ-სინდრომი)... ნერვული სისტემის არასწორი მუშაობა... მცირე ემოციიის დროსაც კი ვწითლდები.. გაწითლების დროს მაქვს ქავილი იღლიებში...რაც ჩემი აზრით დაკავშირებული უნდა იყოს ჰიპერჰიდროზთან... დერმატოლოგმა მირჩია ქირურგიული ჩარევის კაკეთება ... . და მაინტერესებს არის თუ არა განსხვავება იმ ოპერაციას შორის რომელიც კეთდება ჭარბი ოფლიანობის დროს (თორაკოსკოპიული სიმპატექტომიას) და იმ ოპერაციას შორის რომელიც კეთდება ერითროფობიის დროს(ენდოსკოპიური სიმპატექტომიას)შორის...როგორც ვიცი ამ ოპერაციით ორივე დაავადება ინკურნება და განსხვავება არაფერია...რა ჯდება თქვენთან ეს ოპერაცია....
0

#10 მომხმარებელი გასულია   Koba Sakhechidze ხატულა

  • ქირურგი
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 28
  • შემოგვიერთდა: 22-February 11
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 30 May 2011 - 10:29 AM

გამოხმაურების ნახვაgigaaa, on 29 May 2011 - 08:10 PM, said:

მოგესალმებით.. მაქვს ერითროფობია (ბლაშინგ-სინდრომი)... ნერვული სისტემის არასწორი მუშაობა... მცირე ემოციიის დროსაც კი ვწითლდები.. გაწითლების დროს მაქვს ქავილი იღლიებში...რაც ჩემი აზრით დაკავშირებული უნდა იყოს ჰიპერჰიდროზთან... დერმატოლოგმა მირჩია ქირურგიული ჩარევის კაკეთება ... . და მაინტერესებს არის თუ არა განსხვავება იმ ოპერაციას შორის რომელიც კეთდება ჭარბი ოფლიანობის დროს (თორაკოსკოპიული სიმპატექტომიას) და იმ ოპერაციას შორის რომელიც კეთდება ერითროფობიის დროს(ენდოსკოპიური სიმპატექტომიას)შორის...როგორც ვიცი ამ ოპერაციით ორივე დაავადება ინკურნება და განსხვავება არაფერია...რა ჯდება თქვენთან ეს ოპერაცია....



გამარჯობათ!
თორაკოსკოპიული სიმპატექტომია და ენდოსკოპიური სიმპატექტომია ერთი და იგივე ოპარაციაა, უბრალოდ პირველ ტერმინში მითითებულია, რომ ჩარევა ეხება გულმკერდის ღრუს. მისი ღირებულება ჩვენს კლინიკაში არის 1600ლარი, წინასაოპერაციო კვლევებით და ოპერაციის შემდგომი პერიოდით.

პატივისცემით კობა სახეჩიძე.
კობა სახეჩიძე

აკადემიური დოქტორი მედიცინაში, ასისტენტ-პროფესორი

"ავერსის კლინიკის" ჰიპერჰიდროზის სამკურნალო ცენტრის ხელმძღვანელი
0

#11 მომხმარებელი გასულია   dato ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 16
  • შემოგვიერთდა: 02-May 10

დაწერილია 03 June 2011 - 11:57 AM

მეც იგივე პრობლემა მაწუხებს ოღონდ მხოლოდ იღლიებიდან მაქვს ოფლიანობა მომატებული! გარდატეხის ასაკიდან, ადრე ექიმთან რომ მივედი მანაც მსგავსი შინაარსის პასუხი გამცა ეგ არაფერი იღლიებიდან ოფლი უნდა გამოდიოდეს აბა როგორო!
მაგრამ მე განსაკუთრებით დიდ რაოდენობით ოფლიაობა მაქვს ძირითადად დღის პირველ ნახევარში.
ქირურგიული ჩარევის გარდა არის რეალური მკურნალობის სხვა საშუალება?
მადლობთ
0

#12 მომხმარებელი გასულია   Koba Sakhechidze ხატულა

  • ქირურგი
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 28
  • შემოგვიერთდა: 22-February 11
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 04 June 2011 - 07:00 AM

გამოხმაურების ნახვაdato, on 03 June 2011 - 03:57 PM, said:

მეც იგივე პრობლემა მაწუხებს ოღონდ მხოლოდ იღლიებიდან მაქვს ოფლიანობა მომატებული! გარდატეხის ასაკიდან, ადრე ექიმთან რომ მივედი მანაც მსგავსი შინაარსის პასუხი გამცა ეგ არაფერი იღლიებიდან ოფლი უნდა გამოდიოდეს აბა როგორო!
მაგრამ მე განსაკუთრებით დიდ რაოდენობით ოფლიაობა მაქვს ძირითადად დღის პირველ ნახევარში.
ქირურგიული ჩარევის გარდა არის რეალური მკურნალობის სხვა საშუალება?
მადლობთ



გამარჯობათ!
რა თქმა უნდა არსებობს სხვა მეთოდბიც,კერძოდ, სპეციალური დეოდორანტების გამოყენება და ბოტოქსის ან დისპორტის პრეპერატით ინექციებით. უფრო დეტალურად ინფომაციის მისაღებად მობრძანდით ჩვენს კლინიკაში და დიდი სიამოვნებით დაგეხმარებით.

პატივისცემით კობა სახეჩიძე
კობა სახეჩიძე

აკადემიური დოქტორი მედიცინაში, ასისტენტ-პროფესორი

"ავერსის კლინიკის" ჰიპერჰიდროზის სამკურნალო ცენტრის ხელმძღვანელი
0

#13 მომხმარებელი გასულია   ninikooooo ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 7
  • შემოგვიერთდა: 21-April 10

დაწერილია 11 June 2011 - 08:54 PM

გამარჯობათ! ბატონო კობა ჩემს მეუღლეს ჭარბი ოფლიანობა აქვს როდესაც დაეძინებაა ხოლმე, ანუ როდესაც ღრმად დაიდზინებს საშინლად ოფლიანოს,სახეზე და მკერდის მიდამოებში სულ მთლად სველია ხოლმე, ნამდვილად საშიშად მეჩვენება. დღის განმავლობაში ისე არ ოფლიანობს. რისი ბრალი შეიძლება იყოს და რა უნდა ვქნათ?
0

#14 მომხმარებელი გასულია   Koba Sakhechidze ხატულა

  • ქირურგი
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 28
  • შემოგვიერთდა: 22-February 11
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 14 June 2011 - 08:44 AM

გამოხმაურების ნახვაninikooooo, on 12 June 2011 - 12:54 AM, said:

გამარჯობათ! ბატონო კობა ჩემს მეუღლეს ჭარბი ოფლიანობა აქვს როდესაც დაეძინებაა ხოლმე, ანუ როდესაც ღრმად დაიდზინებს საშინლად ოფლიანოს,სახეზე და მკერდის მიდამოებში სულ მთლად სველია ხოლმე, ნამდვილად საშიშად მეჩვენება. დღის განმავლობაში ისე არ ოფლიანობს. რისი ბრალი შეიძლება იყოს და რა უნდა ვქნათ?



გამარჯობათ!
თქვენ გესაჭიროებათ გარკვეული ანალიზების ჩაბარება მიზეზის დადგენის მიზნით. თქვენს შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ასაკს, თავის ტრავმებს, ფარისებრი ჯირკვლის ადეკვატურ ფუნქციონირებას, შაქრიანი დიაბეტით დაავადებას და ა.შ. აღნიშნულიდან გამომდინარე მე გირჩევთ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში სათანადო მიზეზის დასადგენად და შესაბამისი მკურნალობის შესარჩევად.

პატივისცემით კობა სახეჩიძე!
კობა სახეჩიძე

აკადემიური დოქტორი მედიცინაში, ასისტენტ-პროფესორი

"ავერსის კლინიკის" ჰიპერჰიდროზის სამკურნალო ცენტრის ხელმძღვანელი
1

#15 მომხმარებელი გასულია   Dr. Aversi ხატულა

  • Administrator
  • ხატულა
  • ჯგუფი: Administrators
  • წერილები: 560
  • შემოგვიერთდა: 16-December 09
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 05 August 2011 - 08:49 AM

ავერსის კლინიკაში პირველად საქართველოში ჰიპერჰიდროზის სამკურნალო
ქირურგიული ოპერაცია – თორაკოსკოპიული სიმპატექტომია გაკეთდა


შეგახსენებთ, რომ დაახლოებით 6 თვის წინ პირველად საქართველოში, "ავერსის კლინიკაში" ჭარბი ოფლიანობის ანუ ჰიპერჰიდროზის სამკურნალო ცენტრი გაიხსნა და აღნიშნული პათოლოგიით სამშობლოში მკურნალობის საშუალება მიეცა ბევრ პაციენტს, რამდენადაც ჰიპერჰიდროზის სამკურნალო ცენტრში შეიძლება მკურნალობის არსებული ყველა თანამედროვე მეთოდით მკურნალობა. აშშ სტატისტიკით ჰიპერჰიდროზით დაავადებულია მოსახლეობის 2–3%, საქართველოში მსგავსი სტატისტიკა ჯერ–ჯერობით არ არსებობს, მაგრამ 6 თვის მიხედვით კლინიკაში პაციენტთა მომართვიანობით თუ ვიმსჯელებთ და კლიმატურ პირობებსაც გავითვალისწინებთ პროცენტული მონაცემები გაცილებით მეტი იქნება.
ჩვენს კლინიკაში პაციენტები გარკვეული გამოკვლევების შემდეგ იღებენ კვალიფიციურ კონსულტაციებს და პირველადი ჰიპერჰიდროზის შემთხვევაში, ანუ თუ ჭარბი ოფლიანობა სხვა დაავადების გამო არ არის გამოწვეული, ენიშნებათ შესაბამისი მკურნალობა, პრინციპით მარტივიდან რთულისაკენ. კერძოდ, სპეციფიური დეოდორანტებიდან დაწყებული ქირურგიული ჩარევით დამთავრებული. ზოგადად მკურნალობის მეთოდებია:
1. პრეპარატებით მკურნალობა _ ტარდება ბოტოქსის ან დისპორტის ინექციები საჭირო პროექციაში.
2. იონოფორეზი (ელექტროფორეზი) _ იძლევა ხელისგულებსა და ფეხისგულებზე ზემოქმედებას სპეციალური ფიზიოთერაპიული პროცედურების საშუალებით.
3. “კიურეტაჟი” _ ადგილობრივი გაუტკივარების ფონზე ქირურგიული ჩარევის შედეგად ხდება საოფლე ჯირკვლების მექანიკური გზით დარღვევა.
4. თორაკოსკოპიული სიმპატექტომია _ ჰიპერჰიდროზის მკურნალობის ყველაზე რადიკალური მეთოდია, რაც გულისხმობს ზოგადი გაუტკივარებით ქირურგიულ ჩარევას. იღლიის არეში კეთდება ორი 1.0სმ და 0.5სმ განაკვეთი. ოპერაციის ხანგრძლივობა 20-25 წუთს არ აღემატება და პაციენტი მეორე დღესვე ტოვებს კლინიკას. თორაკოსკოპიული სიმპატექტომიის შედეგი სამუდამოა და დადებითი შედეგი აღინიშნება 95-98%-ში.
სულ რამდენიმე დღის წინ პირველად საქართველოში, "ავერსის კლინიკაში" წარმატებით ჩატარდა პირველი ოპერაციები ჰიპერჰიდროზის მკურნალობის მიზნით, კერძოდ თორაკოსკოპიული სიმპატექტომია. ამ ოპერაციის დროს პაციენტს უკეთდება 2 მცირე ზომის განაკვეთი იღლიის ქვემო არეში, სადაც ხდება ორი სპეციალური ინსრტუმენტის შეყვანა გულმკერდის ღრუში. რევიზიის შემდეგ ხდება სიმპატიკური ნერვული ღეროს აღმოჩენა და გადაკვეთა ან კლიპირება 2–3 ნეკნის დონეზე. ოპერაციის ხანგრძლივობა სულ 20–25 წუთს შეადგენს. პაციენტები ოპერაციიდან მეორე დღეს გულმკერდის საკონტროლო რენტგენოსკოპიის შემდეგ ეწერებიან სტაციონარიდან და 10–12 დღის შემდეგ ცხოვრების ჩვეულებრივი რეჟიმით იცხოვრებენ. თორაკოსკოპიული სიმპატექტომიის შედეგი მიიღწევა ოპერაციის დამთავრებისთანავე, არის მუდმივი და დადებითი 95-98%-ში.

Attached thumbnail(s)

  • მიმაგრებული სურათი

ავერსი გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

http://www.aversi.ge/


http://www.facebook.com/Aversi
0

#16 მომხმარებელი გასულია   გიორგი- ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 1
  • შემოგვიერთდა: 06-October 11

დაწერილია 06 October 2011 - 10:29 AM

მოგესალმებით ბატონო კობა,
მაქვს ჭარბი ოფლიანობა იღლიის არეში რაც ძალიან დისკომფორტს მიქმნის საზოგადოებასთან ურთიერთობაში, მირჩიეს მეხმარა რამე ძლიერი ანტი-პერსპირანტი მაგალითად (Certain dri) და მაინტერესებს თქვენ რას მირჩევდით? სხვა არაფერი არ მაწუხებს რომ ვიფიქრო სხვა რამით არის გამოწვეული მეთქი.
იმედია დამეხმარებით :)
მადლობას გიხდით წინასწარ.
0

#17 მომხმარებელი გასულია   Koba Sakhechidze ხატულა

  • ქირურგი
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 28
  • შემოგვიერთდა: 22-February 11
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 08 October 2011 - 09:47 AM

მოგესალმებით ბატონო კობა,
მაქვს ჭარბი ოფლიანობა იღლიის არეში რაც ძალიან დისკომფორტს მიქმნის საზოგადოებასთან ურთიერთობაში, მირჩიეს მეხმარა რამე ძლიერი ანტი-პერსპირანტი მაგალითად (Certain dri) და მაინტერესებს თქვენ რას მირჩევდით? სხვა არაფერი არ მაწუხებს რომ ვიფიქრო სხვა რამით არის გამოწვეული მეთქი.
იმედია დამეხმარებით :)
მადლობას გიხდით წინასწარ.

გამარჯობათ!
მხოლოდ იღლიის არეში თუ გაწუხებთ ჭარბი ოფლიანობა შესაძლებელია ჰიპერჰიდროზის დიაგნოზზე ვიფიქროთ, თუმცა მე მაინც გირჩევდით გამოკვლევების ჩატარებას. რაც შეეხება Certain dri-ს, კონკრეტულად მისი მოქმედების შესახებ ვერ გეტყვით, მაგრამ ავერსის აფთიაქებში ბოლო რამდენიმე თვეა გამოჩნდა სპეციალური დეოდორანტი დრიკლორი, რომელსაც კარგი შედეგები აქვს. გამოყენების შემთხვევაში გთხოვთ განსაკუთრებული ყურადღება მაიქციოთ დეოდორანტის მოხმარების წესს, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

პატივისცემით კობა სახეჩიძე.
კობა სახეჩიძე

აკადემიური დოქტორი მედიცინაში, ასისტენტ-პროფესორი

"ავერსის კლინიკის" ჰიპერჰიდროზის სამკურნალო ცენტრის ხელმძღვანელი
0

#18 მომხმარებელი გასულია   ბესო ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 1
  • შემოგვიერთდა: 11-November 11

დაწერილია 11 November 2011 - 07:15 PM

გამარჯობათ ბატონო კობა. ბავშვობიდან მოყოლებული მაწუხებს ძლიერი ოფლიანობა მთელ სხეულზე. ვარ 23 წლის. ენდოკრინოლოგის კონსულტაციით ჩატარებული მაქვს საკმაოდ ბევრი გამოკვლევები, მაგრამ კონკრეტულ მიზეზს ვერ მივაკვლიეთ და შესაბამისად მკურანალობის შემდეგაც არ მაქვს არავითარი შედეგი. დაბადებული ვარ თირკმლის პათოლოგიით, მაქვს ერთი, მაგრამ ჩვეულებრივზე დიდი ზომის თირკმელი, რომელიც მუშაობს სრულიად გამართულად. მაინტერესებს ახასითებს თუ არა ოპერაციის შემდგომი პერიოდის გართულებები თორაკოსკოპიულ სიმპატექტომიას,( რა თქმა უნდა ვგულისხმობ ქირურგიული თვალსაზრისით უნაკლოდ ჩატარებისდა მიუხედავად :) ) პროცენტულად რამდენად დიდია კომპენსირებადი ოფლიანობის განვითარების ალბათობა სხეულის სხვა უბნებში და როგორი შედეგები გაქვთ თქვენს პრაქტიკაში ოპერაციის შემდგომ. ( რამდენადაც ვიცი ცოტა ხნის წინ საქართველოში პირველად, ავერსის კლინიკაში, ჩაატარეთ აღნიშნული სახის ოპერაცია)
წინასწარ გიხდით მადლობას კითხვაზე პასუხისათვის.
1

#19 მომხმარებელი გასულია   Koba Sakhechidze ხატულა

  • ქირურგი
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 28
  • შემოგვიერთდა: 22-February 11
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 14 November 2011 - 10:49 AM

გამარჯობათ ბატონო კობა. ბავშვობიდან მოყოლებული მაწუხებს ძლიერი ოფლიანობა მთელ სხეულზე. ვარ 23 წლის. ენდოკრინოლოგის კონსულტაციით ჩატარებული მაქვს საკმაოდ ბევრი გამოკვლევები, მაგრამ კონკრეტულ მიზეზს ვერ მივაკვლიეთ და შესაბამისად მკურანალობის შემდეგაც არ მაქვს არავითარი შედეგი. დაბადებული ვარ თირკმლის პათოლოგიით, მაქვს ერთი, მაგრამ ჩვეულებრივზე დიდი ზომის თირკმელი, რომელიც მუშაობს სრულიად გამართულად. მაინტერესებს ახასითებს თუ არა ოპერაციის შემდგომი პერიოდის გართულებები თორაკოსკოპიულ სიმპატექტომიას,( რა თქმა უნდა ვგულისხმობ ქირურგიული თვალსაზრისით უნაკლოდ ჩატარებისდა მიუხედავად :) ) პროცენტულად რამდენად დიდია კომპენსირებადი ოფლიანობის განვითარების ალბათობა სხეულის სხვა უბნებში და როგორი შედეგები გაქვთ თქვენს პრაქტიკაში ოპერაციის შემდგომ. ( რამდენადაც ვიცი ცოტა ხნის წინ საქართველოში პირველად, ავერსის კლინიკაში, ჩაატარეთ აღნიშნული სახის ოპერაცია)
წინასწარ გიხდით მადლობას კითხვაზე პასუხისათვის.

გამარჯობათ!
ენდოკრინოლოგთან კერძოდ რა კვლევები გაქვთ გაკეთებული? თირკმელი თუ ფუნქციურად გამოკვლეულია და პათოლოგია არ აღინიშნება ოფლიანობის მიზეზი არ შეიძლება იყოს. რაც შეეხება ოპერაციულ მკურნალობას – თორაკოსკოპიულ სიმპატექტომიას,შედეგი აქვს ოპერაციის დამთავრებისთანავე და არის მუდმივი. კომპენსატორული ოფლიანობის განვითარება შესაზლებელია, მაგრამ როგორც წესი მნიშვნელოვნად საგრძნობლად არ შეიმჩნევა. მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენს მიერ ჩატარებული ოპერაციებს აქვს იდეალური შედეგები (სულ 5 ოპერაცია იქნა ჩატარებული). თუ უფრო დაწვრილებით დაგაინტერესებთ ზოგადად ჰიპერფიდროზის მკურნალობის შესახებ , შეგიძლიათ მობრძანდეთ ავერსის კლინიკაში, ვაჯა–ფშაველას 27–ბ, აღნიშნულ ცენტრში გარდა ოპერაციული ჩარევისა სხვა მეთოდებიც შეგვიძლია შემოგთავაზოთ.

პატივისცემით კობა სახეჩიძე
კობა სახეჩიძე

აკადემიური დოქტორი მედიცინაში, ასისტენტ-პროფესორი

"ავერსის კლინიკის" ჰიპერჰიდროზის სამკურნალო ცენტრის ხელმძღვანელი
0

#20 მომხმარებელი გასულია   ნატალიკო ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 2
  • შემოგვიერთდა: 14-December 11

დაწერილია 14 December 2011 - 10:29 AM

მოგესალმებით ბატონო კობა!
ბავშვობიდან მაწუხებს ჰიპერჰიდროზი ხელზე ფეხზე და იღლიაში, კონსულტაცია გავიარე დერმატოლოგთან ნევროლოგთან ენდოკრინოლოგთან და ამ მხრივ სრულიათ ჯანმრთლი აღმოვჩნდი. მაინტერესებს ინოფორეზის აბაზანებით მკურნალობა რა ჯდება და მუდმივია ამ პროცედურის შედეგი თუ დროებითი? რადიკალური მეთოდით (თორაკოსკოპიული სიმპატექტომია) რაიმე გართულება ან უკუჩვენება თუ გააჩნია? და რა ღირს ავერსის კლინიკაში პირადათ თქვენთან კონსულტაცია? წინასწარ უღრმესი მადლობა
1

  • (3 გვერდი)
  • +
  • 1
  • 2
  • 3
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თემა დახურულია

1 მომხმარებელი კითხულობს თემას
0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური წევრი