AVERSI FORUM: სქესის დადგენა - AVERSI FORUM

Jump to content

გვერდი 1-დან 1
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას

სქესის დადგენა ექოსკოპიურ გამოკვლევამდე როგორ დავადგინოთ სქესი

#1 მომხმარებელი გასულია   ancho ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 1
  • შემოგვიერთდა: 15-February 11

დაწერილია 15 February 2011 - 04:49 PM

გამარჯობატ.ვარ 3 თვის ორსული და მაინტერესებს სქესის დადგენა .. სანამ ეხოზე გავალ .. გთხოვთ დამეხმაროთ სქესის დადგენაში ... წინასწარ გმადლობთ ....
0

#2 მომხმარებელი გასულია   Dr. Aversi ხატულა

  • Administrator
  • ხატულა
  • ჯგუფი: Administrators
  • წერილები: 560
  • შემოგვიერთდა: 16-December 09
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 16 February 2011 - 01:39 AM

გაგიმარჯოთ,

მეტად საინტერესო შეკითხვაა, რისთვისაც თემას ჯერ-ჯერობით არ დავხურავ :)

ექოსკოპიურ კვლევამდე როგორ უნდა დაგეხმაროთ სქესის დადგენაში, პირადად მეც მაინტერესებს :eek:
ავერსი გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

http://www.aversi.ge/


http://www.facebook.com/Aversi
0

#3 მომხმარებელი გასულია   tikusha ხატულა

  • ფორუმის ფანი
  • პიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 547
  • შემოგვიერთდა: 23-March 10

დაწერილია 16 February 2011 - 06:05 AM

ალბათ გამოთვლებს გულისხმობდა :)
0

#4 მომხმარებელი გასულია   Dr. Aversi ხატულა

  • Administrator
  • ხატულა
  • ჯგუფი: Administrators
  • წერილები: 560
  • შემოგვიერთდა: 16-December 09
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 16 February 2011 - 06:29 AM

როცა უკვე ორსულად არის ქალი და ისედაც უნდა ჩაიტაროს ექოსკოპიური კვლევა, მკითხაობას დიდი აზრი აღარ უნდა ჰქონდეს :)
ავერსი გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

http://www.aversi.ge/


http://www.facebook.com/Aversi
0

#5 მომხმარებელი გასულია   nako ხატულა

  • ფორუმის მოყვარული
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 40
  • შემოგვიერთდა: 08-September 10

დაწერილია 16 February 2011 - 06:51 AM

მე გამიგია ისეთი შემთხვევები როცა ეხოსკოპია ერთს ამბობს და სინამდვილეში იბადება მეორე ამის თავიდან ასაცილებლად თუ არის რამე სხვა გზა?მე მყავს ბიჭი და მეორეზე ვარ ორსულად ეხომ ისევ ბიჭი გვითხრა მაგრამ იმ რაგაც გამოთვლები გოგო გამოვიდა,არ აქვს ჩვენთვის დიდი მნიშვნელონა სქესს მთავარია ჯამრთელი იყოს,მაგრამ ცნობისმოყვარეობის გამო მაიც მინდა ვიცოდე რომელი უფრო ნამდვილი შეიძლება იყოს?ან თუ არის რამე სხვა გზა?
0

#6 მომხმარებელი გასულია   esmeralda ხატულა

  • აქტიური წევრი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 188
  • შემოგვიერთდა: 04-May 10
  • მდებარეობაÖsterreich

დაწერილია 16 February 2011 - 06:57 AM

რა შეიძლება იყოს იმაზე სახალისო, ვიდრე შენი პატარის სქესის გამოთვლა... ნეტავ ვინ გეყოლებათ – ბიჭი თუ გოგო?
ამ ინტრიგაში ხშირად მთელი სანათესაო, სამეგობრო და სამეზობლოც კია ჩათრეული. საუკუნეების მანძილზე დაგროვდა უამრავი სხვადსხვა ინფორმაცია, რის საშუალებითაც შესაძლებელია გავიგოთ პატარს სქესი. შეიძლება ამგვარი გამოთვლები ხშირად საპირისპირო შედეგს გვაძლევს, მაგრამ დაგვერწმუნეთ ეს ხერხი ბევრად მეტ ინტრიგას შეიცავს ვიდრე ულტრაბგერის ბანალური პასუხი.




გვინდა წარმოგიდგინოთ რამოდენიმე ნაცადი ხერხი პატარის სქესის გამოსაცნობად.

თქვენ გაგიჩნდებათ ბიჭი თუ:

თქვენ არ გაწუხებთ გულისრევის შეგრძნება ფეხმძიმობის პირველ ტრიმესტრში.
თქვენი პატარის გულისცემა წუთში 140-ზე ნაკლებია.
თქვენი მუცელი წინ არის გამოწეული და მიმართულია ქვევით.
თქვენი მუცელი ბურთივით მრგვალია
ძუძუს თავები გაგიმუქდათ.
გინდებათ მარილიანი ან მჟავე საჭმელი.
ასევე ეტანებით რძეს, ყველს.
ფეხის ტერფები ცივი გაქვთ, ვიდრე ორსულობამდე, და ხშირად გეთოშებათ.
თმები ფეხებზე უფრო ინტენსიურად იზრდება ვიდრე ორსულობამდე.
ხელის გულები გამოგიშრათ.
ჩასახვის პერიოდში ხშირად გეძინათ თავით ჩრდილოეთისკენ.
თქვენი მეუღლე ისევე იმატებს წონაში როგორც თქვენ
თქვენ ორსულობამ ძალიან მომხიბვლელი და ლამაზი გაგხადათ.
თქვენი შარდი კაშკაშა ყვითელი შეფერილობის არის.
ხშირად გაწუხებთ თავისტკივილები.
თქვენი ჯვირსწერის ბეჭედის ძაფზე დაკიდებით და მუცლის ზემოთ ჩამოკიდებით იგი წრიულად იწყებს ტრიალს.



თქვენ გაგიჩნდებათ გოგო თუ:

თქვენ გაწუხებთ გულისრევის შეგრძნება ფეხმძიმობის პირველ ტრიმესტრში.
თქვენი პატარის გულისცემა წუთში 140-ზე მეტია.
თქვენ იმატებთ ძირითადად წელს ქვევით.
თქვენი მარცხენა მკერდის მოყვანილობა მარჯვენაზე მეტია.
თქვენს თმებს შეერია ჟღალი თმები.
თქვენი მუცელი მიმართულია ძევით და ფორმით წააგავს ნესვს.ხშირად გინდებათ თკბილეულობა, და ხილი.
ორსულობის პერიოდში ხშირად ხართ ცუდ ხასიათზე.
არ ჭამთ პურის გარეკანს.
მკერდი შესამჩნევად გაგეზარდათ.
სახის კანი გამოგიშრათ.
ჩასახვის პერიოდში ხშირად გეძინათ თავით სამხრეთისკენ.
თქვენი შარდი ღია ყვითელი შეფერილობის არის.
თქვენი ჯვირსწერის ბეჭედის ძაფზე დაკიდებით და მუცლის ზემოთ ჩამოკიდებით იგი აქეთ იქით ქანაობს.
0

#7 მომხმარებელი გასულია   sallo ხატულა

  • ფორუმის ფანი
  • პიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 501
  • შემოგვიერთდა: 26-January 11

დაწერილია 16 February 2011 - 07:18 AM

ესმერალდაა ეგ მეც გამიგიაა მაგრაამ დამიჯერეე სისულელეააა.. ბიჭი მყავს და არაფერი დაემთხვაა.. :)P კი მართალიაა არსებობს გამოთვლები
0

#8 მომხმარებელი გასულია   Dr. Aversi ხატულა

  • Administrator
  • ხატულა
  • ჯგუფი: Administrators
  • წერილები: 560
  • შემოგვიერთდა: 16-December 09
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 16 February 2011 - 07:20 AM

მართალია, ინტრიგას ნამდვილად შეიცავს აღნიშნული გამოთვლის ხერხი, მითუმეტეს როცა იმაზე იწყებ ფიქრს, ჩასახვის პერიოდში თავით სამხრეთით გეძინა თუ ჩრდილოეთით :)
ავერსი გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

http://www.aversi.ge/


http://www.facebook.com/Aversi
0

#9 მომხმარებელი გასულია   Dr. Aversi ხატულა

  • Administrator
  • ხატულა
  • ჯგუფი: Administrators
  • წერილები: 560
  • შემოგვიერთდა: 16-December 09
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 16 February 2011 - 07:21 AM




ხალხური სიბრძნე ღაღადებს, ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობიაო. საინტერესო ის არის, რომ ზოგჯერ დასანახად შეიძლება ხმაც, უფრო ზუსტად, განსაზღვრული სიხშირის ბგერაც გამოდგეს. კაცმა რომ თქვას, ადამიანს ახალი არაფერი გამოუგონებია, – ღამურები ათასწლეულების განმავლობაში სწორედ მისი მეშვეობით ახერხებდნენ სივრცეში ორიენტირებას, – გამოცდილების გადმოსაღებად კი საკმაოდ დიდი ხანი დასჭირდა, თუმცა გაკვეთილი კარგად აითვისა: ჯერ თვითმფრინავებსა და გემებს გაუადვილა წინააღმდეგობების მიგნება რადარებითა და სონარებით, შემდეგ კი ტექნოლოგია შინაგანი ორგანოების გამოკვლევასაც მოარგო.
მომავალი დედებისთვის ეს მეთოდი ფასდაუდებელია, მის გარეშე ფაქტობრივად არც ერთი ორსულობა არ ჩაივლის, თუმცა მაინც ათასგვარ შეხედულებას გაიგონებთ. ზოგიერთს ჭარბი დასხივებისა ეშინია, ზოგს სურს, რაც შეიძლება ადრე გაიგოს ბავშვის სქესი, გამოკვლევის რამდენიმე სახელიც გვარიანად გვაბნევს... ტყუილ-მართალის გარკვევაში “ავერსის კლინიკის” ულტრაბგერითი სამსახურის კოორდინატორი, ეკა ლაფაჩიშვილი დაგვეხმარება.

– ქალბატონო ეკა, რა პრინციპს ემყარება ულტრაბგერითი გამოკვლევა და გავრცელებული სახელებიდან: “ექოსკოპია”, “ულტრაბგერითი კვლევა”, “ულტრასონოგრაფია” – რომელია სწორი?
– არსებობის უფლება სამივე ტერმინს აქვს, ვინაიდან მეთოდის არსს გარკვეულწილად სამივე ასახავს (sonorus ლათინურად ხმის გამომცემს ნიშნავს, scopeo – ხედვას, graphos – ჩაწერას). ამ დროს აპარატი გამოსაკვლევი ორგანოსკენ მიმართავს ულტრაბგერებს – განსაზღვრული სიხშირის ბგერებს, რომელთაც ადამიანის ყური ვერ აღიქვამს. წინააღმდეგობასთან შეხვედრისას ეს ბგერები აირეკლება, ბუნებრივია, იმისდა მიხედვით, რომელი ქსოვილი (ძვლები, კუნთები, შინაგანი ორგანოები) დახვდება გზად. ამ განსხვავებულ ექოს გადამწოდი აფიქსირებს, კომპიუტერი კი გამოსახულებად გარდაქმნის და მონიტორზე გამოსახავს.
კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს: ჩვენი ყურისთვის შეუმჩნეველი, მაგრამ სავსებით ბუნებრივი ბგერები ერთადერთი “გამოსხივებაა”, რომელსაც სონოგრაფიული გამოკვლევისას ვიყენებთ. ზოგიერთი სხვა, მაგალითად, რენტგენოლოგიური გამოკვლევისგან განსხვავებით, ულტრასონოგრაფიას თან არ ახლავს მაიონიზებელი რადიაცია, რომელსაც შეუძლია, ატომები და მოლეკულები შეცვალოს და ბიოლოგიური ქსოვილები შეუქცევადად დააზიანოს. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, 30 წელიწადზე მეტია, ამ მეთოდს მთელ მსოფლიოში ძალიან ფართოდ იყენებენ და ადამიანზე მავნე ზემოქმედების არც ერთი ფაქტი არ აღრიცხულა.
– როგორც ჩანს, სწორედ უსაფრთხოებამ აქცია ულტრაბგერითი გამოკვლევა ორსულობის მეთვალყურეობის შეუცვლელ მეთოდად...
– უსაფრთხოებამ და მაღალმა დიაგნოსტიკურმა ღირებულებამ. დღეისთვის ის იმ წამყვან მეთოდად მიიჩნევა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ობიექტურად მივადევნოთ თვალი ნაყოფის ზრდა-განვითარებას მუცლადყოფნის ადრეული ეტაპებიდან დაბადებამდე.
– ორსულობის დასადგენად ულტრაბგერითი გამოკვლევა აუცილებელია? ტესტის დადებითი პასუხი არ კმარა?
– შარდში ქორიონული გონადოტროპინის გამოჩენა (სწორდედ მას აფიქსირებს ორსულობის ტესტი), თუნდაც სისხლში მისი მაღალი კონცენტრაცია, მხოლოდ ორსულობის არსებობას ადასტურებს. ის წარმოდგენას არ გვაძლევს სანაყოფე პარკის მდებარეობაზე, მდგომარეობაზე, რაოდენობასა და ორსულობის მოსალოდნელ გართულებებზე. ორსულობის ადრეულ ვადებზე ულტრაბგერითი გამოკვლევა აუცილებელია თუნდაც ექტოპიური (საშვილოსნოსგარე) ორსულობის გამოსარიცხად. მოგეხსენებათ, ამ პათოლოგიის ადრეული დიაგნოსტიკა მხოლოდ შვილოსნობის უნარის შენარჩუნების შანსს კი არ ზრდის, არამედ იმის გარანტიასაც გვაძლევს, რომ ქალის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრება. სანაყოფე პარკის დაფიქსირება ჩვეულებრივი ტრანსაბდომინური მიდგომით ორსულობის მე-3 კვირიდან არის შესაძლებელი, მე-6 კვირიდან კი ექიმი უკვე ნაყოფის გულისცემას აფასებს.
– ორსულობის განმავლობაში სტანდარტულად რამდენჯერ ტარდება ულტრაბგერითი კვლევა? რა მიზანს ისახავს თითოეული მათგანი?
– როგორც უკვე გითხარით, ულტრაბგერითი გამოკვლევა აბსოლუტურად უსაფრთხოა მომავალი დედისა და ნაყოფისთვის. მიუხედავად ამისა, თვითნებურად მისი ჩატარება სასურველი არ არის, მხოლოდ ექიმის დანიშნულებით მივმართავთ. ორსულობის განმავლობაში, ჩვეულებრივ, 4-ჯერ მაინც ვატარებთ, თუ საჭიროა – უფრო ხშირადაც.
პირველი გამოკვლევა მცირე ვადებზე – მე-3-7 კვირას – ტარდება ორსულობის დადასტურებისა და ადრეული შეფასების მიზნით.
მეორე სკრინინგული ვადა მე-11-14 კვირაა. ამ დროს ტარდება გენეტიკური ულტრაბგერითი გამოკვლევა, რომლის დროსაც ნაყოფის ცხვირის ძვლის დაფიქსირება და კისრის ნაკეცის შეფასება საშუალებას გვაძლევს, გამოვრიცხოთ ქრომოსომული პათოლოგიების განვითარების რისკი.
მომდევნო ვადებზე, 22-24-ე და 32-34-ე კვირას, რუტინული ექოსკოპიური გამოკვლევის საშუალებით ფასდება ნაყოფის ზრდა-განვითარება, პლაცენტის მდებარეობა და მდგომარეობა, სანაყოფე წყლების რაოდენობა და სტრუქტურა, ჭიპლარის, საშვილოსნოს ყელის მდგომარეობა, ხდება განვითარების მანკების დროული დიაგნოსტირება. დამატებითი ფუნქციები, რომლებიც აქვს თანამედროვე აპარატების უმრავლესობას, ჩვენს შესაძლებლობებს უფრო მეტად აფართოებს: აუდიოკომპონენტი ნაყოფის გულისცემის მოსმენისა და შეფასების საშუალებას გვაძლევს, დოპლეროგრაფია სისხლძარღვებში სისხლის უჯრედების მოძრაობის სიჩქარესა და მიმართულებას გვაჩვენებს და ნაყოფის ფეტო-პლაცენტური უკმარისობის (ნაყოფისთვის სისხლის მიწოდების დარღვევის) გამოვლენაში გვეხმარება.
ბოლო ხანს უფრო და უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს მოცულობითი ექოსკანირება სამ და ოთხგანზომილებიან რეჟიმში. იგი აფართოებს ჩვეულებრივი ორგანზომილებიანი გამოკვლევის შესაძლებლობებს, თანაც მასავით უსაფრთხო და საიმედოა. მოცულობითი ექოსკანირების დროს სამგანზომილებიან რეჟიმში გამოსახულება მიიღება სამივე სიბრტყეში (3D static – მოცულობითი სტატიკური გამოსახულება), ოთხგანზომილებიან რეჟიმში კი მეოთხე განზომილებად ნაგულისხმებია დრო, ანუ გამოსახულება მიიღება დროის რეალურ რეჟიმში (4D – real time). მოცულობითი ექოსკანირების დროს ექიმი უფრო სრულყოფილად ათვალიერებს ნაყოფის სხეულის ნაწილებს სამივე სიბრტყეში, მშობლები კი თავიანთ პატარას ჯერ კიდევ დაბადებამდე ეცნობიან, ეძლევათ საშუალება, შეინახონ პირმშოს პირველი ფოტო (სურვილისამებრ, ფერადი ან შავ-თეთრი) და გამოსახულების ვიდეოჩანაწერი DVD დისკის საშუალებით. ალბათ დამეთანხმებით, მართლაც უდიდესი ბედნიერებაა, როდესაც მშობლები ჯერ კიდევ დედის მუცელში ადევნებენ თვალს, როგორ იცინის, ამთქნარებს, ხელ-ფეხს ამოძრავებს მათი პატარა.
– გამოკვლევისთვის განსაკუთრებული მომზადება ხომ არ სჭირდება ორსულს?
– არავითარი მომზადება არ არის საჭირო, უბრალოდ, ორსულობის ადრეულ ვადებზე აირით გაბერილმა ნაწლავებმა საშვილოსნოს დათვალიერებაში ხელი რომ არ შეგვიშალოს, სასურველია, შარდის ბუშტი ზომიერად სავსე იყოს. თუმცა გამოკვლევა ტრანსვაგინური მიდგომითაც შეიძლება ჩატარდეს. შედარებით გვიანდელ ვადებზე ამ მხრივ პრობლემა ნაკლებია.
– რომელი თვიდან ჩანს ბავშვის სქესი?
– ნაყოფის სქესის ფორმირება ხდება პირველი ტრიმესტრის ბოლოს, ორსულობის მე-11-12 კვირას, და ამავე პერიოდიდან არის შესაძლებელი მისი დადგენაც, თუმცა სქესის მიმართ გადაჭარბებული ინტერესი მხოლოდ ჩვენშია. გამოგიტყდებით: საზღვარგარეთ მივლინების დროს ჩემი როგორც ექიმის გულწრფელ სიამოვნებას იწვევდა ის ფაქტი, რომ იმ ორსულთა დაახლოებით ნახევარი, რომელიც ულტრასონოგრაფიის კაბინეტს აკითხავდა, ამჯობინებდა, ნაყოფის სქესი მის დაბადებამდე არ სცოდნოდა, დანარჩენების დიდი უმრავლესობა კი ამ კითხვას პირველად მხოლოდ ორსულობის 22-24-ე კვირას სვამდა.
– რამდენად მნიშვნელოვანია აპარატურის ხარისხი? ზოგს მიაჩნია, რომ გამოცდილი სპეციალისტი მოძველებული ექოგრაფითაც კი შეძლებს საჭირო ინფორმაციის მიღებას...
– ადრეული და ზუსტი დიაგნოსტირებისთვის ექიმს თანაბრად სჭირდება როგორც დიდი პროფესიული გამოცდილება, ასევე დახვეწილი სამედიცინო აპარატურა. ასე რომ, პროფესიონალიზმთან ერთად აპარატურის ხარისხსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. ყალბი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ “ავერსის კლინიკა” ერთითაც და მეორეთიც სამართლიანად ამაყობს, ჩვენი ხელმძღვანელობა კი განუწყვეტლივ ზრუნავს სამედიცინო აპარატურის განახლებაზე. ამჟამად “ავერსის კლინიკაში” ფუნქციობს კომპანია PHILIPS-ის გამოსახულების შეუდარებელი ხარისხის მქონე და უნიკალური პროგრამებით აღჭურვილი ულტრათანამედროვე ექოსკოპები, რომელთა ანალოგი ჯერჯერობით მხოლოდ საქართველოში კი არა, მთელ ამიერკავკასიაში არ არის.
http://www.aversi.ge...ang=geo&id=1897

Attached thumbnail(s)

  • მიმაგრებული სურათი
  • მიმაგრებული სურათი

ავერსი გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

http://www.aversi.ge/


http://www.facebook.com/Aversi
0

#10 მომხმარებელი გასულია   esmeralda ხატულა

  • აქტიური წევრი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 188
  • შემოგვიერთდა: 04-May 10
  • მდებარეობაÖsterreich

დაწერილია 16 February 2011 - 07:25 AM

გამოთვლები არ არსებობს, არც მე მჯერა, ისე მე სანამ არ გავაჩინე არ ვიცოდი გოგო იყო თუ ბიჭი, საერთოდ ნერვები მეშლება როცა დაორსულდებიან თუ არა სქესის გამოთვლას იწყებენ, მთავარია ჯანმრთელი იყოს სხვა დანარჩენს რა მნიშვნელობა აქ. იკითხეს და მეც დავწერე რაც ვიცოდიი :55:
0

#11 მომხმარებელი გასულია   sallo ხატულა

  • ფორუმის ფანი
  • პიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 501
  • შემოგვიერთდა: 26-January 11

დაწერილია 16 February 2011 - 07:27 AM

გამოხმაურების ნახვაDr. Aversi, on 16 February 2011 - 07:20 AM, said:

მართალია, ინტრიგას ნამდვილად შეიცავს აღნიშნული გამოთვლის ხერხი, მითუმეტეს როცა იმაზე იწყებ ფიქრს, ჩასახვის პერიოდში თავით სამხრეთით გეძინა თუ ჩრდილოეთით :)

ეგ მითუმეტეს აბსურდიიი.. როგორ შეიძლება გახსოვდეს თავი რომელ მხარეს გქონდა :D
0

#12 მომხმარებელი გასულია   Dr. Aversi ხატულა

  • Administrator
  • ხატულა
  • ჯგუფი: Administrators
  • წერილები: 560
  • შემოგვიერთდა: 16-December 09
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 16 February 2011 - 07:33 AM

კიდევ ერთი სტატია ავერსის ჟურნალიდან :)

გოგო თუ ბიჭი


საკმარისია, ცოლ-ქმარმა შეიტყოს, რომ უახლოეს ცხრა თვეში მშობლები გახდებიან, იწყება დაუსრულებელი მსჯელობა და ვარაუდი მომავალი პატარას სქესის თაობაზე. თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც ფანტაზიას დიდ გასაქანს ვერ მისცემ; რამდენიც არ უნდა იმსჯელონ მომავალმა მშობლებმა, შედეგს ვერსად გაექცევი – პაწია ან გოგო იქნება, ან ბიჭი.
მიუხედავად ამისა, მომავალი მშობლები ინტერესის დაკმაყოფილებას გაცილებით ადრე ცდილობენ...
ყველაზე საინტერესო ის არის, როდის ხდება სქესის ფორმირება. ამას თავადაც მიხვდებით, თუკი განაყოფიერების შესახებ მცირე ინფორმაციას გადაავლებთ თვალს.
ყველაფერი იმით იწყება, რომ სპერმატოზოიდი, მამრობითი სასქესო უჯრედი, დანიშნულების ადგილას – კვერცხსავალ მილში ხვდება კვერცხუჯრედს (ქალის სასქესო უჯრედს) და მასში იჭრება. ასე ხდება განაყოფიერება.
განაყოფიერებული კვერცხუჯრედი შეიცავს როგორც დედისეულ, ისე მამისეულ ინფორმაციას. ინფორმაციის მატარებელ უწვრილეს ძაფებს ქრომოსომები ეწოდება. სწორედ მათშია მოთავსებული მინიდოსიე დედიკოსა და მამიკოს გარეგნობის, აღნაგობისა და ხასიათის თავისებურებათა შესახებ.
განაყოფიერების დროს “საიდუმლო მასალები” ერთმანეთში ირევა, მდედრისა და მამრის გენეტიკური “ფაილები” სხვადასხვა კომბინაციას ქმნის, რასაც საბოლოოდ სრულიად ახალი (თუმცა მშობლების მსგავსი) ორგანიზმის ჩამოყალიბებამდე მივყავართ.
ადამიანის უჯრედის ბირთვი 46 ცალ (23 წყვილ) ასეთ “ფაილს” – ქრომოსომას შეიცავს. ამათგან 23 მამრობითია, 23 – მდედრობითი, ანუ ერთ “ქალურ” ქრომოსომას ერთი “მამაკაცური” შეესაბამება (როგორც ჩანს, დაწყვილებისკენ სწრაფვა ჩვენში უჯრედის ბირთვის დონეზეა ჩანერგილი).
როგორც უკვე ვთქვით, ადამიანის უჯრედი 46 ქრომოსომას შეიცავს, თუმცა გამონაკლისიც არსებობს. ეს სასქესო უჯრედები გახლავთ – სპერმატოზოიდსა და კვერცხუჯრედში 23-23 ქრომოსომაა. სწორედ მათი შერწყმით წარმოიქმნება ქრომოსომების 23 წყვილი.
ახლა ქრომოსომების ფორმაზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა. ოცდაორი ერთნაირია, ოცდამესამე კი ოდნავ განსხვავებული. მდედრობით სასქესო უჯრედში ეს ქრომოსომა ყოველთვის X-ს ჰგავს, ხოლო მამრობით უჯრედში ის ზოგან X-ის მსგავსია, ზოგან – Y-ისა.
ახლა ბავშვობა გავიხსენოთ და წარმოსახვითი თავსატეხი შევადგინოთ: თუ წარმოვიდგენთ, რომ კვერცხუჯრედებში ყველა ოცდამესამე ქრომოსომა X-ისებრია, ხოლო სპერმატოზოიდებში – ზოგი X-ისა, ზოგი კი Y-ისა, იოლად მივხვდებით, როგორ ყალიბდება მომავალი სქესი. კერძოდ, თუ მდედრობით სასქესო უჯრედს, რომელიც ყოველთვის X-ქრომოსომის მატარებელია, შეხვდა სპერმატოზოიდი, რომელიც ასევე X ქრომოსომას შეიცავს, ჩაისახება გოგონა, ხოლო თუ კვერცხუჯრედი Y ქრომოსომის შემცველმა სპერმატოზოიდმა გაანაყოფიერა, ცხრა თვის შემდეგ ქვეყნიერებას ბიჭუნა მოევლინება.
ერთი სიტყვით, ნაყოფის სქესი ჩასახვისთანავე განისაზღვრება, თუმცა სასქესო ნიშნების ფორმირება მოგვიანებით ხდება. ამის კვალობაზე, ბავშვის სქესის განსაზღვრა თეორიულად ჩასახვის მომენტიდანვე შეიძლება, თუმცა რეალურად ცნობისწადილს მომავალი დედიკო და მამიკო მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ იკმაყოფილებენ. ამასობაში განაყოფიერებული კვერცხუჯრედი (ზიგოტა) დაყოფას იწყებს: ჯერ ორად იყოფა, შემდეგ – ოთხად, რვად, თექვსმეტად და ა.შ. უჯრედები მრავლდება, წარმოიქმნება ქსოვილები, ორგანოები... Y ქრომოსომა ბრძანებას გასცემს, ჩანასახს მამრობითი სასქესო ორგანოები ჩამოუყალიბდეს. ორსულობის (გესტაციის) მე-4 თვისთვის ბრძანება შესრულებულია – ნაყოფს სასქესო ორგანოები აშკარად აქვს გამოხატული. სწორედ ამ დროს მიმართავენ სქესის დადგენის მიზნით ულტრაბგერით კვლევას.
ასეთია საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკა, თუმცა თუ ძალიან მოვიწადინეთ, კითხვას, გოგონაა თუ ბიჭი, უფრო ადრეც შეგვიძლია გავცეთ პასუხი.
არსებობს კვლევათა წყება, რომლის მეშვეობითაც სქესის განსაზღვრა გესტაციის მერვე-მეათე კვირასვე შეიძლება. გრძელი ნემსის საშუალებით ექიმი საშვილოსნოს ღრუში შედის და იქიდან იმ ქსოვილის (ქორიონის) ნაწილს გამოიტანს, რომლისგანაც მომავალში პლაცენტა უნდა განვითარდეს. უჯრედების შესწავლის შედეგად განისაზღვრება სქესი, მიიღება ინფორმაცია ქრომოსომული ანომალიების არსებობა-არარსებობის შესახებ.
ეს მეთოდი მეტად სარისკოა – შესაძლოა, სპონტანური აბორტი მოჰყვეს (ჩვენში მუცლის მოწყვეტას რომ უწოდებენ), ამიტომ მას იშვიათად იყენებენ, მეტწილად მაშინ, როდესაც რომელიმე გენეტიკური პათოლოგიის გამორიცხვა სურთ.

ავერსი გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

http://www.aversi.ge/


http://www.facebook.com/Aversi
0

გვერდი 1-დან 1
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას

1 მომხმარებელი კითხულობს თემას
0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური წევრი

  1. Google