AVERSI FORUM: შეკითხვა ნევროლოგს - AVERSI FORUM

Jump to content

  • (33 გვერდი)
  • +
  • « პირველი
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • ბოლო »
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას

შეკითხვა ნევროლოგს

#101 მომხმარებელი გასულია   tatusia-1 ხატულა

  • აქტიური წევრი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 210
  • შემოგვიერთდა: 31-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 09 June 2010 - 07:12 PM

გამარჯობათ. ჩემი შვილი არის 4თვის. აქვს შიდა ქალას წნევა. აქვს ყიფლიბანდზე პულსაცია. გთხოვთ ამიხსნათ რას ნიშნავს ეს და რამდენად საშიშია.
1

#102 მომხმარებელი გასულია   KeTi ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 2
  • შემოგვიერთდა: 08-June 10

დაწერილია 09 June 2010 - 07:31 PM

გამოხმაურების ნახვაGvantsa Giorgadze, on 09 June 2010 - 10:12 AM, said:

თქვენ ძალზე კარგად აცნობიერებთ საკუთარ პრობლემას და გამოსავალიც იცით: თავადვე ამბობთ, რომ ახლობელი ადამიანების ყურადღება , თანამონაწილე გჭირდებათ. რადგან ისინი შორს არიან, საუკეთესო ვარიანტია მიმართოთ ფსიქოთერაპევტს, რომელიც მოგისმენთ, გაიზიარებს თქვენს პრობლემებს და გაგიადვილებთ მდგომარეობიდან გამოსვლას.
ამგვარი განცდები ხშირად დეპრესიის მიზეზი ხდება ხოლმე, ამიტომ ნუ დააყოვნებთ სპეციალისტთან ვიზიტს, იგივე "ავერსის კლინიკაში".
გისურვებთ სულიერ სიმშვიდეს!


დიდი მადლობა. დაახლოებით რამდენი შეიძლება დამიჯდეს ფსიქოთერაპევთან ვიზიტი?
0

#103 მომხმარებელი გასულია   Gvantsa Giorgadze ხატულა

  • ნევროლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 280
  • შემოგვიერთდა: 07-April 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 11 June 2010 - 11:39 AM

გამოხმაურების ნახვაtatusia-1, on 10 June 2010 - 12:12 AM, said:

გამარჯობათ. ჩემი შვილი არის 4თვის. აქვს შიდა ქალას წნევა. აქვს ყიფლიბანდზე პულსაცია. გთხოვთ ამიხსნათ რას ნიშნავს ეს და რამდენად საშიშია.

ამ შეკითხვით უნდა მიმართოთ ბავშვთა ნევროლოგს
გვანცა გიორგაძე

"ავერსის კლინიკის" ექიმი ნევროლოგი
0

#104 მომხმარებელი გასულია   Gvantsa Giorgadze ხატულა

  • ნევროლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 280
  • შემოგვიერთდა: 07-April 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 11 June 2010 - 11:41 AM

გამოხმაურების ნახვაKeTi, on 10 June 2010 - 12:31 AM, said:

დიდი მადლობა. დაახლოებით რამდენი შეიძლება დამიჯდეს ფსიქოთერაპევთან ვიზიტი?

დარეკეთ ავერსის კლინიკის ცხელ ხაზზე 399888, ფასების შესახებ დაწვრილებით მოგაწვდიან ინფორმაციას. ფსიქოთერაპევტი - ხათუნა კობახიძე
გვანცა გიორგაძე

"ავერსის კლინიკის" ექიმი ნევროლოგი
0

#105 მომხმარებელი გასულია   ნინო150 ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 4
  • შემოგვიერთდა: 17-June 10

დაწერილია 17 June 2010 - 08:06 AM

მოგესალმებით... 22 წლის ვარ ბავშობაში მაქვს ეპილეფსია გადატანილი.. და მახსოვრობითაც ვერ გამოვირჩეოდი. ეხლა ძალიან დამიქვეითთდა მახსოვრობა ვერაპერს ვერ ვსწავლობ და ვიმახსოვრებ არა და ცხოვრების და კარიერის აწყობა მინდა. იქნებ მირჩიოთ სახლის პირობებში რა მივიღო. ბილობილის მიღება მსყრს მაგრამ უკუჩვენებაში წერია სისხლის შედედებას იწვევს და კუჭს არ უხდებაო არა და მეხ ნაღველთან კუჩთან მაკვს პრობლემა და თან სისხლიცსაკმაოდ შედედებული პოტრომბინი 110 მაკვს ესეიგი ბილობილი გამოირიცხა ხო? ვამელანის მიღებაც მსურდა მაგრამ თქვენი რჩევის გარეშე არ მინდა მივიღო ექიმთან მისვლის გარეშე იქნებ დამეხმაროთ
0

#106 მომხმარებელი გასულია   khatia ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 4
  • შემოგვიერთდა: 15-June 10

დაწერილია 17 June 2010 - 02:32 PM

მოგესალმებით,
ექიმო,ბავშვობაში გადატანილი მაქვს რევმატიული დაავადება "მცირე ქორეა",შიდა ქალის წნევა მქონდა +3.ნერვოპათოლოგთან ხანგრძლივი
მკურნალობისშემდეგ განვიკურნე..ახლა ვარ 21 წლის და ორსულად,31 კვირის,
მაინტერესებს ბუნებრივი გზით მშობიარობა შემდგომში რაიმე გართულებებს ხომ არ გამოიწვევს,რატომღაც მგონია რომ გასათვალისწინებელია.
უცხოეთში ვცხოვრობ და არ ვიცი რა ტერმინით ავუხსნა ეს დაავადება ჩემს ექიმს..ფორუმზე ანალოგიური შეკითხვით მივმართე გინეკოლოგს,ჯერ არ გამომხმაურებია,მოთმინებით დაველოდები..
წინასწარ უღრმესი მადლობა....
0

#107 მომხმარებელი გასულია   Gvantsa Giorgadze ხატულა

  • ნევროლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 280
  • შემოგვიერთდა: 07-April 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 18 June 2010 - 04:54 PM

გამოხმაურების ნახვანინო150, on 17 June 2010 - 01:06 PM, said:

მოგესალმებით... 22 წლის ვარ ბავშობაში მაქვს ეპილეფსია გადატანილი.. და მახსოვრობითაც ვერ გამოვირჩეოდი. ეხლა ძალიან დამიქვეითთდა მახსოვრობა ვერაპერს ვერ ვსწავლობ და ვიმახსოვრებ არა და ცხოვრების და კარიერის აწყობა მინდა. იქნებ მირჩიოთ სახლის პირობებში რა მივიღო. ბილობილის მიღება მსყრს მაგრამ უკუჩვენებაში წერია სისხლის შედედებას იწვევს და კუჭს არ უხდებაო არა და მეხ ნაღველთან კუჩთან მაკვს პრობლემა და თან სისხლიცსაკმაოდ შედედებული პოტრომბინი 110 მაკვს ესეიგი ბილობილი გამოირიცხა ხო? ვამელანის მიღებაც მსურდა მაგრამ თქვენი რჩევის გარეშე არ მინდა მივიღო ექიმთან მისვლის გარეშე იქნებ დამეხმაროთ


ნამდვილად სასურველია არ მიიღოთ მედიკამენტები ექიმთან ვიზიტის გარეშე. თქვენს შემთხვევაში ჯერ მეხსიერების დეფიციტის ფაქტი და მიზეზი უნდა დადგინდეს და შემდეგ გადაწყდეს, რა სახის მკურნალობა გჭირდებათ.
"გადატანილი ეპილეფსია" უცნაურად ჟღერს, სავარაუდოდ გულყრები გქონდათ ბავშვობაში მაღალი ტემპერატურის ფონზე.
მიმართეთ ნევროლოგს, ბილობილი და ვამელანი გამოსავალი არ არის
გვანცა გიორგაძე

"ავერსის კლინიკის" ექიმი ნევროლოგი
0

#108 მომხმარებელი გასულია   Gvantsa Giorgadze ხატულა

  • ნევროლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 280
  • შემოგვიერთდა: 07-April 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 18 June 2010 - 04:59 PM

გამოხმაურების ნახვაkhatia, on 17 June 2010 - 07:32 PM, said:

მოგესალმებით,
ექიმო,ბავშვობაში გადატანილი მაქვს რევმატიული დაავადება "მცირე ქორეა",შიდა ქალის წნევა მქონდა +3.ნერვოპათოლოგთან ხანგრძლივი
მკურნალობისშემდეგ განვიკურნე..ახლა ვარ 21 წლის და ორსულად,31 კვირის,
მაინტერესებს ბუნებრივი გზით მშობიარობა შემდგომში რაიმე გართულებებს ხომ არ გამოიწვევს,რატომღაც მგონია რომ გასათვალისწინებელია.
უცხოეთში ვცხოვრობ და არ ვიცი რა ტერმინით ავუხსნა ეს დაავადება ჩემს ექიმს..ფორუმზე ანალოგიური შეკითხვით მივმართე გინეკოლოგს,ჯერ არ გამომხმაურებია,მოთმინებით დაველოდები..
წინასწარ უღრმესი მადლობა....

თქვენს ექიმს შეგიძლიათ უთხრათ, რომ გქონდათ Sydenham chorea, დანარჩენს თავად მიხვდება;
ეს არის რევმატული ცხელების ფონზე განვითარებული ნევროლოგიური გართულება, რომელიც ძირითადი დაავადების სწორი მკურნალობის შემთხვევაში სრულად იკურნება. ამ ეტაპზე, სავარაუდოდ ,პრობლემებს არ შეგიქმნით.
გვანცა გიორგაძე

"ავერსის კლინიკის" ექიმი ნევროლოგი
0

#109 მომხმარებელი გასულია   babi ხატულა

  • ფორუმის მოყვარული
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 78
  • შემოგვიერთდა: 21-April 10

დაწერილია 22 June 2010 - 09:23 AM

გამრაჯობა გვანცა ექიმო, მყავს 4 თვის ბავშვი, ნევროპატოლოგმა რომ გასინჯა 2 თვის ასაკში, თქვა ყველაფერი წესრიგში აქვსო, ახლა რამდენჯერმე ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რაც საშინელი ტირილიც აღარ ჰქვია მაგას ისტერიკულად კივის ძილში, ვერაფრით ვაწყნარებ, ხელში უნდა დავიჭირო და გამოვაფხიზლო სხვა არაფერი შველის, ძალინ ვდარდობ რისი ბრალი შეიძლება იყოს? არც თვალებს ქაჩავს და ღამეც და დღეც კარგად ძიანავს.
0

#110 მომხმარებელი გასულია   hombre ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 2
  • შემოგვიერთდა: 25-June 10

დაწერილია 25 June 2010 - 11:04 PM

გამარჯობათ. ჩემს მეუღლეს აქვს ხერხემალზე და ფეხებზე ძვლის გარბილება.რომელი საკვებია კარგი ძვლების გასამაგრებლად?სვამს ექიმის მიერ დანიშნულ მედიკამენტებს.უთხრეს კარგია მოხარშული კარტოფილი,ხაჭო,ხაში,სისხლძარღვებისთვის-მოცვი.გამიგია,რომ კალცი რომ შეიწოვოს ძვლებმა,D ვიტამინი უნდა იყოს ნორმაში და აგრეთვე მაგნეზიუმი.თუ რა თქმა უნდა ამას სწორად ვამბობ და არ ვცდები.თუ ზემოთ ჩამონათვალი საკვები მართლა ხელს უწყობს ძვლების გამაგრებას,კიდევ რას მირჩევდით? წინასწარ გიხდით დიდ მადლობას.
0

#111 მომხმარებელი გასულია   Gvantsa Giorgadze ხატულა

  • ნევროლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 280
  • შემოგვიერთდა: 07-April 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 26 June 2010 - 09:15 AM

გამოხმაურების ნახვაbabi, on 22 June 2010 - 02:23 PM, said:

გამრაჯობა გვანცა ექიმო, მყავს 4 თვის ბავშვი, ნევროპატოლოგმა რომ გასინჯა 2 თვის ასაკში, თქვა ყველაფერი წესრიგში აქვსო, ახლა რამდენჯერმე ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რაც საშინელი ტირილიც აღარ ჰქვია მაგას ისტერიკულად კივის ძილში, ვერაფრით ვაწყნარებ, ხელში უნდა დავიჭირო და გამოვაფხიზლო სხვა არაფერი შველის, ძალინ ვდარდობ რისი ბრალი შეიძლება იყოს? არც თვალებს ქაჩავს და ღამეც და დღეც კარგად ძიანავს.


მოგესალმებით! ამ ასაკში პაციენტის შეფასება ბავშვთა ნევროლოგის პრეროგატივაა და სცდება ჩემი კომპეტენციის ფარგლებს. ჩემის მხრივ, შემიძლია გირჩიოთ, მიმართოთ პირველ რიგში პედიატრს. მსგავსი ისტერიული ტირილის მიზეზი, არ არის გამორიცხული, პერიოდული სომატური ტკივილი იყოს (მაგ. ნაწლავური კოლიკა) და სულაც არ უკავშირდებოდეს ნევროლოგიურ პრობლემას.
გვანცა გიორგაძე

"ავერსის კლინიკის" ექიმი ნევროლოგი
0

#112 მომხმარებელი გასულია   Gvantsa Giorgadze ხატულა

  • ნევროლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 280
  • შემოგვიერთდა: 07-April 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 26 June 2010 - 09:28 AM

გამოხმაურების ნახვაhombre, on 26 June 2010 - 04:04 AM, said:

გამარჯობათ. ჩემს მეუღლეს აქვს ხერხემალზე და ფეხებზე ძვლის გარბილება.რომელი საკვებია კარგი ძვლების გასამაგრებლად?სვამს ექიმის მიერ დანიშნულ მედიკამენტებს.უთხრეს კარგია მოხარშული კარტოფილი,ხაჭო,ხაში,სისხლძარღვებისთვის-მოცვი.გამიგია,რომ კალცი რომ შეიწოვოს ძვლებმა,D ვიტამინი უნდა იყოს ნორმაში და აგრეთვე მაგნეზიუმი.თუ რა თქმა უნდა ამას სწორად ვამბობ და არ ვცდები.თუ ზემოთ ჩამონათვალი საკვები მართლა ხელს უწყობს ძვლების გამაგრებას,კიდევ რას მირჩევდით? წინასწარ გიხდით დიდ მადლობას.


"ძვლის გარბილებაში" ოსტეოპოროზს გულისხმობთ? ასეთ შემთხვევაში გამოკვლევები, მკურნალობა და კვებითი რეჟიმი ენდოკრინოლოგის მიერ ინიშნება. თუ რაიმე სხვა დიაგნოზზეა საუბარი, თუ შეიძლება უფრო ზუსტად მომწერეთ
გვანცა გიორგაძე

"ავერსის კლინიკის" ექიმი ნევროლოგი
0

#113 მომხმარებელი გასულია   bacaco ხატულა

  • ფორუმის მოყვარული
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 63
  • შემოგვიერთდა: 26-March 10

დაწერილია 29 June 2010 - 01:56 PM

გამარჯობა..შეყვარებულს დავშორდი და საშინლად ცუდად ვარ..ადვილად ვღიზიანდები,უცებ ვფეთქდები,ნერვიული გავხდი და სულ დაძაბული ვარ...სულ მეძინება...ძალიან ბევრი სამეცადინო მაქვს და დამშვიდებასა და კონცენტრაციას ვერ ვახერხებ..როგორ მოვიქცე:( რაიმე დამამშვიდებელს ხომ ვერ მირჩევთ?და რაიმე ისეთ წამალს,რაც გათიშულ და მიძინებულ გონებას ტონუსში მოიყვანს-მეცადინეობა რომ შევძლო..წინასწარ დიდი მადლობა
0

#114 მომხმარებელი გასულია   avto_ ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 5
  • შემოგვიერთდა: 11-June 10

დაწერილია 02 July 2010 - 06:13 AM

გამარჯობათ.ბოდიშს გიხდით,რომ ისევ გაწუხებთ.
შეგახსენებთ, რომ დედაჩემს აქვს იშემიური ინსულტი;მარჯვენა მხარე პარალიზებული აქვს;ვერ ლაპარაკობს,ვკვებავთ ზონდით,თავსაც კი ვერ აბრუნებს.
თუ შეიძლება, რომ თავი დავბანოთ? სხვა მხრივ ჰიგიენა მოწესრიგებული აქვს.
წინასწარ გიხდით მადლობას.
0

#115 მომხმარებელი გასულია   bacaco ხატულა

  • ფორუმის მოყვარული
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 63
  • შემოგვიერთდა: 26-March 10

დაწერილია 02 July 2010 - 06:28 AM

bacaco, on 25 May 2010 - 01:02 PM, said:

გამარჯობა.....შეყვარებულს დავშორდი და სულ გაღიზიანებული ვარ...ნერვები ადვილად მეშლება,,საქმეს გულს ვერ ვუდებ,სულ დაძაბული ვარ,დილით გაგვიძება მიჭირს და ასევე კონცენტრაცია...მაქვს სამსახური და ასევე ძალიან ბევრი სასწავლი..მეცადინეობას ვერ ვახერხებ იქნებ მირჩიოთ პრეპარატი,რა მივიღო...ჯერ გლიცინი მითხრეს..მერე ბილობილი და კავინტონი,მერე ნოოტროპილი მირჩიეს აფთიაქში...თქვენ რას მირჩევდით?მადლობა წინასწარ

მე გირჩევთ ჯერ საკუთარ ემოციებში გაერკვეთ. თუ ის ადამიანი, ვისაც დაშორდით, ისევ გიყვართ, უმჯობესია მასთან შერიგების გზებზე იფიქროთ, რადგან სიყვარულს ვერც კავინტონი უშველის, ვერც ნოოტროპილი და ვერც გლიცინი
თუ ხვდებით, რომ შეყვარებული აღარ ხართ და უბრალოდ კონფლიქტით გამოწვეული სტრესის ზემოქმედების ქვეშ ხართ, 1 კვირიანი ტაიმ-აუტი აიღეთ: დაისვენეთ, მეგობრებთან გაერთეთ, ქალაქიდან გადით.
დამიჯერეთ, თქვენი პრობლემების მოსაგვარებელ წამალს აფთიაქის თაროზე ვერ იპოვით


სამწუხაროდ თქვენ ვერ გამიგეთ...დავშორდი,მაგრამ ისევ მიყვარს..ვეძებ გზებს,რომ დავივიწყოო ეს ადამიანი და ის პრობლემები მოვაგვარო,რაც ნერვიულობამ დამიტოვა...სულ გაღიზიანებული ვარ,სულ ვჩხუბობ,პატარა რაღაცაზეც კი ვფეთქდები და ვყვირი...ამასთან ვერ ვახერხებ კონცენტრაციას,მეცადინეობას,თითქოს ტვინში აღარაფერი შემდის...
0

#116 მომხმარებელი გასულია   bzik ხატულა

  • აქტიური წევრი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 111
  • შემოგვიერთდა: 23-March 10

დაწერილია 06 July 2010 - 08:45 AM

ვეგეტატიური ნერვული სისტემის დამაწყნარებელი მედიკამენტი იქნებ გამომიწეროთ? რაიმე დამამაშვიდებელი რომ ვეგეტატიური ნერვული სისტემა დამიწყნაროს.
0

#117 მომხმარებელი გასულია   tanguli ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 1
  • შემოგვიერთდა: 07-July 10

დაწერილია 07 July 2010 - 09:04 AM

გამარჯობათ. მყავს 3 წლის შვილიშვილი (ბიჭი) ხშირად ყვირის, ბრაზობს, ტირის, ჩხუბობს, დედას ყავდა ნევროლოგთან, უთხრეს არაფერია საშიშიო, არ შეიძლება რაიმე მსუბუქი დამამშვიდებელის მიცემა რომ ასე არ ნერვიულობდეს? ან თუ შეგიძლიათ მირიჩიოთ ვისთან მივიყვანოთ, განვითარებით ნორმალურად ვითარდება, უყვარს თამაშები, მულტფილმები, მოფერებაც უყვარს.
0

#118 მომხმარებელი გასულია   ana855 ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 17
  • შემოგვიერთდა: 19-April 10

დაწერილია 10 July 2010 - 10:00 AM

მოგესალმებით შეიძლებ მივიღო დამოუკიდებლად წამალი პერსენი ვამელანის შემცვლელიაო მითხრეს.. 22 წლის ვარ
0

#119 მომხმარებელი გასულია   naniko ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 8
  • შემოგვიერთდა: 24-March 10

დაწერილია 16 July 2010 - 06:15 PM

გამარჯობათ,გთხოვთ მიპასუხოთ.მყავს 2თვის და 1კვირის პატარა,გადავუღე ნეიროსონოგრაფია და აქვს შიდაქალის წნევა,ორსულობის დროს ჰიპოქსიის გამო და ექიმმა დაუნიშნა დიაკარბი ერტი მეხუთედი უზმოზე დგეში ერთხელ და პანანგინი ერთი მეოთხედი 2ჯერ.დალევა რომ დავაწყებინე მაგ დღეს მოითენთა,სულ ეძინა და ცოტას ჭამდა.ბევრს შარდავს დ მაინტერესებს ეგ წამლები იწვევს მოთენთვას?რისი ბრალია?
0

#120 მომხმარებელი გასულია   krn ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 3
  • შემოგვიერთდა: 16-July 10

დაწერილია 17 July 2010 - 10:09 PM

გამარჯობა! ერთი 4-დღეა უეცრად დამეწყო თავბრუხვევა სიმბტომი ასეთია:თავი არ მტკივა უბრალოდ თითქოს ძალა წამერთვა და ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს გული მერევა წნევა ნორმაშია უბრალოდ გულის წნევა მაქვს 50-ზე ვიმყოფები ისეთ მდგომარეობაში თითქოს მთვრალი ვიყო მთელი დღე სისტემატური თავბრუხვევა მაქვს როცა ვწევარ მაშინაცკი რას მირჩევთ ვის მივმართო? :unsure: წინასწარ დიდი მადლობა.
0

  • (33 გვერდი)
  • +
  • « პირველი
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • ბოლო »
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას

2 მომხმარებელი კითხულობს თემას
0 მომხმარებელი, 2 სტუმარი, 0 ანონიმური წევრი