AVERSI FORUM: შეკითხვა ნევროლოგს - AVERSI FORUM

Jump to content

  • (33 გვერდი)
  • +
  • 1
  • 2
  • 3
  • ბოლო »
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას

შეკითხვა ნევროლოგს

#1 მომხმარებელი გასულია   Dr. Aversi ხატულა

  • Administrator
  • ხატულა
  • ჯგუფი: Administrators
  • წერილები: 560
  • შემოგვიერთდა: 16-December 09
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 22 February 2010 - 06:06 AM

თქვენს მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხებს ავერსის კლინიკის ექიმი ნევროლოგი __ გვანცა გიორგაძე
ავერსი გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

http://www.aversi.ge/


http://www.facebook.com/Aversi
9

#2 მომხმარებელი გასულია   chelo ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 13
  • შემოგვიერთდა: 05-April 10

დაწერილია 05 April 2010 - 07:12 PM

გამარჯობათ,

მემგონი სწორად ვსვამ კითხვას:

დედაჩემს რომელიც არის 61 წლის აქვს ნერვის ანთება, (ტკივილები ფეხის სხვადასხვა ადგილბში) 2 დღეა ძლიერი ტკივილები აქვს მენჯის არეში. ფეხზეც ვერ დადის ამის გამო. აქვს საშინელი ტკივილები, განსაკუთრებით ცუდ ამინდებში. თუ შეიძლება მომწერეთ რა საშუალებებით შეიძლება განკურნება.

მადლობთ
1

#3 მომხმარებელი გასულია   magnika ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 1
  • შემოგვიერთდა: 06-April 10

დაწერილია 06 April 2010 - 11:03 AM

მამას 2 კვირის უკან ქონდა ინფარკტი რამაც გამოიწვია მარჯვენა ყურში სმენის დაკარგვა, გვყავდა კარდიოლოგიური ბრიგადა არაერთხელ გამოძახებული მის შემდეგ დაუდგინდა მიკრო ინფარკტი რამაც გამოიწვია მცირედი გაჟონვა, მაგრამ სტაციონარში გადაყვანა ვერანაირად ვერ მოხერხდა, დაინიშნა მკურნალობა, მოხდა წნევის სრული დარეგულირება, მაგრამ თავბრუსხვევა ვერანაირად ვერ განვკურნეთ, ნერვოპათოლოგიც ნორმალური ვერ ვნახეთ ისეთი რომ შეიძლებოდეს ნდობა(ამას შეურაცხყოფად ნუ ჩამითვლით)ამიტომ ვამჯობინე აქ თქვენთან მომეწერა, იქნებ არის რაიმე პრეპარატი რომ ეს თავბრუსხვევა მოეხსნას ავადმყოფს და სმენა აღუდგეს,

წინასწარ დიდი მადლობა პასუხისთვის
0

#4 მომხმარებელი გასულია   Gvantsa Giorgadze ხატულა

  • ნევროლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 273
  • შემოგვიერთდა: 07-April 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 07 April 2010 - 07:18 PM

გამოხმაურების ნახვაchelo, on 05 April 2010 - 11:12 PM, said:

გამარჯობათ,

მემგონი სწორად ვსვამ კითხვას:

დედაჩემს რომელიც არის 61 წლის აქვს ნერვის ანთება, (ტკივილები ფეხის სხვადასხვა ადგილბში) 2 დღეა ძლიერი ტკივილები აქვს მენჯის არეში. ფეხზეც ვერ დადის ამის გამო. აქვს საშინელი ტკივილები, განსაკუთრებით ცუდ ამინდებში. თუ შეიძლება მომწერეთ რა საშუალებებით შეიძლება განკურნება.

მადლობთ


მოგესალმებით!
ჩივილები, რომელსაც თქვენ აღწერთ, შესაძლებელია გამოწვეული იყოს მენჯ-ბარძაყის სახსრის (კოქსართროზი) ან ხერხემლის წელის სეგმენტის პათოლოგიით. ზუსტი დიაგნოზისათვის აუცილებელია ექიმის კონსულტაცია, დაგვჭირდება შესაბამისი გამოკვლევაც (რენტგენოგრაფია ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია). მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი სწორი მკურნალობის შერჩევა.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
გვანცა გიორგაძე

"ავერსის კლინიკის" ექიმი ნევროლოგი
0

#5 მომხმარებელი გასულია   Gvantsa Giorgadze ხატულა

  • ნევროლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 273
  • შემოგვიერთდა: 07-April 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 07 April 2010 - 07:39 PM

გამოხმაურების ნახვაmagnika, on 06 April 2010 - 03:03 PM, said:

მამას 2 კვირის უკან ქონდა ინფარკტი რამაც გამოიწვია მარჯვენა ყურში სმენის დაკარგვა, გვყავდა კარდიოლოგიური ბრიგადა არაერთხელ გამოძახებული მის შემდეგ დაუდგინდა მიკრო ინფარკტი რამაც გამოიწვია მცირედი გაჟონვა, მაგრამ სტაციონარში გადაყვანა ვერანაირად ვერ მოხერხდა, დაინიშნა მკურნალობა, მოხდა წნევის სრული დარეგულირება, მაგრამ თავბრუსხვევა ვერანაირად ვერ განვკურნეთ, ნერვოპათოლოგიც ნორმალური ვერ ვნახეთ ისეთი რომ შეიძლებოდეს ნდობა(ამას შეურაცხყოფად ნუ ჩამითვლით)ამიტომ ვამჯობინე აქ თქვენთან მომეწერა, იქნებ არის რაიმე პრეპარატი რომ ეს თავბრუსხვევა მოეხსნას ავადმყოფს და სმენა აღუდგეს,

წინასწარ დიდი მადლობა პასუხისთვის


მოგესალმებით!

თქვენი ნაამბობის მიხედვით მამას სავარაუდოდ ინსულტი ჰქონდა, ანუ თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა. ძალიან სამწუხაროა, რომ თავიდანვე ვერ მოახერხეთ პაციენტის სტაციონარში მოთავსება, ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი, ჰოსპიტალიზაცია და შესაბამისი კვლევებია აუცილებელი. მდგომარეობა, რომელსაც აღწერთ, საკმაოდ სერიოზულ საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს, ამიტომ გირჩევთ რაც შეიძლება სწრაფად მოგვმართოთ კლინიკაში. მსგავს სიტუაციაში რაიმე პრეპარატის დანიშვნა პაციენტის შეფასების გარეშე ყოვლად დაუშვებელია.

გისურვებთ ჯანმრთელობას!
გვანცა გიორგაძე

"ავერსის კლინიკის" ექიმი ნევროლოგი
1

#6 მომხმარებელი გასულია   maiko ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 18
  • შემოგვიერთდა: 26-March 10

დაწერილია 08 April 2010 - 09:48 AM

გამარჯობათ,

ამ ბოლო დროს უძილობა დამეწყო და ნერვიული გავხდი, პატარა და უმნიშვნელო რამეზეც ნერვები მეშლება და ყვირილს ვიწყებ. ვარ 25 წლის და მყავს 2 წლის შვილი. იქნებ რამე დამამშვიდებელი წამალი მირჩიოთ?
0

#7 მომხმარებელი გასულია   Gvantsa Giorgadze ხატულა

  • ნევროლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 273
  • შემოგვიერთდა: 07-April 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 08 April 2010 - 07:21 PM

გამოხმაურების ნახვაmaiko, on 08 April 2010 - 01:48 PM, said:

გამარჯობათ,

ამ ბოლო დროს უძილობა დამეწყო და ნერვიული გავხდი, პატარა და უმნიშვნელო რამეზეც ნერვები მეშლება და ყვირილს ვიწყებ. ვარ 25 წლის და მყავს 2 წლის შვილი. იქნებ რამე დამამშვიდებელი წამალი მირჩიოთ?


გამარჯობა!

2 წლის შვილი, უამრავ სიხარულთან ერთად, 2 წლის მანძილზე გადაღლილობას,ბევრ უძილო ღამეს ნიშნავს, ხშირად ალბათ ისეთი შეგრძნებაც გაქვთ, რომ საკუთარ თავს აღარ ეკუთვნით, ვინაიდან პატარა მუდმივ ყურადღებას ითხოვს. გაღიზიანებადობა, ადვილად აგზნებადობა, ძილის დარღვევა ახალგაზრდა დედების ჩვეული მდგომარეობაა, ასე რომ ნუ შეშინდებით:)
თუ ბავშვს ძუძუთი აღარ კვებავთ, შეგიძლიათ კორსიზი მიიღოთ, 1 ან 2 აბი დღის მანძილზე, 2 აბი ძილის წინ.

გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერ დედობას!
გვანცა გიორგაძე

"ავერსის კლინიკის" ექიმი ნევროლოგი
0

#8 მომხმარებელი გასულია   maiko ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 18
  • შემოგვიერთდა: 26-March 10

დაწერილია 09 April 2010 - 06:43 AM

დიდი მადლობა.
0

#9 მომხმარებელი გასულია   Eka 74 ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 8
  • შემოგვიერთდა: 10-April 10

დაწერილია 10 April 2010 - 05:58 PM

გამარჯობათ. გთხოვთ მიპასუხოთ ვეგეტო ნერვოზი თუ იწყვევს დაბალ სიცხეს? იცის თუ არა შიშით შეპყრობა? და რა სიმპტომები აქვს ვეგეტო ნერვოზს გთოვთ დაწვრილებით დამიწეროთ.
0

#10 მომხმარებელი გასულია   Gvantsa Giorgadze ხატულა

  • ნევროლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 273
  • შემოგვიერთდა: 07-April 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 11 April 2010 - 07:30 AM

გამოხმაურების ნახვაEka 74, on 10 April 2010 - 09:58 PM, said:

გამარჯობათ. გთხოვთ მიპასუხოთ ვეგეტო ნერვოზი თუ იწყვევს დაბალ სიცხეს? იცის თუ არა შიშით შეპყრობა? და რა სიმპტომები აქვს ვეგეტო ნერვოზს გთოვთ დაწვრილებით დამიწეროთ.

გამარჯობა!

ვეგეტონევროზს თანამედროვე სამედიცინო ლიტერატურაში სომატოფორმულ ვეგეტატიურ დისფუნქციას უწოდებენ. ხშირი ჩივილია გახშირებული გულისცემა, ოფლიანობა, პირის სიმშრალე, წამოწითლება, დისკომფორტი, წვის შეგრძნება კუჭის არეში. შესაძლებელია განვითარდეს ასევე ტკივილი ან რაიმე სახის უსიამოვნო შეგრძნება გულმკერდისა არეში, ჰაერის უკმარისობა, სუნთქვის გახშირება, ადვილად დაღლილობა მცირე ფიზიკურ დატვირთვაზე, გახშირებული შარდვა, ან პირიქით, შარდის გამოყოფის გაიშვიათება, სხეულში, თავში სიმძიმის ან შეშუპების შეგრძნება.ბუნებრივია, ამ სიმპტომებს თავად პაციენტი გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი, საჭმლის მომნელებელი ან საშარდე სისტემის დაავადებას უკავშირებს, რასაც თან შიში და შფოთვა ახლავს.

ასევე არ არის გამორიცხული, გქონდეთ სხეულის ტემპერატურის დაწევის შეგრძნება, თუმცა, საინტერესოა, რეალურად რა ციფრებს აფიქსირებთ?

სომატოფორმული ვეგეტატიური დისფუნქციის დიაგნოზის დასმამდე აუცილებელია ორგანული პათოლოგიის გამორიცხვა შესაბამისი კვლევების გზით და მკაცრი დადასტურება, რომ სიმპტომები ნამდვილად "სომატოფორმულია" და არა "სომატური"!

გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს
გვანცა გიორგაძე

"ავერსის კლინიკის" ექიმი ნევროლოგი
0

#11 მომხმარებელი გასულია   Eka 74 ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 8
  • შემოგვიერთდა: 10-April 10

დაწერილია 11 April 2010 - 03:03 PM

და ეს სომატოფორმულ ვეგეტატიურ დისფუნქცია იწვევს თუ არა გულის მაღალ წნევას დაახლოებით 100, ან 90 ხან 110.დღის განმავლობაში ხშირად იცვლება.ასევე ღვიძლშიც მაქვს მცირე ნალექი და შეიძლაბა ამანაც გამოიწვიოს?
0

#12 მომხმარებელი გასულია   Gvantsa Giorgadze ხატულა

  • ნევროლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 273
  • შემოგვიერთდა: 07-April 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 13 April 2010 - 07:04 AM

გამოხმაურების ნახვაEka 74, on 11 April 2010 - 07:03 PM, said:

და ეს სომატოფორმულ ვეგეტატიურ დისფუნქცია იწვევს თუ არა გულის მაღალ წნევას დაახლოებით 100, ან 90 ხან 110.დღის განმავლობაში ხშირად იცვლება.ასევე ღვიძლშიც მაქვს მცირე ნალექი და შეიძლაბა ამანაც გამოიწვიოს?

ნაღვლის ბუშტში ნალექს (ღვიძლში ვერ გექნებათ ნალექი) სომატოფორმული ვეგეტატიური დისფუნქცია არ იწვევს. არტერიული წნევის მერყეობა შესაძლებელია ვეგეტატიური ნერვული სისტემის ბრალი იყოს, მაგრამ ამ დიაგნოზის დასმა მხოლოდ მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, როდესაც კარდიოლოგიური პათოლოგია გამოირიცხება.
გვანცა გიორგაძე

"ავერსის კლინიკის" ექიმი ნევროლოგი
1

#13 მომხმარებელი გასულია   nugzari ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 1
  • შემოგვიერთდა: 16-April 10

დაწერილია 16 April 2010 - 06:56 PM

გამარჯობათ

ამ ბოლო დროს დამეწყო უძილობები, გულზე შეტევები, გულის ფრიალი, ბეჭში ჩხვლეტა, სისუსტე, გული გამოვიკლვლიე და არაფერი არ მაქვს, გარეთ გასვლის შიში, ყოპილა შემთხვევა კარგად ვარ გარეთ გასვლისას კი ცუდად გავმხდარვარ თუნდაც სამსახურში,მეუბნებიან რომ არის ნევროზი, რას მირჩევთ. წინასწარ დიდი მადლობა.
2

#14 მომხმარებელი გასულია   tatusia-1 ხატულა

  • აქტიური წევრი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 210
  • შემოგვიერთდა: 31-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 17 April 2010 - 08:45 AM

მყავს 2 თვის ბავშვი და მაინტერესებს ნერვოპათალოგთან როდედან უნა მივიყვანო? ან უნდა კი საერთოდ მიყვანა? წინასწარ გიხდით მადლობას :rolleyes:
0

#15 მომხმარებელი გასულია   anuki ხატულა

  • Newbie
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 28
  • შემოგვიერთდა: 15-April 10

დაწერილია 17 April 2010 - 09:00 AM

გამარჯობათ.ჩემ მეუღლეს აცუხებს ჩარბი ოპლიანობა და სუნიანი,ჯობს ნევროლოგს გაესინჯოს თუ რომელ ექიმს მივაკითხოთ?მადლობთ
0

#16 მომხმარებელი გასულია   Gvantsa Giorgadze ხატულა

  • ნევროლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 273
  • შემოგვიერთდა: 07-April 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 17 April 2010 - 01:42 PM

გამოხმაურების ნახვაnugzari, on 16 April 2010 - 10:56 PM, said:

გამარჯობათ

ამ ბოლო დროს დამეწყო უძილობები, გულზე შეტევები, გულის ფრიალი, ბეჭში ჩხვლეტა, სისუსტე, გული გამოვიკლვლიე და არაფერი არ მაქვს, გარეთ გასვლის შიში, ყოპილა შემთხვევა კარგად ვარ გარეთ გასვლისას კი ცუდად გავმხდარვარ თუნდაც სამსახურში,მეუბნებიან რომ არის ნევროზი, რას მირჩევთ. წინასწარ დიდი მადლობა.


გამარჯობა!
თქვენს მიერ ჩამოთვლილი სიმპტომები მართლაც ჰგავს შფოთვით აშლილობას, საინტერესოა, რის ფონზე დაიწყო ეს ყველაფერი, ხომ არ გქონდათ ძლიერი სტრესი, ემოციური გადატვირთვა. შესაძლოა თქვენს მდგომარეობას კონკრეტული ორგანული მიზეზიც ჰქონდეს (მაგ. ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია), ამიტომ გირჩევთ მობრძანდეთ, რის შემდეგაც უფრო ადვილი იქნება დიაგნოზზე და მკურნალობაზე საუბარი.
მანამდე კი შეეცადეთ შესაძლებლობის ფარგლებში გაზარდოთ ფიზიკური აქტივობა(მაგ. ივარჯიშეთ დილით, სპორტით დაკავდით), დღის გარკვეული მონაკვეთი სუფთა ჰაერზე გაატარეთ; შეგიძლიათ მიიღოთ მცენარეული დამამშვიდებელი პრეპარატები (მაგ. კორსიზი, ვალერიანი) - 2-3 ტაბ. დღის მანძილზე.

გისურვებთ ჯანმრთელობას!
გვანცა გიორგაძე

"ავერსის კლინიკის" ექიმი ნევროლოგი
0

#17 მომხმარებელი გასულია   Gvantsa Giorgadze ხატულა

  • ნევროლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 273
  • შემოგვიერთდა: 07-April 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 17 April 2010 - 01:59 PM

გამოხმაურების ნახვაtatusia-1, on 17 April 2010 - 12:45 PM, said:

მყავს 2 თვის ბავშვი და მაინტერესებს ნერვოპათალოგთან როდედან უნა მივიყვანო? ან უნდა კი საერთოდ მიყვანა? წინასწარ გიხდით მადლობას :rolleyes:


თქვენს პატარას მალე აცრები უწევს, ამიტომ გირჩევთ ვაქცინაციამდე შეაფასოს ბავშვი ნევროლოგმა; სასურველია ასევე განმეორებითი კონსულტაცია 6-7 თვის ასაკში.

ბედნიერ დედობას გისურვებთ!
გვანცა გიორგაძე

"ავერსის კლინიკის" ექიმი ნევროლოგი
0

#18 მომხმარებელი გასულია   Gvantsa Giorgadze ხატულა

  • ნევროლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 273
  • შემოგვიერთდა: 07-April 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 17 April 2010 - 02:12 PM

გამოხმაურების ნახვაanuki, on 17 April 2010 - 01:00 PM, said:

გამარჯობათ.ჩემ მეუღლეს აცუხებს ჩარბი ოპლიანობა და სუნიანი,ჯობს ნევროლოგს გაესინჯოს თუ რომელ ექიმს მივაკითხოთ?მადლობთ


გამარჯობა!
პირველ რიგში ენდოკრინოლოგს უნდა მიმართოთ, შესაძლოა დაგჭირდეთ დერმატოლოგიც; თუ ეს სპეციალისტები პათოლოგიას გამორიცხავენ, შემდეგ მობრძანდებით ნევროლოგთან.

გისურვებთ წარმატებებს!
გვანცა გიორგაძე

"ავერსის კლინიკის" ექიმი ნევროლოგი
0

#19 მომხმარებელი გასულია   saqartvelo ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 4
  • შემოგვიერთდა: 18-April 10

დაწერილია 18 April 2010 - 08:51 AM

გამარჯობათ, შესაძლებელია თუ არა, რომ ნერვოზმა გამოიწვიოს ასე ვთქვათ სექსის შეზიზღება? ანუ საწინააღმდეგო სქესთან ნებისმიერი სახის შეხებამ გამოიწვიოს ადამიანში ნერვების აშლა?
0

#20 მომხმარებელი გასულია   tatusia-1 ხატულა

  • აქტიური წევრი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 210
  • შემოგვიერთდა: 31-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 18 April 2010 - 10:20 AM

გამოხმაურების ნახვაsaqartvelo, on 18 April 2010 - 08:51 AM, said:

გამარჯობათ, შესაძლებელია თუ არა, რომ ნერვოზმა გამოიწვიოს ასე ვთქვათ სექსის შეზიზღება? ანუ საწინააღმდეგო სქესთან ნებისმიერი სახის შეხებამ გამოიწვიოს ადამიანში ნერვების აშლა?

თუ ის ადამიანი გიყვარს ჩემო კარგო ნერვები კი არ აგეშლება არამედ პირიქით.. შენ სიყვარული ეძებე , შენს ნერვებს თავი დაანებე ,კარგად იციან ნერვებმა თავისი საქმე, მერე ნერვებიც აგეშლება შესაბამისად და საღერღელიიიც..... ეს ჩემი რჩევა მიიღე როგორც ფსიქოლოგისგან დიდი ბოდიშის მოხდით.
0

  • (33 გვერდი)
  • +
  • 1
  • 2
  • 3
  • ბოლო »
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას

2 მომხმარებელი კითხულობს თემას
0 მომხმარებელი, 2 სტუმარი, 0 ანონიმური წევრი