AVERSI FORUM: შეკითხვა ენდოკრინოლოგს - AVERSI FORUM

Jump to content

  • (64 გვერდი)
  • +
  • « პირველი
  • 52
  • 53
  • 54
  • 55
  • 56
  • ბოლო »
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას

შეკითხვა ენდოკრინოლოგს

#1061 მომხმარებელი გასულია   mariami-mariami ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 2
  • შემოგვიერთდა: 06-November 12

დაწერილია 06 November 2012 - 05:49 PM

გამარჯობათ,

ვარ 25 წლის, დაახლოებით 4 თვის წინ მოულოდნელად ამიწია წნევან 140/100 (ნორმა მაქვს 90/60), ამ პერიოდში მქონდა სპტრესული ფონი, თუმცა ამის შემდგომ დამეწყო შიშები, ანალოგიური შეტევა განმიმეორდა კიდევ ოთხჯერ. ვიყავი კარდიოლოგთან და დამინიშნა პრესტარიუმი 5მგ 1/2 აბი დღეში ერთხელ და ემკორი 5 მგ 1/2 აბი. ხოლო ნერვოლოგმა - მექსიბათი დღეში სამჯერ, ამასთან მკურნალობის დაწყევინდა 2 კვირაში ჩავიტარე ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა, ეს იყო ერთი თვის წინ და THS-ს აღმომაჩნდა 6.00 (ნორმა 0.27-4.20). ,,ექოსკოპიურად ფარისებრი ჯირკვლის კონტურები არის სწორი, კაფსულა - უწყვეტი-. სტრუქტურა - წვრილმარცვლოვანი, დიფუზურად არაერთგვაროვანი, ექოგენობა - ზომიერად მომატებული. პანერქიმაში ისახება ერთეული კოლოიდური ჩანართები." ენდოკრინოლოგმა დამინიშნა ელ თიროქსინი 25 მგ დღეში ერთხელ 10 დღე და შემდგომ სამი თვე 50 მგ, მაგრამ მკურნალობის დაწყებიდან მე-9 დღეს ისევ ამიწია წნევამ და გულმკერდის არეში დამფოთლა წითლად. (2 დღის შეწყვეტილი მქონდა პრესტარიუმი და ემკორი)..ენდოკრინოლოგმა შემიწყვიტა თიროქსინი და დამინიშნა ხელახალი ანალიზები და შედეგი ასეთი არის THS 2.3 (ნორმა 0.27-4.2), თიროქსინის თავისუფალი რეაქცია - 1.82 (ნორმა 0.8-2.0) და ანტისხეულები - 17.3 (ნორმა <34.0). ღამეები არ მძინავს, მომენტალურად მეღვიძება გულის ფრიალით და სანამ ვალოკორდინს არ დავლევ მანამდე ვერ ვიძინებ, თან სულ მგონია რომ წნევა ამიწევს... კარდიოლოგმა ისევ გამიგრძელა პრესტარიუმი და ემკორი, ამასთან ეხლაც ვსვამ მექსიბათს და ვაგოსტაბილს. . .

ენდოკრინოლოგმა მაინც მირჩია სხვა საავადმყოფოში გამეკეთებინა ანალიზები

შესაძლებელია 9 დღიანი მკურნალობის მერე თირეოტროპული ჰორმონი 6 დან 2.3 მდე ჩამოვიდეს??? ან როგორ მოვიქცე მირჩიეთ . . .

წინასწარ გმადლობთ.
0

#1062 მომხმარებელი გასულია   Nino Esakia ხატულა

  • ენდოკრინოლოგი
  • პიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 575
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 07 November 2012 - 10:07 AM

გამოხმაურების ნახვაmariami-mariami, on 06 November 2012 - 05:49 PM, said:

გამარჯობათ,

ვარ 25 წლის, დაახლოებით 4 თვის წინ მოულოდნელად ამიწია წნევან 140/100 (ნორმა მაქვს 90/60), ამ პერიოდში მქონდა სპტრესული ფონი, თუმცა ამის შემდგომ დამეწყო შიშები, ანალოგიური შეტევა განმიმეორდა კიდევ ოთხჯერ. ვიყავი კარდიოლოგთან და დამინიშნა პრესტარიუმი 5მგ 1/2 აბი დღეში ერთხელ და ემკორი 5 მგ 1/2 აბი. ხოლო ნერვოლოგმა - მექსიბათი დღეში სამჯერ, ამასთან მკურნალობის დაწყევინდა 2 კვირაში ჩავიტარე ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა, ეს იყო ერთი თვის წინ და THS-ს აღმომაჩნდა 6.00 (ნორმა 0.27-4.20). ,,ექოსკოპიურად ფარისებრი ჯირკვლის კონტურები არის სწორი, კაფსულა - უწყვეტი-. სტრუქტურა - წვრილმარცვლოვანი, დიფუზურად არაერთგვაროვანი, ექოგენობა - ზომიერად მომატებული. პანერქიმაში ისახება ერთეული კოლოიდური ჩანართები." ენდოკრინოლოგმა დამინიშნა ელ თიროქსინი 25 მგ დღეში ერთხელ 10 დღე და შემდგომ სამი თვე 50 მგ, მაგრამ მკურნალობის დაწყებიდან მე-9 დღეს ისევ ამიწია წნევამ და გულმკერდის არეში დამფოთლა წითლად. (2 დღის შეწყვეტილი მქონდა პრესტარიუმი და ემკორი)..ენდოკრინოლოგმა შემიწყვიტა თიროქსინი და დამინიშნა ხელახალი ანალიზები და შედეგი ასეთი არის THS 2.3 (ნორმა 0.27-4.2), თიროქსინის თავისუფალი რეაქცია - 1.82 (ნორმა 0.8-2.0) და ანტისხეულები - 17.3 (ნორმა <34.0). ღამეები არ მძინავს, მომენტალურად მეღვიძება გულის ფრიალით და სანამ ვალოკორდინს არ დავლევ მანამდე ვერ ვიძინებ, თან სულ მგონია რომ წნევა ამიწევს... კარდიოლოგმა ისევ გამიგრძელა პრესტარიუმი და ემკორი, ამასთან ეხლაც ვსვამ მექსიბათს და ვაგოსტაბილს. . .

ენდოკრინოლოგმა მაინც მირჩია სხვა საავადმყოფოში გამეკეთებინა ანალიზები

შესაძლებელია 9 დღიანი მკურნალობის მერე თირეოტროპული ჰორმონი 6 დან 2.3 მდე ჩამოვიდეს??? ან როგორ მოვიქცე მირჩიეთ .

წინასწარ გმადლობთ.





გამარჯობათ. ეს ანალიზები ერთი და იგივე ლაბორატორიაში ჩაიტარეთ?

გამონაყარის მიზეზი რა დადგინდა? თიროქსინის შეწყვეტის შემდეგ გამონაყარი გაქრა?

ჩემი პირადი აზრით ნევროლოგის კონსულტაცია გესაჭიროებათ, რომ დაინიშნოს მკურნალობა ამ შიშების და შფოტვის მოსახსნელად. რადგად წნევის მარტება დაიწყო სტრესის გამო სჯობს ანტისტრესული მკურნალობა ჩაიტაროთ. მიაკითხეთ ნევროლოს და უთხარით, რომ იღებს მის მიერ დანიშნულ წამალს და წნევა მაინც გაქვთ და შიშიც გაქვთ, რომ წნევ აიწევს და რაიმეს დაამარტებს მკურნალობაში. ღამე კარგად არ გძინევთ?

რაც შეეხება ამალიზს უცნაურია, რომ 9 დღეში ასე დაიწია ჰორმონი თან ძალიან პატარა დოზაზე ყოფილხართ 25 მკგ დღეში.

ნინო ესაკია

აკადემიური დოქტორი მედიცინაში

"ავერსის კლინიკის" ექიმი ენდოკრინოლოგი
0

#1063 მომხმარებელი გასულია   mariami-mariami ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 2
  • შემოგვიერთდა: 06-November 12

დაწერილია 07 November 2012 - 11:09 AM

გამარჯობათ,

დიახ, ეს ანალიზები ერთი და იგივე ლაბორატორიაში ჩავიტარე. ალერგიული გამონაყარი აღარ მაქვს, ალერგოლოგთანაც ვიყავი და დამინიშნა ,,ცეზერა" (დღეში ერთხელ). გამონაყარი ალბათ უფრო ნერვიულ ნიადაგზე იყოო მითხრა... ღამეც არ მძინავს ნორმალურად. გულის ფრიალი მაღვიძებს. . . ანალიზები ხელახლა ჩავაბარე დ.მეტრეველის სამედიცინო ცენტრში და პასუხს ველოდები..

ჩიყვმა შეიძლება გამოიწვიოს უძილობა? წნევა?? ვერაფერი გავიგე, ნერვოპათოლოგმა მედაზეპამი დამინიშნა დღეში ორჯერ მაგრამ როგორც კი პირველი წამალი დავლიე, ფაქტიურად შრომისუუნარო გავხდი და აღარ გამიგრძელებია...


გმადლობთ
0

#1064 მომხმარებელი გასულია   Nino Esakia ხატულა

  • ენდოკრინოლოგი
  • პიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 575
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 07 November 2012 - 03:46 PM

გამოხმაურების ნახვაmariami-mariami, on 07 November 2012 - 11:09 AM, said:

გამარჯობათ,

დიახ, ეს ანალიზები ერთი და იგივე ლაბორატორიაში ჩავიტარე. ალერგიული გამონაყარი აღარ მაქვს, ალერგოლოგთანაც ვიყავი და დამინიშნა ,,ცეზერა" (დღეში ერთხელ). გამონაყარი ალბათ უფრო ნერვიულ ნიადაგზე იყოო მითხრა... ღამეც არ მძინავს ნორმალურად. გულის ფრიალი მაღვიძებს. . . ანალიზები ხელახლა ჩავაბარე დ.მეტრეველის სამედიცინო ცენტრში და პასუხს ველოდები..

ჩიყვმა შეიძლება გამოიწვიოს უძილობა? წნევა?? ვერაფერი გავიგე, ნერვოპათოლოგმა მედაზეპამი დამინიშნა დღეში ორჯერ მაგრამ როგორც კი პირველი წამალი დავლიე, ფაქტიურად შრომისუუნარო გავხდი და აღარ გამიგრძელებია...


გმადლობთ



გასაგებია, დაველოდოთ ანალიზზების პასუხს და ვნახოთ რა იქნება. ნევროლოგის წამლები თუ შეწყვიტეთ შესაძლოა ამიტომ ხართ ესე, თუ ის წამალი შრომისუუნაროს გხდიდათ უნდა დაგერეკათ ნევროლოგათან და შეცვლიდა რამით ან დოზას მოაკლებდა, ან სხვა რამეს დანიშნავდა. მოკლეთ ჯერ დაველოდით ჩიყვის პასუხებს და მერე გავარკვიოთ დანარჩენი.
ნინო ესაკია

აკადემიური დოქტორი მედიცინაში

"ავერსის კლინიკის" ექიმი ენდოკრინოლოგი
0

#1065 მომხმარებელი გასულია   paat ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 3
  • შემოგვიერთდა: 08-November 12

დაწერილია 08 November 2012 - 03:26 PM

გამოხმაურების ნახვაNino Esakia, on 26 September 2012 - 05:14 PM, said:

სამწუხარით მე არ ვარ ინფორმირებული ამ საიტის შესახებ, და ისინი გარანტიას გაძლევენ რომ გაიზრდება? ამ ასაკში ან 40 წლის ასაკში რა მეთოდით გაიზრდება ადმიანი 15 სმ ? ვერაფერს გეტყვით, ზრდის ცენტრს მიმართეთ და ისინი კომპეტენტურად გიპასუხებენ.


ამ პრეპარატის შესახებ მეც მაინტერესებს თუ რაოდენ რეალურია და შესაძლებელია ზრდა მოხდეს 27 წლის ასაკში. არის საშუალება რაიმე გზით გავიგოთ ამ პრეპარატის შესახებ ან ვის დავუკავშირდეთ რო გვირჩიოთ დაინტერესებულებს.
გმადლობთ ყურადრებისთვის.
0

#1066 მომხმარებელი გასულია   paat ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 3
  • შემოგვიერთდა: 08-November 12

დაწერილია 08 November 2012 - 03:26 PM

ამ პრეპარატის შესახებ მეც მაინტერესებს თუ რაოდენ რეალურია და შესაძლებელია ზრდა მოხდეს 27 წლის ასაკში. არის საშუალება რაიმე გზით გავიგოთ ამ პრეპარატის შესახებ ან ვის დავუკავშირდეთ რო გვირჩიოთ დაინტერესებულებს.
გმადლობთ ყურადრებისთვის.
0

#1067 მომხმარებელი გასულია   paat ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 3
  • შემოგვიერთდა: 08-November 12

დაწერილია 08 November 2012 - 03:33 PM

გამოხმაურების ნახვაsalamanka, on 24 September 2012 - 12:50 AM, said:

მოგესალმებით ქალბატონო ნინო,

მყავს 26 წლის ვაჟი, რომელიც სიმაღლეში არის 173სმ, მინდა რომ რამოდენიმე სანტიმეტრი მოიმატოს სიმაღლეში,მაგრამ როგორც ცნობილია ამ მაქსიმუმ 25 წლამდე მიმდინარეობს ზრდა.

შემთხვევით წავაწყდი საიტს, რომელიც გვთავაზობს 12 სხვადასხვა სახეობის პრეპარატს http://www.adishom.com/. ერთერთი ასეთი პრეპარატია "GET TALL 1000" , რომელიც გვეუბნება რომ 40 წლამდე შეუძლია გააგრძელოს ადამიანში ზრდის პროცესი და შედეგი დაახლოებით 7.5-დან 15სმ-მდე იქნება,. საიიტზე არის ინფორმაცია ამ პრეპარატზე(დააკლიკეთ პრეპარატის დასახელებას და გადახვალთ საიტზე), მმჭირდება თქვენი რჩევა და დახმარება, იქნებ გაეცნოთ ამ პრეპარატს და მომცეთ რჩევა მივაღებინო ტუ არა და მომცემს თუ არა შედეგს.

წინასწარ დიდი მადლობა...

1

#1068 მომხმარებელი გასულია   Nino Esakia ხატულა

  • ენდოკრინოლოგი
  • პიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 575
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 09 November 2012 - 01:19 PM

გამოხმაურების ნახვაpaat, on 08 November 2012 - 03:26 PM, said:

ამ პრეპარატის შესახებ მეც მაინტერესებს თუ რაოდენ რეალურია და შესაძლებელია ზრდა მოხდეს 27 წლის ასაკში. არის საშუალება რაიმე გზით გავიგოთ ამ პრეპარატის შესახებ ან ვის დავუკავშირდეთ რო გვირჩიოთ დაინტერესებულებს.
გმადლობთ ყურადრებისთვის.



გამარჯობათ. სამწუხაროთ არ გვაქვს არანაირი ინფორმაცია ამ პრეპარატის შესახებ და სად იყიდება ვერ გეტყვით. მოიძიეთ ინტერნეტის საიტებზე თუ რამეს იპოვით. მე არ მყავს არცერთი პაციენტი ვინც ეს გამოიყენა და შესაბამისად შედეგებიც არ ვიცი.
ნინო ესაკია

აკადემიური დოქტორი მედიცინაში

"ავერსის კლინიკის" ექიმი ენდოკრინოლოგი
0

#1069 მომხმარებელი გასულია   disnay ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 5
  • შემოგვიერთდა: 09-November 12

დაწერილია 09 November 2012 - 08:32 PM

გამარჯობა, ვარ 23 წლის... 3 თვის წინ გამიკეთეს ოპერაცია ფარისებრზე,ამოკვეთეს მთლაინად. პირველადი დიაგნოზი იყო კარცინომა კალოიანის მიერ... ოპერაციის შემდეგ ციტოლოგიამ კი მხოლოდ თიროიდიტი აჩვენა... ახლა ვეძებ დოზას, ჯერ კიდევ არეული მაქვს TSH-სულ თავიდან ამივარდა 93ზე მერე 75 მგ ს ვსვამდი ლ თიროქსინს და დაიწია 23მდე, მაგრამ მერე 1 თვის შემდეგ გადავამოწმე და ამივარდა 50 ზე... ახლა კეზელთან დავდივარ და მომიმატა დოზა, 112,5 ასეთი უცნაური დოზა დამინიშნა ახლა... და მერე შეიძლება დაგიკლოო.. ვნახოთ 2 თვის მერე უნდა ვნახოთ კიდევ შედეგი...

ორსულობას რაც შეეხება როდიდან შემიძლია ამაზე ფიქრი? მინიმუმ 6 თვეო მითხრეს, თუ მეტი მოვითმინო?? უკვე ძალიან მომინდა პატარა... ნუ ჯერ 1 წელი არაა რაც გათხოვილი ვარ, და ჯერ ვითმენ :)
0

#1070 მომხმარებელი გასულია   remediosii ხატულა

  • ფორუმის ფანი
  • პიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 321
  • შემოგვიერთდა: 28-May 11

დაწერილია 12 November 2012 - 11:07 AM

გამარჯობა, ნინო ექიმო. თუ შეძლებთ, იქნებ მიპასუხოთ:

ორი წელია ვარ გათხოვილი, არ ვყოფილვარ ორსულად. ფოლიკული იზრდება , მაგრამ გადადის ცისტაში, არ სკდება. სექტემბერში ავიღე ანალიზები ჰორმონებზე. პროლაქტინი იყო მომატებული (600), ასევე ინსულინი იყო ზღვარზე. სხვები ნორმაში. დოსტინექსი და სიოფორი 500 დამინიშნა ექიმმა.

ერთ თვეში გადავაკონტროლეთ ანალიზი. პროლაქტინი 2.67 (სხვა კლინიკაშI გავიკეთე და სხვადასხვა ერთეულებშია გაზომილი), ინსულინი - 12, 74. მიუხედავად ამისა სიოფორი დამიტოვა ისევ, ნოემბერში კი 1000-მდე გამიზარდა დოზა. წინის პრობლემა არ მაწუხებს (1, 71 სმ და 66 კგ ვარ), მაგრამ მეუბნება ცოტა უნდა დაიკლოო, 500-500 დოზა ორ ჭამაზე უნდა გადავანაწილო. ინსულინრეზიტენტ გასაგებია რომ ვიყავი, ამასთან დედის დედას ჰქონდა დიაბეტი (შეძენილი), მაგრამ რამდენად აუცილებელია,რომ სიოფორი ასეთი დოზით ვსვა? რამეს ხომ არ მავნებს? ხო არ დამემართება დიაბეტი? თან მეუბნება, დაორსულებამდე უნდა სვაო სიოფორიო...

მიუხედავად ამ მკურნალობისა, ნოემბერში ფოლიკული ისევ არ გასკდა და დეკემბერში პრეგნილით უნა გავხეთქოთ...
დადებული სურათი
0

#1071 მომხმარებელი გასულია   Nino Esakia ხატულა

  • ენდოკრინოლოგი
  • პიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 575
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 12 November 2012 - 12:03 PM

გამოხმაურების ნახვაdisnay, on 09 November 2012 - 08:32 PM, said:

გამარჯობა, ვარ 23 წლის... 3 თვის წინ გამიკეთეს ოპერაცია ფარისებრზე,ამოკვეთეს მთლაინად. პირველადი დიაგნოზი იყო კარცინომა კალოიანის მიერ... ოპერაციის შემდეგ ციტოლოგიამ კი მხოლოდ თიროიდიტი აჩვენა... ახლა ვეძებ დოზას, ჯერ კიდევ არეული მაქვს TSH-სულ თავიდან ამივარდა 93ზე მერე 75 მგ ს ვსვამდი ლ თიროქსინს და დაიწია 23მდე, მაგრამ მერე 1 თვის შემდეგ გადავამოწმე და ამივარდა 50 ზე... ახლა კეზელთან დავდივარ და მომიმატა დოზა, 112,5 ასეთი უცნაური დოზა დამინიშნა ახლა... და მერე შეიძლება დაგიკლოო.. ვნახოთ 2 თვის მერე უნდა ვნახოთ კიდევ შედეგი...

ორსულობას რაც შეეხება როდიდან შემიძლია ამაზე ფიქრი? მინიმუმ 6 თვეო მითხრეს, თუ მეტი მოვითმინო?? უკვე ძალიან მომინდა პატარა... ნუ ჯერ 1 წელი არაა რაც გათხოვილი ვარ, და ჯერ ვითმენ :)



გამარჯობათ. სამწუხაროთ მანამ ჰორმონი სისხლში მაღალია ორსულობა სასურველი არ არის, სჯობს დარეგულირდეს ეს ყველაფერი და შემდეგ გინეკოლოგის და ენდოკრინოლოგის დადებითი პასუხის შემდეგ დაორსულდეთ.

გისურვებთ წარმატებებს. . .
ნინო ესაკია

აკადემიური დოქტორი მედიცინაში

"ავერსის კლინიკის" ექიმი ენდოკრინოლოგი
0

#1072 მომხმარებელი გასულია   Nino Esakia ხატულა

  • ენდოკრინოლოგი
  • პიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 575
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 12 November 2012 - 12:07 PM

გამოხმაურების ნახვაremediosii, on 12 November 2012 - 11:07 AM, said:

გამარჯობა, ნინო ექიმო. თუ შეძლებთ, იქნებ მიპასუხოთ:

ორი წელია ვარ გათხოვილი, არ ვყოფილვარ ორსულად. ფოლიკული იზრდება , მაგრამ გადადის ცისტაში, არ სკდება. სექტემბერში ავიღე ანალიზები ჰორმონებზე. პროლაქტინი იყო მომატებული (600), ასევე ინსულინი იყო ზღვარზე. სხვები ნორმაში. დოსტინექსი და სიოფორი 500 დამინიშნა ექიმმა.

ერთ თვეში გადავაკონტროლეთ ანალიზი. პროლაქტინი 2.67 (სხვა კლინიკაშI გავიკეთე და სხვადასხვა ერთეულებშია გაზომილი), ინსულინი - 12, 74. მიუხედავად ამისა სიოფორი დამიტოვა ისევ, ნოემბერში კი 1000-მდე გამიზარდა დოზა. წინის პრობლემა არ მაწუხებს (1, 71 სმ და 66 კგ ვარ), მაგრამ მეუბნება ცოტა უნდა დაიკლოო, 500-500 დოზა ორ ჭამაზე უნდა გადავანაწილო. ინსულინრეზიტენტ გასაგებია რომ ვიყავი, ამასთან დედის დედას ჰქონდა დიაბეტი (შეძენილი), მაგრამ რამდენად აუცილებელია,რომ სიოფორი ასეთი დოზით ვსვა? რამეს ხომ არ მავნებს? ხო არ დამემართება დიაბეტი? თან მეუბნება, დაორსულებამდე უნდა სვაო სიოფორიო...

მიუხედავად ამ მკურნალობისა, ნოემბერში ფოლიკული ისევ არ გასკდა და დეკემბერში პრეგნილით უნა გავხეთქოთ...



გამარჯობათ. ეს წამლები გინეკოლოგმა დაგინიშნათ თუ ენდოკრინოლოგმა? თუ მსუქანი არ ხართ და თან ინსულინი მაღალი არ არის მხოლოდ დიეტით ვერ დარეგულირდება ეგ საკითხი? ნეტა რატომ დატოვა ეს დოზა სიოფორის? შესაძლოა ჰომა–ინდექსი გაქვთ მაღლი? მიზეზი რა თქვა რატომ არ სკდება ფოლიკულიო? რამდენი წლის ხართ? მეუღლეს სპერმოგრამა ნორმაში აქვს?
ნინო ესაკია

აკადემიური დოქტორი მედიცინაში

"ავერსის კლინიკის" ექიმი ენდოკრინოლოგი
0

#1073 მომხმარებელი გასულია   remediosii ხატულა

  • ფორუმის ფანი
  • პიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 321
  • შემოგვიერთდა: 28-May 11

დაწერილია 12 November 2012 - 12:16 PM

გამოხმაურების ნახვაNino Esakia, on 12 November 2012 - 08:07 AM, said:

გამარჯობათ. ეს წამლები გინეკოლოგმა დაგინიშნათ თუ ენდოკრინოლოგმა? თუ მსუქანი არ ხართ და თან ინსულინი მაღალი არ არის მხოლოდ დიეტით ვერ დარეგულირდება ეგ საკითხი? ნეტა რატომ დატოვა ეს დოზა სიოფორის? შესაძლოა ჰომა–ინდექსი გაქვთ მაღლი? მიზეზი რა თქვა რატომ არ სკდება ფოლიკულიო? რამდენი წლის ხართ? მეუღლეს სპერმოგრამა ნორმაში აქვს?

პირველ რიგში, გმადლობ გამოხმაურებისათვის...
1.ენდოკრინოლოგ-რეპროდუქტოლოგია...

2. სპერმოგრამა ნორმაშია

3. ჰომა-ინექსზე რაღაც კი თქვა, მაგრამ განმეორებითი ანალიზისას ნორმაში იყო (გლუკოზაც გავიკეთე),მაინც 500 გამიგრძელა, ხოლო აი ერთი კვირის წინ ზეპირად მომიმატა დოზა 1000-მდე.

3. 23 წლის ვარ, მალე გავხდები 24-ის.

4. ფოლიკულის არგასკდომის მიზეზად ჰრომონალური დისბალანსი დაასახელა,ძირიტადად პროლაქტინი. დეჰა სულფატი, თავისუფალი ტესტოსტერონი ნორმაშია, ტსჰ ასევე ნორმაშია (3 წელია ვსვამ ელთიროქსინს, გატხოვებამდე სუბკლინიკური ჰიპოთირეოზის დიაგნოზი დამისვეს)


რისიც მეშინია ესაა: ზეპირად მომიმატა დოზა სიოფორის და ამ წამლის სმა რამდენად კარგია? სულ არ ამირიოს ინსულინის ამბები. ვთქვათ რომ შევწყვიტო დალევა ან ისევ 500 დავლიო, მეშინია...
დადებული სურათი
0

#1074 მომხმარებელი გასულია   Nino Esakia ხატულა

  • ენდოკრინოლოგი
  • პიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 575
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 12 November 2012 - 02:13 PM

გამოხმაურების ნახვაremediosii, on 12 November 2012 - 12:16 PM, said:

პირველ რიგში, გმადლობ გამოხმაურებისათვის...
1.ენდოკრინოლოგ-რეპროდუქტოლოგია...

2. სპერმოგრამა ნორმაშია

3. ჰომა-ინექსზე რაღაც კი თქვა, მაგრამ განმეორებითი ანალიზისას ნორმაში იყო (გლუკოზაც გავიკეთე),მაინც 500 გამიგრძელა, ხოლო აი ერთი კვირის წინ ზეპირად მომიმატა დოზა 1000-მდე.

3. 23 წლის ვარ, მალე გავხდები 24-ის.

4. ფოლიკულის არგასკდომის მიზეზად ჰრომონალური დისბალანსი დაასახელა,ძირიტადად პროლაქტინი. დეჰა სულფატი, თავისუფალი ტესტოსტერონი ნორმაშია, ტსჰ ასევე ნორმაშია (3 წელია ვსვამ ელთიროქსინს, გატხოვებამდე სუბკლინიკური ჰიპოთირეოზის დიაგნოზი დამისვეს)


რისიც მეშინია ესაა: ზეპირად მომიმატა დოზა სიოფორის და ამ წამლის სმა რამდენად კარგია? სულ არ ამირიოს ინსულინის ამბები. ვთქვათ რომ შევწყვიტო დალევა ან ისევ 500 დავლიო, მეშინია...



პროლაქტინი რომ შემცირდა დოქსტინექსი მოხსნა? ეხლა აღარ იღებთ დოასინექსს? იქნებ ისევ აიწია პროლაქტინმა და იმიტომ არ ორსულდებით? რაც შეეხება სიოფორს რეპროდუქტოლოგები ხშირად ნიშნავენ ამ პრეპარატს, თუმცა მე არ ვარ რეპროდუქტოლოგი მე ენდოკრინოლოგი ვარ და დიდათ არ მიყვარს ჩარევა თუ ძალიან მაღალია რ არის სმი ან ჰომა-ინდექსი. თქვენი ჰომას პასუხები არ ვიცით შესაძლოა მაღალი იყო და ამიტომ დაგინიშნეს. ნუ ნერვიულობთ ასაკით დიდი არ ყოფილხაღთ, ჯერ ამ ასაკში უშვოლობაზე ფოქრი არარეალურია, ჯერ ყველაფერი წინ გაქვთ და ბევრ შვილს გააჩენთ. მთავარია ეხლა სიმსვიდე, რადგან სტრესი ხელს უშლის ყველაფერს. ასევე აკონტროლეთ ფარისებრის ჰორმონი და პროლაქტინი.
გისურვებთ წარმატებებს.
ნინო ესაკია

აკადემიური დოქტორი მედიცინაში

"ავერსის კლინიკის" ექიმი ენდოკრინოლოგი
0

#1075 მომხმარებელი გასულია   remediosii ხატულა

  • ფორუმის ფანი
  • პიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 321
  • შემოგვიერთდა: 28-May 11

დაწერილია 12 November 2012 - 02:17 PM

გამოხმაურების ნახვაNino Esakia, on 12 November 2012 - 10:13 AM, said:

პროლაქტინი რომ შემცირდა დოქსტინექსი მოხსნა? ეხლა აღარ იღებთ დოასინექსს? იქნებ ისევ აიწია პროლაქტინმა და იმიტომ არ ორსულდებით? რაც შეეხება სიოფორს რეპროდუქტოლოგები ხშირად ნიშნავენ ამ პრეპარატს, თუმცა მე არ ვარ რეპროდუქტოლოგი მე ენდოკრინოლოგი ვარ და დიდათ არ მიყვარს ჩარევა თუ ძალიან მაღალია რ არის სმი ან ჰომა-ინდექსი. თქვენი ჰომას პასუხები არ ვიცით შესაძლოა მაღალი იყო და ამიტომ დაგინიშნეს. ნუ ნერვიულობთ ასაკით დიდი არ ყოფილხაღთ, ჯერ ამ ასაკში უშვოლობაზე ფოქრი არარეალურია, ჯერ ყველაფერი წინ გაქვთ და ბევრ შვილს გააჩენთ. მთავარია ეხლა სიმსვიდე, რადგან სტრესი ხელს უშლის ყველაფერს. ასევე აკონტროლეთ ფარისებრის ჰორმონი და პროლაქტინი.
გისურვებთ წარმატებებს.

დოსტინექსი გამინახევრა, ნახევარ აბს ვსვამ 4 დღეში ერთხელ (ბრომოკრიპტინი ვერ ავიტანე და დოსტინექსს იმიტომ ვსვამ). ვიცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ვიცი, რომ ასაკი არ მაქვს დიდი, ფოლიკულის პრობლემაც ადვილად მოგვარებადია. უბრალოდ სიოფორის გამო ემეშინდა - რამე არ მავნოს-თქო ასე უპრაკუნოდ მიღებამ - ხანგრძლივ პერსპექტივაში რაიმე არ გამოიწვიოს პრობლემა ინსულინთან დაკავშირებით...

უნდა ვაკონტროლო პროლაქტინ და ტსჰ ხო? ძირითადად.

უდიდესი მადლობა გულისხმიერებისათვის :rolleyes: :rolleyes:
დადებული სურათი
0

#1076 მომხმარებელი გასულია   Nino Esakia ხატულა

  • ენდოკრინოლოგი
  • პიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 575
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 12 November 2012 - 05:41 PM

გამოხმაურების ნახვაremediosii, on 12 November 2012 - 02:17 PM, said:

დოსტინექსი გამინახევრა, ნახევარ აბს ვსვამ 4 დღეში ერთხელ (ბრომოკრიპტინი ვერ ავიტანე და დოსტინექსს იმიტომ ვსვამ). ვიცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ვიცი, რომ ასაკი არ მაქვს დიდი, ფოლიკულის პრობლემაც ადვილად მოგვარებადია. უბრალოდ სიოფორის გამო ემეშინდა - რამე არ მავნოს-თქო ასე უპრაკუნოდ მიღებამ - ხანგრძლივ პერსპექტივაში რაიმე არ გამოიწვიოს პრობლემა ინსულინთან დაკავშირებით...

უნდა ვაკონტროლო პროლაქტინ და ტსჰ ხო? ძირითადად.

უდიდესი მადლობა გულისხმიერებისათვის :rolleyes: :rolleyes:



კი, ეგ ორი ანალიზი უნდა აკონტროლოთ. არაფრის :)
ნინო ესაკია

აკადემიური დოქტორი მედიცინაში

"ავერსის კლინიკის" ექიმი ენდოკრინოლოგი
0

#1077 მომხმარებელი გასულია   nushki89 ხატულა

  • ფორუმის მოყვარული
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 59
  • შემოგვიერთდა: 03-May 12

დაწერილია 23 November 2012 - 01:18 PM

გამრჯობათ.კითხვა მაქვს და თუ შეგიძლიათ მიპასუხოთ.ყელის წინა მხარეს საუბრის დროს წინ ოდნავ მებერება არანაირი ჯირკვალი არ მაქვს,ეხო გადავიღე და ეხომ არ უჩვენა და ყელის გაყოლებაზე ბეჭების ორივე მხარეს ოდნავ შებერილებია და რისი ბრალი შეიძლება იყო.ენდოკრინოლოგთან ვიყავი და მითXრეს ნერვოზულიაო და რამდენად სწორია ეს?
0

#1078 მომხმარებელი გასულია   nushki89 ხატულა

  • ფორუმის მოყვარული
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 59
  • შემოგვიერთდა: 03-May 12

დაწერილია 23 November 2012 - 01:20 PM

გამრჯობათ.კითხვა მაქვს და თუ შეგიძლიათ მიპასუხოთ.ყელის წინა მხარეს საუბრის დროს წინ ოდნავ მებერება არანაირი ჯირკვალი არ მაქვს,ეხო გადავიღე და ეხომ არ უჩვენა და ყელის გაყოლებაზე ბეჭების ორივე მხარეს ოდნავ შებერილებია და რისი ბრალი შეიძლება იყო.ენდოკრინოლოგთან ვიყავი და მითხრეს ნერვოზულიაო და რამდენად სწორია ეს?
0

#1079 მომხმარებელი გასულია   nushki89 ხატულა

  • ფორუმის მოყვარული
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 59
  • შემოგვიერთდა: 03-May 12

დაწერილია 23 November 2012 - 01:23 PM

გამრჯობათ.კითხვა მაქვს და თუ შეგიძლიათ მიპასუხოთ.ყელის წინა მხარეს საუბრის დროს წინ ოდნავ მებერება არანაირი ჯირკვალი არ მაქვს,ეხო გადავიღე და ეხომ არ უჩვენა და ყელის გაყოლებაზე ბეჭების ორივე მხარეს ოდნავ შებერილებია და რისი ბრალი შეიძლება იყო.ენდოკრინოლოგთან ვიყავი და მითხრეს ნერვოზულიაო და რამდენად სწორია ეს?
0

#1080 მომხმარებელი გასულია   Nino Esakia ხატულა

  • ენდოკრინოლოგი
  • პიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 575
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 26 November 2012 - 01:12 PM

გამოხმაურების ნახვაnushki89, on 23 November 2012 - 01:18 PM, said:

გამრჯობათ.კითხვა მაქვს და თუ შეგიძლიათ მიპასუხოთ.ყელის წინა მხარეს საუბრის დროს წინ ოდნავ მებერება არანაირი ჯირკვალი არ მაქვს,ეხო გადავიღე და ეხომ არ უჩვენა და ყელის გაყოლებაზე ბეჭების ორივე მხარეს ოდნავ შებერილებია და რისი ბრალი შეიძლება იყო.ენდოკრინოლოგთან ვიყავი და მითXრეს ნერვოზულიაო და რამდენად სწორია ეს?



გამარჯობათ. რისი ექო გადაიღეთ ფ/ჯირკვლის? თუ სისხლძარვების? თუ ენდოკრინოლოგმა ჩიყვი გამორიცხა და ჩიყვი არ არის, მაშინ სისხლძარღვების დუპლექსსონოგრაფია გადაიღეთ. თუ ეგეც არ არის პრობლემური მაშინ ანატომიურად ეგეთი აღნაგობის კისერი გაქვთ ალბათ ან მართლაც ნევროზულია. ასე ზეპირათ თქმა შეუძლებელია საჭიროებს გამოკვლევას.
ნინო ესაკია

აკადემიური დოქტორი მედიცინაში

"ავერსის კლინიკის" ექიმი ენდოკრინოლოგი
0

  • (64 გვერდი)
  • +
  • « პირველი
  • 52
  • 53
  • 54
  • 55
  • 56
  • ბოლო »
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას

3 მომხმარებელი კითხულობს თემას
0 მომხმარებელი, 3 სტუმარი, 0 ანონიმური წევრი