AVERSI FORUM: შეკითხვა გინეკოლოგს - AVERSI FORUM

Jump to content

  • (103 გვერდი)
  • +
  • « პირველი
  • 45
  • 46
  • 47
  • 48
  • 49
  • ბოლო »
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თემა დახურულია

შეკითხვა გინეკოლოგს I ნაწილი

#921 მომხმარებელი გასულია   Lela Tandashvili ხატულა

  • გინეკოლოგი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 1,761
  • შემოგვიერთდა: 29-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 15 June 2010 - 06:50 AM

გამოხმაურების ნახვაnii, on 13 June 2010 - 03:30 PM, said:

დიდი მადლობა ქალბატონო ლელაა ხომ ეგრე მასწავლეს რომ ერთი საათი არ ადგე იწექიოო :):) მგონი არასწორეთ მასწავლეს ხოო ? :(


მოგესალმებით,
ამაში ცუდი არაფერია, შეგიძლიათ გაითვალისწინოთ რჩევა.
ლელა თანდაშვილი

"ავერსის კლინიკის" ექიმი გინეკოლოგი
0

#922 მომხმარებელი გასულია   Lela Tandashvili ხატულა

  • გინეკოლოგი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 1,761
  • შემოგვიერთდა: 29-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 15 June 2010 - 06:53 AM

გამოხმაურების ნახვაbancala, on 13 June 2010 - 04:23 PM, said:

ლელა ექიმო მაინტერესებს,ორსულის უეცარი შეშინება ნაყოფისთვის რამდენად საშიშია,ცუდი ამბავი გავიგე და უცბად ძალიან განვიცადე?(12 კვირის ვარ) გმადლობ წინასწარრ :) :)


მოგესალმებით,
ნებისმიერი უარყოფითი ემოცია გადაეცემა ნაყოფს, ამიტომ სასურველია ორსულობაში ახლობლებმა ორსული აარიდონ უარყოფით ემოციებს. თუ ზოგადი მდგომარეობის გაუარესებას გრძნობთ მიმართეთ გინეკოლოგს.
გისურვებთ წარმატებებს.
ლელა თანდაშვილი

"ავერსის კლინიკის" ექიმი გინეკოლოგი
0

#923 მომხმარებელი გასულია   Lela Tandashvili ხატულა

  • გინეკოლოგი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 1,761
  • შემოგვიერთდა: 29-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 15 June 2010 - 06:55 AM

გამოხმაურების ნახვაG17, on 13 June 2010 - 08:31 PM, said:

გამარჯობათ მაქვს აუტოიმუნური ჩიყვი რომელზეც უკვე ვკურნალობ მესამე წელია.Aნტი ტპო მაქვს ძალიან მაღალი. ელ თიროქსინით და სხვა პრეპარატებით რომელიც დამინიშნა ექიმმმა და მაინტერესებს ამან შეილება გამოიწვიოს თუ არა მკერდის ზომაში შეფერხება რადგან ჰორმონების დარღვევა მაქვს? ადრე აქ მითხრს რომ ამეღო ანალიზები მაგრამ არ მახსოვს სახელები რომ თუ მკერდის ზრდის შეფერხება ამ ამბის გამო არის გამოჩენილიყო. ხომ ვერ მეტყვიტ რა ანალიზები გავიკეთო? ანუ რომ დავწრმუნდე რომ ჰორმონების ბრალი არ არის და უბრალოდ მკერდი მაქვს პატარა? დიდი მადლობა წინასწარ


მოგესალმებით,
გასათვალისწინებელია თქვენი ასაკი, ნამშობიარები ხართ თუ არა, თქვენი აღნაგობა და ა.შ. თქვენს მიერ ჩამოთვლილი პრეპარატები არ იწვევს მკერდის ზრდის შეფერხებას.
ლელა თანდაშვილი

"ავერსის კლინიკის" ექიმი გინეკოლოგი
0

#924 მომხმარებელი გასულია   Lela Tandashvili ხატულა

  • გინეკოლოგი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 1,761
  • შემოგვიერთდა: 29-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 15 June 2010 - 06:58 AM

გამოხმაურების ნახვაE.K., on 13 June 2010 - 10:32 PM, said:

ქალბატონო ლელა ჰიპერპროლაქტინემია-პროლაქტინის დონის მომატება ანომალიააა?ბრომოკრიპტინი უშველის?რამდენად ეფექტურია?წინასწარ დიდი მადლობა


მოგესალმებით,
დიახ, ჰიპერპროლაქტინემია ეს არის პროლაქტინის დონის მომატება სისხლში. ეს კი ნორმა ნამდვილად არ არის. ბრომკრიპტინი ამ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი საშუალებაა და თუ დოზა სწორადაა შერჩეული ის საკმაოდ ეფექტურია.
ლელა თანდაშვილი

"ავერსის კლინიკის" ექიმი გინეკოლოგი
0

#925 მომხმარებელი გასულია   Lela Tandashvili ხატულა

  • გინეკოლოგი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 1,761
  • შემოგვიერთდა: 29-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 15 June 2010 - 07:05 AM

გამოხმაურების ნახვაkaterina883, on 13 June 2010 - 10:32 PM, said:

ჩემი ჰორმონების ანალიზის პასუხები ასეთია... ლაბორატორიაციტოში გავიკეთე 26.06.2009 წლის მონაცემებით მას მერე აღარ გამიკეთებია -
prolactin - 20.36 (ნორმა 3-25);
TSH3 - 2.23 (ნორმა 0.27 - 4.7;
FT4 - 10.32 (ნორმა 9 - 20);
FT3 - 5.09 (ნორმა 3.7 - 8.3);
- 75.69 (ნორმა - ოვულაციის პიკი (DO)6.3-24.0 mIU/ml
ფოლეკულური ფაზა:
1.ნახევარი (D-15 to D-9)-3.9-12.0 mIU/ml
2.ნახევარი (D-8 to D-2)-2.9-9.0 mIU/ml
ლუთეარული ფაზა (D+3 to D+15)-1.5-7.0 mIU/ml
მენოპაუზა : 17.0-95.0 mIU/ml

არაფერი გეშველებაო ასე მითხრა ამ ანალიზებით თათია ტუღუშმა და თქვენ რას მეტყვით? არადა არასოდეს მქონია არანაირი პრობლემა გათხოვებამდე, არც ციკლის და არც გორმონალური დარღვევები, ეს ყველაფერი როგორც ვფიქრომ წამლების გამო მოხდა, 3 წლის მანძილზე უამრავი წამალი მივიღეთ მე და ჩემმა მეუღლემ და წონაშიც ძალიან მოვიმატეთ. გვირჩიეთ გთხოვთ რამე, ნუთუ არაფერია საშველი?

დიდი მადლობა წინასწარ ქალბატონო ლელა :yes:


მოგესალმებით,
პროლაქტინი ზედა ზღვართან ახლოსაა და მაინც საჭიროებს მკურნალობას, FSH საკმაოდ მომატებულია. გასათვალისწინებელია ციკლის რომელ დღეს გაქვთ აღებული ეს ჰორმონები. LH არ არის გამოკვლეული? ამ ეტაპზე პირველ რიგში გადაამოწმეთ FSH და LH ციკლის (მოსვლიდან) II ან III დღეს, დილით უზმოდ და ორივეს პასუხი მომწერეთ. დანარჩენი ჰორმონები ნორმაშია. ველი თქვენი ჰორმონების პასუხს.
ლელა თანდაშვილი

"ავერსის კლინიკის" ექიმი გინეკოლოგი
1

#926 მომხმარებელი გასულია   Lela Tandashvili ხატულა

  • გინეკოლოგი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 1,761
  • შემოგვიერთდა: 29-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 15 June 2010 - 07:08 AM

გამოხმაურების ნახვაpandora, on 13 June 2010 - 10:51 PM, said:

მოგესალმებით, 13 მაისს გავიკეთე აბორტი (დამჭირდა და იმიტომ) ზუსტად ერთი თვე გავიდა და ვიცი რომ 13ში უნდა მომსვლოდა მენტრუაცია ანუ დღეს, ადრე ყოველთვის გადამიცდებოდა ხოლმე 3-4 დღე, ყოველთვის. გარდა ბოლოს როცა მომივიდა მაშინ გადამიცდა 10 დღე მაშინ ორსულად არ ვიყავი, მეორედ რომ აღარ მომივიდა მაშინ ვიყავი უკვე 2 კვირის ორსული. მაინტერესებს აბორტის შემდეგ რამდენი დღე შეიძლება მაქსიმუმ რომ გადამიცდეს? რამდენი დღე ითვლება საშიშად რომ გადამიცდა და უნდა მივაკითხო ექიმს, ხო მართლა აბორტის მერე ციკლი მქონდა 3 დღე ცოტა მეტი და დანარცჰენი თითქმის 2 კვირა სულ ოდნავ მქონდა ...


მოგესალმებით,
აბორტის შემდეგ თუ გადაცდენა გაქვთ, პირველ რიგში, ორსულობის ტესტი ჩაიტარეთ. თუ უარყოფითია შეგიძლიათ მშვიდად დაელოდოთ მენსტრუაციას, რადგან აბორტის შემდეგ შესაძლოა რამდენიმე დღე ან კვირა გადაგიცდეთ. თუ 1 თვეზე მეტია გადაცდენა მიმართეთ გინეკოლოგს და ჩაიტარეთ ექოსკოპიური კვლევა.
გისურვებთ წარმატებებს.
ლელა თანდაშვილი

"ავერსის კლინიკის" ექიმი გინეკოლოგი
0

#927 მომხმარებელი გასულია   Lela Tandashvili ხატულა

  • გინეკოლოგი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 1,761
  • შემოგვიერთდა: 29-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 15 June 2010 - 07:12 AM

გამოხმაურების ნახვაborota, on 14 June 2010 - 12:28 AM, said:

გამარჯობა ლალი ექიმო,პასუხისთვის მადლობა, ამ შემთხვევაში ორივე მამაკაცი უნდა მივიდეს მამობის დასადგენად? კიდევ ერთი კითხვა მაქვს
:wacko: ორსულობის პერიოდში პაპავერინის სანთელი მართლა იწვევს ბუასილს? რაგაც ხანგრძლივობის შემდეგ


მოგესალმებით,
დიახ, იმისათვის, რომ დადგინდეს რომლის შვილია, ორივე მამაკაცმა უნდა ჩააბაროს ანალიზი. რაც შეეხება პაპავერინის სანთლებს, ეს არ არის მართალი. ჰემოროიდული დაავადება-ბუასილი, ისედაც საკმაოდ ხშირია ორსულებში.
ლელა თანდაშვილი

"ავერსის კლინიკის" ექიმი გინეკოლოგი
0

#928 მომხმარებელი გასულია   Lela Tandashvili ხატულა

  • გინეკოლოგი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 1,761
  • შემოგვიერთდა: 29-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 15 June 2010 - 07:15 AM

გამოხმაურების ნახვაborota, on 14 June 2010 - 12:35 AM, said:

ჩემი ერთი ახლობელს და მეორე ბიჭს კამათი მოუვიდათ ბავშვის გამო, აგმოჩნდა ორივე დადიოდა იმ გოგოსთან.მერე ბავშვის დედამ აღიარა ბავშვის მამა და სულ მაინტერესებს როგორ დაასკვნა ეს ან დედა ტუ გრძნობს ფეხმძიმობისას რამეს წინასწარ მადლობა :winkiss:


მოგესალმებით,
დედა ვერაფერს ვერ გრძნობს ამასთან დაკავშირებით, უბრალოდ შესაძლოა გამოთვალა ფერტილურ დღეებში რომელ მამაკაცთან იყო, მაგრამ ეს არ არის ას პროცენტიანი. ამის განსაზღვრა მხოლოდ დნმ-ს ანალიზს შეუძლია.
ლელა თანდაშვილი

"ავერსის კლინიკის" ექიმი გინეკოლოგი
0

#929 მომხმარებელი გასულია   Lela Tandashvili ხატულა

  • გინეკოლოგი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 1,761
  • შემოგვიერთდა: 29-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 15 June 2010 - 07:16 AM

გამოხმაურების ნახვაborota, on 14 June 2010 - 12:22 PM, said:

გამარჯობა კალბატონო ლელა,ბუასილის დროს რა არის სახლის პირობებში კველაზე ეფექტური სამკურნალოდ?


მოგესალმებით,
გააჩნია ბუასილის გამო რა ჩივილი გაქვთ-სისხლდენა, ტკივილი, შეკრულობა და.ა.შ.
ლელა თანდაშვილი

"ავერსის კლინიკის" ექიმი გინეკოლოგი
0

#930 მომხმარებელი გასულია   Lela Tandashvili ხატულა

  • გინეკოლოგი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 1,761
  • შემოგვიერთდა: 29-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 15 June 2010 - 07:20 AM

გამოხმაურების ნახვაTamunaK, on 14 June 2010 - 12:54 PM, said:

მოგესალმებით !
ქალბატონო ლელა, მქონდა ყვითელი ფერის გამონადენი, გავიკეთე ნაცხის ანალიზი, პასუხმა აჩვენა რომ მაქვს სოკო (ტრიხამონი), მაინტერესებს, რამდენად საშიშია ის ორულობის პირველ ტრიმესტრში, რამდენად მოქმედებს ნაყოფზე და რა მეთოდები არსებობს ორსულობისას მისი მკურნალობის ?
მკურნალმა ექიმმა მირჩია დალოდება, პირველი ტრიმესტრის დასრულებამდე და შემდეგ "გამორეცხვების" პროცედურების დაწყება.
ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ვიცოდე, რამდენად ნეგატიურად შეიძლება იმოქმედოს დაავადებამ ნაყოფზე ?

გმადლობთ წინასწარ !


მოგესალმებით,
სოკოც აღმოგაჩნდათ და ტრიქომონაც? ორივეს მკურნალობა შესაძლოა მხოლოდ ადგილობრივი საშუალებებით, რადგან დასალევი აბები იმოქმედებს ნაყოფზე, ამიტომ შემოგთავაზათ ექიმმა საშოს სანაცია. სანთლებიც აუცილებელია მკურნალობის პროცესში. ნაყოფზე შესაძლოა საერთოდ არ იმოქმედოს, ან შესაძლოა აღმავალი გზით შეაღწიოს ინფექციამ საშვილოსნო ღრუში და სანაყოფე წყლები დააბინძუროს. ამიტომ მკურნალობა გესაჭიროებათ.
გისურვებთ წარმატებებს.
ლელა თანდაშვილი

"ავერსის კლინიკის" ექიმი გინეკოლოგი
0

#931 მომხმარებელი გასულია   Lela Tandashvili ხატულა

  • გინეკოლოგი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 1,761
  • შემოგვიერთდა: 29-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 15 June 2010 - 07:23 AM

გამოხმაურების ნახვაani999, on 14 June 2010 - 02:03 PM, said:

გამარჯობათ. მაქვს 28 დღიანი ციკლი. 2 დღის წინ გავიკეთე ბიბი ტესტი და მიჩვენა მეორე ხაზი ძალიან მკრთალად(ამასთანავე მქონდა ცოტაოდენი მუქი ფერის გამონადენი.) მაინტერესებს ეს შეიძლება დადებით პასუხად მივიჩნიო თუ არა? ალაბათ უნდა დაველოდო კიდევ რამოდენიმე დღეს და განმეორებით გაკაკეთო ტესტი.


მოგესალმებით,
ტესტის გადამოწმება არაფერს არ მოგიტანთ. თქვენ ორსულად ხართ. სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. ნებისმიერი სისხლიანი გამონადენი ორსულობისას (თუნდაც ყავისფერი), ეს ორსულობის მოშლის საშიშროებაა. თქვენ გესაჭიროებათ შესაბამისი მკურნალობა.
გისურვებთ წარმატებებს.
ლელა თანდაშვილი

"ავერსის კლინიკის" ექიმი გინეკოლოგი
0

#932 მომხმარებელი გასულია   Lela Tandashvili ხატულა

  • გინეკოლოგი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 1,761
  • შემოგვიერთდა: 29-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 15 June 2010 - 07:24 AM

გამოხმაურების ნახვაcotne111, on 14 June 2010 - 02:26 PM, said:

ლელა ექიმო,სადღაც წავიკითხე რომ სქესობრივი აქტის შემდეგ მოშარდვა აუცილებელია,და მაინტერესებს რატომ?


მოგესალმებით,
ამ ხერხს მიმართავენ ორსულობისგან თავდასაცავად, მაგრამ ნუ ენდობით.
ლელა თანდაშვილი

"ავერსის კლინიკის" ექიმი გინეკოლოგი
0

#933 მომხმარებელი გასულია   sharlota ხატულა

  • ფორუმის მოყვარული
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 42
  • შემოგვიერთდა: 29-April 10

დაწერილია 15 June 2010 - 07:38 AM

მაინტერესებს თუ არის იმის თეორიული შანსი, რომ კონდილომა პაპილომავირუსის გარეშე განვითარდეს?
0

#934 მომხმარებელი გასულია   tatusia-1 ხატულა

  • აქტიური წევრი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 210
  • შემოგვიერთდა: 31-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 15 June 2010 - 07:50 AM

გამარჯობათ. მაინტერესებს როგორ შეიძლება გაუჩნდეს ქალს ციტომეგალოვირუსი an ტოქსოპლაზმა , ანუ მისი წარმომშობი მიზეზი რა არის?
0

#935 მომხმარებელი გასულია   pandora ხატულა

  • აქტიური წევრი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 151
  • შემოგვიერთდა: 01-April 10
  • მდებარეობაTbilisi

დაწერილია 15 June 2010 - 08:34 AM

გამოხმაურების ნახვაLela Tandashvili, on 15 June 2010 - 07:08 AM, said:

მოგესალმებით,
აბორტის შემდეგ თუ გადაცდენა გაქვთ, პირველ რიგში, ორსულობის ტესტი ჩაიტარეთ. თუ უარყოფითია შეგიძლიათ მშვიდად დაელოდოთ მენსტრუაციას, რადგან აბორტის შემდეგ შესაძლოა რამდენიმე დღე ან კვირა გადაგიცდეთ. თუ 1 თვეზე მეტია გადაცდენა მიმართეთ გინეკოლოგს და ჩაიტარეთ ექოსკოპიური კვლევა.
გისურვებთ წარმატებებს.

ხო მაგრამ მეუღლე თავს იცავდა და მაინც საჭიროა ტესტის გაკეთება?
0

#936 მომხმარებელი გასულია   katerina883 ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 11
  • შემოგვიერთდა: 10-June 10

დაწერილია 15 June 2010 - 08:47 AM

მოგესალმებით,
პროლაქტინი ზედა ზღვართან ახლოსაა და მაინც საჭიროებს მკურნალობას, FSH საკმაოდ მომატებულია. გასათვალისწინებელია ციკლის რომელ დღეს გაქვთ აღებული ეს ჰორმონები. LH არ არის გამოკვლეული? ამ ეტაპზე პირველ რიგში გადაამოწმეთ FSH და LH ციკლის (მოსვლიდან) II ან III დღეს, დილით უზმოდ და ორივეს პასუხი მომწერეთ. დანარჩენი ჰორმონები ნორმაშია. ველი თქვენი ჰორმონების პასუხს.


მე ეს ანალიზი შარშან გავიკეთე და ექიმმა ციკლის დამთავრებიდან მე-3 დგეს გამაკეთებინა და ესე იგი მოსვლიდან მე-2 ან მე-3 დგეს უნდა გაკეთდეს, კარგით ვეცდები გავაკეთო უახლოეს მომავალში. დიდი მადლობა.. მაგრამ ციკლი 12 აპრილის მერე არ მქონია, არც წამალი აღარ მიმიღია არანაირი მომყვანი და რა ვქნა რა დავილიო, რომელი წამალი? მე ისე დუფასტონს ვსვამდი და უკვე ცუდათ ვარ ამ პრეპარატზე.
-1

#937 მომხმარებელი გასულია   lalaa ხატულა

  • ფორუმის მოყვარული
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 20
  • შემოგვიერთდა: 09-May 10

დაწერილია 15 June 2010 - 08:59 AM

meshvide tveshi rodesac eqo wers rom placenta araertgvarovania sashishia amashi rame.? an risgan sheidzleba iyos placentis araertgavrovneba gamowveuli?
0

#938 მომხმარებელი გასულია   teko-teko ხატულა

  • აქტიური წევრი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 162
  • შემოგვიერთდა: 26-March 10

დაწერილია 15 June 2010 - 09:09 AM

გამოხმაურების ნახვაteko-teko, on 14 June 2010 - 02:37 PM, said:

ქალბატონო ლელა დიდი მადლობა პასუხისტვის..ძალიან შევშინდი...იმ დღესვე გამიარა,მინერალური წყალი დავლიე მხოლოდ...მაინც საშიშია?უკანა კედლის ჰიპერტონუსი მაქვს და ხშირად უკანა მხარე მტკივა ხან მარჯვენა და ხან მარცხენა...28 კვირის ფეხმძიმე ვარ..მკურნალი ექიმი ქალაქ გარეთაა გასული..ეხო რომ გადავიღო ხომ გამოჩნდება მდგომარეობა..




მე მიპასუხეთ, გთხოვთ
1

#939 მომხმარებელი გასულია   takoo ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 1
  • შემოგვიერთდა: 15-June 10

დაწერილია 15 June 2010 - 09:49 AM

ვარ 30 კვირის ორსული. ანალიზებმა აჩვენა რომ მაქვს გარდნელერიოზი ანუ ბაქტერიული ვაგინოზი. დამინიშნეს მკურნალობა გინოტრანის სანთლებით 2 კვირის განმავლობაში. მკურნალობა მალევე შევწყვიტე, თუმცა არანაირი ალერგიული რეაქცია არ მოუცია აღნიშნულ სანთლებს. მაინეტერსებს რამდენად საშიშია ნაყოფისთვის ეს ბაქტერიული ვაგინოზი და გადავა თუ არა მშობიარობის დროს ბავშვზე. მადლობა წინასწარ.
1

#940 მომხმარებელი გასულია   Lela Tandashvili ხატულა

  • გინეკოლოგი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 1,761
  • შემოგვიერთდა: 29-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 15 June 2010 - 09:58 AM

გამოხმაურების ნახვაteko-teko, on 14 June 2010 - 07:37 PM, said:

ქალბატონო ლელა დიდი მადლობა პასუხისტვის..ძალიან შევშინდი...იმ დღესვე გამიარა,მინერალური წყალი დავლიე მხოლოდ...მაინც საშიშია?უკანა კედლის ჰიპერტონუსი მაქვს და ხშირად უკანა მხარე მტკივა ხან მარჯვენა და ხან მარცხენა...28 კვირის ფეხმძიმე ვარ..მკურნალი ექიმი ქალაქ გარეთაა გასული..ეხო რომ გადავიღო ხომ გამოჩნდება მდგომარეობა..


მოგესალმებით,
დიახ, ამ სიტუაციაში მინიმუმ ექოსკოპიური კვლევა მაინც უნდა ჩაიტაროთ, სადაც გამოჩნდება საშვილოსნოს ტონუსიც, ნაყოფის მდგომარეობაც და საშვილოსნოს ყელის სიგრძეც.
გისურვებთ წარმატებებს.
ლელა თანდაშვილი

"ავერსის კლინიკის" ექიმი გინეკოლოგი
0

  • (103 გვერდი)
  • +
  • « პირველი
  • 45
  • 46
  • 47
  • 48
  • 49
  • ბოლო »
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თემა დახურულია

2 მომხმარებელი კითხულობს თემას
0 მომხმარებელი, 2 სტუმარი, 0 ანონიმური წევრი