AVERSI FORUM: შეკითხვა გინეკოლოგს - AVERSI FORUM

Jump to content

  • (103 გვერდი)
  • +
  • « პირველი
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
  • ბოლო »
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თემა დახურულია

შეკითხვა გინეკოლოგს I ნაწილი

#541 მომხმარებელი გასულია   the_tsl ხატულა

  • ფორუმის მოყვარული
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 23
  • შემოგვიერთდა: 15-May 10

დაწერილია 17 May 2010 - 01:20 PM

ანუ არ ვიყიდო ის საფენები? რო ვიყიდო მავნებელი ხომ არ იქნება? მაინც რო ვცადო იქნებ მიშველოს....
0

#542 მომხმარებელი გასულია   eka ხატულა

  • ფორუმის მოყვარული
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 32
  • შემოგვიერთდა: 28-March 10

დაწერილია 17 May 2010 - 02:43 PM

გამარჯობათ ექიმო, 15 კვირის ორსულისთვის გაციება საშიშია? ცოტათი მახველებს ზოგჯერ და სურდო მაქვს და ცემინება, რა შეიძლება რომ დავლიო?

კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს,დაბალი წნევა ბავშვზე ცუდად მოქმედებს? უკვე სამი კვირაა წოლითი რეჟიმი მაქვს და ჰაერზე რომ ვერ ვსეირნობ ამიტომაც შეიძლება რომ მქონდეს?

მადლობთ
0

#543 მომხმარებელი გასულია   bancala ხატულა

  • აქტიური წევრი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 142
  • შემოგვიერთდა: 31-March 10
  • მდებარეობაtbilisi

დაწერილია 17 May 2010 - 06:02 PM

გამარჯობათ ლელა ექიმო,მაინტერესებს შეიძლება თუ არა მაგიტრონი 7 კვირის ორსულისათვის? და კიდევ ვსვამ ვიტამინ ცენტროვიტს და შეიძლება თუ არა მასთან ერთად ფოლიუმის მჟავაც მივიღო? გმადლობთ წინასწარ... :wub: :wub:
0

#544 მომხმარებელი გასულია   kikeee ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 4
  • შემოგვიერთდა: 12-April 10

დაწერილია 18 May 2010 - 06:56 AM

გამარჯობათ, ჩემი და არის თვენახევრის ორსული გუშინ ღამით და დილით ქონდა რამოდენიმე წვეთი გამონადენი მოყავისფრო ფერის, ძალიან გთხოვთ მითხარით მოშლის საშიშროება ხომ არ ემუქრება, წინასწარ გიხდით მადლობას
0

#545 მომხმარებელი გასულია   n86n ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 2
  • შემოგვიერთდა: 18-May 10

დაწერილია 18 May 2010 - 07:46 AM

მაინტერესებს ნორმალური საშვილოსნოს ზომები (ჯერ რომ ორსულად არ ყოფილხარ) როგორიია?? ამბობენ შედარებით პატარაა ვიდრდე ნამშობიარების და ასევე რაღაც ზომის ქვევით შეიძლება უნაყოფობას იწვევდეს ?! მაინტერესებს რა ზომებს უნდა აკმაყოფილებდეს.
0

#546 მომხმარებელი გასულია   nanuki ხატულა

  • ფორუმის მოყვარული
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 90
  • შემოგვიერთდა: 29-March 10

დაწერილია 18 May 2010 - 10:13 AM

გამარჯობათ ქალბატონო ლელა კითხვა მაქვს, 7 თვის ორსული ვარ და მაქვს სოკო დიდი რაოდენობით, ექიმმა დამინიშნა გინოტრანის სანთლები და კლოტრიმაზოლის მალამო თან მირჩია სარეცხის საპონით დამებანა, რამდენად უსაფრთხოა ნაყოფისთვის? და კიდევ მაინტერესებს რამდენად ეფექტურია საუგელას სოკოს საწინააღმდეგო ინტიმური საპონი, ცოტა ხნის წინ თქვენს ქსელში შემომთავაზეს და თავი შევიკავე ყიდვისგან, მაგარამ ამ სარეცხის საპონს ისეთი სუნი აქვს ცუდად მხდის. იქნებ მირჩიოთ?
0

#547 მომხმარებელი გასულია   fotine ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 1
  • შემოგვიერთდა: 18-May 10

დაწერილია 18 May 2010 - 01:57 PM

გამარჯობათ.
1 წელი პარტნიორი არ მყოლია და ინტიმური კავშირის მერე ოდნავ ვარდისფერი გამონადენი აღმენიშნა და მეორე დღეს მკვეთრი ყავისფერი, რამე საშიშროება ხომ არაა, თუ ბუნებრივია და საგანგაშო არაფერია?
წინასწარ გმადლობთ.
0

#548 მომხმარებელი გასულია   ანუკა ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 1
  • შემოგვიერთდა: 18-May 10

დაწერილია 18 May 2010 - 09:29 PM

გამარჯობათ,
თუ შეგიძლიათ მიპასუხეთ,თეთრი ლორწოვანი გამონადენი და ვაგინალური სეკრეტის სიჭარბე რაზე შეიძლება მიუთითებდეს?

მადლობთ
0

#549 მომხმარებელი გასულია   Lela Tandashvili ხატულა

  • გინეკოლოგი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 1,761
  • შემოგვიერთდა: 29-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 19 May 2010 - 06:04 AM

გამოხმაურების ნახვაSSSS, on 17 May 2010 - 12:13 PM, said:

ქალ. ლელა, ასევე მაინტერესებს , როდესაც ექოსკოპიურად ფიქსირდება რომ ფოლიკული გასკდა და მცირე რაოდენობით სითხე ფიქსირდება დუგლასის ფოსოში. ამ დროს ხელსაყრელია სქესობრივი კავშირი იმისათვის რომ მოხდეს ჩასახვა? თუ უმჯობესია იქამდე იყოს კავშირი ვიდრე სითხე ჩაიღვრება?
მადლობა


მოგესალმებით,
თუ ოვულაციის პროცესის გაკონტროლება შეგიძლიათ (ანუ იტარებთ ფოლიკულის მონიტორინგს), სქესობრივი კავშირი უნდა გქონდეთ იმ პერიოდში როდესაც დომინანტური ფოლიკული მიაღწევს მაქსიმალურ ზომებს (დაახლოებით 20-22მმ) და იმ დღეს როცა ხდება ოვულაცია (ანუ სკდება ფოლიკული).
ლელა თანდაშვილი

"ავერსის კლინიკის" ექიმი გინეკოლოგი
0

#550 მომხმარებელი გასულია   Lela Tandashvili ხატულა

  • გინეკოლოგი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 1,761
  • შემოგვიერთდა: 29-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 19 May 2010 - 06:10 AM

გამოხმაურების ნახვაsansalo, on 17 May 2010 - 12:27 PM, said:

გამარჯობათ! 3წელია გათხოვილი ვარ.მყავს 1წლის და 4თვის შვილი.
გათხოვებიდან ერთ წელიწადში დავფეხმძიმდი.
ვიმკურნალე მქონდა საშვილოსნოზე პოლიპი.
მკურნალობის დროს ვიღებდი: სუმამედს,და ბევრ ანტიბიოტიკებს. მკურნალობის კურსის შემდეგ 1თვეში დავრჩი ორსულად.
ბაშვი დაიბადა(ბუნებრივად)(მშობიარობის დროს ჯანგბადის უკმარისობა მქონდა) დაჰყვა "თანდაყოლილი კატარაქტა" ვერ მითხრეს რა იყო მიზეზი.
ორსულობის მეოთხე თვეზე კონსულტაციის ექიმმა დამინიშნა "აუგმენტინი" თითო ტაბლეტი(500მგ)2ჯერ 5 დღე.
იმიტომ რომ სახეზე მქონდა ასაკობრივი გამონაყარი, დათესეს და მითხრეს რომ მქონდა სტრეპტოკოკი.
4თვის ფეხმძიმეს მქონდა თირკმლის შეტევა მთელი ღამე.მეორე დღეს ეხო გადამიღეს და მითხრეს რადიკულიტი.....(შარდის ანალიზი არ გამიკეთებია)
4თვემდე ტოკსიკოზი მქონდა...მქონდა ტონუსი 7 თვემდე
არ მქონდა ვირუსებზე ჩაბარებული ანალიზი. მაინტრესებს როგორ მოვიქცე ჯერ არ ვაპირებ მეორე შვილის გაჩენას მაგრამ მაქვს ჭარბი მენსტრუაცია..ხომ არაა რაიმე საშიში(ბავშვობიდან ესე ვარ). 11წლის ასაკში მომივიდა. ეხლა ვარ 21წლის. ვარ ანემიური.

დიდი მადლობა წინასწარ. გთხოვთ მიპასუხოთ.


მოგესალმებით,
თუ შეიძლება დააკონკრეტეთ კითხვა რაში მდგომარეობს? ამ ეტაპზე რა გაინტერესებთ?
ლელა თანდაშვილი

"ავერსის კლინიკის" ექიმი გინეკოლოგი
0

#551 მომხმარებელი გასულია   Lela Tandashvili ხატულა

  • გინეკოლოგი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 1,761
  • შემოგვიერთდა: 29-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 19 May 2010 - 06:11 AM

გამოხმაურების ნახვაthe_tsl, on 17 May 2010 - 05:20 PM, said:

ანუ არ ვიყიდო ის საფენები? რო ვიყიდო მავნებელი ხომ არ იქნება? მაინც რო ვცადო იქნებ მიშველოს....


მოგესალმებით,
მავნებელი ნამდვილად არ იქნება.
ლელა თანდაშვილი

"ავერსის კლინიკის" ექიმი გინეკოლოგი
0

#552 მომხმარებელი გასულია   Lela Tandashvili ხატულა

  • გინეკოლოგი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 1,761
  • შემოგვიერთდა: 29-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 19 May 2010 - 06:14 AM

გამოხმაურების ნახვაeka, on 17 May 2010 - 06:43 PM, said:

გამარჯობათ ექიმო, 15 კვირის ორსულისთვის გაციება საშიშია? ცოტათი მახველებს ზოგჯერ და სურდო მაქვს და ცემინება, რა შეიძლება რომ დავლიო?

კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს,დაბალი წნევა ბავშვზე ცუდად მოქმედებს? უკვე სამი კვირაა წოლითი რეჟიმი მაქვს და ჰაერზე რომ ვერ ვსეირნობ ამიტომაც შეიძლება რომ მქონდეს?

მადლობთ


მოგესალმებით,
ზეპირად ვერაფერს გირჩევთ. თუ აღნიშნელი ჩივილები გაგიხანგრძლივდათ, გაესინჯეთ თერაპევტს. თუ დაბალი წნევა გაწუხებთ, შეგიძლიათ კორდიამინის წვეთები მიიღოთ.
გისურვებთ წარმატებებს.
ლელა თანდაშვილი

"ავერსის კლინიკის" ექიმი გინეკოლოგი
0

#553 მომხმარებელი გასულია   Lela Tandashvili ხატულა

  • გინეკოლოგი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 1,761
  • შემოგვიერთდა: 29-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 19 May 2010 - 06:18 AM

გამოხმაურების ნახვაbancala, on 17 May 2010 - 10:02 PM, said:

გამარჯობათ ლელა ექიმო,მაინტერესებს შეიძლება თუ არა მაგიტრონი 7 კვირის ორსულისათვის? და კიდევ ვსვამ ვიტამინ ცენტროვიტს და შეიძლება თუ არა მასთან ერთად ფოლიუმის მჟავაც მივიღო? გმადლობთ წინასწარ... :wub: :wub:


მოგესალმებით,
დიახ, მაგიტრონი საკმაოდ ხშირად ინიშნება ორსულებში, განსაკუთრებით მცირე ვადაზე. ფოლიუმის მჟავაც თავისუფლად შეგიძლიათ ცენტროვიტთან ერთად მიიღოთ.
გისურვებთ წარმატებებს.
ლელა თანდაშვილი

"ავერსის კლინიკის" ექიმი გინეკოლოგი
0

#554 მომხმარებელი გასულია   Lela Tandashvili ხატულა

  • გინეკოლოგი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 1,761
  • შემოგვიერთდა: 29-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 19 May 2010 - 06:21 AM

გამოხმაურების ნახვაkikeee, on 18 May 2010 - 10:56 AM, said:

გამარჯობათ, ჩემი და არის თვენახევრის ორსული გუშინ ღამით და დილით ქონდა რამოდენიმე წვეთი გამონადენი მოყავისფრო ფერის, ძალიან გთხოვთ მითხარით მოშლის საშიშროება ხომ არ ემუქრება, წინასწარ გიხდით მადლობას


მოგესალმებით,
ნებისმიერი სისხლიანი გამონადენი ორსულობისას ორსულობის მოშლის საშიშროებაზე მიუთითებს. სსწრაფოდ მიმართეთ გინეკოლოგს.
გისურვებთ წარმატებს.
ლელა თანდაშვილი

"ავერსის კლინიკის" ექიმი გინეკოლოგი
0

#555 მომხმარებელი გასულია   nanuki ხატულა

  • ფორუმის მოყვარული
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 90
  • შემოგვიერთდა: 29-March 10

დაწერილია 19 May 2010 - 06:37 AM

გამარჯობათ ქალბატონო ლელა კითხვა მაქვს, 7 თვის ორსული ვარ და მაქვს სოკო დიდი რაოდენობით, ექიმმა დამინიშნა გინოტრანის სანთლები და კლოტრიმაზოლის მალამო თან მირჩია სარეცხის საპონით დამებანა, რამდენად უსაფრთხოა ნაყოფისთვის? და კიდევ მაინტერესებს რამდენად ეფექტურია საუგელას სოკოს საწინააღმდეგო ინტიმური საპონი, ცოტა ხნის წინ თქვენს ქსელში შემომთავაზეს და თავი შევიკავე ყიდვისგან, მაგარამ ამ სარეცხის საპონს ისეთი სუნი აქვს ცუდად მხდის. იქნებ მირჩიოთ?
0

#556 მომხმარებელი გასულია   Lela Tandashvili ხატულა

  • გინეკოლოგი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 1,761
  • შემოგვიერთდა: 29-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 19 May 2010 - 07:43 AM

გამოხმაურების ნახვაn86n, on 18 May 2010 - 11:46 AM, said:

მაინტერესებს ნორმალური საშვილოსნოს ზომები (ჯერ რომ ორსულად არ ყოფილხარ) როგორიია?? ამბობენ შედარებით პატარაა ვიდრდე ნამშობიარების და ასევე რაღაც ზომის ქვევით შეიძლება უნაყოფობას იწვევდეს ?! მაინტერესებს რა ზომებს უნდა აკმაყოფილებდეს.


მოგესალმებით,
საშვილოსნოს ზომები ყველა ქალს ინდივიდუალური აქვს, მაგრამ საშუალოდ ამ მაჩვენებლებს უნდა აკმაყოფილებდეს.

საშვილოსნოს ზომები:
საშვილოსნოს სხეულის სიგრძე – 4,4-5,6 სმ,
საშვილოსნოს კედლის სისქე – 3,2-4,3 სმ,
საშვილოსნოს სხეულის სიგანე– 3,2-5,5 სმ.

საშვილოსნოს ყელის ზომები:
საშვილოსნოს ყელის სიგრძე – 2,8-3,7 სმ,
საშვილოსნოს ყელის სისქე– 2,6-3,3 სმ,
საშვილოსნოს ყელის სიგანე– 2,9-5,3 სმ.

თუ საშვილოსნოს ზომები ამ მაჩვენებლებს მკვეთრად ჩამორჩება ეს ინფანტილიზმზე (განუვითარებლობა) მიუთითებს და დაორსულებასაც უშლის ხელს.
ლელა თანდაშვილი

"ავერსის კლინიკის" ექიმი გინეკოლოგი
0

#557 მომხმარებელი გასულია   Lela Tandashvili ხატულა

  • გინეკოლოგი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 1,761
  • შემოგვიერთდა: 29-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 19 May 2010 - 07:46 AM

გამოხმაურების ნახვაnanuki, on 18 May 2010 - 02:13 PM, said:

გამარჯობათ ქალბატონო ლელა კითხვა მაქვს, 7 თვის ორსული ვარ და მაქვს სოკო დიდი რაოდენობით, ექიმმა დამინიშნა გინოტრანის სანთლები და კლოტრიმაზოლის მალამო თან მირჩია სარეცხის საპონით დამებანა, რამდენად უსაფრთხოა ნაყოფისთვის? და კიდევ მაინტერესებს რამდენად ეფექტურია საუგელას სოკოს საწინააღმდეგო ინტიმური საპონი, ცოტა ხნის წინ თქვენს ქსელში შემომთავაზეს და თავი შევიკავე ყიდვისგან, მაგარამ ამ სარეცხის საპონს ისეთი სუნი აქვს ცუდად მხდის. იქნებ მირჩიოთ?


მოგესალმებით,
ორსულობის ამ ვადაზე თქვენს მიერ ჩამოთვლილი პრეპარატები უსაფრთხოა, შეგიძლიათ მიიღოთ, ისევე როგორც საუგელას ინტიმური საპონი.
ლელა თანდაშვილი

"ავერსის კლინიკის" ექიმი გინეკოლოგი
0

#558 მომხმარებელი გასულია   Lela Tandashvili ხატულა

  • გინეკოლოგი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 1,761
  • შემოგვიერთდა: 29-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 19 May 2010 - 07:48 AM

გამოხმაურების ნახვაfotine, on 18 May 2010 - 05:57 PM, said:

გამარჯობათ.
1 წელი პარტნიორი არ მყოლია და ინტიმური კავშირის მერე ოდნავ ვარდისფერი გამონადენი აღმენიშნა და მეორე დღეს მკვეთრი ყავისფერი, რამე საშიშროება ხომ არაა, თუ ბუნებრივია და საგანგაშო არაფერია?
წინასწარ გმადლობთ.


მოგესალმებით,
საგანგაშოა თუ არა, ამის თქმა მხოლოდ გინეკოლოგიური გასინჯვის შემდეგ არის შესაძლებელი. თქვენს მიერ აღნიშნული ჩივილი ითხოვს ყურადღებას და შესაბამის გამოკვლევებს.
გისურვებთ წარმატებებს.
ლელა თანდაშვილი

"ავერსის კლინიკის" ექიმი გინეკოლოგი
0

#559 მომხმარებელი გასულია   Lela Tandashvili ხატულა

  • გინეკოლოგი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 1,761
  • შემოგვიერთდა: 29-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 19 May 2010 - 07:50 AM

გამოხმაურების ნახვაანუკა, on 19 May 2010 - 01:29 AM, said:

გამარჯობათ,
თუ შეგიძლიათ მიპასუხეთ,თეთრი ლორწოვანი გამონადენი და ვაგინალური სეკრეტის სიჭარბე რაზე შეიძლება მიუთითებდეს?

მადლობთ


მოგესალმებით,
ამის ყველაზე ხშირი მიზეზი არის ანთებითი პროცესი ან ჰიპერესტროგენია.
ლელა თანდაშვილი

"ავერსის კლინიკის" ექიმი გინეკოლოგი
0

#560 მომხმარებელი გასულია   sansalo ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 10
  • შემოგვიერთდა: 11-May 10

დაწერილია 19 May 2010 - 09:01 AM

ჭარბი მენსტრუაციის დროს რა მივიღო და თქვენი აზრით რა შეიძლება ყოფილიყო მიზეზი რომ ჩემს შვილს ეს დაავადება დაჰყვა. იქნებ აუგმენტინის ბრალია. თქვენ როგორ ფიქრობთ?
0

  • (103 გვერდი)
  • +
  • « პირველი
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
  • ბოლო »
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თემა დახურულია

2 მომხმარებელი კითხულობს თემას
0 მომხმარებელი, 2 სტუმარი, 0 ანონიმური წევრი