AVERSI FORUM: შეკითხვა გინეკოლოგს - AVERSI FORUM

Jump to content

  • (103 გვერდი)
  • +
  • « პირველი
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • ბოლო »
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თემა დახურულია

შეკითხვა გინეკოლოგს I ნაწილი

#401 მომხმარებელი გასულია   Lela Tandashvili ხატულა

  • გინეკოლოგი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 1,761
  • შემოგვიერთდა: 29-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 06 May 2010 - 01:06 PM

გამოხმაურების ნახვაemi, on 04 May 2010 - 12:09 PM, said:

გამარჯობათ, არვიცი სწორი მისამართით ვსმავ კითხვას თუ არა მაგრამ იქნებ მითხრათ 49 წლის ქალს აწუხებს შარდის შეუკავებლობა, რისი ბრალი შეიძლება იყოს და რომელ ექიმს უნდა მიმართოს იქნებ მითხრათ, მადლობთ


მოგესალმებით,
ამის მიზეზი რამდენიმე პათოლოგია შეიძლება იყოს, როგორიც არის საშოს კედლების და საშვილოსნოს დაწევა, სტრესული შარდის შეუკავებლობა, საშარდე გზების სხვადასხვა პათოლოგიები და ა.შ. მკურნალობა ხშირ შემთხვევაში ოპერაციულია. ამიტომ ასეთმა პაციენტმა პირველ რიგში უნდა მომართოს გინეკოლოგს და გინეკოლოგიური პათოლოგიის გამორიცხვის შემდეგ მკურნალობის პროცესში ჩაერთვება უროლოგი. შეგიძლიათ მომართოთ ჩვენს კლინიკას სადაც ორივე პროფილის ექიმი მოგემსახურებათ. თუ ოპერაცია იქნება საჭირო, ასეთი ოპერაციებიც ჩვენთან კეთდება.
გისურვებთ წარმატებებს.
ლელა თანდაშვილი

"ავერსის კლინიკის" ექიმი გინეკოლოგი
0

#402 მომხმარებელი გასულია   Lela Tandashvili ხატულა

  • გინეკოლოგი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 1,761
  • შემოგვიერთდა: 29-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 06 May 2010 - 01:14 PM

გამოხმაურების ნახვაanushki20, on 04 May 2010 - 01:24 PM, said:

გამარჯობათ, ვარ 23 წლის ერთი წლის წინ გავიკეთე საკეისრო კვეთა, ოპერაციის დროს ამიტყდა მუცლიდან სისხლდენა და ძლივს შეაჩერეს, ექიმის თქმით საშინლად თხელი საშვილოსნო მაქვს და ამის გამო მოხდა სისხლდენა მუცლიდან რადგან გაჭრაც არ დაჭირდა ისე გადაიხსნა ზომაზე მეტადო და ასევე მითხრა რომ თუ კიდე მინდა შვილის გაჩენა რისკთან რომ აღარ იყოს დამოკიდებული უნდა ვიმკურნალო საშვილოსნოს გასასქელებლად, რამდენად აუცილებელია მკურნალობა? და მაინტერესებს რა სახის მკურნალობას ჩამიტარებენ? ანუ რა სახის მკურნალობაა საჭირო? დიდი მადლობა წინასწარ


მოგესალმებით,
საშვილოსნოს გასქელება არანაირი მკურნალობით არ ხდება. დააკონკრეტებინეთ ექიმს რა სახის მკურნალობას გთავაზობთ, შესაძლოა სხვა რამეს გულისხმობს და თქვენ გიხსნით მარტივ ენაზე. ორსულობის ბოლოს საშვილოსნოს კედლები ისედაც გათხელებულია. თქვენს შემთხვევაში შესაძლოა ეს აღარ განმეორდეს მეორე მშობიარობისას. დაიცავით 3 წელი შუალედი მშობიარობებს შორის.
გისურვებთ წარმატებებს.
ლელა თანდაშვილი

"ავერსის კლინიკის" ექიმი გინეკოლოგი
0

#403 მომხმარებელი გასულია   Lela Tandashvili ხატულა

  • გინეკოლოგი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 1,761
  • შემოგვიერთდა: 29-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 06 May 2010 - 01:17 PM

გამოხმაურების ნახვაmimi, on 04 May 2010 - 07:23 PM, said:

ვიმშობიარე 9 მარტს, ყოველგვარი გართულების გარეშე. მეორე დღეს წამოვდექი და ჩვეულებრივად დავდიოდი. შემდეგ სიმფიზის ძვლები მეტკინა და სიარული გამიჭირდა. ფაქტიურად ვიწექი მთელი ერთი თვე. ჩემმა გინეკოლოგმა გამსინჯა და სიმფიზიტი არ არისო და დამინიშნა კალცი და პერსკინდოლის სპრეი(ბავშვს ძუძუთი ვკვებავ). ახლა დავდივარ მაგრამ ოდნავ ვგრძნობ ტკივილს გვერდულად დაწოლის დროს. რამდენად საშიშია ჩემი მდგომარეობა და რა სახის მკურნალობა შეიძლება ჩავიტარო? ვის მივმართო?



მოგესალმებით,
თქვენ აუცილებლად უნდა მიმართოთ ტრავმატოლოგს და გაიკეთოთ რენტგენოგრაფია.
გისურვებთ წარმატებებს.
ლელა თანდაშვილი

"ავერსის კლინიკის" ექიმი გინეკოლოგი
0

#404 მომხმარებელი გასულია   nininini ხატულა

  • სუპერ ფორუმელი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 2,507
  • შემოგვიერთდა: 05-May 10

დაწერილია 06 May 2010 - 01:20 PM

გამარჯობათ პატარა წლის და ექვსი თვის მყავს ძუძუზე ეხოსკოპიაზე მითხრეს რომ ფოლიკულური სტრუქტურა მუშაა, მაგრამ ოვულაცია არ ხდება. პირველში მქონდა ყავისფერი გამონადენი, არც ისე ცოტა, დღეს კი უნდა მომსვლოდა, დილით გავიკეთე ტესტი და უარყოფითი იყო. შეიძლება მაინც ორსულად ვიყო? გადაცდენას არ დავლოდებივარ, დღეს ველოდი და დღეს გავიკეთე ტესტი
დადებული სურათი
დადებული სურათი
დადებული სურათი
0

#405 მომხმარებელი გასულია   Lela Tandashvili ხატულა

  • გინეკოლოგი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 1,761
  • შემოგვიერთდა: 29-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 06 May 2010 - 01:20 PM

გამოხმაურების ნახვაtikusha, on 04 May 2010 - 07:34 PM, said:

გამარჯობათ

ციკლის 1 კვირიანი გადაცილებაზე, როცა ტესტი დადებითს აჩვენებს და არის მცირე მუქი ფერის გამონადენი და ვთქვათ ორსულმა მიიღო დუფასტონი, არის თუ არა შესაძლებლობა, რომ თუ ნაყოფი საშვილოსნოში ჯერ ჩამოსული არააა (ყოველ შემთხვევაში ეხოზე არ ჩანს), გამოიწვიოს საშვილოსნოს გარე ორსულობა ?!


მოგესალმებით,
1 კვირიანი გადაცდენის დროს დიდი ალბათობით ნაყოფი საშვილოსნოს ღრუში უნდა იყოს, თუმცა ექოსკოპიურად შესაძლოა ეს ვერ დაფიქსირდეს, ვინაიდან ნაყოფი ამ დროს ზომით ძალიან პატარაა.დუფასტონმა არ უნდა გამოიწვიოს გარე ორსულობა.
ლელა თანდაშვილი

"ავერსის კლინიკის" ექიმი გინეკოლოგი
0

#406 მომხმარებელი გასულია   pandora ხატულა

  • აქტიური წევრი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 151
  • შემოგვიერთდა: 02-April 10
  • მდებარეობაTbilisi

დაწერილია 06 May 2010 - 03:09 PM

ქალბატონო ლელა 7 კვირის ორსულისთვის პინოსოლი რამდენად მისაღებია რომ დღეში 4-ჯერ ჩავიწვეთო?
0

#407 მომხმარებელი გასულია   nanuki ხატულა

  • ფორუმის მოყვარული
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 90
  • შემოგვიერთდა: 29-March 10

დაწერილია 06 May 2010 - 03:35 PM

ქალბატონო ლელა სოკოს და ბაქტერიების შემთხვევაში საშოს გამორეცხვების ნაცვლად რაიმე სხვა სახის მკურნალობა არ შეილება? მაგალითად სანთლები... თუ გამორეცხვა უფრო სწრაფ და ეფექტურ შედეგს იძლევა, ნაყოფისთვის რომელი უფრო უსაფრთხოა?
0

#408 მომხმარებელი გასულია   niniko37 ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 6
  • შემოგვიერთდა: 05-May 10

დაწერილია 06 May 2010 - 04:35 PM

გამარჯობათ.ვარ 37წლის,მყავს ერთი შვილი,ამჟამად ვცხოვრობ საბერძნეთში,ვარ 5 თვის გათხოვილი და არ ვრჩები ორსულად.ვიყავი გინეკოლოგთან,გადამიღეს მილებზე და გამოჩნდა რომ ერთი მილი გადაკეტილია და მეორე არა,გავიკეტე გორმონებზე ანალიზი და ყველაფერი ნორმალურია,მკერდიდან სითხე მომდოიდა ხელის დაჭერით,პროლაქტინი მაქვს 24,4,ვერ გავიგე რისი ბრალია.თუ არის საშუალება თქვენს კლინიკაში და რა ფასი ჯდება,რომ ჩამოვიდე და მილების გამტარობა გავიკეთო,ან რისი გაკეთება შეიძლება მილებზე.

კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს,ამ 2 თვის განმავლობაში დამეწყო ტკივილი,მუცლის ქვედა ნაწილში და წელის არეში,თავის ტკივილი,ვგრძნობ სიმძიმეს მუცლის ქვედა ნაწილში,მკერდი გამიდიდდა,მალე ვიღლები,მუცელი მებერება, ეს რისი მაჩვენებელია,ციკლი 28 დღიანი მაქვს,დარღვევა არ მაქვს და 5 დღე გრძელდება,მაგრამ ამ თვეში მომივიდა ყავისფერი ფერით და მე-4 დღეს აღარ მქონდა.

გმადლობთ
0

#409 მომხმარებელი გასულია   esmeralda ხატულა

  • აქტიური წევრი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 188
  • შემოგვიერთდა: 04-May 10
  • მდებარეობაÖsterreich

დაწერილია 06 May 2010 - 06:25 PM

გამოხმაურების ნახვაnebiera, on 05 May 2010 - 07:46 PM, said:

მოგესალმებით:)

ვარ 5 კვირის და 5დღის ორსული,(გესტაციური ვადა). ორსულობის რომელ კვირაზე ისმინება ნაყოფის გულისცემა და ხშირ ეხოსკოპიურ გამოკვლევას ხომ არ აქვს გვერდითი მოვლენები?

მადლობთ :)

ულტრაბგერითი დასხივება უვნებელია.მგონი განაყოფიერებიდან მე 6 კვირისთვის ნაყოფის გულისცემა გარკვევით უნდა ისმოდეს.
0

#410 მომხმარებელი გასულია   kusuna ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 11
  • შემოგვიერთდა: 30-March 10

დაწერილია 06 May 2010 - 11:10 PM

გამარჯობათ
მე თქვენთან ადრეც მაქ მოწერილი და მირჩიეთ რომ რომ პროგესტერონზე გამეკეთებინა ანალიზი ციკლის 20 21 დღეს და იცით რა მაინტერესებს? პროლაქტინზე როდის უნდა გაკეთდეს რომელ დღეს? ბარეღამ მაგ ანალიზსაც გავიკეთებ? და სხვა რა ჰორმონებზეა საჩირო ანალიზის გაკეთება როცა ქალი ორსულად არ რჩება ან მოეშალა მუცელი, ფარისებრი გამოკვლეული მაქ და არანაირი ცვლილება არ მაქვს, ძალიან დიდი მადლობა წინასწარ
0

#411 მომხმარებელი გასულია   Camomile ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 2
  • შემოგვიერთდა: 07-May 10

დაწერილია 07 May 2010 - 01:43 AM

გამარჯობათ, ვარ 21 წლის გოგო. 3 თვის წინ დამიდგინეს სოკო (ცოტა რაოდენობით), ტრიქომინოზი (ცოტა რაოდენობით) და ბაქტერიები (დიდი რაოდენობით). დამინიშნეს მკურნალობა (სეკნილი, ტერჟინანი, გინოტრავოგენი, ეფცენი, კლოტრიმაზოლის მალამო), ჩავიტარე ეს მკურნალობა და 5-6 დღის მერე ისევ დამეწყო იგივე სიმპტომები (წვა,ქავილი (განსაკუთრებით სიარულის დროს),თეთრი ქაფოვანი გამონადენი მთელი დღის განმავლობაში). ამის მერე წავედი მეორე კლინიკაში იქაც ზუსტად იგივე დიაგნოზი დამისვეს და მეორედ ჩავიტარე მკურნალობა (ამჯერად-ორციპოლი, სეკნიდოქსი, ფლუზამედი, ლაქტოG, ოქტენისეპტი, გინოტრანი, დერმოკომბინი). გავიდა 5-6 დღე და იგივე შედეგი. მივედი ხელახლა და ახლა მარტო ოქტენისეპტი დაიმატე და გეყოფაო. მაგრამ არც მაგან არ მიშველა. უმორჩილესად გთხოვთ დამეხმაროთ, გარდა იმისა რომ ეს ყველაფერი წარმოუდგენელი თანხები დამიჯდა, ფსიქოლოგიური პრობლემები მაქვს უკვე, ლამისაა ნევროზი დამემართოს. ზედმიწევნით შევასრულე ყველაფერი, არც ალკოჰოლი არ მიმიღია და არც სქესობრივი ცხოვრება არ მქონია.არ ვიცი რისი ბრალია, იქნებ იმუნიტეტი მაქვს ძალი დაქვეითებული, ან იქნებ ეს მკურნალობები არ იყო საკმარისად ძლიერი? იქნებ არსებობს რაიმე უკეთესი ხალხური საშუალება განკურნებისთვის? ან კი საერთოდ ინკურნება ბოლომდე? წინასწარ დიდი მადლობა.
0

#412 მომხმარებელი გასულია   tikusha ხატულა

  • ფორუმის ფანი
  • პიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 547
  • შემოგვიერთდა: 23-March 10

დაწერილია 07 May 2010 - 09:45 AM

გამოხმაურების ნახვაCamomile, on 06 May 2010 - 09:43 PM, said:

გამარჯობათ, ვარ 21 წლის გოგო. 3 თვის წინ დამიდგინეს სოკო (ცოტა რაოდენობით), ტრიქომინოზი (ცოტა რაოდენობით) და ბაქტერიები (დიდი რაოდენობით). დამინიშნეს მკურნალობა (სეკნილი, ტერჟინანი, გინოტრავოგენი, ეფცენი, კლოტრიმაზოლის მალამო), ჩავიტარე ეს მკურნალობა და 5-6 დღის მერე ისევ დამეწყო იგივე სიმპტომები (წვა,ქავილი (განსაკუთრებით სიარულის დროს),თეთრი ქაფოვანი გამონადენი მთელი დღის განმავლობაში). ამის მერე წავედი მეორე კლინიკაში იქაც ზუსტად იგივე დიაგნოზი დამისვეს და მეორედ ჩავიტარე მკურნალობა (ამჯერად-ორციპოლი, სეკნიდოქსი, ფლუზამედი, ლაქტოG, ოქტენისეპტი, გინოტრანი, დერმოკომბინი). გავიდა 5-6 დღე და იგივე შედეგი. მივედი ხელახლა და ახლა მარტო ოქტენისეპტი დაიმატე და გეყოფაო. მაგრამ არც მაგან არ მიშველა. უმორჩილესად გთხოვთ დამეხმაროთ, გარდა იმისა რომ ეს ყველაფერი წარმოუდგენელი თანხები დამიჯდა, ფსიქოლოგიური პრობლემები მაქვს უკვე, ლამისაა ნევროზი დამემართოს. ზედმიწევნით შევასრულე ყველაფერი, არც ალკოჰოლი არ მიმიღია და არც სქესობრივი ცხოვრება არ მქონია.არ ვიცი რისი ბრალია, იქნებ იმუნიტეტი მაქვს ძალი დაქვეითებული, ან იქნებ ეს მკურნალობები არ იყო საკმარისად ძლიერი? იქნებ არსებობს რაიმე უკეთესი ხალხური საშუალება განკურნებისთვის? ან კი საერთოდ ინკურნება ბოლომდე? წინასწარ დიდი მადლობა.

მე რაც სოკოს წამლები მაქვს ნასვამი ალბათ ვერ დავთვლი, მაგრამ მაინც მაქვს

მეც ლამის ნევროზი დამემართა

ვფიქრობ იმუნიტეტის ბრალია
0

#413 მომხმარებელი გასულია   irmiko ხატულა

  • ფორუმის მოყვარული
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 20
  • შემოგვიერთდა: 04-May 10

დაწერილია 07 May 2010 - 11:46 AM

მოგესალმებით,ერთი უხერხული კითხა მაქვს;სასქესო ორგანოს [ ზუსტად არ ვიცი როგორ ქვია,ბიბილოს რომ გავს]მარცხენა მხარე მაქვს მეორესტან შედარებიტ დიდი ზომის,თანაც შეხება ძალინ უსიამოვნო გრძნობას იწვევს.რისი ბრალი უნდა იყოს?ხომ არ არის კავშირში იმ ტკივილთან გულის არეში რომ მაქვს.გმადლობთ
0

#414 მომხმარებელი გასულია   liliko ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 7
  • შემოგვიერთდა: 07-May 10

დაწერილია 07 May 2010 - 01:44 PM

გამარჯობა... ძალიან გთხოვთ იქნებ მიპასუხოთ...
დაახლოებით 1 წელია რაც გათხოვილი ვარ, მას მერე რაც გავთხოვდი მენსტრუაცია მომდის კოლტებით და არის შავი ფერის (ადრე ასე არასდროს მქონია)
ვიყავი ექიმთან არ მაქვს არანაირი ანთება, არც ჰორმონალური დარღვევა, და საერთოდ ექიმი მეუბნება რომ არაფერი არ მჭირს და იდეალური მდგომარეობა მაქვს.
დაახლოებით იქნებ მაინც მითხრათ რისი ბრალი შეიძლება იყოს, რა გამოკვლევა შეიძლება გავიკეთო, რომ დავადგინო რა მჭირს?
წინასწარ დიდი მადლობა....
0

#415 მომხმარებელი გასულია   niku ხატულა

  • ფორუმის მოყვარული
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 29
  • შემოგვიერთდა: 21-April 10

დაწერილია 07 May 2010 - 02:43 PM

გამოხმაურების ნახვაLela Tandashvili, on 06 May 2010 - 08:58 AM, said:

მოგესალმებით,
დაბალი ხარისხის ცერვიკალური ინტრაეპითელური დაზიანება შესაძლოა ანთების სწინააღმდეგო მკურნალობის შემდეგ აღარ გქონდეთ. პაპილომა ვირუსზე ანალიზი სასურველია რომ ჩააბაროთ, თუმცა არა აუცილებელი. მომავალში დაზღვეული არაფრისგან არ ხართ, შესაძლოა თქვენც, ისევე როგორც ნებისმიერს, რაღაც პერიოდში კვლავ იგივე პრობლემა ჰქონდეს. ამიტომ გირჩევთ წელიწადში ერთხელ კოლპოსკოპიის და პაპ-ტესტის გაკეთებას.
გისურვებთ წარმატებებს.
მადლობთ

პაპილომა ვირუსზე როგორ და სად უნდა გავიკეთო? ანუ ფენოტიპირება მჭირდებაა?
0

#416 მომხმარებელი გასულია   paku-paku ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 7
  • შემოგვიერთდა: 24-April 10

დაწერილია 08 May 2010 - 12:11 AM

გამარჯობათ.დამიმტკიცდა ქლამიდია ნაცხის აღების შედეგად.გადავამოწმე სხვა ექიმთან,რომელმაც გამოკლვევის გარეშე მითხრა,რომ თუკი ექოსკოპიური დათვალიერებით ნაყოფი ნორმალურად ვითარდებოდა და არც წყლები იყო ამღვრეული,ქლამიდიის არსებობა მარტო ნაცხის საფუძველზე საეჭვო იყო.სამაგიეროდ გარეგანი დათვალიერების შედეგად დამიდგინა ვულვის გარკვეული კონდოლიმები და პაპილომა ვირუსზე პაპ ტესტის გაკეთების მთხოვა.ვარ თითქმის 6თვის.აქამდე არ გამიკეთებია არც ნაცხი არც სისხლის ანალიზი:პაპილომა ვირუსზე,ქლამიდიაზე,ჰერპეს ვირუსზე და ციტომეგალოვირუსებზე.მაქვს გამონადენი დიდი რაოდენობით,რომელიც გათხოვებამდეც მქონდ,მაგრამ ეხლა უფრო გამიძლიერდა.ძალიან გთხოვთ დამეხმაროთ და მიპასუხოთ აუცილებლელია თუ არა გავიკეთო ეს 4 გამოკვლევა და რამდენად შესაძლებელია მუცლის მოშლა ან ნაყოფის დაზიანება თუკი მშობიარობის შემდეგ ვიმკურნალებ და არა ეხლა და მარტო ექოსკოპიური გამოკვლევით შევამოწმებ?შემიძლია თუ არა გამოვიყენო ტერჟინანის სანთლები,რომელიც გინეკოლოგმა სოკოს და ბაქტერიების სამკურნალოდ გამომიწერა და რამდენად უსაფრთხოა?დიდი მადლობა
0

#417 მომხმარებელი გასულია   tikusha ხატულა

  • ფორუმის ფანი
  • პიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 547
  • შემოგვიერთდა: 23-March 10

დაწერილია 08 May 2010 - 10:58 AM

ექიმი არ ვარ, მაგრამ ტერჟინანი ორსულობაში ინიშნება ზუსტად ვიცი
0

#418 მომხმარებელი გასულია   tiktiktik ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 2
  • შემოგვიერთდა: 08-May 10

დაწერილია 08 May 2010 - 11:56 AM

var 32 kviris orsuli, momiwia eqimTan misvla, rom msinjavda muclis zeda mxareze xeli damado da miTxra gaTiSuli kunTis problema ario? Da iqneb miTxraT ras niSnavs es, bavSvisTvis an dedisTvis safrTxes xom ar warmoadgens, winaswar didi madloba
0

#419 მომხმარებელი გასულია   Lela Tandashvili ხატულა

  • გინეკოლოგი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 1,761
  • შემოგვიერთდა: 29-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 08 May 2010 - 01:42 PM

გამოხმაურების ნახვაanabana, on 05 May 2010 - 10:37 AM, said:

მოგესალმებით, მაინტერესბეს ორსულობის დროს მცირე სისხლიანი გამონადენი რას ნიშნავს, ექიმთან ვიყავი და მეორე დღეა დავიწყე მკურნალობა მაგრამ მაინც მაქვს. მითხრა ტონუსის ბრალიაო და დაწოლა მირჩია, მე კი სამსახურიდან გამომდინარე ვერაფრით ვახერხებ და მხოლოდ ვზივარ და ვნერვიულობ


მოგესალმებით,
ორსულობისას სისხლიანი გამონადენი მოშლის საშიშროების ნიშანია. თუ მკურნალობთ გამონადენი ნელ-ნელა შეწყდება. ნერვიულობით კი უარესს იზავთ. წოლითი რეჟიმი სასურველია, თუმცა თუ სამსახურში მძიმე ფიზიკურ შრომას არ ეწევით შესაძლოა მხოლოდ მედიკამენტოზურმა მკურნალობამ გამოიღოს შედეგი.
გისურვებთ წარმატებებს.
ლელა თანდაშვილი

"ავერსის კლინიკის" ექიმი გინეკოლოგი
0

#420 მომხმარებელი გასულია   Lela Tandashvili ხატულა

  • გინეკოლოგი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 1,761
  • შემოგვიერთდა: 29-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 08 May 2010 - 01:46 PM

გამოხმაურების ნახვაteko-teko, on 05 May 2010 - 01:00 PM, said:

გამარჯობათ...ფეხმძიმობის პერიოდში ბავშვისთვის უკეთესი როგორ იქნბება რომ ვიწვე..ზოგი მეუბნება რო გვერზე უნდა იწვეო..გვერდზე წოლა ცოტა მიჭირს,,ხშირად პირაღმა ვწევარ ეს ხომ არ შეუქმნის ნაყოფს საფრთხეს?უფრო ზუსტად შეგიძლიათ რომ გამარკვიოთ?კიდევ მაინტერსეებს ურთიერთობა ხომ არ მოქმედებს ნაყოფზე?


მოგესალმებით,
ორსულობისას სასურველია იწვეთ რომელიმე გვერდზე, პირაღმა წოლა კი არ არის რეკომენდებული, რადგან ამ დროს გადიდებული საშვილოსნო აწვება მაგისტრალურ სისხლძარღვებს და ნაყოფი ნაკლებად მარაგდება ჟანგბადით. რაც შეეხება სქესობრივ ურთიერთობას, თუ ორსულობა ფიზიოლოგიურად მიმდინარეობს სქესობრივი ურთიერთობა არ იკრძალება ორსულობის ბოლომდე.
ლელა თანდაშვილი

"ავერსის კლინიკის" ექიმი გინეკოლოგი
0

  • (103 გვერდი)
  • +
  • « პირველი
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • ბოლო »
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თემა დახურულია

2 მომხმარებელი კითხულობს თემას
0 მომხმარებელი, 2 სტუმარი, 0 ანონიმური წევრი