AVERSI FORUM: მედიკამენტების ანოტაციები - AVERSI FORUM

Jump to content

  • (7 გვერდი)
  • +
  • « პირველი
  • 5
  • 6
  • 7
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას

მედიკამენტების ანოტაციები როგორ მოვძებნოთ მედიკამენტის ანოტაცია

#121 მომხმარებელი გასულია   teaaaa ხატულა

  • სუპერ ფორუმელი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 1,025
  • შემოგვიერთდა: 26-June 10

დაწერილია 14 July 2011 - 05:17 AM

გამოხმაურების ნახვაDr. Aversi, on 14 July 2011 - 04:42 AM, said:

ასპირინ კარდიოს, იგივე კარდიო ფორსის ანოტაციას იხილავთ ჩვენს საიტზე: http://www.aversi.ge...%83%A1%E1%83%98

ასპირინი კარდიო განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება ორსულებში და მის მიღებას ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ გირჩევთ.

დიდი მადლობაააააააა,ექიმმა დამინიშნა ეგ წამალი და რატომ არვიცი.ვითომ შენარჩუნებას უწყობს ხელს?
ეხლა წავიკითხე ანოტაცია და გარკვევით წერია რომ პრეპარატის მიღება ორსულობის (განსაკუთრებით I და III ტრიმესტრი) და ლაქტაციის პერიოდში დაუშვებელია.კიდევ კარგი ჯერ არ დამილევია ,ეხლა დავრეკავ და ვკითხავ რისთვის დამინიშნა.
თქვენ კი უღრმესი მადლობააააააააა
0

#122 მომხმარებელი გასულია   tili ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 10
  • შემოგვიერთდა: 30-March 10

დაწერილია 12 November 2011 - 12:39 PM

გამარჯობა, შეგიძლიათ აქსელანის ანოტაცია მომაწოდოთ? დიდი მადლობა.
0

#123 მომხმარებელი გასულია   ana ხატულა

  • ფორუმის მოყვარული
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 76
  • შემოგვიერთდა: 12-May 10
  • მდებარეობაtbilisi

დაწერილია 29 November 2011 - 08:52 AM

მოგესალმებით ტრიხოპოლის ანოტაცია ვერ ვნახე და თუ მომწერთ მადლობელი დაგრჩებით
0

#124 მომხმარებელი გასულია   Vampa ხატულა

  • Designer
  • ხატულა
  • ჯგუფი: Administrators
  • წერილები: 245
  • შემოგვიერთდა: 16-December 09
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 29 November 2011 - 09:03 AM

გამოხმაურების ნახვაana, on 29 November 2011 - 12:52 PM, said:

მოგესალმებით ტრიხოპოლის ანოტაცია ვერ ვნახე და თუ მომწერთ მადლობელი დაგრჩებით

ტრიხოპოლი - TRICHOPOL - ТРИХОПОЛ


საერთაშორისო დასახელება:
METRONIDAZOLE
მწარმოებელი: POLFARMA, პოლონეთი
მოქმედი ნივთიერება: მეტრონიდაზოლი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიბაქტერიული საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.
1 ტაბ.
მეტრონიდაზოლი ............ 250 მგ
ვაგინალური ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.
1 ტაბ.
მეტრონიდაზოლი ......... 500 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
კარტოფილის სახამებელი, ჟელატინი, სახამებელი ბადაგი, მაგნიუმის სტეარატი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
მეტრონიზადოლი წარმოადგენს 5-ნიტროიმიდაზოლის წარმოებულს ანტიპროტოზოული ანტიბაქტერიული მოქმედებით. მოქმედებს: Trichomonas vaginalis, Lamblia intestinalis, Entamoeba histolitica და Balantidium coli. გააჩნია აგრეთვე ძლიერი ბაქტერიციდული მოქმედება ანაერობული ბაქტერიების მიმართ:
- გრამუარყოფითი ჩხირები: Bacteroides species, Bacteroides fragilis-ის ჯგუფთან ერთად(B. fragilis, B. distasonis, B. ovatus, B. thetaiotaomicron, B. vulgatus), Fusobacterium species;
- გრამდადებითი ჩხირები: Fubacterium,Clostridium;
- გრამდადებითი კოკები: Peptococcus species, Peptostreptococcus species.
მეტრონიზადოლი არ ახდენს ბაქტერიოციდულ მოქმედებას აერობული ბაქტერიებისა და ფაკულტატური ანაერობების, სოკოებისა და ვირუსების უმრავლესობაზე.
ფარმაკოკინეტიკა:
მეტრონიდაზოლი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (მინიმუმ 80%). საკვები ამცირებს შეწოვის სიჩქარეს და მეტრონიდაზოლის მაქსიმალურ კონცენტრაციას სისხლის შრატში. მეტრონიდაზოლი ნაწილდება ორგანიზმის ქსოვილებისა და სითხეების უმრავლესობაში. აღწევს აგრეთვე პლაცენტარულ ბარიერს და გადადის დედის რძეში. ნახევარდაშლის ბიოლოგიური პერიოდი T1/2 მოზრდილებში თირკმელისა და ღვიძლის ნორმალური ფუნქციით, შეადგენს 6-8 სთ.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში მეტრონიდაზოლის ნახევარდაშლის პერიოდი შეიძლება გაიზარდოს. მეტრონიდაზოლი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა ძირითადად შარდთან ერთად, ამიტომ შარდს შეიძლება ჰქონდეს მუქი ან წითელ-ყავისფერი შეფერილობა. პრეპარატის გამოყვანა ორგანიზმიდან შეიძლება ჰემოდიალიზის საშუალებით.
ჩვენებები:
ტრიხომონიაზი;
ლამბლიოზი;
ამებიაზი და მისი ღვიძლის ფორმა.
ინფექციები ანაერობული ბაქტერიებით ან შერეული ბაქტერიული ინფექციები (აერობული და ანაერობული), ჩვეულებრივ ანტიბიოტიკებთან ერთად;
Helicobacter pylori ინფექციების მკურნალობის დროს 12-გოჯა ნაწლავის ან კუჭის წყლულით დაავადებულები, ბისმუთის პრეპარატებსა და ანტიბიოტიკებთან ერთად.
მიღების წესი და დოზირება:
ტრიხომონიაზი
ყურადღება: ერთდროულად ტარდება ორივე სექსუალური პარტნიორის მკურნალობა.
ქალები: პერორალურად 250 მგ ტაბლეტი 2-ჯერ დღეში დილას და საღამოს ჭამის დროს, 10 დღის განმავლობაში. ვაგინალურად 500 მგ ტაბლეტი საღამოს ერთხელ დღეში, 10 დღის განმავლობაში.
ვაგინალურად გამოყენების წინ პრეპარატი უნდა დასველდეს ანადუღარ და გაგრილებულ წყალში. მკურნალობას აგრძელებენ მენსტრუაციის დროსაც.
მამაკაცები: პერორალურად ჩვეულებრივ 2-ჯერ დღეში 250 მგ (1 ტაბლეტი 250 მგ), დილას და საღამოს ჭამის დროს. 10 დღის განმავლობაში.
ამებიაზი
მოზრდილები: პერორალურად 750 მგ (3 ტაბლეტი 250 მგ) 3-ჯერ დღეში, 5-10 დღის განმავლობაში.
ბავშვები: პერორალურად 35-50 მგ/კგ სხეულის მასის წონაზე დღე-ღამეში, 3-ჯერ დღეში, 10 დღის განმავლობაში.
ლამბლიოზი
გამოიყენება პერორალურად.
ბავშვები:
- 2-დან 5 წლამდე: 1/2 ტაბლეტი 250 მგ 2-ჯერ დღეში (დღე-ღამის დოზა 250 მგ);
- 6-დან 10 წლამდე: 1/2 ტაბლეტი 250 მგ 3-ჯერ დღეში (375 მგ დღე-ღამეში);
- 10 წლის ზევით: 1 ტაბლეტი 250 მგ 2-ჯერ დღეში (500 მგ დღე-ღამეში).
პრეპარატს ჩვეულებრივ მიიღებენ დილას და საღამოს 5-10 დღის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობა შეიძლება განმეორდეს 4-6 კვირის შემდეგ.
ანაერობული ინფექციები
მეტრონიდაზოლის გამოყენება შეიძლება მონოთერაპიაში ან სხვა ანტიბაქტერიულ პრეპარატებთან ერთად; მკურნალობის საშუალო პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს.
მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ზევით: 1-2 ტაბლეტი 250 მგ 3-ჯერ დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.
ახალშობილები და ბავშვები 12 წლამდე: 7.5 მგ/კგ სხეულის მასსის წონაზე, 3-ჯერ დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.
ანაერობული ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების პროფილაქტიკა (მუცლის ღრუში, გინეკოლოგიასა და მეანობაში ქირურგიული ოპერაციების წინ).
მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ზევით:
თავიდან 1 გ (4 ტაბლეტი 250 მგ) ერთჯერადი დოზით, შემდეგ თითო-თითო ტაბლეტი 250 მგ 3-ჯერ დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, ოპერაციისწინა შიმშილობის მომენტამდე.
ბავშვები 5-დან 12 წლამდე: 125 მგ, ყოველი 8 საათი 2 დღე-ღამის განმავლობაში.
ახალშობილები და ბავშვები 5 წლამდე: 5 მგ/კგ სხეულის მასისა, ყოველი 8 საათი, 2 დღე-ღამის განმავლობაში.
გვერდითი მოვლენები:
პრეპარატის გამოყენებისას ყველაზე ხშირია გულისრევა, თავის ტკივილი, მადის უქონლობა, სიმშრალე პირის ღრუში და ლითონის გემო პირში.
უფრო იშვიათად ვლინდება: პირღებინება, ფაღარათი, დისკომფორტი მუცლის ღრუში, ყაბზობა.
გარდა ამისა, მეტრონიდაზოლით მკურნალობისას შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები: ცვლილებები სისხლის სურათში, პერიფერიული ნეიროპათია, რომელიც ხასიათდება გაშეშების, ჟრუანტელით ან კიდურების პარესთეზიებით; თავის ტკივილები და თავბრუსხვევა, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევით, დეზორიენტაცია, ნერვიულობა დეპრესია, ძილიანობა, უძილობა; იშვიათად კონვულსიების შეტევები, ჭინჭრის გამონაყარი, სახის შეწითლება, ცხვირის ლორწოვანი გარსის ჰიპერემია, მაღალი ტემპერატურა; წვა და დისკომფორტი ურეთრის არეში, შარდის ბუშტის ანთება, საშოს ან ვულვას სიმშრალე, მტკივნეული სქესობრივი აქტი, ლიბიდის შემცირება, საშოს მიკოზი, შარდის მუქი შეფერილობა; ნადები ენაზე, ენისა და ღრძილების ანთება, პირის ღრუს მიკოზი.
უკუჩვენებები:
* ჰიპერმგრძნობელობა მეტრონიდაზოლის ან 5-ნიტრომიდაზოლის სხვა ნაწარმების მიმართ;
* ფეხმძიმობის პირველი ტრიმესტრი.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობა: პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ მაშინ, როდესაც ექიმის აზრით, დედის მიერ პრეპარატის გამოყენების პოტენციური სარგებელი აღემატება ნაყოფზე უარყოფითი ზეგავლენის რისკს.
ლაქტაცია: მეტრონიდაზოლი გადადის დედის რძეში. ამიტომ არ შეიძლება მისი მიღება ბავშვებისათვის ძუძუს წოვების დროს, მაგრამ თუ მკურნალობა აუცილებელია, უნდა შეწყდეს ძუძუს წოვა.
განსაკუთებული მითითებები:
◄ პრეპარატი ფრთხილად უნდა იქნას გამოყენებული ღვიძლის მძიმე დაავადებების, შეშუპების გაჩენისას, აგრეთვე კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის დროს.
◄ ავადმყოფებს, რომელთა თერაპიის დროს გაუჩნდათ ნევროლოგიური დარღვევები (დაბუჟება, კიდურების ჟრუანტელი ან კრუნჩხვები), შეუძლიათ მიიღონ პრეპარატი მხოლოდ მაშინ, როდესაც ექიმის აზრით, მისი გამოყენების სარგებელი აღემატება გართულებების გამოვლენის რისკს.
◄ ავადმყოფებში, რომელთაც მკურნალობისას გაუჩნდათ ან წარსულში ჰქონდათ სისხლის სურათის დარღვევები, ფრთხილად უნდა მიიღონ პრეპარატი.
◄ რეკომენდებულია ლეიკოციტების შემოწმება პრეპარატით მკურნალობამდე, მკურნალობის დროს და მის შემდეგ. ასეთი კონტროლი განსაკუთრებით ნაჩვენებია მეტრონიდაზოლით განმეორებითი თერაპიის დროს.
◄ მეტრონიდაზოლით მკურნალობის დროს შეიძლება გამოვლინდეს სოკოვანი ინფექცია საშოში ან პირის ღრუში. ასეთ შემთხვევებში საჭიროა სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენება ექიმთან შეთანხმებით.
◄ მეტრონიდაზოლით მკურნალობის დასრულების შემდეგ არ შეიძლება სპირტიანი სასმელების მიღება ერთი დღე მაინც, არასასურველი რეაქციების გამოვლენის თავიდან აცილების მიზნით.
◄ მეტრონიდაზოლმა შეიძლება იმოქმედოს ზოგიერთი ლაბორატორიული გამოკვლევების მაჩვენებლებზე (ასტ, ალტ, ლდგ, ტრიგლეცირები, გლუკოზა).
◄ პრეპარატის მოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვაზე, მექანიკური მოწყობილობის მომსახურებასა და ფსიქოფიზიკურ თვისებებზე: არ არსებობს მონაცემები უკუჩვენებების შესახებ ტრანსპორტის მართვისა და მექანიკური მოწყობილობის მომსახურებისათვის.
ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: კრუნჩხვები, პერიფერიული ნეიროპათია; მეტრონიდაზოლის 15 გ ერთჯერადი დალევის შემდეგ შეიძლება აღინიშნებოდეს გულისრევა, პირღებინება და მოძრაობების კოორდინაციის დარღვევა.
მკურნალობა: არ არსებობს მეტრონიდაზოლის სპეციფიური ანტიდოტი. ატარებენ სიმპტომურ თერაპიას. პრეპარატის გამოყოფა შესაძლებელია ჰემოდიალიზის გზით.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
- შედედების საწინააღმდეგო პრეპარატებთან, კუმარინის ნაწარმოებთან ერთად მეტრონიდაზოლი ახანგრძლივებს პროთრომბინის დროს. ამიტომ საჭიროა შესაბამისად ამ პრეპარატების გამოყენების მოდიფიცირება.
- ფენიტოინი და ფენობარბიტალი აჩქარებს მეტრონიდაზოლის გამოყოფას და ამცირებს მის კონცენტრაციას სისხლის შრატში. ციმეტიდინი ზრდის მეტრონიდაზოლის ნახევრად დაშლის პერიოდს.
- მეტრონიდაზოლი ზრდის ლითიუმის კონცენტრაციას სისხლის შრატში და აძლიერების მის ტოქსიკურ მოქმედებას. თუ ექიმის აზრით აუცილებელია ამ პრეპარატების ერთდროულად გამოყენება, მკურნალობის დროს უნდა შემოწმდეს ლითიუმის პრეპარატების დონე, აგრეთვე კრეატინინის კონცენტრაცია სისხლის შრატში.
- მეტრონიდაზოლი შეიძლება შევიდეს ურთიერთმოქმედებაში ტერფენადინსა და ასტემიზოლთან და გამოიწვიოს არასასურველი სიმპტომები სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან.
- მეტრონიდაზოლი აძლიერებს ალკოჰოლის ტოქსიკურ მოქმედებას. ალკოჰოლთან ერთად პრეპარატის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სიცხის შეგრძნება, ოფლიანობა, თავის ტკივილი, პირღებინება, გულისრევა, ტკივილი მუცლისზედა არეში.
- მეტრონიდაზოლის და დისულფირამის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება ზოგჯერ გამოიწვიოს მწვავე ფსიქოზები და დეზორიენტაცია. მეტრონიდაზოლით მკურნალობის დაწყება შეიძლება მხოლოდ 2 კვირის შემდეგ დისულფირამით თერაპიის დასრულების შემდეგ.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.
0

#125 მომხმარებელი გასულია   bastikuna ხატულა

  • ფორუმის ფანი
  • პიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 437
  • შემოგვიერთდა: 01-October 10

დაწერილია 05 March 2012 - 07:42 AM

იქნებ მომცეთ ანოტაცია ვერსად ვერ ვიპოვე ტერუნინის აბების სჰესახებ.წინასწარ დიდი მადლობაააააა
0

#126 მომხმარებელი გასულია   melano ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 13
  • შემოგვიერთდა: 30-March 12

დაწერილია 30 March 2012 - 06:20 PM

შეგიძლიათ სტრეზამის ანოტაცია დაწეროთ? ვერ ვნახე გვერდზე
0

#127 მომხმარებელი გასულია   Niinuca ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 9
  • შემოგვიერთდა: 16-May 12

დაწერილია 16 May 2012 - 12:22 PM

შეგიძლიათ ულტრაჟესტანის ინსტრუქციაა მითხრათ სად შეიძლება ვიპოვოოო ??
0

#128 მომხმარებელი გასულია   teo_26 ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 9
  • შემოგვიერთდა: 10-December 11

დაწერილია 20 June 2012 - 10:10 AM

გამარჯობათ, იქნებ გახსნათ ეს ლინკი და ნახოთ წამალი რომელიც მანდ არის იგივე სპემანია რაც ჩვენთან აფთიაქებში? მადლობა წინასწარ.
0

#129 მომხმარებელი გასულია   teo_26 ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 9
  • შემოგვიერთდა: 10-December 11

დაწერილია 26 June 2012 - 08:00 PM

http://www.amazon.co...keywords=speman
0

#130 მომხმარებელი გასულია   tamuta ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 2
  • შემოგვიერთდა: 06-July 12

დაწერილია 06 July 2012 - 02:27 PM

კლიმადინონის და ქალის დუოვიტის ფასები მაინტერესებს და სად შეიძლება ვნახო? ასევე მაინტერესებს რა ღირს ლივაროლის სანთლები
0

#131 მომხმარებელი გასულია   marambo ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 18
  • შემოგვიერთდა: 24-February 12

დაწერილია 02 November 2012 - 07:18 PM

გამარჯობათ მინდა დღიური დოზა გავიგო ომეგა 3-ის ,,3 და 4 წლის ბავშვებისთვის
0

#132 მომხმარებელი გასულია   Sifrifana25 ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 3
  • შემოგვიერთდა: 19-December 12

დაწერილია 19 December 2012 - 09:02 AM

გამარჯობათ. მაინტერესებს კონტრაცეპტივი რომ არის რეგულარი მაგის ანოტაცია..იქნებ დამეხმაროოთ. მადლობა წინასწარ
0

#133 მომხმარებელი გასულია   forumadmin ხატულა

  • ადმინისტრატორი
  • ხატულა
  • ჯგუფი: Administrators
  • წერილები: 151
  • შემოგვიერთდა: 21-December 11

დაწერილია 19 December 2012 - 09:05 AM

გამოხმაურების ნახვაSifrifana25, on 19 December 2012 - 01:02 PM, said:

გამარჯობათ. მაინტერესებს კონტრაცეპტივი რომ არის რეგულარი მაგის ანოტაცია..იქნებ დამეხმაროოთ. მადლობა წინასწარ

მოგესალმებით, იხ მედიკამენტის ანოტაცია: რეგულონი
0

#134 მომხმარებელი გასულია   Sifrifana25 ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 3
  • შემოგვიერთდა: 19-December 12

დაწერილია 19 December 2012 - 09:52 AM

მადლობა
0

#135 მომხმარებელი გასულია   niinaa ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 3
  • შემოგვიერთდა: 20-March 13

დაწერილია 07 June 2013 - 09:16 AM

გამარჯობათ ტუ სჰეიდზლება გამარკვიოთ ბავშვს დაუნიშნეს რაქიტის სამკურნალოდ შიპოლენი და მაინტერესებს რა ნივთიერებებს შეიცავს
0

#136 მომხმარებელი გასულია   Sifrifana25 ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 3
  • შემოგვიერთდა: 19-December 12

დაწერილია 15 October 2013 - 06:29 AM

გამარჯობათ იქნებ Лацидофил-ის ანოტაცია მომაწოდოოთ.. ვერსად ვერ ვხე... მადლობა წინასწარ
0

  • (7 გვერდი)
  • +
  • « პირველი
  • 5
  • 6
  • 7
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას

1 მომხმარებელი კითხულობს თემას
0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური წევრი