AVERSI FORUM: შეკითხვა თერაპევტს, ოჯახის ექიმს - AVERSI FORUM

Jump to content

  • (100 გვერდი)
  • +
  • 1
  • 2
  • 3
  • ბოლო »
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას

შეკითხვა თერაპევტს, ოჯახის ექიმს

#1 მომხმარებელი გასულია   Dr. Aversi ხატულა

  • Administrator
  • ხატულა
  • ჯგუფი: Administrators
  • წერილები: 560
  • შემოგვიერთდა: 16-December 09
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 19 February 2010 - 10:44 AM

თქვენს მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხებს ავერსის კლინიკის ექიმი, მედიცინის დოქტორი ნათია სვანიძე
ავერსი გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

http://www.aversi.ge/


http://www.facebook.com/Aversi
7

#2 მომხმარებელი გასულია   marikuna ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 3
  • შემოგვიერთდა: 25-March 10

დაწერილია 25 March 2010 - 08:49 AM

გამარჯობათ,

მაქვს პოდაგრა , ბოლო დროს ღამე მაღვიძებს საშინელი ტკივილები , რას მირჩევთ?
1

#3 მომხმარებელი გასულია   Natia Svanidze ხატულა

  • თერაპევტი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 898
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 25 March 2010 - 07:47 PM

გამოხმაურების ნახვაmarikuna, on 25 March 2010 - 12:49 PM, said:

გამარჯობათ,

მაქვს პოდაგრა , ბოლო დროს ღამე მაღვიძებს საშინელი ტკივილები , რას მირჩევთ?


გამარჯობათ,
პოდაგრა სახსრების ანთების (ართრიტის) ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს, რომელიც ქრონიკული მიმდინარეობისაა და ახასიათებს გამწვავებისა და რემისიის მონაცვლეობა. მას იწვევს გარკვეული სახის მარილების (შარდმჟავა მარილები- ურატები) ჩალაგება სახსრებში. ალბათ პირველ რიგში აუცილებელია ნამდვილად დადასტურდეს ართრიტის ამ ფორმასთან გვაქვს საქმე, თუ არა. ამისთვის საჭიროა დილის საათებში, უზმოდ აღებულ სისხლში განისაზღვროს შარდმჟავას კონცენტრაცია, რომლის მიხედვით შეირჩევა მკურნალობის სწორი ფორმა (ანუ საჭიროა მხოლოდ ანთების საწინააღმდეგო მკურნალობა თუ აუცილებელია სისხლში შარდმჟავას კონცენტრაციის დამწევი პრეპარატების გამოყენებაც). ასევე მნიშნველოვანია თქვენი ასაკი და სხვა თანმხლები დაავადების არსებობაც, რის გამოც შესაძლოა გამოიყენებთ სხვა სამკურნალო პრეპარატებს. საყურადღებოა, რომ გაზაფხული ბვერი ქრონიკული დაავადების გამწვავების პერიოდია, ამიტომ არ არის რეკომენდებული მეზობლის ან ახლობლის რჩევით, ბრმად, რომელიმე მათთვის ეფექტური პრეპარატის გამოყენება.
ნათია სვანიძე

მედიცინის დოქტორი

"ავერსის კლინიკის" ექიმი
0

#4 მომხმარებელი გასულია   marikuna ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 3
  • შემოგვიერთდა: 25-March 10

დაწერილია 30 March 2010 - 06:10 AM

ნაცნობმა ექიმმა ანოდინ-დუალი მირჩია ,პირველივე ინექციაზე ტკივილი სრულად მომეხსნა ,გავარძელო ხო მკურნალობა?,სულ 3 ინექციაა საჭირო :rolleyes:
0

#5 მომხმარებელი გასულია   Natia Svanidze ხატულა

  • თერაპევტი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 898
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 30 March 2010 - 07:43 AM

გამარჯობათ მარიკუნა, სამწუხაროდ არ ვიცი თქვენი ასაკი და სხვა დაავადებები თუ კიდევ რამე გაწუხებთ. სამწუხაროდ არც ის ვიცი ნამდვილად პოდაგრა გაქვთ თუ სახსრების ანთების სხვა ფორმა. ანოდინ-დუალი კომბინირებული პრეპარატია და მისი დადებითი მოქმედება ვრცელდება სახსრების ანთების სხვადასხვა ფორმაზე, მათ შორის პოდაგრაზეც. იგი შეიცავს 7 აქტიურ ნივთიერებას, მათ შორის ერთ-ერთია ფენილბუტაზონი, რომელსაც ურიკოზული ანუ შარდმჟავა მარილების საწინააღმდეგო მოქმედება გააჩნია. ეს უკანასკნელი კი ზუსტად პოდაგრის განვითარებას იწვევს. თუ პირველივე ინიექციამ ასეთი კარგი შედეგი მოგცათ, ალბათ აჯობებს 3 ინიექციაზე მეტი არ გამოიყენოთ, თან სასურველია მათი გამოყენება დღეგამოშვებით. ნაცნობმი ექიმი ალბათ უფრო მეტი ინფორმაციას ფლობს თქვენს შესახებ და მას უფრო თამამად შეუძლია ერთი შეხედვით დაგინიშნოთ წამალი. გისურვებთ წარმატებებს
ნათია სვანიძე

მედიცინის დოქტორი

"ავერსის კლინიკის" ექიმი
0

#6 მომხმარებელი გასულია   Eka 74 ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 8
  • შემოგვიერთდა: 10-April 10

დაწერილია 10 April 2010 - 06:09 PM

გამარჯობათ. ვარ 35 წლის,ნაღველზე გადავიღე ეხო და აღმომაჩნდა მცირედი ნალექი და იწვევს თუ არა ეს დაბალ სიცხეს,დაახლოებით 37
0

#7 მომხმარებელი გასულია   Georgevna ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 2
  • შემოგვიერთდა: 07-April 10

დაწერილია 11 April 2010 - 04:22 PM

არვიცი აქ უნდა ვიკითხო თუ არა,მაგრამ მაინც დავწერ :)) ვარ 22 წლის და ხერხემლის შუა ადგილას სულ დაღლილობას ვგრძნობ,ტკივილით არ მტკივა.მაგრამ თითქოს წელში უნდა გადავტყდე .რას მირჩევდით?? მადლობთ წინასწარ
0

#8 მომხმარებელი გასულია   Natia Svanidze ხატულა

  • თერაპევტი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 898
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 12 April 2010 - 06:50 PM

გამოხმაურების ნახვაEka 74, on 10 April 2010 - 10:09 PM, said:

გამარჯობათ. ვარ 35 წლის,ნაღველზე გადავიღე ეხო და აღმომაჩნდა მცირედი ნალექი და იწვევს თუ არა ეს დაბალ სიცხეს,დაახლოებით 37


გამარჯობათ, მადლობა კითხვისთვის.
პასუხის გაცემამდე საინტერესო იქნებოდა რამდენიმე საკითხის დაზუსტება: გარდა 37 გრადუსისა რა გაწუხებთ, რამ განაპირობა ეხოსკოპიური კვლევის ჩატარება? (ამ ტემპერატურამ თუ სხვა რამეც გაწუხებდათ). ქრონიკული ქოლეცისტიტის (ანუ ნაღვლის ბუშტის ანთების) დროს შეიძლება იყოს სხეულის ტემპერატური მომატება, თუმცა ამ დროს სხვა უფრო მნიშვნელოვანი ნიშნებია ხოლმე. თან უნდა გავითვალისწინოთ, რომ 37 გრადუსი სხეულის ტემპერატურა არ ნიშნავს სიცხეს, ეს მხოლოდ მოსაზღვრე მდგომარეობაა. თუ უფრო კონკრეტულად მომწერთ რა გაწუხებს, უფრო ადვილი იქნება სწორი პასუხის გაცემა...
ნათია სვანიძე

მედიცინის დოქტორი

"ავერსის კლინიკის" ექიმი
0

#9 მომხმარებელი გასულია   Natia Svanidze ხატულა

  • თერაპევტი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 898
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 12 April 2010 - 07:02 PM

გამოხმაურების ნახვაGeorgevna, on 11 April 2010 - 08:22 PM, said:

არვიცი აქ უნდა ვიკითხო თუ არა,მაგრამ მაინც დავწერ :)) ვარ 22 წლის და ხერხემლის შუა ადგილას სულ დაღლილობას ვგრძნობ,ტკივილით არ მტკივა.მაგრამ თითქოს წელში უნდა გადავტყდე .რას მირჩევდით?? მადლობთ წინასწარ

გამარჯობა :-) შენ არ მოგერიდოს, დასვი კითხვები და გავერკვევი.. და თუ საჭირო იქნება სხვა სპეციალისტსაც გირჩევ ხოლმე; მაგალითად როგორც ახლა, ხერხემლის არეში დისკომფორტი ძირითადად ნევროპათოლოგის ან ნეიროქირურგის სფეროს შემადგენელი ნაწილია, მაგრამ შევეცდები ცოტა მაინც დაგეხმარო. აბა დაუკვირდი, როდის უფრო გაქვს უსიამოვნო შეგრძნება: ჯდომით თუ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, ძირითადად რას უკავშირდება და უფრო როდის გრძნობ ცოტა შვებას? ალბათ კარგი იქნება ხერხემლის ამ მიდამოს რენტგენოლოგიური სურათის გადაღება. შეიძლება მხოლოდ სკოლიოზია (ანუ გამრუდება, რაც ხშირად არასწორი ჯდომის პოზის დროს შეიძლება ჩამოყალიბდეს, თუმცა არამარტო), ამ დროს შესაბამისი ვარჯიშებისა და მასაჟების შედეგად თავს უკეთ იგრძნობ. ხოლო თუ დაწყებულია ოსტეოქონდროზის მოვლენები, მაშინ ნევროლოგის დახმარება დაგჭირდება. მომიყევი როგორ დაგეწყო და რას უკავშირებ? როგორია ამ უსიამოვნო შეგრძნების ხასიათი? ძირითადად როგორი ტიპის საქმიანობა გიწევს? და ა.შ. გისურვებ წარმატებებს.
ნათია სვანიძე

მედიცინის დოქტორი

"ავერსის კლინიკის" ექიმი
0

#10 მომხმარებელი გასულია   marikuna ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 3
  • შემოგვიერთდა: 25-March 10

დაწერილია 13 April 2010 - 07:54 AM

გამარჯობათ,

ექიმმა პოდაგრაზე ზუსტად ის მიზეზი მითხრა რაც თქვენ მომწერეთ, რომ შარდმჟავა მარილები სახსრებში მაქვს ჩალაგებული, თუმცა ანოდინის 3 ინექცია გავიკეთე, დღეგამოშვებით, როგორც ექიმმა დამარიგა, ასეთი კარგი შედეგი არცერთ პრეპარატს არ მოუცია, სრულიად მომეხსნა ტკივილები, თუ იცით კიდევ რა დროს გამოიყენება ეს პრეპარატი? ანუ ნებისმიერ ტკივილზე შემიძლია რომ გამოვიყენო თუ მხოლოდ პოდაგრების დროს?
0

#11 მომხმარებელი გასულია   mede ხატულა

  • ფორუმის მოყვარული
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 55
  • შემოგვიერთდა: 24-March 10

დაწერილია 13 April 2010 - 03:23 PM

მოგესალმებით,ვარ 28 წლის დძალიან გავხდი მშობიარობის შემდეგ,მაგრამ ვარ სრულიად ჯამრთელი,მინდა წონაში მომატება,იქნებ მირჩიოთ რამე ვიტამინი .დიდი მადლობა.
0

#12 მომხმარებელი გასულია   Natia Svanidze ხატულა

  • თერაპევტი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 898
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 13 April 2010 - 03:25 PM

გამოხმაურების ნახვაmarikuna, on 13 April 2010 - 11:54 AM, said:

გამარჯობათ,

ექიმმა პოდაგრაზე ზუსტად ის მიზეზი მითხრა რაც თქვენ მომწერეთ, რომ შარდმჟავა მარილები სახსრებში მაქვს ჩალაგებული, თუმცა ანოდინის 3 ინექცია გავიკეთე, დღეგამოშვებით, როგორც ექიმმა დამარიგა, ასეთი კარგი შედეგი არცერთ პრეპარატს არ მოუცია, სრულიად მომეხსნა ტკივილები, თუ იცით კიდევ რა დროს გამოიყენება ეს პრეპარატი? ანუ ნებისმიერ ტკივილზე შემიძლია რომ გამოვიყენო თუ მხოლოდ პოდაგრების დროს?



გამარჯობა მარიკუნა,

მიხარია, რომ თავს უკეთესად გრძნობ. ეს პრეპარატი სახსრების დაავადებების დროს გამოიყენება, მაგრამ, როგორც გითხარი იგი კომბინირებულია და უშუალოდ შარდმჟავას საწინააღმდეგო მოქმედების კომპონენტსაც შეიცავს. სახსრების ანთება სხვადასხვა სახისაა ყველა შემთხვევაში არ გამოიყენება ეს პრეპარატი. ჯერ მიზეზი უნდა დადგინდეს. ნებისმიერ ტკივილზე (მაგალითად თავის, მენსტრუალური და სხვ.) ამ პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
ნათია სვანიძე

მედიცინის დოქტორი

"ავერსის კლინიკის" ექიმი
0

#13 მომხმარებელი გასულია   click ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 4
  • შემოგვიერთდა: 13-April 10

დაწერილია 13 April 2010 - 08:33 PM

მოგესალმებით

უკვე ძალიან დავიტანჯე ამ პრობლემით. ვარ 180 სმ სიმაღლისა და 56 კგ წონის ბიჭი. წონის დეფიციტი აშკარად მაქვს. გამოკვლეული მაქვს მუცლის ღრუ, ასევე ფარისებრი ჯირკვალი. ყველაფერი ნორმაშია. სისხლის საერთო ანალიზი, შარდის ანალიზი წესრიგშია. მოკლედ ჯანმრთელი ვარ. არც ჭიები მყავს! კუჭის მოქმედება წესრიგში მაქვს!


ერთი პრობლემაა, ვჭამ საკმაოდ, მაგრამ ვერ ვიმატებ. ძალიან მჭირდება კააარგი დიეტოლოგი, რომელიც მომამატებინებს 10 კგ-ს. ყველაფერს შევასრულებ, რასაც მეტყვის.

მიმასწავლეთ რა ვინმე კარგ დიეტოლოგთან. რამე მირჩიეთ! ცომეულსაც ვჭამ, ღამეც ვჭამ, დღეც ვჭამ, შუადღესაც ვჭამ, როცა მშია, მაშინვე ვჭამ. ნუთუ არავის ქონია მსგავსი პრობლემა? არავის იცნობთ? ვივარჯიშო, რა გავაკეთო? ძალიან გთხოვთ, რაიმე რეალური მირჩიეთ.... წონაში მომატება მინდა........


დასაკლები 1000 საშუალებაა, მოსამატებელი არც ერთი?
0

#14 მომხმარებელი გასულია   Natia Svanidze ხატულა

  • თერაპევტი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 898
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 14 April 2010 - 06:43 AM

გამოხმაურების ნახვაclick, on 14 April 2010 - 12:33 AM, said:

მოგესალმებით

უკვე ძალიან დავიტანჯე ამ პრობლემით. ვარ 180 სმ სიმაღლისა და 56 კგ წონის ბიჭი. წონის დეფიციტი აშკარად მაქვს. გამოკვლეული მაქვს მუცლის ღრუ, ასევე ფარისებრი ჯირკვალი. ყველაფერი ნორმაშია. სისხლის საერთო ანალიზი, შარდის ანალიზი წესრიგშია. მოკლედ ჯანმრთელი ვარ. არც ჭიები მყავს! კუჭის მოქმედება წესრიგში მაქვს!


ერთი პრობლემაა, ვჭამ საკმაოდ, მაგრამ ვერ ვიმატებ. ძალიან მჭირდება კააარგი დიეტოლოგი, რომელიც მომამატებინებს 10 კგ-ს. ყველაფერს შევასრულებ, რასაც მეტყვის.

მიმასწავლეთ რა ვინმე კარგ დიეტოლოგთან. რამე მირჩიეთ! ცომეულსაც ვჭამ, ღამეც ვჭამ, დღეც ვჭამ, შუადღესაც ვჭამ, როცა მშია, მაშინვე ვჭამ. ნუთუ არავის ქონია მსგავსი პრობლემა? არავის იცნობთ? ვივარჯიშო, რა გავაკეთო? ძალიან გთხოვთ, რაიმე რეალური მირჩიეთ.... წონაში მომატება მინდა........


დასაკლები 1000 საშუალებაა, მოსამატებელი არც ერთი?


გამარჯობათ,
რამდენი წლის ბრძანდებით? და გენეტიკურად როგორი სიტუაცია გაქვთ ამ საკითხში? ალბათ ყველაფერს აჯობებს მობრძანდეთ ჩვენ კლინიკაში ენდოკრინოლოგებთან და გავარკვევთ როგორ დაგეხმაროთ.
ნათია სვანიძე

მედიცინის დოქტორი

"ავერსის კლინიკის" ექიმი
0

#15 მომხმარებელი გასულია   nunka ხატულა

  • ფორუმის მოყვარული
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 27
  • შემოგვიერთდა: 31-March 10

დაწერილია 14 April 2010 - 10:38 AM

გამარჯობათ. ორსულობის დროს აღმომაჩნდა მეორე ტიპის ჰერპესი.კონკრეტულად რომელ ექიმს უნდა მივმართო ამ დაავადების სამკურნალოდ.მადლობთ
0

#16 მომხმარებელი გასულია   click ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 4
  • შემოგვიერთდა: 13-April 10

დაწერილია 14 April 2010 - 01:08 PM

გამოხმაურების ნახვაNatia Svanidze, on 14 April 2010 - 06:43 AM, said:

გამარჯობათ,
რამდენი წლის ბრძანდებით? და გენეტიკურად როგორი სიტუაცია გაქვთ ამ საკითხში? ალბათ ყველაფერს აჯობებს მობრძანდეთ ჩვენ კლინიკაში ენდოკრინოლოგებთან და გავარკვევთ როგორ დაგეხმაროთ.




მოგესალმებით!

დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის! 22 წლის ვარ, თუმცა 16 წლის ვგონივარ უმეტესობას (ეს კარგია, თუ ცუდი, არ ვიცი). გენეტიკურად მამას და დედას ვკითხე და შენნაირად გამხდარი არ ვყოფილვართო. ჩემი დები გამხდრები იყვნენ. ერთ-ერთი რომ გათხოვდა მოიმატა, მეორე ისევ გამხდარია.


თან როდესაც სიცხე მაქვს, წონაში ვიკლებ (ჯერ რა ვარ და კიდევ ვიკლებ). კარგად რომ ვხდები, ვიმატებ, მაგრამ 56 კგ ჩემი წონის ბოლო ნიშნულია. ანუ მომატება-დაკლების ფუნქცია მოშლილი არაა, მაგრამ რატომ ვერ ვიმატებ.

კი ბატონო, მოვალ მაშინ თქვენთან. იმედია, რამეს მიშველით. :blush:
0

#17 მომხმარებელი გასულია   Natia Svanidze ხატულა

  • თერაპევტი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 898
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 15 April 2010 - 05:12 PM

გამოხმაურების ნახვაclick, on 14 April 2010 - 05:08 PM, said:

მოგესალმებით!

დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის! 22 წლის ვარ, თუმცა 16 წლის ვგონივარ უმეტესობას (ეს კარგია, თუ ცუდი, არ ვიცი). გენეტიკურად მამას და დედას ვკითხე და შენნაირად გამხდარი არ ვყოფილვართო. ჩემი დები გამხდრები იყვნენ. ერთ-ერთი რომ გათხოვდა მოიმატა, მეორე ისევ გამხდარია.


თან როდესაც სიცხე მაქვს, წონაში ვიკლებ (ჯერ რა ვარ და კიდევ ვიკლებ). კარგად რომ ვხდები, ვიმატებ, მაგრამ 56 კგ ჩემი წონის ბოლო ნიშნულია. ანუ მომატება-დაკლების ფუნქცია მოშლილი არაა, მაგრამ რატომ ვერ ვიმატებ.

კი ბატონო, მოვალ მაშინ თქვენთან. იმედია, რამეს მიშველით. :blush:


გამარჯობათ, საერთოდ 25-30 წლამდე ასაკში წონაში მომატება და კლება ადვილად ხდება. წონაში მომატება მხოლოდ მაშინ არის საჭირო როდესაც წონის დეფიციტია. ამის გამოთვლა შეიძლება და არსებობს დახმარების საშუალებებიც. ძალიან გამიხარდება თქვენი ხილვა, თუმცა როგორც წინა პასუხშიც მოგახსენეთ, თქვენთვის ძირითადი დახმარება ენდოკრინოლოგს შეუძლია. მობრძანდით და შევეცდებით დაგეხმაროთ.
ნათია სვანიძე

მედიცინის დოქტორი

"ავერსის კლინიკის" ექიმი
0

#18 მომხმარებელი გასულია   Natia Svanidze ხატულა

  • თერაპევტი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 898
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 15 April 2010 - 05:22 PM

გამოხმაურების ნახვაnunka, on 14 April 2010 - 02:38 PM, said:

გამარჯობათ. ორსულობის დროს აღმომაჩნდა მეორე ტიპის ჰერპესი.კონკრეტულად რომელ ექიმს უნდა მივმართო ამ დაავადების სამკურნალოდ.მადლობთ


მოგესალმებით,
ორსულობის დროს ალბათ გინეკოლოგმა პროფილაქტიკისთვის ჩაგიტარათ გამოკვლევები და მათ შორის ვირუსებზეც. ალბათ სისხლში აღმოგაჩნდათ ჰერპეს ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების მომატებული მაჩვენებელი. თუ ასეა, მაშინ საყურადღებოა რომელი იმუნოგლობულინი იყო (ანუ რომელი ფრაქცია M თუ G). ამავე დროს მნიშვნელოვანია თუ რა ჩივილები გაქვთ. პირველ რიგში სწორედ გინეკოლოგმა უნდა ჩაგიტაროთ, საჭიროების მიხედვით, კიდევ დამატებითი კვლევები და შემდეგ მკურნალობა. მიმართეთ გინეკოლოგს თქვენი ჩივილებით და ანალიზის შედეგებით. და თუ ჩივილები მრავალფეროვანი გაქვთ, მაშინ აჯობებს მაცნობოთ და უკეთ გავერკვევი რომელი სპეციალისტი გჭირდებათ.
ნათია სვანიძე

მედიცინის დოქტორი

"ავერსის კლინიკის" ექიმი
0

#19 მომხმარებელი გასულია   Natia Svanidze ხატულა

  • თერაპევტი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 898
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 15 April 2010 - 05:31 PM

გამოხმაურების ნახვაmede, on 13 April 2010 - 07:23 PM, said:

მოგესალმებით,ვარ 28 წლის დძალიან გავხდი მშობიარობის შემდეგ,მაგრამ ვარ სრულიად ჯამრთელი,მინდა წონაში მომატება,იქნებ მირჩიოთ რამე ვიტამინი .დიდი მადლობა.


მოგესალმებით,
ბედნიერი და ჯანმრთელი გიმყოფოთ პატარა. :)
იმისთვის, რომ უფრო სწორი რჩევის მოცემა შევძლო, მართებული იქნებოდა გამეგო როდის იმშობიარეთ? რამე გართულება ხომ არ გქონდათ ორსულობის პერიოდში? ბავშვი ბუნებრივ კვებაზე გყავთ (ანუ ძუძუს აწოვებთ)? ახერხებთ თუ არა დასვენებას?
ვიტამინების ნებისმიერ პრეპარატს ყოველთვის აჯობებს სრულფასოვანი კვება, რომელიც მოიცავს ცილოვან საკვებს (საქონლის, ქათმის მოხარშული ხორცი, კვერცხის ცილა, რძის პროდუქტები), ცოცხალი ბოსტნეულის სალათებსა და ხილს.
ნათია სვანიძე

მედიცინის დოქტორი

"ავერსის კლინიკის" ექიმი
0

#20 მომხმარებელი გასულია   nunka ხატულა

  • ფორუმის მოყვარული
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 27
  • შემოგვიერთდა: 31-March 10

დაწერილია 16 April 2010 - 09:11 AM

მოგესალმებით ისევ,

ჩემი ჩივილები შემდეგში მდგომარეობს: ორსულობის დროს მქონდა გამონაყარი სასქესო ორგანოზე, მას მერე მაყრის ბარძაყზე, წვივზე (ოღონდ პერიოდულად, ამჟამად ძირითადად ციკლის დროს), ხელის მტევანზე, თან ძირითადად ერთსა და იმავე ადგილებზე მეორდება და ლაქებს მიტოვებს, იშვიათად სასქესო ორგანოზე. ამდენად არ ვიცი ვის უნდა მივმართო.

დიდი მადლობა წინასწარ.
0

  • (100 გვერდი)
  • +
  • 1
  • 2
  • 3
  • ბოლო »
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას

3 მომხმარებელი კითხულობს თემას
0 მომხმარებელი, 3 სტუმარი, 0 ანონიმური წევრი