AVERSI FORUM: შეკითხვა უროლოგს - AVERSI FORUM

Jump to content

  • (23 გვერდი)
  • +
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • ბოლო »
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თემა დახურულია

შეკითხვა უროლოგს

#21 მომხმარებელი გასულია   Eka Uglava ხატულა

  • უროლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 166
  • შემოგვიერთდა: 07-April 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 17 April 2010 - 06:25 AM

გამოხმაურების ნახვაkvat, on 16 April 2010 - 03:26 PM, said:

ერთი წელია რაც შეუღლებულები ვართ და შვილი არ გვყავს. ჩემმა ქმარმა გაიკეთა სპერმოგრამა რომლის შედეგებია:
სპერმის რაოდენობა_3;
ფერი-მოთეთრო რუხი;
წებოვნება_0.1;
რეაქცია-ტუტე;
გათხიერების დრო- 20;
სპერმატოზოიდების კონცენტრაცია-82;
სპერმატოიზ.რაოდენობა ეაკულატში-246;
ნორმოკინეზური-56%;
ჰიპოკინეზური-7%;
აკინეზური-37%;
ნორმალური-80%;
დეგენერატიული ფორმის-20;
სპერმატოგენეზის უჯრედები-2;
ლეიკოციტები 2-3;
ერითროციტი-არ არის;
ეპითელი-ერთეული;
ლეციტინის მარცვლები-საშუალო რაოდენობის;
სპერმაგლუტინაცია +;
მიკროფლორა-არ არის;
ფარისის მაჩვენებელი-151

რაიმე პრობლემასთან ხო არ გვაქვს საქმე, და ეს თუ იქნება უშვილობის მიზეზი?



სპერმოგრამის ამ პასუხით საგანგაშო არაფერია, 1 წელი უშვილობაც ნორმად ითვლება, მაგრამ სასურველი იქნება ანალიზის გაკეთება ჰორმონებზე და პროსტატის წვენის ბაქტერიოსკოპია
ჯანმრთელობას გისურვებთ!

ეკა უგლავა

"ავერსის კლინიკის" ექიმი უროლოგი
0

#22 მომხმარებელი გასულია   Eka Uglava ხატულა

  • უროლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 166
  • შემოგვიერთდა: 07-April 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 17 April 2010 - 06:43 AM

გამოხმაურების ნახვაmaiko, on 16 April 2010 - 05:45 PM, said:

დიდი მადლობა.მაინტერესებს ამ შემთხვევაში უროლოგს უნდა მიმართოს თუ დერმატო-ვენეროლოგს?



ამ შემთხვევაში განსაზღვრა რთულია,როცა არ იცი პაციენტის ანამნეზური მონაცემები და სიტუაცია არ არის ვიზუალურად შეფასებული.
ჯანმრთელობას გისურვებთ!

ეკა უგლავა

"ავერსის კლინიკის" ექიმი უროლოგი
0

#23 მომხმარებელი გასულია   tatusia-1 ხატულა

  • აქტიური წევრი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 210
  • შემოგვიერთდა: 31-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 17 April 2010 - 08:42 AM

დიდი ბოდიშის მოხდით , მინდა გკითხოთ უროლოგს რა შემთხვევაში უნდა მიმართოს ადამიანმა? რაღაც კითხვა მაქვს და როგორც ვხვდები აქ კაცები პოტენციასთან დაკავშირებულ კითხვებს სვავენ.. ბოდიშვ ვიხდი რომ არ ვიცი :blush:
0

#24 მომხმარებელი გასულია   saqartvelo ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 4
  • შემოგვიერთდა: 18-April 10

დაწერილია 18 April 2010 - 08:41 AM

გამარჯობათ, ერთი ჩემთვის მეტად საჭირბოროტო საკითხზე მჭირდება თქვენგან დახმარება, სამსახურისა და დროის სიმცირის გამო ვერ ვახერხებ ექიმთან მისვლას და თქვენ იქნებ მირჩიოთ რამე, ბოლო 2 წელია რაც სქესობრივ აქტს ვასრულებ ძალიან მალე, მაგალითად 1 წუთში (ანუ მალე ვათავებ), ხომ ვერ მეტყვით რას შეიძლება გამოეწვია ასეთი მდგომარეობა? თუ შეგიძლიათ მიუთითეთ დაავადების სახეობა და მკურნალობის საშუალება. წინასწარ დიდიმადლობა
0

#25 მომხმარებელი გასულია   Eka Uglava ხატულა

  • უროლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 166
  • შემოგვიერთდა: 07-April 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 18 April 2010 - 10:00 AM

გამოხმაურების ნახვაtatusia-1, on 17 April 2010 - 12:42 PM, said:

დიდი ბოდიშის მოხდით , მინდა გკითხოთ უროლოგს რა შემთხვევაში უნდა მიმართოს ადამიანმა? რაღაც კითხვა მაქვს და როგორც ვხვდები აქ კაცები პოტენციასთან დაკავშირებულ კითხვებს სვავენ.. ბოდიშვ ვიხდი რომ არ ვიცი :blush:




უროლოგს მიმართავენ როცა საქმე ეხება შარდგამომყოფ სისტემას კერძოდ (თირკმელი, შარდსაწვეთი,შარდის ბუშტი,პროსტატის ჯირკვალი და გარეთა სასქესო ორგანოები), პოტენციასთან დაკაშირებული პრობლემებით უნდა მიმართოთ უროლოგს.
ჯანმრთელობას გისურვებთ!

ეკა უგლავა

"ავერსის კლინიკის" ექიმი უროლოგი
0

#26 მომხმარებელი გასულია   Eka Uglava ხატულა

  • უროლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 166
  • შემოგვიერთდა: 07-April 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 18 April 2010 - 10:08 AM

გამოხმაურების ნახვაsaqartvelo, on 18 April 2010 - 12:41 PM, said:

გამარჯობათ, ერთი ჩემთვის მეტად საჭირბოროტო საკითხზე მჭირდება თქვენგან დახმარება, სამსახურისა და დროის სიმცირის გამო ვერ ვახერხებ ექიმთან მისვლას და თქვენ იქნებ მირჩიოთ რამე, ბოლო 2 წელია რაც სქესობრივ აქტს ვასრულებ ძალიან მალე, მაგალითად 1 წუთში (ანუ მალე ვათავებ), ხომ ვერ მეტყვით რას შეიძლება გამოეწვია ასეთი მდგომარეობა? თუ შეგიძლიათ მიუთითეთ დაავადების სახეობა და მკურნალობის საშუალება. წინასწარ დიდიმადლობა


გამარჯობათ

ამ შემთხვევაში სასურველია ვიცოდეთ დაოჯახებული ხართ თუ არა,ან გყავთ თუ არა მუდმივი პარტნიორი და რამდენად ხშირია სქესობრივი კონტაქტი .
ჯანმრთელობას გისურვებთ!

ეკა უგლავა

"ავერსის კლინიკის" ექიმი უროლოგი
0

#27 მომხმარებელი გასულია   saqartvelo ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 4
  • შემოგვიერთდა: 18-April 10

დაწერილია 19 April 2010 - 03:39 PM

მყავს მეუღლე და ორი შვილი, რაც შეეხება სექსს, თამამად შემიძლია გითხრათ რომ იშვიათად მაქვს ასე ვთქვათ თვეში ორჯერ.
0

#28 მომხმარებელი გასულია   tagi ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 5
  • შემოგვიერთდა: 22-April 10

დაწერილია 23 April 2010 - 09:54 AM

გამარჯობათ,

ვარ 20 წლის ბიჭი, გთხოვთ ზუსტად მითხრათ რა ნიშნებია პროსტატიტის დროს.

წინასწარ მადლობა
0

#29 მომხმარებელი გასულია   tikusha ხატულა

  • ფორუმის ფანი
  • პიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 547
  • შემოგვიერთდა: 23-March 10

დაწერილია 26 April 2010 - 04:58 PM

ფიტოლიზინს აწერია ანოტაციაში რომ 1 ჩაის კოვზი პასტა იხსნება 1/2 თბილ დამტკბარ წყალში და ვერ გავიგე 1/2 ჩაის კოვზია, ჭიქაა თუ რა არის
0

#30 მომხმარებელი გასულია   zemoreira ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 4
  • შემოგვიერთდა: 23-April 10

დაწერილია 27 April 2010 - 11:46 AM

მოგესალმებით! ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან:უკვე თითქმის წელიწადზე მეტია ასოს თავზე მაქვს მოწითალო ფერის წინწკლოვანი გამონაყარი, ხანდახან უფრო ღიზიანდება ხოლმე და განვიცდი სერიოზულ დისკომფორტს, თითქმის შეუძლებელს ხდის სექსუალურ ცხოვრებას!ვიყავი ექიმთან, ამიღო ნაცხის ანალიზი და არავითარი ინფექცია არ აღმომაჩნდა,გარეგანი დათვალიერების შემდეგ დამინიშნა ტრიდერმის მალამო,თავიდან თითქოს მიშველა მაგრამ შევწყვიტავ თუ არა წასმას, 4-5 დღეში ისევ იწყებს! იქნებ რამე მირჩიოთ თორემ გავწამდი კაცი:(
0

#31 მომხმარებელი გასულია   Eka Uglava ხატულა

  • უროლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 166
  • შემოგვიერთდა: 07-April 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 28 April 2010 - 05:53 AM

გამოხმაურების ნახვაtagi, on 23 April 2010 - 01:54 PM, said:

გამარჯობათ,

ვარ 20 წლის ბიჭი, გთხოვთ ზუსტად მითხრათ რა ნიშნებია პროსტატიტის დროს.

წინასწარ მადლობა



პროსტატიტის ჩივილებია: ტკივილი წელის არეში, გახშირებული შარდვა. წვა შარდვისას, გამონადენი ურეთრიდან, ნადები ასოს თავზე შორსწასული ფორმების დროს ერექციული დისფუნქცია.
ჯანმრთელობას გისურვებთ!

ეკა უგლავა

"ავერსის კლინიკის" ექიმი უროლოგი
0

#32 მომხმარებელი გასულია   Eka Uglava ხატულა

  • უროლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 166
  • შემოგვიერთდა: 07-April 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 28 April 2010 - 05:58 AM

გამოხმაურების ნახვაtikusha, on 26 April 2010 - 08:58 PM, said:

ფიტოლიზინს აწერია ანოტაციაში რომ 1 ჩაის კოვზი პასტა იხსნება 1/2 თბილ დამტკბარ წყალში და ვერ გავიგე 1/2 ჩაის კოვზია, ჭიქაა თუ რა არის




1/2 იგულისხმება 100გრ ჭიქის ნახევარი ანუ იხსნება 50გრ წყალში, მაგრამ უმჯობესია თუ პრეპარატს მიიღებთ ექიმის დანიშნულებით და არა თვითნებურად, მკურნალი ექიმი უკეთ აგიხსნით მიღების წესს დადოზირებას.
ჯანმრთელობას გისურვებთ!

ეკა უგლავა

"ავერსის კლინიკის" ექიმი უროლოგი
0

#33 მომხმარებელი გასულია   Eka Uglava ხატულა

  • უროლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 166
  • შემოგვიერთდა: 07-April 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 28 April 2010 - 06:05 AM

გამოხმაურების ნახვაzemoreira, on 27 April 2010 - 03:46 PM, said:

მოგესალმებით! ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან:უკვე თითქმის წელიწადზე მეტია ასოს თავზე მაქვს მოწითალო ფერის წინწკლოვანი გამონაყარი, ხანდახან უფრო ღიზიანდება ხოლმე და განვიცდი სერიოზულ დისკომფორტს, თითქმის შეუძლებელს ხდის სექსუალურ ცხოვრებას!ვიყავი ექიმთან, ამიღო ნაცხის ანალიზი და არავითარი ინფექცია არ აღმომაჩნდა,გარეგანი დათვალიერების შემდეგ დამინიშნა ტრიდერმის მალამო,თავიდან თითქოს მიშველა მაგრამ შევწყვიტავ თუ არა წასმას, 4-5 დღეში ისევ იწყებს! იქნებ რამე მირჩიოთ თორემ გავწამდი კაცი:(



თქვენი გადმოცემით თქვენ დაგისვეს ბალანოპოსტიტის დიაგნოზი, რომლის დროსაც ტრიდერმის მალამო იხმარება ხანგრძლივად მინიმუმ 2კვირის განმავლობაში, თუ ეს წესები დაცულია და მაინც შედეგი არ იქნა მიღებული სასურველია გაიაროთ უროლოგის და დერმატო_ვენეროლოგის განმეორებითი კონსულტაცია.
ჯანმრთელობას გისურვებთ!

ეკა უგლავა

"ავერსის კლინიკის" ექიმი უროლოგი
0

#34 მომხმარებელი გასულია   zuku ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 4
  • შემოგვიერთდა: 28-April 10

დაწერილია 28 April 2010 - 01:41 PM

ვარ 21 წლის დაუოჯახებელი, ძალიან მალე განვიცდი ორგაზმს. 1 წუთიც არ ვანდომებ, ასევე იშვიათად მაქვს ინტიმური კავშირი. ვაპირებ ცოლის შერთვას და ვნერვიულობ ძალიან, რომ ეს შემიქმნის დისკომფორტს. მირჩიეთ რამე :(
0

#35 მომხმარებელი გასულია   papaani ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 1
  • შემოგვიერთდა: 04-May 10

დაწერილია 04 May 2010 - 11:01 AM

გამარჯობათ, რაიონში ვცხოვრობ და ვერ მოვდივარ, იქნებ მიპასუხოთ, წინასწარ დიდი მადლობა.

ჩავიტარე სათესლე ჯირკვლების ანალიზი და მაქვს ესეთი დიაგნოზი:

მარცხენა სათესლე ჯირკვალი ზომით 45X21 მმ ჯირკვლის ქსოვილში აღინიშნება 2 კალციფიკატი, ზემო მესამედში ზომით 1.5 მმ და ქვემო მესამედში ზომით 1 მმ. დანამატი ცვლილებების გარეშე, აღინიშნება სუსტად გამოხატული მარცხენამხრივი ვარიკოცელე. ჰიდროცელე არ აღინიშნება. - ექიმმა მითხრა რომ ეს კალფიციკატები საშიში არაა და არაფერს არ მავნებს, სასურველია მოვერიდო ერთ ღამეში სქესობრივი კავშირის ბევრჯერ დამყარებას. მართალია ეს ინფორმაცია?

და კიდევ, ზემოთ წერია სუსტად გამოხატული ვარიკოცელეო. ანუ, სუსტად გამოხატულიო და ექიმმა მითხრა, საშიში არააო, ჯანმრთელი ადამიანის დიაგნოზიაო. ინტერნეტში რაც წავიკითხე ვარიკოცელეზე, ოპერაციაო და რა აღარ წერია. მაინც მინდა გკითხოთ, რადგან სუსტად გამოხატულია, უშვილობის პრობლემა არ დამიდგება და ანუ, ექიმმა სწორი მითხრა? დიაგნოზი ზემოთ სრულად წერია და იქნებ თქვენი აზრი მომწეროთ. ვარ 26 წლის.

დიდი მადლობა
0

#36 მომხმარებელი გასულია   dato30 ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 2
  • შემოგვიერთდა: 04-May 10

დაწერილია 04 May 2010 - 03:36 PM

გამოხმაურების ნახვაDr. Aversi, on 19 February 2010 - 10:39 AM, said:

დასმულ შეკითხვებზე გიპასუხებთ ავერსის კლინიკის ექიმი უროლოგი __ ეკა უგლავა

გამარჯობათ, ანუსთან Condylomata acuminata გაჩენის გამო ვის უნდა მივმართო??? მაინტერესებს რამდენად შესაძლებელია ამ დაავადების მწვანე აფთიაქით მკურნალობით ეფექტური შედეგის მიღება?
ინტერნეტში წავიკითხე რომ ეფექტურია აგრეთვე იმუნიტეტის გაძლიერების ხარჯზე დაავადების დაძლევა.
თქვენ რას მირჩევდით??
მადლობა
0

#37 მომხმარებელი გასულია   lizapeta ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 6
  • შემოგვიერთდა: 28-April 10

დაწერილია 05 May 2010 - 08:55 AM

ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ, ჩემმა მეუღლემ ჩაიტარა სპერმოგრამის ანალიზი. გათხიერების დრო 15, სპერმატოზოიდების კონცენტრაცია 75, ნორმოკინეზური 20%, ჰიპოკინეზური 10, აკინეზური 70%, ნორმალური 80,სპერმაგლუტინაცია +++, ფარისის მაჩვენებელი 112, რამდენად საშიშია პასუხი? გმადლობთ
0

#38 მომხმარებელი გასულია   Eka Uglava ხატულა

  • უროლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 166
  • შემოგვიერთდა: 07-April 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 05 May 2010 - 10:50 AM

გამოხმაურების ნახვაzuku, on 28 April 2010 - 05:41 PM, said:

ვარ 21 წლის დაუოჯახებელი, ძალიან მალე განვიცდი ორგაზმს. 1 წუთიც არ ვანდომებ, ასევე იშვიათად მაქვს ინტიმური კავშირი. ვაპირებ ცოლის შერთვას და ვნერვიულობ ძალიან, რომ ეს შემიქმნის დისკომფორტს. მირჩიეთ რამე :(



თქვენი პრობლემები გამოწვეულია იშვიათი ინტიმური კავშირით, მაგრამ დაოჯახებამდე სასურველია ჩაიტაროთ ურეთრის ნაცხის და პროსტატის სეკრეტის ბაქტერიოსკოპიული კვლევა.
ჯანმრთელობას გისურვებთ!

ეკა უგლავა

"ავერსის კლინიკის" ექიმი უროლოგი
0

#39 მომხმარებელი გასულია   Eka Uglava ხატულა

  • უროლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 166
  • შემოგვიერთდა: 07-April 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 05 May 2010 - 11:01 AM

გამოხმაურების ნახვაpapaani, on 04 May 2010 - 03:01 PM, said:

გამარჯობათ, რაიონში ვცხოვრობ და ვერ მოვდივარ, იქნებ მიპასუხოთ, წინასწარ დიდი მადლობა.

ჩავიტარე სათესლე ჯირკვლების ანალიზი და მაქვს ესეთი დიაგნოზი:

მარცხენა სათესლე ჯირკვალი ზომით 45X21 მმ ჯირკვლის ქსოვილში აღინიშნება 2 კალციფიკატი, ზემო მესამედში ზომით 1.5 მმ და ქვემო მესამედში ზომით 1 მმ. დანამატი ცვლილებების გარეშე, აღინიშნება სუსტად გამოხატული მარცხენამხრივი ვარიკოცელე. ჰიდროცელე არ აღინიშნება. - ექიმმა მითხრა რომ ეს კალფიციკატები საშიში არაა და არაფერს არ მავნებს, სასურველია მოვერიდო ერთ ღამეში სქესობრივი კავშირის ბევრჯერ დამყარებას. მართალია ეს ინფორმაცია?

და კიდევ, ზემოთ წერია სუსტად გამოხატული ვარიკოცელეო. ანუ, სუსტად გამოხატულიო და ექიმმა მითხრა, საშიში არააო, ჯანმრთელი ადამიანის დიაგნოზიაო. ინტერნეტში რაც წავიკითხე ვარიკოცელეზე, ოპერაციაო და რა აღარ წერია. მაინც მინდა გკითხოთ, რადგან სუსტად გამოხატულია, უშვილობის პრობლემა არ დამიდგება და ანუ, ექიმმა სწორი მითხრა? დიაგნოზი ზემოთ სრულად წერია და იქნებ თქვენი აზრი მომწეროთ. ვარ 26 წლის.

დიდი მადლობა



კალცინატების არსებობა სათესლე ჯირკვალში ნიშნავს გადატანილ ანთებით პროცესს და არაფერ შუაშია სქესობრივ კონტაქტთან, რაც შეეხება ვარიკოცელეს აუცილებლად უნდა ეწეროს მარცხენა სათესლე ჯირკვლის ბაგირაკის ვენების დიამეტრი და სისხლის ნაკადის უკუდინება არის თუ არა, ანუ ვალსალვას სინჯი დადებითია თუ არა და ამის შემდეგ ვიმსჯელებთ სუსტად გამოხატულია თუ არა ვარიკოცელე, რაც შეეხება უშვილობას ვარიკოცელე ამ პრობლემას იწვევს მაგრამ გააჩნია ხარისხს და სასურველია სპერმოგრამის ანალიზის გაკეთება 3_4 დღე სქესობრივი ცხოვრებიდან თავშეკავების შემდეგ
ჯანმრთელობას გისურვებთ!

ეკა უგლავა

"ავერსის კლინიკის" ექიმი უროლოგი
0

#40 მომხმარებელი გასულია   Eka Uglava ხატულა

  • უროლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 166
  • შემოგვიერთდა: 07-April 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 05 May 2010 - 11:07 AM

გამოხმაურების ნახვაdato30, on 04 May 2010 - 07:36 PM, said:

გამარჯობათ, ანუსთან Condylomata acuminata გაჩენის გამო ვის უნდა მივმართო??? მაინტერესებს რამდენად შესაძლებელია ამ დაავადების მწვანე აფთიაქით მკურნალობით ეფექტური შედეგის მიღება?
ინტერნეტში წავიკითხე რომ ეფექტურია აგრეთვე იმუნიტეტის გაძლიერების ხარჯზე დაავადების დაძლევა.
თქვენ რას მირჩევდით??
მადლობა


თქვენ გჭირდებათ უროლოგისა და პროქტოლოგის ერთდროული კონსულტაცია, რომლის შემდგომაც გადაწყდება მკურნალობის შემდგომი ტაქტიკა.
ჯანმრთელობას გისურვებთ!

ეკა უგლავა

"ავერსის კლინიკის" ექიმი უროლოგი
0

  • (23 გვერდი)
  • +
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • ბოლო »
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თემა დახურულია

2 მომხმარებელი კითხულობს თემას
0 მომხმარებელი, 2 სტუმარი, 0 ანონიმური წევრი