ბავშვი 1წ 9თ არის ძუძუზეა, დამატებით საკვებს ცუდათ ჭამს , შეიძლება ითქვას არ ჭამს, რას მირჩევთ როგორ მოვიქცე?
დედის რძე უნიკალური და საუკეთესო საკვებია, ოღონდ სიცოცხლის პირველი თვეების მანძილზე. როგორც ერთადერთი ტრაპეზი, წლის და ცხრა თვისა კი არა ცხრა თვის ასაკშიც არასაკმარისია. პირველ რიგში დააზუსტეთ როგორ ვითარდება ბავშვი ფიზიკურად და გონებრივად, ხომ არ არის ვიტამინებისა თუ მინერალების (პირველ რიგში რკინის) მკვეთრად გამოხატული ნაკლებობა, რაც მედიკამენტურ კორექციას მოითხოვს. შეფასება და წამლის დანიშვნა ექიმს მიანდეთ.
ბევრი ბავშვი დაბადებიდან საშინელი კონსერვატორია, ახალ გემოს, კვების ახალ მეთოდს ძნელად ეგუება, განსაკუთრებით _ თუ ექვსი და მეტი თვის განმავლობაში დედის ძუძუს გარდა არაფერი გაუსინჯავს. ახალი ჩვევების გამომუშავება საკმაოდ რთული პროცესია, თქვენგან დიდ მოთმინებასა და სიმტკიცეს მოითხოვს. უნივერსალური რეცეპტი, ყველა ბავშვისთვის რომ გამოდგეს, უბრალოდ არ არსებობს. ბევრს, მაგალითად, შველის ჭამის თამაშად ქცევა _ "თვითმფრინავები"," წიწილები".... ემოციურ, ადვილად აგზნებად ბავშვებს კი, პირიქით, ყოველგვარი დამატებითი სტიმულის მოცილება და მხოლოდ ჭამაზე კონცენტრირება სჭირდებათ.
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ გარეგნულ მხარეს. ლამაზი თეფში, ჭიქა (სჯობს, ბავშვს მაღაზიაში თავად შეარჩევინოთ), წინსაფარი, კოხტად გაფორმებული კერძი _ ეს ყველაფერი პაწია ჭირვეულს მადას აღუძრავს და უფრო დამყოლს გახდის.
მიუსვით სუფრას თქვენთან ერთად, ეს ფაქტი აუცილებლად აღნიშნეთ და გაზრდა მიულოცეთ. ხანდახან ნება მიეცით, კერძს თავისი ხელით შეექცეს. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ ოთახი ბრძოლის ველს დაემსგავსება, სამაგიეროდ რამდენიმე ლუკმას მაინც ჩაყლაპავს და ახალ გემოს ნელ-ნელა შეეჩვევა.
ცალკე საკითხია კერძების შერჩევა და მომზადება. იქნებ ფაფა უფრო მოეწონოს, თუ ვაშლს ჩაუხარშავთ, ხაჭო _ თუ ბანანთან ერთად ათქვეფთ, ბორშჩს _ თუ ყვავილოვანი კომბოსტოთი მოამზადებთ.
პატარამ ასევე უნდა გაიგოს, რომ მის ასაკში ძუძუ მხოლოდ დამატებაა, ერთგვარი დესერტი და არა ძირითადი საკვები. ამიტომაც გარკვეული შეზღუდვების შემოღება და სიმტკიცის გამოჩენა მოგიწევთ. აჩვენეთ, რომ თქვენ ხართ უფროსი, თუმცა ნურც ხელჩართულ ბრძოლას გამართავთ და ნურც წონასწორობას დაკარგავთ. კვება სასიამოვნო პროცედურად უნდა იქცეს, ამიტომაც დასაწყისში ორი-სამი კოვზის გადაყლაპვისთვისაც შეაქეთ, მოეფერეთ, თუ აუცილებელია, ძუძუთიც დააჯილდოვეთ. მოთმინება მოიკრიბეთ და ყველაფერი კარგად იქნება.
დღეს ყოველ ნაბიჯზე ვხვდებით ბავშვებს, მხოლოდ კოკა-კოლათი და კანფეტებით რომ საზრდოობენ. მათთან შედარებით თქვენი შვილი ეკოლოგიურად სუფთა დიეტაზე მაინც არის. ასე რომ, მაინცდამაინც ნუ ინერვიულებთ, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ ასაკის შესაფერის ჯანსაღ საკვებს არ მიაჩვიოთ.
რაც შეეხება ძუძუდან მოწყვეტას, ამას ჯერჯერობით არ გირჩევთ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, სასურველია ბავშვმა ძუძუ ორი წელი მაინც წოვოს. ამ ასაკში დედის რძე ბავშვის მოთხოვნილებას ვეღარ აკმაყოფილებს, სამაგიეროდ, ინფექციებისგან კვლავ საიმედოდ (მეტ-ნაკლებად, რა თქმა უნდა) იცავს.
გამოგზავნილია: Sun Jan 06, 2008 5:56 pm წერილის სათაური: შეკითხვა პედიატრს
გამარჯობათ! მყავს 2წლის და 7 თვის ვაჟი, რომელიც დაბადებიდან ბერა თითს წოვს, ბავშვს ნელნელა ეცვლება კბილების ბჯენი, და თითიც უწვრილდება, ვცადე სახლში სხვადასხვა მეთოდი: წავუსი მწარე, შევუხვიე მაგრამ არაფერმა გაჭრა. რავ ქნა გთხოვთ მირჩიოთ რამე. მადლობთ!
გამარჯობათ! მყავს 2წლის და 7 თვის ვაჟი, რომელიც დაბადებიდან ბერა თითს წოვს, ბავშვს ნელნელა ეცვლება კბილების ბჯენი, და თითიც უწვრილდება, ვცადე სახლში სხვადასხვა მეთოდი: წავუსი მწარე, შევუხვიე მაგრამ არაფერმა გაჭრა. რავ ქნა გთხოვთ მირჩიოთ რამე. მადლობთ!
ერთიანი აზრი, რომელი ასაკიდან იწვევს თითის თუ საწოვარას წოვა თანკბილვის დარღვევებს, არ არსებობს. ამერიკის დენტისტთა ასოციაცია თვლის რომ საშიში მუდმივი კბილების ამოჭრის ანუ 4-5 წლის ასაკიდან ხდება. ჩვენი სტომატოლოგები კი 1.5-2 წლის ასაკიდან უკვე პათოლოგიად მიიჩნევენ.
უფრო მცირე ასაკში კი წოვას პათოლოგიას ნამდვილად ვერ დავარქმევთ. წოვის რეფლექსი ჩვილებში დამამშვიდებელი ზეგავლენა აქვს. ამიტომ წოვის გაძლიერებული მოთხოვნილებაც სავსებით ბუნებრივია. თუ ბავშვი ბუნებრივ კვებაზეა ძუძუ დასამშვიდებლადაც ყოფნის და საკვებადაც. ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვს კი ბოთლი ასეთ კომფორტს ძალიან იშვიათად უქმნის. ამიტომაც ვდგებით არჩევანის წინაშე ან მივცეთ მატყუარა საწოვარა, ან ის მაინც რაღაცას მოწოვს: თითი იქნება ეს, მუჭი, ენა, ტუჩი თუ ლოყა. დაგვეთანხმებით პირველ შემთხვევაში გადაჩვევა უფრო ადვილია.
უნივერსალური საშუალება უმტკივეულოდ და რაც მთავარია უცებ რომ მოაშლევინებს ბავშვს მავნე ჩვევას, სამწუხაროდ არ არსებობს. გარდა იმ ხალხური მეთოდებისა, რაც თქვენ უკვე სცადეთ, შეგვიძლია გირჩიოთ:
* ნაცვლად იმისა, რომ პატარას თითის წოვისთვის გაუწყრეთ, შეაქეთ როცა ამას არ სჩადის;
* ხშირად ბავშვებს წოვა მაშინ ახსენდებათ, როცა რაღაც აწუხებთ ანდა თავს მშვიდად ვერ გრძობენ. შეეცადეთ დაადგინოთ შფოთვის მიზეზი და თბილი, მოსიყვარულე გარემო, ერთი სიტყვით კომფორტი, შეუქმნათ;
* აუხსენით რომ უკვე გაიზარდა, ერთად მოიფიქრეთ როგორ დაამარცხოთ მავნე ჩვევა. თვითონვე აარჩევინეთ საჩუქარი, რომელსაც მიიღებს თუ რამდენიმე საათი, ერთი დღე ანდა ერთი კვირა პირში თითს არ ჩაიდებს;
* აჩვენეთ ბავშვი ორთოდონტს. ჯერ ერთი დაადგენთ, უკვე ხომ არ გამოიწვია წოვამ ყბა-კბილთა სისტემის ანომალია, მეორეც სპეციალისტთან საუბარი ბავშვს დაეხმარება გადაჩვევას მეტად ეცადოს.
გამოგზავნილია: Fri Feb 27, 2009 10:51 pm წერილის სათაური:
ბავსვს,რომელიც არის 11 თვის აქვს საშინელი გლანდები, დაბერილი და სულ ჩირქის ბუშტუკებით სავსე ,ექიმის დანიშნულების შემდეგ ბავშვი გამოჯანმრთელებული არ არის ისევ გვიცევს ექიმთან ცასვლა, რას მირჩევთ, როგორ მოვიქცე ,ვიცი 3 ცლამდე არ შეიზლება ნუშურა ჯირკვლების მოცილება .
ბავშვს,რომელიც არის 11 თვის აქვს საშინელი გლანდები, დაბერილი და სულ ჩირქის ბუშტუკებით სავსე,ექიმის დანიშნულების შემდეგ ბავშვი გამოჯანმრთელებული არ არის ისევ გვიცევს ექიმთან წასვლა, რას მირჩევთ, როგორ მოვიქცე, ვიცი 3 წლამდე არ შეიძლება ნუშურა ჯირკვლების მოცილება .
საუკეთესო რაც შეგვიძლია გირჩიოთ, მოძებნეთ პედიატრი, რომელსაც ენდობით და მისი დანიშნულება ზუსტად შეასრულეთ. ამ ასაკში საერთოდ ჩირქოვანი ანთება ძალიან იშვიათია, მით უმეტეს ძნელი წარმოსადგენია ნუშურის ქსოვილს შეუქცევადი ცვლილებები განეცადა. რაც შეეხება გავრცელებულ მოსაზრებას, სამ წლამდე ოპერაციის მიზანშეუწონლობის შესახებ: ჯანმრთელი ნუშურების ამოკვეთა არც ერთ ასაკში არ არის გამართლებული, დაავადებული კი დროულად უნდა მოსცილდეს. კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებას მხოლოდ ოტირინოლარინგოლოგი შეძლებს თქვენივე პედიატრთან ერთად.
გამოგზავნილია: Wed May 27, 2009 12:11 pm წერილის სათაური:
გამარჯობათ.
ჩემი წლის და სამი თვის შვილი ალერგიულია ძროხის რძეზე. ქვინკეს შეშუპება დაემართა "ნიდოს"-რძეზეც.
ინტერნეტში წავიკითხე, რომ თხის რძე ასეთ შემთხვევაში ძროხის რძის შემცვლელია და ალერგიულ ბავშვებს შეიძლება მიეცეთ.
რაიმე ინფორმაცია ხომ არ გაქვთ თქვენც ამის შესახებ?
გამოგზავნილია: Wed May 27, 2009 5:19 pm წერილის სათაური:
bus-ka წერდა:
გამარჯობათ.
ჩემი წლის და სამი თვის შვილი ალერგიულია ძროხის რძეზე. ქვინკეს შეშუპება დაემართა "ნიდოს"-რძეზეც.
ინტერნეტში წავიკითხე, რომ თხის რძე ასეთ შემთხვევაში ძროხის რძის შემცვლელია და ალერგიულ ბავშვებს შეიძლება მიეცეთ.
რაიმე ინფორმაცია ხომ არ გაქვთ თქვენც ამის შესახებ?
ძროხის რძე ერთ-ერთი გავრცელებული ალერგენია. სტატისტიკის მიხედვით ჩვილების 2-3%-ს ალერგიის ეს ფორმა აწუხებს. ძალიან ხშირად, ასეთი ბავშვები ცხვრის და თხის რძის მიმართაც,ალერგიულები არიან, ზოგიერთს კი სოიის რძის მიმართაც აქვთ ალერგია.
ბავშვთა კვებითი ალერგიების უმრავლესობის მსგავსად ეს დაავადებაც 95-99%-ში ასაკის მატებასთან ერთად თავისთავად იკურნება. 2 წლისთვის გამოვლინებები მცირდება, 5-6 წლისთვის კი მთლიანად ქრება.
მკურნალობის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სიცოცხლის პირველი წელია, მით უფრო თუ დედის რძე პატარას არ ყოფნის. როგორც უკვე აღნიშნეთ, სოიის რძეზე გადასვლა ზოგჯერ პრობლემას ვერ წყვეტს.
სადღეისოდ სამი სახის ნარევი არსებობს, სადაც ძროხის რძის ალერგიული პოტენციალი შემცირებულია. პირველ შემთხვევაში რძის ცილაა მოცილებული, მეორეში შრატი, მესამე კი პრაქტიკულად ამინომჟავებამდეა დაშლილი. ბავშვისთვის საუკეთესო ნარევის შერჩევა ხშირად ჭირს. ზოგი პირველს ითვისებს უკეთესად, ზოგი მეორეს და ზოგიც მესამეს.
თხის რძე წლამდე ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდებული არ არის.
თქვენ და თქვენს შვილს ყველაზე მძიმე პერიოდი უკვე გავლილი გაქვთ. ასეთ ბავშვებს ერთი წლის ასაკიდან ექიმები რძის ნაწამის რაციონში ნელ-ნელა დამატებას ურჩევენ. თუ გსურთ შეგიძლიათ თხის რძეც გაასინჯოთ. იქნებ თქვენი შვილი იმ უმცირესობას ეკუთვნის, მხოლოდ ძროხის რძეზე რომ აქვს ალერგია.
ალერგიისგან უნდა განვასხვავოთ რძის შაქრის აუტანლობა. ამ შემთხვევაში ორგანიზმს რძის შაქრის ლაქტოზას დამშლელი ფერმენტი აკლია. თუ დეფიციტი ძლიერი არ არის, მცირე ულუფებით რძის ნაწარმის მიცემა ამ შემთხვევაშიც შეიძლება. ისე უმჯობესია ხაჭო, ყველი, მაწონი შევთავაზოთ, ისინი უფრო ადვილი მოსანელებელია. ოღონდ ლაქტოზის აუტანლობა ფაღარათით, აირების დაგროვებით, მუცლის ყურყურით და ტკივილით ვლინდება და არა კვინკეს შეშუპებით. ეს უკანასკნელი ტიპიური ალერგიული რეაქციაა.
უკანასკნელი შემსწორებელი: the Editors. დრო: Thu Jun 04, 2009 2:58 pm. შესწორებათა საერთო რაოდენობა: 1
გამოგზავნილია: Thu Jun 11, 2009 9:50 pm წერილის სათაური: ღამის ენურეზი
გამარჯობა, 9 წლის ბიჭს, რომელიც კარგადაა განვითარებული და არ ახასიათებს არანაირი პრობლემა ამ მხრივ, კვლავ აღენიშნება ღამის ენურეზი. პერიოდულად ვასმევდით შემდეგ წამლებს: მეცეტამი,ვაგოსტაბილი, მელიბრამინი, ამინო 18, მაგრამ შედეგი არ აქვს. რას მირჩევდით ამ შემთხვევაში
გამოგზავნილია: Wed Jun 17, 2009 12:43 am წერილის სათაური: ენურეზი
რა იწვევს ენურეზს, მედიცინას ზუსტი და ერთმნიშვნელოვანი პასუხი ჯერ-ჯერობით არ აქვს. გამომწვევ ფაქტორებზე სხვადასხვა მოსაზრებები არსებოს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გენეტიკას. თუ ენურეზი ბავშვობაში რომელიმე მშობელს ან ახლო სისხლით ნათესავს ჰქონდა საკმაოდ დიდი ალბათობა, ბავშვსაც იგივე პათოლოგია გაუჩნდეს. სხვათა შორის ბავშვებიც ზუსტად იმავე ასაკში გადაეჩვევიან ხოლმე ღამით ჩასველებას, როცა ეს ნათესავი თუ მშობელი გადაეჩვია. მიზეზი ზოგჯერ შედარებით მცირე ზომის შარდის ბუშტია, ზოგჯერ ქვეცნობიერი ფსიქოლოგიური პროტესტის გამოხატვა და ა.შ. უფრო ხშირად ენურეზი ასაკის მატებასთან ერთად თავისთავად გაივლის.რაც შეეხება მედიკამენტებს, მათ ენურეზის მკურნალობაში ისევ იყენებენ, მაგრამ სამედიცინო ლიტერატურაც და სხვათა შორის ზოგიერთი ქართველი ნევროლოგიც მათ ეფექტურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ძალიან ხშირად წამლის შეწყვეტის შემდეგ ენურეზი კვლავ იჩენს ხოლმე თავს.
შედარებით იშვიათად ენურეზს ორგანული მიზეზებიც უდევს საფუძვლად. ამ შემთხვევაში ღამის ენურეზი სხვა დაავადების ერთ-ერთი გამოვლინებააა. ამიტომ მოდით პირველ რიგში დაგვიკონკრეტეთ, რამდენად ხშირად ისველებს ბავშვი (კვირაში რამდენი ღამეა სველი), ხომ არ დაიწყო ჩასველება რამდენიმეხნიანი მშრალი პერიოდის შემდეგ, ხომ არ აქვს გახშირებული ან უნებლიე შარდვა, ხომ არ უჩივის ბავშვი ტკივილს, გაძლიერებულ წყურვილს, ღამით ხომ არ ხვრინავს? გაგიკვირდებათ და ხომ არ გაქვთ ტონზილების ან ადენოიდების პრობლემა? ხომ არ გაგიკეთებიათ ბავშვისთვის შარდის საერთო ანალიზი და როგორი იყო მისი შედეგი?
თუ ორგანული მიზეზები გამორიცხულია, თუ გისაუბრიათ ბავშვთან მისი პრობლემის შესახებ? ჩასველების შემდეგ სჯით? როგორ ცდილობთ მის დახმარებას?
ვფიქრობ ამ რამდენიმე შეკითხვაზე პასუხის შემდეგ შევძლებთ უფრო კონკრეტული რჩევა მოგცეთ.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ჟურნალ ”ავერსის” 2008 წლის ივლისის ნომერი მოიძიოთ, სადაც ამ თემას საკმაოდ ვრცელი მასალა ეძღვნება.
გამოგზავნილია: Sun Jun 21, 2009 11:40 pm წერილის სათაური:
თითქმის ყოველ ღამე ისველებს, ზოგჯერ ღამეში 2 -ჯერ ან 3-ჯერ.
ზაფხულში არის შემთხვევა 3-4 ღამე აქვს მშრალი ღამეები.
უნებლიე შარდვა არ აქვს, მხოლოდ ზამთარში თუ შესცივდება იცის ხოლმე ღამე ძილში.
როცა შია უჩივის მუცლის ტკივილს.
აქვს გაძლიერებული წყურვილი დღისით, ღამე-არა.
არ ხვრინავს, მხოლოდ ბორგავს, მოუსვენრადაც არის ზოგჯერ.
ავად იშვიათად ხდება, ადენოიდების და ტონზილებით არ ავადდება და არ აწუხებს.
შარდის საერთო ანალიზი კარგი ავქს.
არის ალეგიული კოღოს ნაკბენზე - უსივდება და უმაგრდება. სისხლში ეოზინოფილები აქვს მომატებული-18.
არის უჭმელი, ხილიდან მარტო ვაშლს ჭამს. ბოსტნეულიდან მხოლოს კიტრს.
ხორცეულიდან მარტო ძეხვს და სოსისს.
წვნიანებს საერთოდ არ ჭამს.
მის საკვებს ძირითადად წარმოადგენს კარტოფილი, ყველი, კარაქი, თაფლი, მაწონი, წიწიბურა და ტკბილეული.
ბავშვთან მისაუბრია ბევრჯერ მის მდგომარეობაზე. თვითონ ნერვიულობს, მე ვცდილობ დავაწყნარო. ადრე ვსჯიდი ხოლმე, მაგრამ ახლა პირიქით ვეუბნები რომ ეს არაფერია და მალე გაივლის. ყველანაირად ვცდილობ დავეხმარო.
ვასვი ბალახების ნაკრები, დამყავს ეკლესიაში მამა გაბრიელის საფლავზე. მის გვერდით ვარ ყვლანაირად. დიდხანს ეცვა პამპერსი, მერე ვაყენებდი ხოლმე, ეხლა მიჭირს გადაყენება, დამძიმდა 9.5 წლისაა და 42 კგ. ნიჭიერია განსაკუთრებით მათემატიკაში, ქართული უჭირს კითხვა და მოყოლა. ენები ინგლისური და რუსული თავისით ისწავლა. მაგრამ ძალიან ჯიუტია და ზოგჯერ გაუგონარი. მე(დედას) და მის ძმას გვქონდა ბავშვობაში ღამის ენურეზი, მაგრამ არა ამდენ ხანს. დაახლოებით 7-8 წლამდე. ბოლოს ნევრაპათოლოგმა დიაგნოზი დაუსვა: ნევროზული ენურეზი. მკურნალობამ კი შედეგი არ გამოიღო. ადვილად ღიზიანდება და ბ=ნერვიულობს.
გამოგზავნილია: Thu Jun 25, 2009 12:23 pm წერილის სათაური:
თეკლა
ნუ შეშინდებით, მაგრამ პირველ რიგში ბავშვთა ენდოკრინოლოგს მიმართეთ და შაქრიანი დიაბეტი გამორიცხეთ. ენურეზი ზოგჯერ ამ პათოლოგიის ერთ-ერთი პირველი გამოვლინებაა. აქვე გეტყვით, რომ დიაბეტის დროს ბავშვები ჩასველებას მშრალი პერიოდის შემდეგ, ანუ უკვე გადაჩვეულები იწყებენ. ასე რომ, პასუხი სავარაუდოდ უარყოფითი იქნება, თუმცა სიფრთხილეს თავი არ სტკივა.
ენდოკრინოლოგთან ვიზიტისთვის კიდევ ერთი სერიოზული საფუძველი გაქვთ: ბავშვის წონა მნიშვნელოვნად აჭარბებს ასაკობრივ ნორმას, ვერც ბავშვის რაციონს დავარქმევთ ადეკვატურს. წონის კორექცია და ჯანსაღი კვების პრინციპების ათვისება ამ ასაკში უფრო ადვილია. სხვათა შორის, ჭარბ წონას ჯანმრთელობაზე ბევრად უფრო საზიანო გავლენა აქვს, ვიდრე ენურეზს. მნიშვნელოვნად ზრდის გულისა და სისხლძარღვთა პათოლოგიების (იგულისხმეთ ინფარქტი და ინსულტი) და დიაბეტი ტიპი2-ის განვითარების რისკს. ამ უკანასკნელს ადრე მოზრდილთა შაქრიან დიაბეტს ეძახდნენ, თუმცა სადღეისოდ მსგავს დიაგნოზს სულ უფრო და უფრო ხშირად მოზარდებში და ბავშვებშიც კი სვამენ.
ბავშვის ფიზიკურ აქტივობაზე არაფერი გითქვამთ. ვარჯიში ბავშვს წონის კორექციაშიც დაეხმარება და ენურეზის დაძლევაშიც. განსაკუთრებით კარგია ცურვა,
მას შემდეგ, რაც ენურეზის ორგანულ მიზეზს გამორიცხავთ, გირჩევთ ბავშვთა ფსიქოლოგს მიმართოთ. მისი დახმარებით ბავშვი პრობლემას უფრო ადვილად და ნაკლები ფსიქოლოგიური ტრავმით დაძლევს.
ენურეზი უნებლიე შარდვაა, ასე რომ ვერც ერთი ბავშვი მსოფლიოში ამას მშობლების გასაბრაზებლად ვერ ჩაიდენს, ამიტომაც დასჯა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.
ენურეზის მკურნალობის ერთ-ერთ წარმატებულ მეთოდად ითვლება სპეციალური მოწყობილობის გამოყენება. ეს არის სპეციალური ზარი, რომელიც თეთრეულზე მაგრდება და შარდის პირველივე წვეთებზე ზარს რეკავს. ბავშვს აქვს დრო გაიღვიძოს, შარდი შეიკავოს და ტუალეტში გასვლა მოასწროს. მკურნალობის პროცესი რამდენიმე კვირასაც მოიცავს, თუმცა შედეგი ჩვეულებრივ კარგი და მყარია.
გამოგზავნილია: Wed Mar 03, 2010 10:53 pm წერილის სათაური:
გამარჯობა, მაინტერესებს მეორე აცრის გადავადება თუ შეიძლება, ბავშვი გამიცივდა და დაახლოებით 1 თვე და 10 დღე გამოგვდის შუალედი, ინფარიქს ჰექსათი ვცრი და კიდევ მაინტერესებს კალცის მიცემა აუცილებელია თუ არა, ერთი ექიმი მეუბნება აუცილებლად მიეციო, ცოტას ოფლიანობს და თან ზამთრის ბავშვიაო, მეორე მეუბნება არ მისცე ყიფლიბანდი აქვს პატარა და შეეკვრებაო, 4 თვის არის ბავშვი და თქვენ რას მირჩევთ?
ამ განყოფილებაში თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა ამ განყოფილებაში თქვენ არ შეგიძლიათ, თემებზე პასუხის გაცემა ამ განყოფილებაში თქვენ არ შეგიძლიათ საკუთარი წერილების რედაქტირება ამ განყოფილებაში თქვენ არ შეგიძლიათ საკუთარი წერილების წაშლა ამ განყოფილებაში თქვენ არ შეგიძლიათ ხმის მიცემა კენჭისყრისას