ნევიგრამონი 0.5გ #56კაფს

ნევიგრამონი 0.5გ #56კაფს

0.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნაფტირიდინის ნაწარმები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ნალიდიქსის მჟ
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 828
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ნევიგრამონი
(NEVIGRAMON)

პრეპარატის სავაჭრო დასახელება:
ნევიგრამონი

საერთაშორისო არადაპატენტებული დასახელება:

ნალიდიქსის მჟავა

ქიმიური დასახელება: 1-ეთილ-1,4-დიჰიდრო-7მეთილ-4-ოქსო-1,8-ნაფტირიდინ-3-კარბონმჟავა

შედმაგენილობა:

ნალიდიქსის მჟავა 500 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
- სილიციუმის ჰიდროფილური კოლოიდური დიოქსიდი
- სტეარინი
- ქინოლინის ყვითელი
- სანსეტი ყვითელი
- ტიტანის დიოქსიდი
- ჟელატინი

აღწერილობა:

მოყვითალო-თეთრი გრანულატი კაფსულაში, რომლის ორივე ნაწილი შეფერილია ყვითლად.

ფარმაკოთერაპიული  ჯგუფი :
ფარმაკოლოგიური მოქმედება :
ანტიმიკრობული პრეპარატი, ქინოლონების ჯგუფიდან. ეფექტურია გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების  მიმართ (E. coli, Enterobacter spp, salmonella spp, Shigella spp, Proteus,Klebsiella spp.). მოქმედებს ბაქტერიოციდურად ან ბაქტერიოსტატურად, გამომწვევის მგრძნობელობის და კონცენტრაციის შესაბამისად. პრეპარატი მგრძნობიარეა იმ  მიკროორგანიზმების  შტამების მიმართაც, რომლებიც მდგარადნი  არიან ანტიბიოტიკებისა და სულფანილამიდების მიმართ. Pseudomonas aeruginosa,  გრამდადებითი ბაქტერიები და  ანაერობები, როგორც წესი, მდგრადნი არიან ნალიდიქსის მჟავას მიმართ.

ჩვენება :
პიელონეფრიტი, ცისტიტი, ურეთრიტი, პროსტატიტი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციები, ქოლეცისტიტი და სხვა ინფექციები, გამოწვეული პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით. თირკმლებზე, შარდსაწვეთზე და შარდის ბუშტზე ქირურგიული ჩარევის შემდგომი ინფექციური გართულებების პროფილაქტიკა.

უკუჩვენება:

ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევები, ეპილეფსია, ცერებრული ათეროსკლეროზის მძიმე ფორმა, ფეხმძიმობის  პირველი ტრიმესტრი, 2 წლამდე ასაკი, ნალიდიქსის მჟავას მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

გვერდითი ეფექტები :

შესაძლებელია-ღებინება, გულისრევა, დიარეა, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში. იშვიათად - კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, ქოლესტაზი, მოთენთილობა, თავის ტკივილი, მხედველობის დარღვევა, მიალგია, ალერგიული რეაქცია (კანზე  გამონაყარი, ქავილი, კვინკეს შეშუპება)
განსაკუთრებულ შემთხვევაში,  მკურნალობის ხანგძლივი კურსის დროს შესაძლებელია თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ჰემოლიზური ანემია, ფოტოსენსიბილიზაცია, კრუნჩხვა.

მიღების წესი და დოზირება :

1გ. 4-ჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში. 7 დღეზე ხანგძლივი გამოყენებისას დასაშვებია დოზის შემცირება 500 მგ-მდე 4-ჯერ დღეში.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება:

არ არის რეკომენდებული მისი ერთდროულად დანიშვნა ნიტროფურანის წარმოებულებთან, არაპირდაპირ ანტიკოაგულანტებთან. პრეპარატმა შეიძლება გამოწვიოს ცნს-ზე დამთგრუნველი მოქმედება, განსაკუთრებით ალკოჰოლთან და ცნს-ის დამთგრუნველ საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას. პრეპარატის მიღების ფონზე  შარდში გლუკოზის აღმომჩენი ცრუ დადებითი რეაქციაა მოსალოდნელი.

გამოცემის ფორმა :

500-მგ-იანი კაფსულები
56 კაფსულა პლასტიკურ ფლაკონში

ვარგისიანობის ვადა :

5 წელი

შენახვის პირობები :
B  სია
ინახება ოოთახის ტემპერატურაზე (15-25°C) სინათლისაგან დაცულ ადგილზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას

აფთიაქიდან გაცემა :

გაიცემა ექიმის რეცეპტით.

მწარმოებელი:

სს ”ხინოინი” 
ფარმაცევტული და ქიმიური პროდუქტების ქარხანა.
ბუდაპეშტი, უნგრეთი (მისამართი: Tó utca 1-5   1045 Budapest)

თბილისი (0 აფთიაქი)

რეგიონი (0 აფთიაქი)