ვურდონი 50მგ #10 სუპოზ
გააზიარე:
ვურდონი
საერთაშორისო დასახელება: DICLOFENAC
მწარმოებელი: HELP PHARMACEUTICALS, საბერძნეთი
მოქმედი ნივთიერება: დიკლოფენაკი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.
1 ტაბ.
დიკლოფენაკ ნატრიუმი ............ 25 მგ
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 20 და 100 ც.
1 ტაბ.
დიკლოფენაკ ნატრიუმი .................. 50 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზა, სახამებელი, პოლივიდონი, მაგნიუმის სტეარატი, Eudragit L.
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც. 1 ტაბ.
დიკლოფენაკ ნატრიუმი .................. 100 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
სუკროზა, ცეტოსტეარილის ალკოჰოლი, პოლივიდონი, აეროზილი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.
გარსი: Opadry Y-1-7000, iron oxide(red) E172
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ვურდონს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ხასიათდება ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი ეფექტით.
ჩვენებები:
- ქრონიკული ანთებითი ართროპათია (რევმატიული ართრიტი, ანკილოზური სპონდილიტი, ფსორიაზული ართრიტი);
- პერიფერიული სახსრების და ხერხემლის დეგენერაციული ართროპათია, პოდაგრისა და ფსევდოპოდაგრის მწვავე შეტევა;
- მტკივნეული ექსტრა-არტიკულარული მუსკულო-სკელეტური სინდრომები (პერიართრიტი, ტენდინიტი, ტრავმული დაზიანება) პირველადი დისმენორეა.
მიღების წესი და დოზირება:
ინდივიდუალურია, მაქსიმალური რეკომენდებული ერთჯერადი დოზა 100 მგ, მაქსიმალური დღეღამური დოზაა 150 მგ, რომელიც იყოფა 2-3 მიღებაზე. ხანგრძლივ მკურნალობის დროს ჩვეულებრივ გამოიყენება 75-100 მგ დღეში.
პირველადი დისმენორეის დროს დღიური დოზა ინდივიდუალურია - 50-150 მგ
ჩვეულებრივი საწყისი დოზა 50-100 მგ, რამდენიმე ციკლის შემდეგ დოზა შეიძლება გაიზარდოს მაქსიმუმამდე დღეში - 150 მგ-ის ოდენობით. მკურნალობა იწყება დაავადების პირველივე სიმპტომების გამოვლენისას და გრძელდება სიმპტომების გაქრობის შემდეგ რამოდენიმე დღის განმავლობაში.
ვურდონის მაღალი დოზები არ არის რეკომენდებული ბავშვებისათვის.
გვერდითი მოვლენები:
გასტროინტესტინური სისტემა: ტკივილი ეპიგასტრიუმში, სხვა გასტროინტესტინური დარღვევები (გულისრევა, დიარეა, ყაბზობა და ა.შ.), იშვიათად აღინიშნება:გასტროინტესტინური ჰემორაგია, კუჭის წყლული და მისი პერფორაცია, ჰემორაგიული კოლიტი.
ცნს-ის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უძილობა, ვიზუალური დარღვევები (მხედველობის დაბინდვა, დიპლოპია), გაღიზიანება.
კანის მხრივ: კანზე გამონაყარი, იშვიათად ურტიკარია, ეგზემა, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ლაიელის სინდრომი, ალოპეცია, ფოტოსენსიტიური რეაქციები.
თირკმელების მხრივ: თირკმელების უკმარისობა, ჰემატურია, ინტერსტიციული ნეფრიტი, ნეფროზული სინდრომი.
ღვიძლის მხრივ: ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მიზეზია ჰეპატიტი სიყვითლით ან მის გარეშე.
სისხლის მხრივ: ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, ჰემოლიზური ანემია, აპლასტური ანემია.
სხვა სისტემების მხრივ: შეშუპება (ბრონქოსპაზმი, სისტემური ანაფილაქსიური: ანაფილაქტოიდური რეაქციები, ჰიპოტენზია), უფრო იშვიათად აღინიშნება ჰემორაგიული დიათეზი, ტაქიკარდია, ჰიპერჰიდროზი.
უკუჩვენებები:
*მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტისადმი;
*კუჭის ან 12-გოჯა ნაწლავის წყლული, ასთმის, ურტიკარიის ან მწვავე რინიტის დროს, რომელიც გამწვავებულია აცეტილსალიცილის მჟავით ან არასტეოდული ანთების საწინააღმდეო სხვა საშუალების გამოყენებით;
*თუ გამოყენებულია სხვა ანთების საწინააღმდეგო საშუალება;
*თუ აღინიშნება სისხლის რომელიმე დაავადება ან ღვიძლის და თირკმელების მძიმე უკმარისობა.
განსაკუთრებული მითითებები:
-ხანდაზმულებში, თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას დოზა უნდა შემცირდეს.
-პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ კუჭის წყლულის გამწვავება ან გასტროინტესტინური ჰემორაგია მკურნალობის დროს, აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
-პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივად მკურნალობენ ვურდონით, აუცილებლად საჭიროა მათთვის პერიოდულად ჰემატოლოგიური და ბიოქიმიური ანალიზის ჩატარება.
-ვურდონის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულებსა და 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
-ვურდონის გამოყენების დროს შეიძლება აღინიშნებოდეს თავბრუსხვევა, როგორც გვერდითი ეფექტი, ამიტომ საჭიროა ტრანსპორტის მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის შეწყვეტა.
ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირების დროს აუცილებელია სწრაფი სიმპტომური მკურნალობა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
-ვურდონისა და კუმარინის ტიპის ანტიკოაგულანტების (ვარფარინის), სულფინალშარდოვანას, სულფანილამიდების, ასპირინისა და სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების ერდროული მიღებისას იზრდება გვერდითი მოვლენების რისკი.
-ვურდონის ლითიუმთან, დიგოქსინთან ან მეტოტრექსატთან კომბინირებისას, იზრდება ლითიუმის, დიგოქსინის ან მეტოტრექსატის კონცენტრაცია პლაზმაში.
-ვურდონის და დიურეზული საშუალებების კომბინირებისას მცირდება დიურეზულების ეფექტი;
-როდესაც გამოყენებულია ვურდონი ანტიკოაგულანტებთან კომბინაციაში, აუცილებელია ლაბორატორიული მონიტორინგი, რადგანაც ვურდონის მაღალმა დოზებმა (200 მგ) შეიძლება გამოიწვიოს თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირება.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე.
თბილისი (72 აფთიაქი)
236-57-55
236-21-78
რეგიონი (54 აფთიაქი)
33-71
(+995 353) 22-21-62
2-506-506 (3373)
0322506506 (3386)
2-506-506 (3480)
2-506-506 (3204)
0322506506 (3208)
(+995 354) 22-39-00
(+995 351) 24-34-78
2-506-506 (3392)
577 006 790
2-506-506 (3485)
0322506506 (3489)
0322 506056 (3454)
2-506-506 (3209)
0322 900 800 (3486)
2-506-506 (3488)
2-506-506 (3801)
0322 506 506(3511)
2-506-506 (3481)
2-506-506 (3207)
(+995 357) 22-24-05
(+995 370) 27-96-47
(+995 370) 27-96-46
(+995 370) 27-99-65
2 506-506 (3226)
(+995 371) 22-24-55
(+995 369) 23-16-94
0322506506 (3231)
2-506-506 (3468)
(+995 365) 22-13-32
(+995 365) 22-12-02
2-506-506 (3463)
2-506-506 (3465)
(+995 322) 36-84-37
(+995 367) 22-33-31
2-506-506 (3427)
0322506506 (3441)
(+995 422) 24-80-28
577 00 67 14 (3410)
2-506-506 (3415)
0322 506506 (3420)
0322506506 (3444)
2-506-506 (3442)