ადაპტოლი 300მგ #20ტ

ადაპტოლი 300მგ #20ტ

21.35 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ტრანკვილიზატორები
ქვეყანა: საქართველო
მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: მებიკარი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 26984
გააზიარე:

ადაპტოლი
(ADAPTOL)


ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: 2.4.6.8-ტეტრამეთილ-2.4.6.8-ტეტრააზაბიციკლო(3.3.0)ოქტანდიონი-3.7;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, მრგვალი ფორმის, ბრტყელი ზედაპირის მქონე, შემოუგარსავი ტაბლეტები ნაზოლითა და ჭდით;
შემადგენლობა:
1 შემოუგარსავი ტაბლეტი შეიცავს:
მებიკარს – 300 მგ ან 500 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მეთილცელულოზა, კალციუმის სტეარატი.

გამოშვების ფორმა:
შემოუგარსავი ტაბლეტები, 300 მგ ან 500 მგ.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანქსიოლიზური საშუალება (ტრანქვილიზატორი). ათქ-კოდი: N05B.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ადაპტოლი-ავერსი წარმოადგენს ანქსიოლიზურ საშუალებას, რომელიც მოქმედებს ლიმბო-რეტიკულურ კომპლექსში შემავალი სტრუქტურების აქტივობაზე, კერძოდ, ჰიპოთალამუსის ემოციოგენურ ზონებზე. იგი ახდენს ნეირომედიატორული (გამა-ამინოერბომჟავა, ქოლინ-, სეროტონინ- და ადრენერგული) სისტემების ბალანსირებას, ხელს უწყობს ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციების ინტეგრაციას, მათ შორის ფსიქიკური ფუნქციების, ასევე ემოციური მდგომარეობის ნორმალიზებას. პრეპარატი ხსნის ან ასუსტებს მოუსვენრობას, მღელვარებას, შიშს, შინაგან ემოციურ დაძაბულობასა და გაღიზიანებას. ადაპტოლი-ავერსის დამამშვიდებელი მოქმედება არ იწვევს მიორელაქსაციასა და მოძრაობის კოორდინაციის დარღვევას. შესაძლებელია პრეპარატის გამოყენება სამუშაო დღის განმავლობაში (“დღის ტრანქვილიზატორი”), რადგან მას არ ახასიათებს გონებრივი ან ფიზიკური აქტივობის დაქვეითება. პრეპარატს არ გააჩნია საძილე ეფექტი, თუმცა იგი აძლიერებს საძილე საშუალებების მოქმედებას და არეგულირებს ძილს მისი დარღვევის შემთხვევაში. პრეპარატის გამოყენებისას არ აღინიშნება ეიფორიის ან ამაღლებული განწყობილების ჩამოყალიბება. ადაპტოლი-ავერსი ხსნის ან ამსუბუქებს ნიკოტინით გამოწვეულ აბსტინენციას.
დამამშვიდებელი მოქმედების გარდა პრეპარატი ავლენს ნოოტროპულ მოქმედებას. კლინიკური კვლევებით დადგენილია, რომ პრეპარატის აქტიური მოქმედი ნივთიერება ზრდის აზროვნების სისწრაფესა და ლოგიკურობას, ხელს უწყობს ყურადღების კონცენტრირებას, გონებრივი შრომისუნარიანობის მატებას. ამავე დროს იგი არ ასტიმულირებს პროდუქტიული ფსიქოპათოლოგიური დარღვევების სიმპტომატიკას (ბოდვა, პათოლოგიური ემოციური აქტივობა).
ადაპტოლი-ავერსს გააჩნია ანტიოქსიდანტური თვისებები, ამიტომ სხვადასხვა გენეზის ოქსიდანტური სტრესის დროს იგი მოქმედებს როგორც მემბრანომასტაბილიზებელი, ადაპტოგენური და ცერებროპროტექტორული საშუალება.      

ფარმაკოკინეტიკა:
ადაპტოლი-ავერსი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ბიოშეღწევადობა შეადგენს 70-80%-ს. მიღებული დოზის 40% უკავშირდება ერითროციტებს. დანარჩენი ნაწილი პლაზმაში იმყოფება თავისუფალი სახით, რის გამოც პრეპარატის მოქმედი ნივთიერება შეუფერხებლად ვრცელდება ორგანიზმში და თავისუფლად გადის უჯრედულ მემბრანებს. მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში მიიღწევა 30 წთ-ის შემდეგ და მისი მაღალი დონის შენარჩუნება ხდება 3-4 სთ-ის განმავლობაში, შემდეგ იგი თანდათანობით მცირდება. მიღებული დოზის 55-70% გამოიყოფა შარდთან ერთად, დანარჩენი – ფეკალურ მასებთან ერთად უცვლელი სახით დღე-ღამის განმავლობაში.
პრეპარატის მოქმედი ნივთიერება ორგანიზმში არ მეტაბოლიზდება და არ გროვდება.

ჩვენება:
• ნევროზები და ნევროზის მსგავსი მდგომარეობები, რომლებიც მიმდინარეობს გაღიზიანებით, ემოციური არამდგრადობით, მღელვარებითა და შიშით;
• ნეიროლეფსიური საშუალებებისა და ტრანქვილიზატორების ამტანობის გაუმჯობესება მათ მიერ გამოწვეული სომატოვეგეტატიური და ნევროლოგიური გვერდითი მოვლენების კუპირების მიზნით;
• სხვადასხვა გენეზის კარდიალგია (რომელიც არ არის დაკავშირებული გულის იშემიურ დაავადებასთან);
• ნიკოტინისადმი დამოკიდებულება (კომპლექსური მკურნალობის შემადგენლობაში).

მიღების წესი და დოზირება:
ადაპტოლი-ავერსი მიიღება პერორალურად 300-500 მგ 2-3-ჯერ დღეში. მაქსიმალური ერთჯერადი დოზა შეადგენს 3 გ-ს, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – 10 გ-ს. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს რამდენიმე დღიდან 2-3 თვემდე. ნიკოტინისადმი დამოკიდებულების მკურნალობისას ინიშნება 600-900 მგ 3-ჯერ დღეში, 5-6 კვირის განმავლობაში. შეჩვევა და მოხსნის სინდრომი ადაპტოლი-ავერსის მიმართ არ ვითარდება.
პრეპარატის მიღება საკვების მიღებაზე დამოკიდებული არ არის.
პრეპარატის მორიგი დოზის გამოტოვების შემთხვევაში მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ადრე დანიშნული დოზით, გამოტოვებული დოზის დამატებითი მიღების გარეშე.   
აუცილებლობისას საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

გვერდითი მოვლენები:
ადაპტოლი-ავერსი ხასიათდება კარგი ამტანობით. პრეპარატის მაღალი დოზით მიღებისას შესაძლებელია ალერგიული რეაქციების (მაგ., კანის ქავილი) ან დისპეფსიური მოვლენების განვითარება. ამ შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა. შესაძლებელია განვითარდეს არტერიული წნევის ხანმოკლე დაქვეითება და ჰიპოთერმია, რომლებიც თავისთავად ნორმალიზდება, ასევე სისუსტე, თავბრუსხვევა.
  
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა მებიკარის ან პრეპარატის შემადგენელი სხვა კომპონენტების მიმართ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
შესაძლებელია ადაპტოლი-ავერსის გამოყენება სხვა ტრანქვილიზატორებთან (ბენზოდიაზეპინის ჯგუფის), ანტიდეპრესანტებთან, ფსიქოსტიმულატორებთან, საძილე და ნეიროლეფსიურ საშუალებებთან.

ჰიპერდოზირება:
ადაპტოლი-ავერსი ნაკლებად ტოქსიკური პრეპარატია. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ტარდება დეზინტოქსიკაციური თერაპია. 

ორსულობა და ლაქტაცია:
სათანადო კლინიკური კვლევების არარსებობის გამო ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში ადაპტოლი-ავერსის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

გამოყენების თავისებურებები:
განსაკუთრებული მითითებები არ გააჩნია.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე არ აღინიშნება.

შეფუთვა:
10 ტაბლეტი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში, 2 კონტურული შეფუთვა მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:
ინახება 15-25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:
4 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა რეცეპტით.

მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).

მისამართი: 
საქართველო 0198, თბილისი, ჭირნახულის ქ.14.
www.aversi.ge

რეგიონი (32 აფთიაქი)