გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

სიახლეები

03.08.2016
ყოველ სამშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს 25%–მდე ფასდაკლება მედიკამენტებზე...

რელიფი ადვანსი 28.4გ მალ

Aversi No photo

სავაჭრო დასახელება
რელიფი ადვანსი.

სამკურნალწამლო ფორმა
რექტალური მალამო.

აღწერილობა
თეთრი ან მოყვითალო მალამო უცხო ნივთიერებების გარეშე.

შემადგენლობა
აქტიური ინგრედიენტები:
ბენზოკაინი 200მგ/გ, ზვიგენის ღვიძლის ცხიმი 30მგ/გ.
არააქტიური ინგრედიენტები: ღია ფერის მინერალური ზეთი, თეთრი ვაზელინი, პროპილენგლიკოლი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E218), პროპილპარა-ჰიდროქსიბენზოატი (E216), სორბიტანსტეარატი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ბუასილის და უკანა ტანის ნახეთქების ადგილობრივად სამკურნალო პრეპარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ბენზოკაინი – ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება, ავლენს ადგილობრივ ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას. არ გააჩნია რეზორბციული მოქმედება, არ იწვევს მიჩვევას.
ზვიგენის ღვიძლის ქონი ავლენს ადგილობრივ ანთების საწინააღმდეგო, ჭრილობის შემახორცებელ და იმუნომამოდულირებელ მოქმედებას.

მიღების ჩვენება:
გარე და შიდა ბუასილის, ნახეთქი, ეროზიების, ანორექტალური უბნის ნახეთქების და მიკროტრავმების სიმპტომური თერაპია; პოსტოპერაციულ პერიოდში, პაციენტებში რომელთაც ჩაუტარდათ პროქტოლოგიური ოპერაცია; გაუტკივარებისთვის სადიაგნოსტიკო მანიპულაციების დროს.

გამოყენების მეთოდი და დოზები
პრეპარატი გამოიყენება ჰიგიენური პროცედურების ჩატარების შემდეგ.
მოხსენით აპლიკატორს დამცავი თალფაქი, მიამაგრეთ აპლიკატორი ტუბს და გამოდევნეთ მალამოს მცირე რაოდენობა აპლიკატორის გასაპოხად. აპლიკატორის დახმარებით მალამო ფრთხილად იდება დაზიანებულ უბნებზე, გარედან ან უკანა ტანში, დღეში 4-ჯერამდე (დილით, ძილის წინ და ნაწლავთა ყველა მოქმედების შემდეგ). ყოველი გამოყენების შემდეგ აპლიკატორი კარგად გარეცხეთ და მოათავსეთ დამცავ თალფაქში. 12 წლამდე ბავშვებში – ექიმის მითითებით.

გვერდითი მოვლენები
იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია ალერგიული რეაქციები: წვა, ჰიპერემია, კანის გამონაყარი ანალურ მიდამოში.


უკუჩვენება
პრეპარატის ინგრედიენტების მიმართ მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა, თრომბოემბოლური დაავადება, გრანულოციტოპენია.

ჭარბი დოზირება
რეკომენდებული ერთჯერადი და სადღეღამისო დოზების მნიშვნელოვანი გადაჭარბების შემთხვევაში, შესაძლებელია ბენზოკაინის სისტემური აბსორბციის გაზრდა, რაც შეიძლება გამოვლინდეს კლინიკური სიმპტომებით ძილიანობის, მოუსვენრობის, აგზნების სახით; იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია კრუნჩხვები. ძალიან იშვიათად ბენზოკაინის მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს მეტჰემოგლობინემია, რომელიც ვლინდება სუნთქვის დარღვევებით და ციანოზით.
რეკომენდებული დოზების მნიშვნელოვანი გადაჭარბებისას ზვიგენის ღვიძლის ქონმა ზოგიერთ პაციენტში შეიძლება გამოიწვიოს სისხლის შედედების დაჩქარება.
ჭარბი დოზირების სიმპტომების გამოვლენისას აუცილებელია მკურნალი ექიმის კონსულტაცია.

განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები
უკანა ტანიდან ჭარბი სისხლიანი გამონადენის არსებობის ან პრეპარატის მიღებიდან 7 დღის შემდეგ, მკურნალობის უეფექტობის შემთხვევაში აუცილებელია პროქტოლოგის დამატებითი კონსულტაცია.
ექიმთან შეთანხმების გარეშე გამოყენება რეკომენდებული არ არის ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში. ექიმმა უნდა შეაფასოს სამურნალო საშუალების რისკი/სარგებლის შეფარდება ყოველ პაციენტში.
პრეპარატი გავლენას არ ახდენს ავტომობილის და მექანიზმების მართვაზე.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
არ შეიძლება პრეპარატის ერთობლივი გამოყენება მაო-ს ინჰიბიტორებთან, დეპრესიის საწინააღმდეგო და ჰიპოტენზიურ პრეპარატებთან ერთად.

შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა
2 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ.
შეფუთვა
28,4გ (1 oz) ტუბი. ტუბი აპლიკატორთან და ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

გაცემის პირობები
ურეცეპტოდ

განმცხადებელი/მწარმოებელი ფირმის დასახელება
ბაიერ კონსუმერ კერ აგ,
პეტერ-მერიან-შტრასსე 84, 4052 ბაზელი, შვეიცარია

ფამარ ს.ა.,
63, აგ. დიმიტრიუს ქ.., 17456 ალიმოსი, ათენი, საბერძნეთი

ზემოთ