ალმაგელი 170მლ ფლ

ალმაგელი 170მლ ფლ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ალუმინის ჰიდროქსიდი+მაგნიუმის ჰიდროქსიდი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 12
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ალმაგელი®
Almagel®


სუსპენზია შინაგანი მიღებისათვის
შემცველობა:
1 საზომი კოვზი (5 მლ) სუსპენზია შეიცავს: მოქმედი ნივთიერება:
ალუმინის ჰიდროქსიდი გელი 2.18 გ, 218 მგ ალუმინის ოქსიდის შესაბამისი
მაგნიუმის ჰიდროქსიდი პასტა 350 მგ, 75 მგ მაგნიუმის ოქსიდის შესაბამისი

დამხმარე ნივთიერებები: სორბიტოლი, ჰიდროქსიეთილცელულოზა, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, ლიმონის ზეთი, ეთილის სპირტი 96%, გასუფთავებული წყალი.

წამლის ფორმა: სუსპენზია შინაგანი მიღებისათვის

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტაციდური საშუალებები, ალუმინის ნაერთები A02AB 10
ალმაგელი® - პრეპარატი, რომელიც ამცირებს კუჭის წვენის მომატებულ მჟავიანობას. იგი წარმოადგენს ალუმინისა და მაგნიუმის ჰიდროქსიდების დაბალანსირებულ კომბინაციას, რომლებიც არახსნადია და თითქმის არ მიეწოდება ორგანიზმს. ალმაგელი® ახდენს ადგილობრივ მოქმედებას კუჭის ლორწოვან გარსზე, იცავს მას მჟავებისა და სხვა მავნე ნივთიერებებისა და საკვების გამაღიზიანებელი მოქმედებისაგან, ამცირებს პეფსინის აქტივობას. პრეპარატი ამცირებს მომატებულ მჟავიანობას საყლაპავ მილში. ახდენს ანტებსაწინააღმდეგო და წებოვან მოქმედებას საყლაპავის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვან გარსზე. დამხმარე ნივთიერებას სორბიტოლს გააჩნია ზომიერი ნაღველმდენი მოქმედება, ასევე ზომიერი გამხსნელი ეფექტი.

ჩვენებები:
•    საკვებგადამამუშავებელი ტრაქტის (საყლაპავი მილი, კუჭი და თორმეტგოჯა ნაწლავი) ზედა ნაწილების ლორწოვანი გარსის მწვავე და ქრონიკული ანთებების ანტებსაწინააღმდეგო მკურნალობა.
•    საყლაპავის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებებისას – ეზოფაგიტები, თიაქარი, მწვავე და ქრონიკული გასტრიტი და გასტროდუოდენიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ოპერაციის შემდეგ კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება - მომატებული კუჭის მჟავიანობის (ჰიპერქლორჰიდრილის) მდგომარეობათა სიმპტომატური ანტაციდური მკურნალობა.
•    როგორც პროფილაქტიკური საშუალება ზოგიერთი დანიშნული სამკურნალო საშუალებების გამაღიზიანებელი და ულცეროგენული მოქმედების შესამცირებლად საყლაპავის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვან გარსზე.

სამკურნალო საშუალების სწორი გამოყენებისათვის აუცილებელი ინფორმაცია
უკუჩვენებები: ალმაგელის გამოყენება რეკომენდებული არ არის პრეპარატთა აუტანლობისას, რომლებიც შეიცავენ ალუმინსა და მაგნიუმს, მძიმე ყაბზობისას, ალცჰეიმერის დაავადებისას, მწვავე ბრმა ნაწლავზე ეჭვის არსებობისას, წყლულოვანი კოლიტის არსებობისას, ნაწლავზე ოპერაციების შემდეგ, ქრონიკული ფაღარათისას, ჰემოროისას, თირკმლის უკმარისობისას.  

სიფრთხილე გამოყენებისას: მკურნალობის დაწყებამდე შეატყობინეთ მკურნალ ექიმს, თუ რაიმე თანმხლები დაავადებები გაგაჩნიათ!
ალმაგელის გამოყენება არ შეიძლება 10 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში ამ სამკურნალო ფორმის დოზირების სისწორის დაცვის შეუძლებლობის გამო.
უფრო ხანგრძლივი გამოყენებისას (2 კვირაზე მეტი) აუცილებელია ექიმის რეგულარული კონტროლი.

ურთიერთმოქმედება სამკურნალო საშუალებებთან: აუცილებლად აცნობეთ მკურნალ ექიმს, რომ თქვენ სარგებლობთ რაიმე სხვა პრეპარატებით!
რეკომენდებულია სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება 1-2 საათით ადრე ალმაგელის მიღებამდე ან მის შემდეგ.
ალმაგელი ამცირებს კუჭის წვენის მჟავიანობას და ამან შესაძლოა გავლენა მოახდონოს სამკურნალო საშუალებათა დიდი რაოდენობის მოქმედებაზე ერთდროული მიღებისას.
ალმაგელი ამცირებს რეზერპინის, ციმეტიდინის, რანიტიდინის, რკინის მარილების, ლითიუმის, ქიმიდინის, მექსილეთინის პრეპარატების, ფენოთიაზინური პრეპარატების, ტეტრაციკლინური რიგის ანტიბიოტიკების, ციპროფლოქსაცინის, იზონიაზიდისა და კეტოკონაზოლის სამკურნალო მოქმედებას. ალმაგელი ამცირებს კუჭის სეკრეციის დონეს და ამგვარად შეუძლია გავლენა მოახდინოს კუჭის წვენის მჟავიანობის ფუნქციონალური კვლევის შედეგებზე.

განსაკუთრებული მითითებები:
ხანდაზმული ასაკის ავადმყოფების მიერ ხანგრძლივი მიღებისას შესაძლებელია ძვლებისა და სახსრების არსებული დაავადებების გაუარესება.
ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება 5-6 დღეზე მეტ ხანს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
პრეპარატის გამოყენება ორსულთა ტოქსიკოზის დროს რეკომენდებული არ არის.
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ეთანოლი არის იმ რაოდენობით, რომელსაც არ ძალუძს გავლენა მოახდინოს ავტომობილის მართვისა და ტექნიკით სარგებლობის უნარზე რეკომენდებული დღე-ღამის დოზების მიღებისას.
მონაცემები დამხმარე ნივთიერებების შესახებ: ალმაგელი არ შეიცავს შაქარს და მისი მიღება დიაბეტიკებსაც შეუძლიათ.
პრეპარატი შეიცავს სორბიტოლს, რომელიც უკუნაჩვენებია ფრუქტოზას თანდაყოლილი აუტანლობისას, ვინაიდან შესაძლოა გამოიწვიოს ნაწლავის გაღიზიანება და ფაღარათი.
ალმაგელი შეიცავს პარაბენებს, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ გამონაყარი კანზე და ქავილი, ხოლო იშვიათ შემთხვევებში ბრონქების ალერგიული სპაზმი და ხუთვა.
ალმაგელს შეუძლია გავლენა მოახდინოს ზოგიერთ ლაბორატორიული და ფუნქციონალური გამოკვლევებისა და ტესტების შედეგებზე: იგი ამცირებს კუჭის სეკრეციის დონეს მისი მჟავიანობის განსაზღვრისას; არღვევს დივერტიკულების ვიზუალიზაციისა და ძვლების სცინტიგრაფიის ტესტს ტექნეციის (თც99) მეშვეობით; ზომიერად და ხანმოკლე დროით ზრდის გასტრინის შრატისმიერ დონეს, ზრდის ფოსფორის, pH შრატის და შარდის შრატისმიერ დონეს.

გამოყენების წესი და დოზირება
საკვებგადამამუშავებელი ტრაქტის ზედა ნაწილების ლორწოვან გარსებზე ანთებსაწინააღმდეგო მოქმედების მისაღწევად პრეპარატი მიიღება 10-15 წუთით ადრე ჭამამდე.
უფროსებსა და 15 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში – 5-10 მლ (1-2 საზომი კოვზი) 3-ჯერ დღეში. საჭიროების შემთხვევაში ერთჯერადი დოზის გაზრდა შეიძლება 15 მლ-მდე (3 საზომი კოვზი).
10-დან 15 წლამდე ბავშვებში ნიშნავენ უფროსებისათვის რეკომენდებული დოზის ნახევარს.
პრეპარატის მიღების შემდეგ 15 წუთის განმავლობაში წყლის დალევა სასურველი არ არის.
•    სიმფტომატური მჟავასაწინააღმდეგო მოქმედების მისაღწევად ალმაგელს იღებენ იმავე ერთჯერად და დღე-ღამის დოზებში, მაგრამ ჩვეულებრივ 45-60 წუთში საკვების მიღების შემდეგ და საღამოს ძილის წინ. მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 15-20 დღეს.
•    პროფილაქტიკისათვის – 5-15 მლ 15 წუთით ადრე იმ წამლების ყოველი მიღების წინ, რომლებიც აღიზიანებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, მაგრამ არაუმეტეს 10-12 დღისა.
გამოყენების წინ სუსპენზია უნდა იქნეს ჰომოგენიზირებული ფლაკონის შენჯღრევის მეშვეობით!

ჭარბი დოზა
ერთხელ ჭარბი დოზის მიღებისას (დოზის მიღება, რომელიც ბევრად აღემატება ექიმის მიერ დანიშნულს) არ აღინიშნება ჭარბი დოზის სხვა ნიშნები გარდა ყაბზობისა, მეტეორიზმისა, რკინის გემოს შეგრძნებისა.
უფრო დიდი დოზების ხანგრძლივად მიღებისას შესაძლებელია თირკმელებში ქვების წარმოქმნა, მძიმე ყაბზობის გამოვლინება, ძილიანობა, მაგნიუმის დონის მომატება სისხლში.
ასევე შესაძლებელია გამოვლინდეს მეტაბოლური ალკალოზის ნიშნები: ხასიათის ან გონებრივი აქტივობის შეცვლა, კუნთების დაბუჟება ან ტკივილი, ნერვიულობა და სწრაფი დაღლილობა, სუნთქვის შენელება, უსიამოვნო გემოს შეგრძნება.
თუ შეამჩნევთ ამდაგვარ სიმპტომებს, მიმართეთ ექიმს დოზის შესამცირებლად ან მკურნალობის შესაწყვეტად.

გვერდითი ეფექტები: ალმაგელი კარგად აიტანება. შესაძლებელია გამოვლინდეს ყაბზობა, ღებინება, გულისრევა, კუჭის სპაზმები, გემოს შეგრძნების შეცვლა; ადგილობრივი და ზოგადი ტიპის ალერგიული რეაქციები. ავადმყოფებში თირკმლის უკმარისობით და დიალიზზე მყოფ ავადმყოფებში ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ნეიროტოქსიკურობის გამოვლინებები (ხასიათისა და გონებრივი აქტივობის შეცვლა).
თუ აგეღნიშნათ რაიმე გვერდითი მოვლენები ან უჩვეულო რეაქციები, გთხოვთ, შეუთანხმდით თქვენს ექიმს შემდგომი მკურნალობის შესახებ!

ვარგისიანობის ვადა: 2 (ორი) წელი.
არ მიიღოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ!

შენახვის პირობები: სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
არ გაყინოთ!
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

აფთიაქიდან გაცემის პირობები: ურეცეპტოდ.

მწარმოებლის დასახელება და მისამართი:
ბალკანფარმა-ტროიანი ად. ბულგარეთი
5600, ქ. ტროიანი, კრაირეჩნას ქ. #1.

თბილისი (0 აფთიაქი)

რეგიონი (0 აფთიაქი)