“ლევომეკოლის ” მალამო


შემადგენლობა:
ლევომიცეტინი-0.75გ, მეთილურაცილი-4გ და ფუძის კომპონენტები.

პრეპარატი წარმოადგენს თეთრ ან მოთეთრო- მოყვითალო ფერის მალამოს.

ფორმა:
მალამო

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო საშუალება

ფარმაკოლოგიური თვისებები:
“ლევომეკოლის” მალამო ხასიათდება ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო (დეჰიდრატაციული) მოქმედებით. იგი აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების-სტაფილოკოკების, ლურჯ-მწვანე და ნაწლავის ჩხირების  მიმართ. პრეპარატი ბიოლოგიური მემბრანების გაღიზიანების გარეშე ადვილად აღწევს ქსოვილების სიღრმეში. ჩირქისა და ნეკროზული ქსოვილების არსებობისას შენარჩუნებულია პრეპარატის ანტიბაქტერიული მოქმედება.
პრეპარატის შემადგენლობაში არსებული პოლიეთილენგლიკოლის დეჰიდრატაციული მოქმედება ათჯერ აღემატება ნატრიუმის ქლორიდის ჰიპერტონული ხსნარის მოქმედებას.

ჩვენება:
“ლევომეკოლის” მალამოს იყენებენ ჩირქოვანი ჭრილობების, ინფიცირებული შერეული ფლორის (სტაფილოკოკების, ლურჯ-მწვანე და ნაწლავის ჩხირის ჩათვლით), ჭრილობების პირველი (ჩირქოვან-ნეკროზული) ფაზის ადგილობრივად სამკურნალოდ.

წინააღმდეგჩვენება:
ლევომიცეტინის  მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

გვერდითი მოვლენები:
ალერგიული რეაქცია კანზე გამონაყარის სახით, რომელიც დაკავშირებულია ორგანიზმის მომატებული მგრძნობელობით ლევომიცეტინის მიმართ.
აღნიშნულ შემთხვევაში  საჭიროა პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა და მადესენსიბილიზირებელი  მკურნალობის ჩატარება.

მიღების წესი და დოზირება:
“ლევომეკოლის” მალამოთი წარმოებს სტერილური დოლბანდის გაჯღენთვა, რომლითაც ავსებენ ჭრილობას მისი სტანდარტული დამუშავების შემდგომ (ნეკროზული ქსოვილების მექანიკური მოშორება, წყალბადის ზეჟანგის ხსნარით ჭრილობის დამუშავება). შესაძლებელია პრეპარატის შეყვანა ჩირქოვან ღრუებში ზონდით (დრენაჟის მილი) შპრიცის საშუალებით. აღნიშნულ შემთხვევებში საჭიროა “ლევომეკოლის” შეთბობა 35-36°C-მდე. ნახვევების დადება ხდება ყოველდღიურად ჩირქოვან-ნეკროზული მასისაგან ჭრილობის მთლიანად გასუფთავებამდე.

შენახვის ვადა:
3 წელი და 6 თვე

შენახვის პირობები:
მშრალ, გრილ და სინათლისაგან დაცულ ადგილას.
ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

შეფუთვა:
ტუბებში და ქილებში

მწარმოებელი:
შ.პ.ს “ნიჟფარმი”
რუსეთი

 
 
სიახლეები
მტრედი ბარათის გათამაშების გამარჯვებულებს პრიზები გადაეცათ...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2014 წლის აგვისტოს თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად