პროქტო-გლივენოლი სანთელი
(PROCTO-GLYVENOL)




წამლის ფორმები

რექტალური სანთლები
კრემი

შემადგენლობა

1 რექტალური სანთელი
აქტიური ნივთიერება: ეთილ-3,5,6-ტრი-ბენზილ-D-გლუკოფურანოზიდი (ტრიბენოზიდი) 400 მგ, ლიდოკაინი 40 მგ.
კრემი 100 გ
აქტიური ნივთიერება: ტრიბენოზიდი 5 გ, ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი 2 გ.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ბუასილის სამკურნალო საშუალება

ფარმაკოლოგიური თვისებები

პროქტო-გლივენოლი ამცირებს ბუასილით განპირობებულ სიმპტომებს, როგორიცაა: ტკივილი, წვა, კანის დაჭიმულობა, ქავილი, რომლებიც წარმოიქმნება უმთავრესად მეორადი ანთებისას ანალურ მიდამოში. პროქტო-გლივენოლის თერაპიული აქტივობა პაციენტებში, რომლებსაც აწუხებთ ბუასილი, აიხსნება პირველ რიგში მისი სპეციფიკური ფარმაკოლოგიური მოქმედებით. კერძოთ მისი უნარით შეამციროს კაპილარების გამტარობა, გააუმჯობესოს სისხლძარღვთა ტონუსი და ადგილობრივი ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით, რომელსაც იგი ავლენს ზოგიერთ ენდოგენური ნივთიერების, მიმართ ანტაგონისტური ზემოქმედებით (რომლებიც ასრულებენ მედიატორის როლს ანთების განვითარებისას და ასევე ტკივილის ფორმირებისას).
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ლიდოკაინი ხელს უწყობს დაავადების სიმპტომების სწრაფ შესუსტებას.

ფარმაკოკინეტიკა

ვინაიდან პროქტო-გლივენოლი განკუთვნილია ადგილობრივი მოქმედებისთვის, სასურველია, რომ სისტემური აქტიური ნივთიერების, ტრიბენოზიდის აბსორბცია იყოს მინიმალური. სანთლიდან გამონთავისუფლებული ტრიბენოზიდის ბიოშეღწევადობა, აღწევს მხოლოდ 30% იმ რაოდენობიდან, რომელიც ხვდება სისხლის სისტემურ ცირკულაციაში პრეპარატის შიგნით მიღებისას (კაფსულის სახით). პიკური კონცენტრაცია პლაზმაში 1 სანთლის (400 მგ ტრიბენოზიდი) რექტალურად შეყვანისას, ვლინდება 2 საათის შემდეგ. ორგანიზმში ტრიბენოზიდი განსაზღვრული ხარისხით მეტაბოლიზდება. 1 სანთლის შეყვანისას დოზის 20-27% გამოიყოფა შარდთან ერთად მეტაბოლიტების სახით. ტრიბენოზიდის 2-20% შემავალი კრემის შემადგენლობაში, აბსორბირდება კანიდან.
აბსორბირებული ლიდოკაინის რაოდენობის მიუხედავად, გულზე მისი ზემოქმედება უმნიშვნელოა.

გამოყენების ჩვენება

გარეგანი და შინაგანი ბუასილი.

მიღების წესები და დოზები

კრემი ან 1 რექტალური სანთელი მიიღება დილით და საღამოთი მწვავე სიმპტომების სრულ მოხსნამდე. დოზა შეიძლება სისტემატურად შევამციროთ და გამოვიყენოთ კრემი ან 1 სანთელი მხოლოდ ერთხელ დღეში. 30 გ. კრემი (1 ტუბი) საკმარისია 20-30 გამოყენებისათვის.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პროქტო-გლივენოლის აქტიური ნივთიერებისადმი.

გაფრთხილებები/უსაფრთხოების ზომები

ფეხმძიმობა და ლაქტაცია
ისევე, როგორც სხვა პრეპარატებით თერაპიისას, პროქტო-გლივენოლი უნდა იქნეს მიღებული დიდი სიფრთხილით, განსაკუთრებით ფეხმძიმობის პირველი 3 თვის განმავლობაში. უცნობია, ხვდება თუ არა აქტიური ნივთიერებები დედის რძეში. აუცილებელია გავითვალისწინოთ შესაძლებელი რისკი, როგორც დედისათვის, ასევე ბავშვისათვის.

გვერდითი მოვლენები

პროქტო-გლივენოლი კარგი ამტანობით ხასიათდება. განსაკუთრებულ შემთხვევებში, კრემის გამოყენებისას ან სანთლის შეყვანისას, აღინიშნება მსუბუქი წვის შეგრძნება, ტკივილი ან ნაწლავების გაძლიერებული პერისტალტიკა.
ინფორმაცია პაციენტებისათვის
შინაგანი ბუასილის სამკურნალოდ კრემიან ტუბს უნდა მიეხრახნოს თანდართული აღჭურვილობა წინასწარ მისი თავსახურის მოხსნით, და ისევ დაეხრახნოს გამოყენების შემდეგ.
თუ დისკომფორტის შეგრძნება არ ქრება ან ვლინდება რაიმე უჩვეულო ნიშნები ან სიმპტომები, საჭიროა მივმართოთ ექიმს, რათა გამოვრიცხოთ შესაძლებლობა, რომ გამოვლენილი სიმპტომები გამოწვეულია სხვა რაიმე დაავადებით და არა ბუასილით.
ამასთან ერთად ბუასილის სამკურნალოდ პროქტო-გლივენოლის გამოყენებისას აუცილებელია ყურადღება მივაქცეს ანალური მიდამოს ჰიგიენას, თავიდან ავიცილოთ მეტისმეტი დაძაბულობა, და მივიღოთ ყველა ზომები რათა შევინარჩუნოთ რბილი კონსტიტენციის განავალი.

გამოშვების ფორმა:

კრემი: ტუბში 30გ.
რექტალური სანთლები: შეფუთვაში 10 ც.

შენახვის პირობები:

შეინახეთ 300C – ზე დაბალ ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა:

არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია „EXP“ შეფუთვაზე.

აფთიაქიდან გაშვების წესი:

გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.
მიიღება ექიმის დანიშნულებით.

ნოვარტის კონსიუმერ ხელს სა.
ნიონი, შვეიცარია.

 
 
სიახლეები
“ავერსი” 20 წლისაა...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2014 წლის ოქტომბრის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად