ნუროფენი
Ibuprofen


საერთაშორისო დასახელება - Ibuprofen
ათქ.კლასიფიკაციის კოდი - M01AE01

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, პროპიონის მჟავას წარმოებული პრეპარატები გამოხატული ანალგეზიური ეფექტით

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
200 მგ ტაბლეტი 6ც
200 მგ ტაბლეტი 12ც

ერთი შემოგარსული ტაბლეტი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 200 მგ იბუპროფენს და დამხმარე ნივთიერებებს: ნატრიუმის კროკსამელოზა, ნატრიუმის ლაურისულფატი, ნატრიუმის ციტრატი, სტეარინმჟავა, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, ნატრიუმის კარმელოზა, ტალკი, აკაციის გუმფისი, საქაროზა, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი 6000, იპაკოდი (შელაქი, რკინის შავი ოქსიდი, ნ-ბუთილის სპირტი, სოიოს ლიცეტინი, სპირტი დენატურატი, აქაფების საწინააღმდეგო კომპონენტი DC 1510)

ფარმაკოლოგიური თვისებები

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება (აასს). ახდენს მიზანმიმართულ მოქმედებას ტკივილზე, გააჩნია სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო თვისებები. იბუპროფენის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებით, რომლებიც წარმოადგენენ ტკივილის, ანთების და ჰიპერთერმული რეაქციების მედიატორებს.
ფარმაკოკინეტიკა
აბსორბცია მაღალია, პლაზმის ცილებთან კავშირი - 90%. ნელა აღწევს სახსრებში, ყოვნდება სინოვიალურ ქსოვილში და ქმნის მასში უფრო მეტ კონცენტრაციას ვიდრე პლაზმაში. აბსორბციის შემდეგ დაახლოებით 60% არააქტიური R-ფორმა ნელა ტრანსფორმირდება აქტიურ S- ფორმაში. მეტაბოლიზმს განიცდის ღვიძლში. გამოიდევნება თირკმლებით (უცვლელი სახით არაუმეტეს 1%) და უფრო ნაკლები რაოდენობით ნაღველთან ერთად. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 2 საათს.

მიღების წესები და დოზები
ნუროფენს შიგნით უნიშნავენ უფროსებსა და ბავშვებს 12 წლის ასაკიდან, საკვების მიღების შემდეგ 200 მგ-იანი ტაბლეტები 3-4-ჯერ დღეღამეში. ტაბლეტები უნდა მიიღოთ წყალთან ერთად.
სწრაფი თერაპიული ეფექტის მისაღწევად უფროსებში დოზა შეიძლება გაიზარდოს 400 მგ-მდე ( 2 ტაბლეტი) 3 -ჯერ დღეღამეში.
ბავშვებს 6-დან 12 წლამდე: 1 ტაბლეტი არაუმეტეს 4-ჯერ დღეში; პრეპარატი შეიძლება გამოვიყენოთ მხოლოდ მაშინ თუ ბავშვის წონა მეტია 20 კგ-ზე. ინტერვალი ტაბლეტების მიღებას შორის უნდა იყოს არანაკლებ 6 საათი.
24 საათის განმავლობაში 6 ტაბლეტზე მეტის მიღება არ შეიძლება. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 1200 მგ-ს.
თუ პრეპარატის მიღებისას 2-3 დღის განმავლობაში სიმპტომები შენარჩუნებულია მკურნალობა უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

გვერდითი მოვლენები

ნუროფენის მიღებისას 2-3 დღის განმავლობაში გვერდითი ეფექტები პრაქტიკულად არ აღინიშნება.
ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია შემდეგი გვერდითი ეფექტების გამოვლენა:
 კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, გულძმარვა, ანორექსია, ტკივილი და დისკომფორტის შეგრძნება ეპიგასტრიუმში, დიარეა, მეტეორიზმი, შესაძლებელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანების განვითარება (რიგ შემთხვევაში გართულებულია პერფორაციით და სისხლდენით), აბდომინალური ტკივილები, გაღიზიანება, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე ან ტკივილი, ღრძილების ლორწოვანი გარსის დაწყლულება, აფტოზური სტომატიტი, პანკრეატიტი, ყაზბობა, ჰეპატიტი.
 ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უძილობა, აგზნებადობა, ძილიანობა, დეპრესია, ცნობიერების დაბინდვა, ჰალუცინაციები, იშვიათად - ასეპტიკური მენინგიტი (უფრო ხშირად აუტოიმუნური დაავადებების მქონე პაციენტებში)
 გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: გულის უკმარისობა, არტერიული წნევის მომატება, ტაქიკარდია.
 საშარდე სისტემის მხრივ: ნეფროზული სინდრომი (შეშუპებები), თირკმლის მწვავე უკმარისობა, ალერგიული ნეფრიტი, პოლიურია, ცისტიტი.
 სისხლმბადი ორგანოების მხრივ: ანემია ( მათ შორის ჰემოლიზური და აპლასტიური), თრომბოციტოპენია და თრომბოციტოპენიური პურპურა, აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია.
 გრძნობათა ორგანოების მხრივ: სმენის დაქვეითება, შუილი და ხმაური ყურებში, მხედველობის ნერვის შეუქცევადი ტოქსიკური ნევრიტი, არამკვეთრი მხედველობა ან დიპლოპია, თვალების სიმშრალე და გაღიზიანება, კონიუნქტივისა და ქუთუთოების (ალერგიული გენეზის) შეშუპება, სკოტომა.
 ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, ანაფილაქტოიდური რეაქციები, ანაფილაქსიური შოკი, ციება, მულტიფორმული ექსუდაციური ერითემა (მათ შორის სტივენს-ჯონსის სინდრომი), ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი), ეოზინოფილია, ალერგიული რინიტი.
 სასუნთქი სისტემის მხრივ: ბრონქოსპაზმი, ქოშინი.
 სხვა: ოფლის გამოყოფის გაძლიერება.
მაღალი დოზებით ხანგრძლივი გამოყენებისას - კუჭ-ნაჭლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის დაწყლულება, სისხლდენი (კუჭ-ნაწლავური, ღრძილების, საშვილოსნოს, ჰემოროიდული), მხედველობის დარღვევა (ფერადი მხედველობის დარღვევა, სკოტომა, ამბლიოპია).
გვერდითი ეფექტების წარმოქმნის დროს პაციენტმა პრეპარატის მიღება უნდა შეწყვიტოს და მიმართოს ექიმს.

უკუჩვენება

 კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაავადებები გამწვავების ფაზაში, მათ შორის კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში, წყლულოვანი კოლიტი, ჰეპტიური წყლული, კრონის დაავადება;
 გულის უკმარისობა;
 არტერიული ჰიპერტენზიის მძიმე მიმდინარეობა;
 ჰიპერმგრძნობელობა იბუპროფენის ან პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
 „ასპირინული“ ბრონქული ასთმა, ჭინჭრის ციება, რინიტი, ცხვირის ლორწოვნის პოლიპები, რომლებიც პროვოცირებულია აცეტილსალიცილის მჟავის მიღებით (სალიცილატებით)და სხვა ასაპ-ით;
 მხედველობის ნერვის დაავადებები; ფერადი მხედველობის დარღვევა, ამბლიოპია, სკოტომა;
 გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზის დეფიციტი, ჰემოფილია, ჰიპოკოაგულაციის მდგომარეობა, ჰემორაგიული დიათეზები;
 ორსულობის III ტრიმესტრი და ლაქტაციის პერიოდი;
 ღვიძლის ან/და თირკმლების ფუნქციის გამოხატული დარღვევა
 სმენის დაქვეითება, ვესტიბულარული აპარატის პათოლოგია;
 ბავშვთა ასაკი 6 წლამდე.

განსაკუთრებული მითითებები
ხანგრძლივი მკურნალობის დროს აუცილებელია პერიფერიული სისხლის სურათის, ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციონალური კონტროლი. გასტროპათიის სიმპტომების გამოვლენის დროს საჭიროა განსაკუთრებული კონტროლი, რომელიც მოიცავს ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპიას, სისხლის საერთო ანალიზს (ჰემოგლობინის განსაზღვრა, (განავლის ანალიზს ფარულ სისხლდენაზე. 17-კეტოსტეროიდების განსაზღვრის აუცილებლობის დროს, პრეპარატი უნდა მოიხსნას გამოკვლევამდე 48 საათით ადრე. ავადმყოფებმა თავი უნდა შეიკავონ ყველა სახის საქმიანობისაგან, რომელიც მოითხოვს მომატებულ ყურადღებას, სწრაფ ფსიქიკურ და ფიზიკურ რეაქციებს, მკურნალობის პერიოდში საჭიროა თავის შეკავება ალკოჰოლის მიღებისაგან.

განსაკუთრებული სიფრთხილით

პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში არენიშნებათ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები, გასტრიტების, ენტერიტების, კოლიტების კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის ანამნეზური მონაცემების, ღვიძლის ან/და თირკმლების დაავადებების დროს; პორტალური ჰიპერტენზიით, ნეფროზული სინდრომით, გულის ქრონიკული უკმარისობით მიმდინარე ღვიძლის ციროზის დროს; არტერიული ჰიპერტენზია; გაურკვეველი ეტილოგიის სისხლის დაავადების დროს (ლეიკოპენიები და ანემიები); ბრონქული ასთმის და ჰიპერბილირუბინემიის დროს; ორსულობის (I, II ტრიმესტრის) დროს; ბავშვთა ასაკი 12 წლამდე.

ჭარბი დოზირება

სიმპტომები: ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, ძილიანობა, დეპრესია, თავის ტკივილი, არტერიული წნევის შემცირება, ბრადიკარდია, ტაქიკარდია, წინაგულების ფიბრილაცია, სუნთქვის გაჩერება.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა (მხოლოდ მიღებიდან 1 საათის განმავლობაში), აქტივირებული ნახშირი, ტუტე სასმელები, ფორსირებული დიურეზი, სიმპტომური თერაპია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

არ არის რეკომენდებული ნუროფენისა და აცეტილსალიცინის მჟავის და სხვა ასაპ-ის ერთდროული გამოყენება. ერთდროული გამოყენების დროს იბუპროფენი ამცირებს აცეტილსალიცინის მჟავის ანთების საწინააღმდეგო და ანტიაგრეგანტულ მოქმედებას ( იბუპროფენის მიღების მერე, შესაძლებელია მწვავე კორონალური უკმარისობის სიხშირის მომატება ავადმყოფებში, რომლებიც ანტიაგრეგანტულ საშუალებად მცირე დოზებით გამოიყენებენ აცეტილსალიცინის მჟავას). ანტიკოაგულანტურ და თრომბოლიზურ საშუალებებთან ერთდროული დანიშვნისას (ალტეპლაზი, სტრეპტოკინაზა, უროკინაზა) იზრდება სისხლდენის განვითარების რისკი. ცეფამანდოლი, ცეფაპერაზონი, ცეფოტეტანი, ვალპროის მჟავა და პლიკამიცინი ზრდიან ჰიპოპროთრომბინემიის განვითარების რისკს. ციკლოსპორინი და ოქროს შემცველი პრეპარატები აძლიერებენ იბუპროფენის მოქმედებას თირკმლებში პროსტოგლანდინების სინთეზზე, რაც გამოვლინდება ნეფროტოქსიკურობის მომატებით. იბუპროფენი ზრდის ციკლოსპორინის პლაზმურ კონცენტრაციას და მისი ჰეპატოტოქსიური ეფექტების განვითარების შესაძლებლობას. სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ახდენენ მილაკოვანი სეკრეციის ბლოკირებას, ამცირებენ იბუპროფენის გამოდევნას ორგანიზმიდან და ზრდიან მის პლაზმურ კონცენტრაციას. მაქსიმალური დაჟანგვის ინდუქტორები ( ფენიტოინი, ეთანოლი, ბარბიტურატები, რიფამპიცინი, ფენილბუტაზონი, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები) ზრდიან ჰიდროქსილირებული აქტიური მეტაბოლიტების პროდუქციას, რითაც ზრდიან მძიმე ჰეპატოტოქსიკური რეაქციების განვითარების რისკს. მაქსიმალური დაჟანგვის ინჰიბიტორები-ამცირებენ ჰეპატოტოქსიური მოქმედების რისკს. პრეპარატი ამცირებს ჰიპოტენზიური ვაზოდილატატორების აქტივობას, ფუროსემიდთან და ჰიდროქლორთიაზიდთან - ნატრიურეზულ აქტივობას. ამცირებს ურიკოზული პრეპარაეტების ეფექტურობას, აძლიერებს არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების, ანტიაგრეგანტების და ფიბრინოლიზური საშუალებების მოქმედებას. აძლიერებს მინერალოკორტიკოსტეროიდების, გლუკოკორტიკოსტეროიდების, ესტროგენების და ეთანოლის გვერდით ეფექტებს. აძლიერებს პეროლარული ჰიპოგლიკემიური სამკურნალო საშუალებების, სულფანილშარდოვანას და ინსულინის ეფექტს. ანტაციდები და ქოლესტირამინი ამცირებენ პრეპარატის აბსორბციას. ზრდიან სისხლში დიგოქსინის, ლითიუმის პრეპარატების და მეტოტრექსინის კონცენტრაციას. კოფეინი ზრდის პრეპარატის ანალგეზიურ ეფექტს.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი.
არ გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი

რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
რეკიტ ბენკიზერ ჰელსქერ ინტერნეიშნლ შპს, დიდი ბრიტანეთი

 
 
სიახლეები
ავერსმა ადიგენის რაიონში უფასო სამედიცინო გასინჯვების აქცია ჩაატარა...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2014 წლის მაისის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად