ბენზილბენზოატის 20% მალამო


შემადგენლობა:
სამედიცინო ბენზილბენზოატი-10 (20)გ;
ტრიეთანოლამინი-5გ;
სტეარინის მჟავა-20გ;
პოლიეთილენგლიკოლი-400-5გ;
წყალი-100გ-მდე.
წარმოადგენს სპეციფიური სუნის მქონე თეთრ ან მოყვითალო-თეთრი ფერის მალამოს.
ფორმა:
მალამო 10% და 20%.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
მუნის სამკურნალო საშუალება

ჩვენება:
მუნი (Acarus scabiei).

წინააღმდეგჩვენება:
3 წლამდე ასაკის ბავშვებში;
ორსულობა და ლაქტაცია.

გვერდითი მოვლენები:
ადგილობრივი რეაქციები: შესაძლებელია (განსაკუთრებით ბავშვებში) წვის შეგრძნება, კანის გაღიზიანება.

მიღების წესი და დოზირება:
ბენზილბენზოატის მალამოს იყენებენ ადგილობრივად. მოზრდილებს ენიშნებათ 20% მალამო, ხოლო ბავშვებს 10% მალამო.
მუნის მკურნალობის დაწყების წინ აუცილებელია საღამოს ძილის წინ შხაპის მიღება. თავდაპირველად მალამოს შეიზელენ ხელებზე, შემდეგ ფეხებსა და ტანზე. დამუშავების შემდეგ სასურველი არ არის ხელების დაბანა 3სთ-ის განმავლობაში. შემდეგ ავადმყოფები იცვამენ სუფთა თეთრეულს და იცვლიან ლოგინის თეთრეულს. მე-2 და მე-3 დღეს აკეთებენ შესვენებას, ხოლო მე-4 დღეს ავადმყოფი იღებს აბაზანას და შეიზელს მალამოს. მკურნალობის მე-5 დღიდან საჭიროა მალამოს მთლიანი ჩამობანვა. დამუშავებას აწარმოებენ დღეღამეში ერთხელ 3 დღის განმავლობაში. მკურნალობის კურსის დამთავრების შემდეგ ავადმყოფი იღებს შხაპს და იცვლის თეთრეულს. აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის კურსს იმეორებენ.

განსაკუთრებული სიფრთხილე:

დაავადების კერებში მკურნალობა უტარდებათ ავადმყოფებს ერთდროულად, ხელმეორედ დაინფიცირების თავიდან აცილების მიზნით.
მკურნალობის შემდეგ ქავილის შეგრძნება არ წარმოადგენს დამატებითი კურსის სპეციფიური თერაპიის ჩვენებას. ქავილი წარმოადგენს ორგანიზმის რეაქციას მკვდარ დაავადების გამომწვევზე და მისი ცხოველმოქმედების პროდუქტებზე, აღნიშნული მოვლენები გაივლის ანტიჰისტამინური პრეპარატების და კორტიკოსტეროიდული მალამოების გამოყენების შედეგად.
მკურნალობის შემდეგ საჭიროა სამედიცინო კონტროლი 2 კვირის განმავლობაში, გართულებების დროს- შედარებით დიდი ხნის კონტროლი.
ავადმყოფის თეთრეული და ტანსაცმელი საჭიროებს თერმულ დამუშავებას. ხოლო ის  საგნები, რომლებიც არ ექვემდებარებიან თერმულ დამუშავებას, საჭიროა მათი განიავება 3 დღის განმავლობაში. რბილი ავეჯის დამუშავება შეიძლება სადეზინსექციო პრეპარატებით.
საჭიროა სიფრთხილე, რათა პრეპარატი არ მოგვხვდეს თვალის ლორწოვნზე (წვის შეგრძნება), ცხვირში და პირში.
პირში პრეპარატის მოხვედრის დროს, საჭიროა პირის გამობანვა დიდი რაოდენობით წყლით ან 2% თბილი საჭმლის სოდიანი ხსნარით.
კუჭში პრეპარატის მოხვედრის დროს საჭიროა, კუჭის გამორეცხვა 1-2% საჭმლის სოდიანი ხსნარით, დამწვარი მაგნეზიისა და გააქტივებული ნახშირის წყლიანი ნარევით ან ცარციანი წყლით (2 სუფრის კოვზი 1ლ წყალზე).
თვალში პრეპარატის მოხვედრის დროს, საჭიროა თვალის გამობანვა წყლით ან საჭმლის სოდიანი ხსნარით, ლორწოვანის გაღიზიანების დროს, იწვეთებენ ალბუციდის 30% ხსნარს, ტკივილების დროს- ნოვოკაინის 2% ხსნარს.
კანის შესაძლებელი გაღიზიანების წარმოშობის შემთხვევაში, საჭიროა პრეპარატის გამოყენებისაგან თავის შეკავება.

შენახვის ვადა:
3წელი
შენახვის პირობები:
სინათლისაგან დაცულ ადგილას, 20 °C ტემპერატურაზე.
ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

შეფუთვა:
ქილებში 25გ; 50გ და 75გ ან ტუბში 25გ.

მწარმოებელი:
სს “ნიჟფარმი”
რუსეთი

 
 
სიახლეები
მტრედი ბარათის გათამაშების გამარჯვებულთა სია...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2014 წლის ივლისის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად