ამპიცილინი
(Ampicilin)



პრეპარატის ფორმები:
პერორალურად მისაღები კაფსულები

შემადგენლობა:
კაფსულები შეიცავს 500 მგ. ამპიცილინის ტრიჰიდრატს, მოქმედების ფართო სპექტრის ნახევრადსინთეზურ ანტიბიოტიკს, როგორც გრამდადებითი, ასევე მრავალი გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ.

ჩვენება:
ამპიცილინი გამოიყენება ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს, რომლებიც გამოწვეულია პრეპარატისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით, ისეთი დაავადებების დროს როგორიცაა: ბრონქიტი, პნევმონია, დიზენტერია, სალმონელოზი, ყივანახველა, პიელონეფრიტი, ენდოკარდიტი, მენინგიტი, სეფსისი და სხვა.

უკუჩვენება:
პენიცილინისადმი მომატებული მგრძნობელობა, ღვიძლის ფუნქციის დარღვევები, პრეპარატს არ უნიშნავენ ახალშობილებს.

განსაკუთრებული მითითებანი:
ამპიცილინით მკურნალობის პერიოდში აუცილებელია თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციის, პერიფერიული სისხლის სურათის კონტროლი, ფრთხილად უნდა დაინიშნოს ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

გვერდითი მოვლენები:
ალერგიული რეაქციები, ჭინჭრის ციება, ერითემა, კვინკეს შეშუპება, რინიტი, კონიუქტივიტი, იშვიათად ციება, ტკივილი სახსრებში, ძალზე იშვიათად ანაფილაქსიური შოკი, შესაძლებელია კანდიდოზი, ნაწლავთა დისბაქტერიოზი.

დოზირება და მიღების წესი:
მოზრდილებს ენიშნებათ შიგნით მისაღებად თითო კაფსულა (500 მგ) ყოველ 6 საათში
ბავშვებს __ 250-500 მგ ყოველ 6 საათში, ჭამამდე 0,5-1 საათით ადრე ან ჭამიდან 2 საათის შემდეგ
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის ლოკალიზაციაზე და მოიცავს 5-დან 14 დღემდე პერიოდს.

შენახვის პირობები:
მშრალ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა:
3 წელი

მწარმოებელი:
"ვოგენ ლაბორატორიეს ლტდ" კვიპროსი
 
 
სიახლეები
“ავერსი” – კვლავ საუკეთესოთა შორის და კიდევ ორი მნიშვნელოვანი აღიარება...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2014 წლის სექტემბრის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად