ფერმენტინი
pancreatine



სავაჭრო დასახელება:
ფერმენტინი

საერთაშორისო დასახელება
- pancreatine

შემადგენლობა
შემოგარსული ტაბლეტი

1 ტაბლეტი ფერმენტინი შეიცავს 250მგ პანკრეატინს მინიმალური ენზიმური აქტივობით:
ლიპაზა                                  2 000     ერთ. ამერ. ფარმ.
ამილაზა                                 25 000  ერთ. ამერ. ფარმ.
პროტეაზა                              25 000   ერთ. ამერ. ფარმ.

ფერმენტული საშუალება

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფერმენტინი მაღალი კონცენტრაციით შეიცავს საჭმლისმომნელებელ, კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტებს. იგი ხელს უწყობს ცხიმების, ცილებისა და ნახშირწყლების მონელების პროცესს, რაც იწვევს წვრილი ნაწლავიდან მათ მთლიან შეწოვას. კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადების დროს ფერმენტინი ხელს უწყობს ეგზოკრინული ფუნქციის უკმარისობის კომპენსაციას და უზრუნველყოფს საჭმლის მონელების პროცესის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ფერმენტინს გააჩნია დამცავი გარსი, რომელიც წვრილ ნაწლავში მოხვედრამდე არ იხსნება, რითაც იცავს მასში შემავალ ფერნმენტებს კუჭის წვენის ზემოქმედებისაგან. 

გამოყენების რეკომენდაცია
- კუჭის ავსების შეგრძნება ან მეტეორიზმი, რომელიც გამოწვეულია ცხიმიანი ან ზედმეტი საკვების მიღებით;
- საჭმლისმონელების პროცესის დარღვევა, რაც დაკავშირებულია საღეჭი ფუნქციის მოშლასთან, აგრეთვე პაციენტის ხანგრძლივ იმობილიზაციასთან;
- ჩანაცვლებითი თერაპიისათვის კუჭქვეშა ჯირკვლის გარესეკრეტული უკმარისობის დროს.

მიღების წესები და დოზები
დოზა განისაზღვრება ინდივიდუალურად საჭმლის მონელების დარღვევის დონის მიხედვით.
მოზრდილები: 1-2 ტაბლეტი ჭამის წინ, დაუღეჭავად და წყლის მიყოლებით. საჭიროების შემთხვევაში დამატებით 1-4 ტაბლეტი მიიღება ჭამის დროს.
ბავშვებში პანკრეატინი გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.
ფერმენტინის მიღების ხანგრძლივობა შეიძლება მერყეობდეს რამოდენიმე დღიდან (საჭმლის მონელების პროცესის დარღვევისას არასწორი დიეტის შედეგად) რამოდენიმე თვემდე ან წლამდე (საჭიროების შემთხვევაში).

გვერდითი მოვლენები
ალერგიული რეაქციები. ხანგრძლივად დიდი დოზების გამოყენებისას შესაძლებელია ჰიპერურიკოზურიის განვითარება, სისხლის პლაზმაში შარდმჟავას დონის მომატება.

უკუჩვენება
ფერმენტინში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, მწვავე პანკრეატიტი, ქრონიკული პანკრეატიტის გამწვავება.

განსაკუთრებული მითითებები
პანკრეატინის უსაფრთხოება ორსულობის დროს საკმარისად შესწავლილი არ არის. გამოყენება შეიძლება იმ შემთხვევებში, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის.

პანკრეატინისა და რკინის პრეპარატების ერთად გამოყენებისას შესაძლებელია რკინის პრეპარატების შეწოვის დაქვეითება. ერთდროულმა გამოყენებამ ანტაციდურ საშუალებებთან, რომლებიც შეიცავს კალციუმის კარბონატს და/ან მაგნიუმის ჰიდროქსიდს, შეიძლება გამოიწვიოს პანკრეატინის ეფექტურობის შემცირება.

ვარგისიანობა და შენახვის პირობები
ვარგისიანობის ვადაა 3 წელი, ინახება 15-25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა
ტაბლეტი 250 მგ; 20 ტაბლეტი ფლაკონში. მეორადი შეფუთვა: მუყაოს კოლოფი.

მწარმოებელი:
Contract Pharmacal Corporation
USA

 
 
სიახლეები
“ავერსი” – კვლავ საუკეთესოთა შორის და კიდევ ორი მნიშვნელოვანი აღიარება...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2014 წლის სექტემბრის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად