პაქსელადინი
ხველების საწინააღმდეგი სიროფი, სუნთქვის ნორმალიზებისათვის


სავაჭრო დასახელება:

პაქსელადინი (Paxeladin)

საერთაშორის არაპატენტირებული სახელწოდება:

ოქსელადინი

გამოშვების ფორმა:

125მლ მოცულობის ფლაკონი, მზომი კოვზით ორ დოზაზე: 2.5მლ და 5მლ.

შემადგენლობა:

ოქსელადინის ციტრატე(DCl) _ 10მგ/დოზა; 250 გ/ფალაკონი
დამხმარე ნივთიერებები:
მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატი   0.0500გ
პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატი   0.0250გ
საკვები საღებავი შ (E110)        0.0018გ
ერითროზინი (E127)         0.0001გ
კაკაოს არომატ              1მლ
სახაროზა              85,000გ
გასუფთავებული წყალი  ქ.ს 100მლ-მდე 100მლ სიროფისთვის.

თვისებები:
ხველების საწინააღმდეგი სიროფი, სუნთქვის ნორმალიზებისათვის.
პაქსელადინის აქტიურია იგრედიენტია სინთეზური გზით მიღებული ნივთიერება: ოქსელადინის ციტრატი; ხველების საწინააღმდეგო მოქმედების მქონე მის მოლეკულას არ გააჩნია  მსგავსება ოპიუმის შემცველ ნივთიერებებთან ან მათ წარმოებულებთან და არც ანტიჰისტამინურ პრეპარატებთან.
პაქსელადინი შერჩევით ზეგავლენას ახდენს ხველების ნერვულ ცენტრზე. დოზებში, რომელიც რეკომენდირებულია ხველების საწინააღმდეგო ეფექტის მისაღწევად, არ თრგუნავს სუნთქვით ცენტრს და ხელს უწყობს სუნთქვის ნორმალიზაციას. პაქსელადინის არ გააჩნია სედატიური ეფექტი, რითაც პაციენტისათვის გარანტირებულია პროფესიული აქტივობის შენარჩუნება. პაქსელადინი არ თრგუნავს ნაწლავის შიგთავსის განვლადობას.

ფარმაკოკინეტიკა:
სისხლში პრეპარატი მაქსიმალური კონცენტრაციას აღწევს მიღებიდან ერთ საათის შემდეგ, რომელიც შენარჩუნებულია 4 საათის განმავლობაში.

ჩვენება:

სხვადასხვა ეტიოლოგიის ხველების სიმპტომატური მკურნალობა:
  _ ხველება გრიპის, რინოფარინგიტის, ტრაქეიტის, ბრონქოპნევმონიის, ყივანახველას, წითელას დროს.
 _ სპაზმური და რეფლექსური ხველა:
 _ ხველა ლორწოვანის გაღიზიანებით .

დოზირება და გამოყენების წესი:

განკუთვნილია მოზრდილებისთვის და ბავშვებისთვის 30 თვიდან და 15 კგ-ის ზემოთ.
სიმპტომატური მკურნალობა არ უნდა იყოს ხანგრძლივი(რამოდენიმე დღე) და განისაზღვრება არსებული ხველების პერიოდოთ.
შეფუთვა შეიცავს  მზომი კოვზს ორ დოზაზე:2.5მლ და 5მლ.
ერთი 2.5მლ მზომი კოვზი შეიცავს 5მგ ოქსალასინის ციტრატს
ერთი 5მლ მზომი კოვზი შეიცავს 5მგ ოქსალასინის ციტრატს
15 დან 20 კგ-მდე ბავშვებში: ერთი 2.5მლ მზომი კოვზი სიროფი , მიზანშეწონილია მიეცეს ყოველ 4 საათში, მაგრამ არაუმეტეს 2-3 კოვზი დღე-ღამეში, ბავშვის წონაზე დამოკიდებულებით.
30 დან 50 კგ-მდე ბავშვებში: ერთი 5მლ მზომი კოვზი სიროფი , მიზანშეწონილია მიეცეს ყოველ 4 საათში, მაგრამ არაუმეტეს 3-5 კოვზი დღე-ღამეში, ბავშვის წონაზე დამოკიდებულებით.
მოზრდილთათვის:   5 მზომი კოვზი სიროფი ერთ მიღებაზე, მიზანშეწონილია მიეცეს ყოველ 4 საათში   მაგრამ არაუმეტეს  5 კოვზი დღე-ღამეში.

უკუჩვენება:
 პრეპარატი უკუნაჩვენებია ალერგიულ რექციაზე პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

ჭარბი დოზირება:
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აუცილებელია ჰოსპიტალიზაცია, რის შემდეგაც პაციენტი უნდა იმყოფებოდეს მონიტორინგის ქვეშ გულსისხლძარღვთა  და სასუნთქი სისტემის ფუნქციის მხრივ. ცნობილი ანტიდოტი არ ასებობს. მკურნალობა სიმპტომატურია.

განსაკუთრებული მითითება:
დიაბეტის შემთხვევაში დღიური კვების გათვლიასა მიზანშეწონილია გავითვალისწინოთ , რომ ერთი მზომი კოვზი 5მლ შეიცავს 4.25გ საქაროზას ხოლო რომ ერთი მზომი კოვზი 2.5მლ შეიცავს 2.125გ საქაროზას.
არ არის რეკომენდირებული პრეპარატის მიღება 30 თვემდე ბავშვებში, რადგანაც არ არის შესწავლილი ეფექტურობა და უსაფრთხოება ამ ასაკისთვის.

ორსულობა და ლაქტაცია:

არ არის რეკომენდირებული პრეპარატის მიღება ორსულობის და ლაქტაციის დროს.

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
ურთიერთქმედება არ არის დადგენილი

გავლენა ავტომობილის მართვის და პოტენციურად საშიშ მექანიზმებთან მუშაობისას.
პრეპარატი არ ახდენს გავლენას ავტომობილის და სხვა მოძრავი მექანიზმების მართვაზე.

შენახვის პირობები:
ინახება  არაუმეტეს 25°C

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
გაიცემა რეცეფტით

მწარმოებელი ფირმა და მისამართი:
“ბოფურ იპსენ ინდუსტრი”
28100 დრიო

 
 
სიახლეები
მტრედი ბარათის გათამაშების გამარჯვებულებს პრიზები გადაეცათ...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2014 წლის აგვისტოს თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად