იბუპარ ფორტე
400მგ, გარსით დაფარული ტაბლეტები

Ibupar forte
(Ibuprofenum)


1 ტაბლეტი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას:

იბუპროფენი 400მგ
და დამხმარე ნივთიერებებს:
გული: მიკროკრისტალური ცელულოზა (101), კარტოფილის სახმებელი (სახეობა Superior standard), უწყლო კოლოიდური კაჟბადის დიოქსიდი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოლივინილის სპირტი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ნატრიუმის სტეარილფუმარატი.
გარსის შემადგენლობა: მაკროგოლი (4000), ჰიპრომელოზა (E 5), ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ნარინჯისფერ ყვითელი ლაქი (E110), ბუჟღენდი წითელი (E124).

შეფუთვა:

10 ან 30 გარსით დაფარული ტაბლეტები

რეგისტრაციის მფლობელი
პაბიანიცკის ფარმაცევტული ქარხანა ღს პოლფა
95-200 პაბიანიცე, მარშ. პილსუდსკის. ქ. 5

დანართი ფურცლის შინაარსი:
1. რას წარმოადგენს სამკურნალო საშუალება იბუპარ ფორტე და რა მიზნით გამოიყენება?
2. სანამ გამოიყენებთ სამკურნალო საშუალებას იბუპარ ფორტეს
3. როგორ გამოიყენოთ სამკურნალო საშუალება იბუპარ ფორტე?
4. შესაძლო არასასურველი მოვლენები
5. სამკურნალო საშუალების იბუპარ ფორტეს შენახვის პირობები
6. დამატებითი ინფორმაცია

1. რას წარმოადენს სამკურნალო საშუალება იბუბარ ფორტე და რა მიზნით გამოიყენება?
იბუპარ ფორტე არის არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო სამკურნალო საშუალება, აქვს სუსტიდან საშუალო ხარისხამდე ანალგეზიური მოქმედება, ასევე სიცხის დამწევი მოქმედება.
იბუპროფენი შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. იბუპროფენის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის შრატში მიიღწევა შიგნით მიღებიდან 1-2 საათში. ანალგეზიური მოქმედება ვლინდება შიგნით მიღებიდან დაახლოებით 30 წუთში. ანალგეზიური მოქმედების დრო შეადგენს 4-6 საათს, ხოლო სიცხის დამწევი - 6-8 საათს. საკვები და ანტაციდური სამკურნლო პრეპარატები არ ანელებენ იბუპროფენის შეწოვას.

მიღების ჩვენებები:

- სხვადასვა წარმოშობის მსუბუქი და საშუალო ინტენსივობის ტკივილი, მაგ. თავის ტკივილი, შაკიკის ჩათვლით, კბილის ტკივილი, მიალგიები, ოსტეოართრალგიები, პოსტტრავმული ტკივილი, ნევრალგიები, ტკივილის სინდრომი გაციებისა და გრიპისას.
- სხვადასვა წარმოშობის ცხელება (კერძოდ გაციების და გრიპისას)
- ალგოდისმენორეა.

2. სანამ მიიღებთ სამკურნალო საშუალება იბუპარ ფორტეს
არ მიიღოთ სამკურნალო საშუალება იბუპარ ფორტე შემდეგ შემთხვევებში:
•    მომატებული მგრძნობელობა იბუპროფენის ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
•    კუჭის და (ან) თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვვების ფაზაში ან ანამნეზში, პერფორაცია ან სისხლდენა, მათ შორის განვითარებული აასს-ის გამოყენების შემდგომ.
•    ღვიძლის მძიმე უკმარისობის, თირკმლის მძიმე უკმარისობის ან გულის მძიმე უკმარისობის დროს.
•    ამჟამად ან ანამნეზში ალერგიის სიმპტომების არსებობისას რინიტის, ჭინჭრის ციების ან ბრონქული ასთმის ფორმით, რომელიც დაკავშირებული იყო აცეტილსალიცილის მჟავის ან სხვა არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებების მიღებასთან.
•    ორსულობის ბოლო ტრიმესტრი.
•    სხვა ანთებისსაწინააღმდეგო არასტეროიდულ სამკურნალო საშუალებებთან ერთად, მათ შორის ცოგ-2-ის სელექტიურ ინჰიბიტორებთან (გვერდითი მოვლენების განვითარების მომატებული რისკი).
•    ჰემორაგიული დიათეზი.

დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილე იბუპარ ფორტეს მიღებისას:
არსებობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის, ასევე დაწყლულების ან პერფორაციის განვითარების რისკი, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ლეტალური გამოსავალი და რომელთაც წინ უძღვის, ან ყოველთვის არ უძღვის სიმპტომები. კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის ან წყლულის განვითარებისას, აუცილებელია იბუპროფენის მიღების შეწყვეტა. პაციენტებმა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავდებებით, განსაკუთრებით ხანდაზმულებმა, უნდა აცნობონ ექიმს საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრიდან ყველა არატიპიური სიმპტომის შესახებ (განსაკუთრებით სისხლდენის შესახებ), განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში. ასეთმა პაციენტებმა უნდა მიიღონ პრეპარატის რაც შეიძლება დაბალი დოზა, მინიმალურად მცირე პერიოდის განმავლობაში.
განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინო პაციენტებმა, რომლებიც ერთდროულად იღებენ სხვა პრეპარატებს, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევების ან სისხლდენის რისკი, ისეთები როგორიცა კორტიკოსტეროიდები, ანტიკოაგულანტები, როგორიცაა აცენოკუმაროლი, ან ანტითრომბული სამკურნალო საშუალებები, კერძოდ აცეტილსალიცილის მჟავა.
ისეთი სამკურნალო საშუალების მიღება, როგორიცაა იბუპარ ფორტე, შესაძლოა ასოცირებული იყოს გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტი) ან ინსულტის განვითერების რისკის უმნიშვნელო მომატებასთან. ეს რისკი იზრდება სამკურნალო საშუალების მაღალი დოზებით ხანგრძლივად მიღებისას. არ შეიძლება ექიმის კინსულტაციის გარეშე მაღალი დოზების და 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში მიღება.
გულის მხრივ დარღვევების, ასევე გადატანილი ინსულტის, ან ამ შემთხვევების განვითარებაზე ეჭვის შემთხვევაში (მაგ. სისხლის მომატებული არტერიული წნევა, შაქრიანი დიაბეტი, ქოლესტერინის მომატებული დონე, მოწევა), საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია მკურნლობის ოპტიმალური სახის შესახებ.
კანის რეაქციების მძიმე ფორმები, რომელთაგან ზოგიერთი სასიკვდილოა, ექსფოლიაციური დერმატიტის, სტივენს-ჯონსონის სინდრომის და ტოქსიური ეპიდერმალური ნეკროლიზის ჩათვლით, ძალიან იშვიათად იყო აღწერილი აასს ჯგუფის პრეპარატების მიღებისას. ასეთი მძიმე რეაქციების განვითერების მაქსიმალური რისკი არის თერაპიის დასაწყისში, უმეტეს შემთხვევაში მკურნალობის პირველ თვეს. კანზე გამონაყარის, ლორწოვანის დაზიანების ან მომატებული მგრძნობელობის სხვა ნიშნების გამოჩენისას, აუცილებელია სამკურნალო სასუალების მიღების შეწყვეტა.
პაციენტებში სისტემური წითელი მგლურით და შემაერთებელი ქსოვილის დაავადებებით, შესაძლოა გაიზარდოს ასეპტიური მენინგიტის განვითარების რისკი.   
პაციენტებს ბრონქული ასთმით და ალერგიული დაავადებებით, შესაძლოა განუვითარდეთ ბრონქოსპაზმი.
იბუპროფენმა შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დარღვევა (მხედველობის დაბინდვა, ფერთა აღქმის დარღვევა). ასეთ შემთხვევაში საჭიროა შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება და მიმართოთ ექიმს.
იბუპროფენი ახდეენს ანტითრომბულ მოქმედებას. მისი მიღება მოითხოვს სიფრთხილეს პაციენტებში, სისხლის შედედების დარღვევით, რომლებიც იღებენ ანტიკოაგულანტებს.
მოცემული სამკურნალო საშუალება მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს (არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებები), რომლებმაც შეიძლება არასასურველი გავლენა იქონიონ ქალებში განაყოფიერებაზე. ეს ეფექტი ტრანზიტორულია და გაივლის მკურნალობის დასრულების შემდეგ.
საჭიროა სამკურნალო საშუალების მინიმლური ეფექტური დოზების მიღება დროის მინიმალურ პერიოდში, სასურველი თერაპიული შედეგის მისაღებად.

თუ იბუპროფენით მკურნალობის პერიოდში წარმოიშვება სხვა არასასურველი მოვლენები, საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია.
საჭიროა ექიმის კონსულტაცია, იმ შემთხვევაშიც, როცა ზემოთ აღნიშნული შემთხვევები ეხება წარსულში არსებულ სიტუაციას.
სამკურნალო საშუალების იბუპარ ფორტეს გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად:
სამკურნალო საშუალება უნდა მიიღოთ ჭამის დროს ან მის შემდეგ.

განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები პაციენტების ზოგიერთი ჯგუფისთვის, რომლებიც იღებენ სამკურნალო საშუალებას:

სამკურნალო საშუალების იბუპარ ფორტეს გამოყენება ბავშვებში:
სამკურნალო საშუალების გამოყენება არ შეიძლება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

სამკურნალო საშუალების იბუპარ ფორტეს გამოყენება პაციენტებში თირკმლის და (ან) ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით:
იბუპროფენი არ უნდა გამოიყენოთ ექიმის კონსულტაციის გარეშე.
სამკურნალო საშუალების იბუპარ ფორტეს გამოყენება ხანდაზმული ასაკის პაციენტებში:
ხანდაზმული ასაკის პაციენტებში არის გვერდითი მოვლენების განვითარების მომატებული რისკი. დოზირების შეცვლა არ არის საჭირო, თუ არ არის თირკმლის და (ან) ღვიძლის ფუნქციის დარღვევა. თირკმლის და (ან) ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას დოზას ადგენენ ინდივიდუალურად.

ორსულობა:

სამკურნალო საშუალების მიღებამდე საჭიროა მიმართოთ ექიმს.
იბუპროფენის გამოყენება ორსულობის პირველი 6 თვის განმავლობაში დასაშვებია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
არ არის რეკომენდირებული იბუპროფენის მიღება ორსულობის ბოლო 3 თვის განმავლობაში.

ძუძუთი კვება:
სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე, საჭიროა მიმართოთ ექიმს.
იბუპროფენი და მისი მეტაბოლიტები უმნიშვნელო რაოდენობით გადადის დედის რძეში. ახლშობილზე სამკურნალო საშუალების არასასურველი გავლენა, რომელსაც იღებს დედა ტკივილის სინდრომის, ან ცხელებისას რეკომენდირებული დოზებით, ნაკლებად სავარაუდოა.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა:
არ არსებობს ინფორმაცია სამკურნალო საშუალების ტრანსპორტის მართვასა და მექანიზმებთან მუშაობაზე გავლენის შესახებ.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სამკურნალო საშუალების შემადგენელი ზოგიერთი ნივთიერებს შესახებ:
სამკურნალო საშუალება იბუპარ ფორტე შეიცავს საღებავებს - ნარინჯისფერ ყვითელი (E110), ბუჟღენდი წითელი (E124), ამიტომ მას შეუძლია გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება:
საჭიროა აცნობოთ ექიმს ყველა იმ სამკურნალო საშუალების შესახებ, რომელსაც იღებდით ბოლო პერიოდში, იმათი ჩათვლით, რომლებიც გაიცემა ურეცეპტოდ.
იბუპროფენი, ისევე როგორც ანთებისსაწინააღმდეგო სხვა სამკურნალო საშუალებები, ერთდროულად არ უნდა გამოიყენოთ ქვემოთ ჩამოთვლილ პრაპარატებთან:
- აცეტილსალიცილის მჟავა ან აასს-ს ჯგუფის სხვა პრეპარატები: გვერდითი მოვლენების განვითარების რისკის ზრდა,
- ანტიჰიპერტენზიული სამკურნალო საშუალებები: აასს-ს ჯგუფის პრეპარატებმა შესაძლოა დააქვეითონ ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების მოქმედება,
- დიურეტიკები: არის არამრავალრიცხოვანი მტკიცებულებები დიურეტიკების მოქმედების დაქვეითების შესახებ,
- ანტიკოაგულანტები: არამრავლრიცხოვანი კლინიკური მონაცემებიდან გამომდინარე, აასს-ს ჯგუფის სამკურნალო საშუალებებმა შესაძლოა მოახდინონ იმ პრეპარატების მოქმედების პოტენცირება, რომლებიც ამცირებენ სისხლის შედედებას, აასს-ს ჯგუფის პრეპრატები აძლიერებენ ისეთი ანტიკოაგულანტების მოქმედებას, როგორიცაა აცენოკუმაროლი,
- ლითიუმი და მეტოტრექსატი: აასს-ს ჯგუფის სამკურნალო საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიონ სისხლის პლაზმაში როგორც ლითიუმის, ასევე მეტოტრექსატის კონცენტრაციის მომატება,
- ზიდოვუდინი: არის მტკიცებულებები ერთდროულად იბუპროფენის და ზიდოვუდინის გამოყენებისას პაციენტებში სისხლდენის დროის გახანგრძლივების შესახებ,
- კორტიკოსტეროიდები: აასს-ს ჯგუფის პრეპარატების და კორტიკოსტეროიდების ერთდროულმა მიღებამ შესაძლოა გაზარდოს გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ,
- საგულე გლიკოზიდები: აასს-ს ჯგუფის პრეპარატებს შეუძლიათ გულის უკმარისობის სიმპტომების პროვოცირება და სისხლის პლაზმაში საგულე გლიკოზიდების კონცენტრაციის მომატება,
- მიფეპრისტონი: აასს-ს ჯგუფის პრეპარატებს, რომლებსაც იღებენ 8-12 კვირის განმავლობაში, მიფეპრისტონის შეყვანის შემდეგ, შეუძლიათ დააქვეითონ მისი ეფექტურობა,
- ციკლოსპორინი: ასსს-ს და ციკლოსპორინის ერთდროული მიღება ზრდის ნეფროტოქსიური მოქმედების რისკს,
- ქინოლინური ანტიბიოტიკები: აასს-ს და ქინოლინური ანტიბიოტიკების ერთდროული მიღება ზრდის კრუნჩხვების განვითარების რისკს.

3. როგორ მივიღოთ სამკურნალო საშუალება იბუპარ ფორტე
სამკურნალო საშუალების იბუპარ ფორტეს მიღება საჭიროა ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად.
ეჭვის გაჩენის შემთხვებაში, საჭიროა განმეორებით მიმართოთ ექიმს.
მოზრდილები და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვები:
საწყისი დოზა შეადგენს 400 მგ-ს (1 ტაბლეტი) ერთჯერადად ან 400მგ  (1 ტაბლეტი) ყოველ 4-6 საათში, საჭიროების მიხედვით.
არ არის საჭირო 1200 მგ/დღეღამეში მეტი დოზის მიღება (3ტაბლეტი დღეღამეში).

თუ სამკურნალო საშუალების მიღების მიუხედავად, ტკივილი და ცხელება ძლიერდება, ან ჩნდება დამატებითი ახალი სიმპტომები, მაშინ პრეპარატის გამოყენებიდან 2 დღის შემდეგ, საჭიროა მიმართოთ ექიმს.
თუ ჩნდება ეჭვი, რომ პრეპარატ იბუპარ ფორტეს მოქმედება ძალიან ძლიერია, ან პირიქით, ძალიან სუსტია, საჭიროა მიმართოთ ექიმს.

სამკურნალო საშუალების იბუპარ ფორტეს რეკომენდირებულზე მეტი დოზის მიღების შემთხვევაში:
პაციენტების უმრავლესობას, რომლებიც იღებენ აასს-ს ჯგუფის პრეპარატებს რეკომენდირებულზე მეტი დოზით, შეიძლება განუვითარდეთ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმში, ან იშვიათად - დიარეა. ასევე შესაძლოა აღენიშნებოდეთ ხმაური ყურებში, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა და სისხლდენა კუჭიდან და ნაწლავებიდან. მძიმე ინტოქსიკაცია გავლენას ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და მანიფესტირდება ძილიანობით, ხოლო ძალიან იშვიათ შემთხვევებში - ასევე აგზნებით, დეზორიენტაციით და კომით. ძალიან იშვიათად შესაძლოა განვითარდეს კრუნჩხვების შეტევები. მძიმე შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს მეტაბოლური აციდოზი და გაიზარდოს პროთრომბინის დრო (INR). შესაძლოა განვითარდეს თირკმლის მწვავე უკმარისობა ან  ღვიძლის დაზიანება, აპნოე, არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება, ბრადიკარდია ან ტაქიკარდია და წინაგულების ციმციმი. ასთმიან პაციენტებს შესაძლოა გაუმწვავდეთ დაავადების სიმპტომები.
იბუპროფენის მაღალი დოზებით მიღების შემთხვევაში, საჭიროა მიმართოთ ექიმს, რომელიც მიიღებს პრეპარატის კუჭიდან ელიმინაციის ზომებს და დაგინიშნავთ საჭირო მკურნალობას, რომელიც მიმართული იქნება სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნებისაკენ. სამკურნალო საშუალების სისხლის ცილებთან მნიშვნელოვანი შეკავშირების გათვალისწინებით, ჰემოდიალიზი არაეფექტურია.
სამკურნალო საშუალების რეკომენდირებულზე მეტი დოზის მიღებისას, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ დაგავიწყდათ სამკურნალო საშუალების იბუპარ ფორტეს მიღება:
არ არის საჭირო ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებული დოზის შევსების მიზნით.
სამკურნალო საშუალების გამოტოვებული დოზის მიღება საჭიროა დაუყოვნებლივ, დანიშნული დოზირების სქემის შესაბამისად.

4. შესაძლო არასასურველი მოვლენები:
სამკურნალო საშუალებამ იბუპარ ფორტემ, ისევე როგორც სხვა ნებისმიერმა, შესაძლოა გამოიწვიოს არასასურველი მოვლენები.
არასასურველი მოვლენები დაყოფილია ჯგუფებად მათი სიხშირის მიხედვით, დაწყებული შედარებით ხშირიდან, შემდეგი კლასიფიკაციის შესაბამისად: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100-დან < 1/10-მდე), არახშირი (≥1/1000-დან < 1/100-მდე), იშვიათი (≥1/10 000-დან < 1/1000-მდე), ძალიან იშვიათი (<1/10 000).

ხშირი: გამონაყარი, ლაქოვან-პაპულოზურის ჩათვლით, მადის დაქვეითება, შეშუპებები (რომელიც ძალიან სწრაფად გაივლის პრეპარატის მოხსნის შემდეგ). არახშირი: დისპეფსია, მუცლის ტკივილი, სპასტიკური ტკივილები მუცლის ღრუში, დისკომფორტის შეგრძნება ეპიგასტრიუმში, გულძმარვა, თავის ტკივილი, მხედველობის დაბინდვა, არამკვეთრი მხედველობა, დიპლოპია, ფერების აღქმის დარღვევა, ჭინჭრის ციება, ქავილი, ალოპეცია, სიმპტომების კომპლექსი, რომელიც მოიცავს მუცლის ტკივილს, ცხელებას, შემცივნებას, გულისრევას და ღებინებას, პალპიტაცია, გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, პირის ღრუს ლორწოვანის სიმშრალე, ღრძილების დაწყლულება, რინიტი.
იშვიათად: დიარეა, მეტეორიზმი, შეკრულობა, ღებინება, გასტრიტი, თავბრუსხვევა, უძილობა ან ძილიანობა, აგზნებადობა, ნევროზულობა, დაღლილობის შეგრძნება.
ძალიან იშვიათად: კუპრისებური განავალი, სისხლიანი ღებინება, წყლულოვანი სტომატიტი, კოლიტის და კრონის დაავადების გამწვავება, ასეპტიური მენინგიტი, ცნობიერების დარღვევა, დეპრესია, ემოციური აშლილობები, ხმაური ყურებში, სმენის დარღვევა, აზოტემია, ჰემატურია, თირკმლის უკმარისობა, თირკმლის მწვავე უკმარისობის ჩათვლით, თირკმლის დვრილების ნეკროზი, კრეატინინის კლირენსის დაქვეითება, პოლიურია, ოლიგურია, შრატში ნატრიუმის კონცენტრაციის მომატება, (ნატრიუმის შეკავება),ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ღვიძლის დადებითი ფუნქციური სინჯები, განსაკუთრებით ხანგრძლივი მიღებისას, ჰეპატიტი, სიყვითლე, აგრანულოციტოზი, აპლასტიური ანემია, ჰემოლიზური ანემია, ზოგჯერ კუმბსის დადებითი სინჯით, სისხლის სურათში გადახრები (ეოზინოფილია, ლეიკოპენია, ნეიტროპენია), თრომბოციტოპენია პურპურით ან მის გარეშე, ჰემოგლობინის დონის ან ჰემატოკრიტის დაქვეითება, პოლიმორფული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიური ეპიდერმალური ნეკროლიზი, მწვავე ალერგიული რეაქციები, ისეთები, როგორიცაა სახის, ენის, ხორხის შეშუპება, მოხრჩობა, არტერიული ჰიპოტენზია, ტაქიკარდია ან მწვავე შოკი, ბრონქოსპასტიური რეაქციები, ასთმის გამწვავება, ბრონქოსპაზმი.
შესაძლოა განვითარდეს კუჭის და (ან) თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, პერფორაცია, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ზოგჯერ სასიკვდილო გამოსავლით, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პაციენტებში. ისეთი სამკურნალო საშუალების მიღება, როგორიცაა იბუპარ ფორტე, შეიძლება ასოცირებული იყოს გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტი), ან ინსულტის განვითარების რისკის უმნიშვნელოდ მომატებასთან.
ზოგიერთ პირს პრეპარატ იბუპარ ფორტეს მიღებისას, შესაძლოა განუვითარდეთ სხვა არასსურველი მოვლენები. სხვა გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ დანართ ფურცელში, საჭიროა მიმართოთ ექიმს..

5. სამკურნალო საშუალების იბუპარ ფორტეს შენახვის პირობები
სამკურნალო საშუალება უნდა შეინახოთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და დაფარულ ადგილას.
შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში 25ºC ტემპერატურამდე.
არ გამოიყენოთ პრეპარატი იბუპარ ფორტე შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

6. დამატებითი ინფორმაცია
უფრო დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად საჭიროა მიმართოთ რეგისტრაციის მფლობელის წარმომადგენელს.

პაბიანიცკის ფარმაცევტული ქარხანა ღს პოლფა
95-200 პაბიანიცე, მარშ. პილსუდსკის. ქ. 5
ტელეფონი: (0-42) 225 05 55
დანართი ფურცლის შედგენის თარიღი:

 
 
სიახლეები
“ავერსი” – კვლავ საუკეთესოთა შორის და კიდევ ორი მნიშვნელოვანი აღიარება...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2014 წლის სექტემბრის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად