ბილობილი
BILOBIL



საერთაშორისო სახელწოდება
Ginko biloba

წამლის ფორმა
კაფსულები

შემადგენლობა
1 კაფსულა შეიცავს:
გინკო ბილობას ფოთლების მშრალი ექსტრაქტი – 40 მგ
(სტანდარტიზირებული 9.6 მგ გინკოს ფლავონური გლიკოზიდების და 2.4 მგ ტერპენის ლაქტონების (გინგკოლიდები და ბილობალიდები) შემცველობამდე 40 მგ-ში).
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, კაჟბადის კოლოიდური ზეჟანგი, ტალკი.

აღწერილობა
შოკოლადისფერ-ყავისფერი კაფსულები, რომლებიც შეიცავს მოყვითალო-ყავისფერ ფხვნილს უფრო მუქი ფერის ხილული ნაწილაკებით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ტვინისა და პერიფერიული სისხლის მიმოქცევის გამაუმჯობესებელი პრეპარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
გინკო ბილობას ფოთლების ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები (ფლავონური გლიკოზიდები, ტერპენის ლაქტონები) ხელს უწყობენ სისხლძარღვის კედლის გამტარობის შემცირებას, ხელს უშლიან თრომბოციტების აგრეგაციას. ამის შედეგად უმჯობესდება მიკროცირკულირება, ტვინისა და პერიფერიული ქსოვილების ჟანგბადითა და გლუკოზით მომარაგება.

გამოყენების ჩვენებები
პრეპარატი ენიშნებათ ხანდაზმული ასაკის პირებს ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევებით, რასაც ახლავს:
- ყურადღების და/ან მეხსიერების დარღვევა, ინტელექტუალური შესაძლებლობების დარღვევა,
- შფოთვის, შიშის შეგრძნება,
- თავბრუსხვევა, შუილი ყურებში, ძილის დარღვევები.
ასევე ინიშნება ქვედა კიდურების სისხლის მიმოქცევის დარღვევისას.

უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ, სიხლის შედედების დაქვეითება, ეროზიული გასტრიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების სტადიაში, ბავშვთა ასაკი (18 წლამდე).

გამოყენების წესი და დოზები
პრეპარატი ინიშნება შიგნით 1 კაფსულა 3-ჯერ დღეში. კაფსულები უნდა ჩაიყლაპოს მცირე რაოდენობით წყლის მიყოლებით. მკურნალობის კურსი შეადგენს არა ნაკლებ 3 თვეს.
გაუმჯობესების პირველი ნიშნები ჩვეულებრივ 1 თვეში ვლინდება. განმეორებითი კურსის ჩატარება შეიძლება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

გვერდითი მოქმედება
იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია ალერგიული რეაქციები (გამონაყარი კანზე), დისპეფსია, თავის ტკივილი, სისხლის შედედების დაქვეითება.

ორსულობა და ლაქტაცია
ბილობილის დანიშვნა ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებული არ არის.

ჭარბი დოზა
დღეისათვის პრეპარატის ბილობილი ჭარბი დოზის მიღების შემთხვევები ცნობილი არ არის.

გამოშვების ფორმა
40 მგ კაფსულები, 10 კაფსულა ბლისტერში. შეფუთვაში 2 ან 6 ბლისტერი.

შენახვის პირობები
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა
2 წელი. პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი
რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი
კრკა, დ.დ., ნოვო მესტო, სლოვენია.
 
 
სიახლეები
“ავერსი” 20 წლისაა...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2014 წლის ოქტომბრის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად