ფაქტორი დერმიკო
FACTOR DERMICO
 
 
საერთაშორისო დასახელება - gentamicin, betamethasone, miconazole

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - საშუალებები ბაქტერიების, სოკოს და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
20 გ კრემი ტუბში

კრემის თითოეული 100 გრამი შეიცავს: გენტამიცინის ფუძე (სულფატის სახით) - 0.10 გრ, ბეტამეთაზონი 17-ვალერატო – 0.10 გრ, მიკონაზოლის ნიტრატი – 2.00 გრ. დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი 10.00 გრ, ცვილი PW 8.00 გრ, თხევადი ვაზელინი 10.00 გრ, მყარი ვაზელინი 20.00 გრ, დინატრიუმის EDTA – 0.50 გრ, პროპილპარაბენი – 0.02 გრ, მეთილპარაბენი 0,20 გრ, თვინ 80 – 1.00 გრ, გასუფთავებული წყალი q.s. 100.00 გრ.

ფარმაკოლოგიური თვისებები

მიკონაზოლი წარმოადგენს აქტიურ აზოლურ სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატს, რომელიც ეფექტურად მოქმედებს ადამიანის დერმატოფიტების, საფუარის და სხვა პათოგენური სოკოების წინააღმდეგ. იგი ასევე აქტირად მოქმედებს ზოგიერთი გრამ-უარყოფი ბაქტერიების წინააღმდეგ. მიკონაზოლი აინჰიბირებს ერგოსტეროლის სინთეზს და ცვლის უჯრედის მემბრანის ლიპიდურ შემადგენლობას. მიკონაზოლი განსაკუთრებით აქტიურად მოქმედებს შემდეგი ორგანიზმების წინააღმდეგ: Trichophyton rubrum, Trichophyton mentagrophytes, Epidermophyton floccosum; ასევე ზოგიერთი გრამ-დადებითი ბაქტერიის წინააღმდეგ, როგორიც არის Erisipelothrix, Streptococcus pyogenes და Staphilococcus aureus.
გენტამიცინი მიეკუთვნება ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკებს, რომელიც ეფექტურად მოქმედებს შემდეგი ორგანიზმების მიმართ: Streptococcus (A ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური, ალფა-ჰემოლიზური), Staphilococcus aureus (კოაგულაზა-დადებითი, კოაგულაზა-უარყოფითი და პენიცილინაზას წარმომქმნელი) და გრამ-უარყოფითი ბაქტერიები, როგორიც არის Pseudomonas aeruginosa, Aerobacter aerogenes, Escherichia coli, Proteus vulgaris, Klebsiella pneumoniae.
ბეტამეთაზონი წარმოადგენს ადგილობრივად გამოსაყენებელ პრეპარატს, რომელსაც გააჩნია ანთების და ქავილის საწინააღმდეგო მოქმედება.

ფარმაკოკინეტიკა

გენტამიცინი: დაუზიანებელ კანზე გამოყენებისას, შეიწოვება გენტამიცინის მხოლოდ მცირე პროცენტი. კრემის აბსორბცია იზრდება კანის საფარველის დარღვევის და კანის ანთებითი პროცესების დროს, მომჭერი ნახვევების დადებისას, ასევე იმ შემთხვევაში, თუ კრემი გამოიყენება კანის დიდ ტერიტორიაზე.
ბეტამეთაზონი: ნორმალურ პირობებში, ბეატამეთაზონის დოზის მხოლოდ მცირე ნაწილი გადადის სისტემურ ცირკულაციაში. სისტემურ ცირკულაციაში გადასული პრეპარატის რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ სხეულის რომელ ნაწილში მოხდა კრემის გამოყენება, ასევე კანის მდგომარეობაზე, დოზირების ფორმაზე, ასაკზე და გამოყენების მეთოდზე.
მიკონაზოლი: მიკონაზოლი შესაძლოა დარჩეს კანის შრეებში ადგილობრივი გამოყენებიდან რამდენიმე ხნის განმავლობაში. პრეპარატის მხოლოდ მცირე ნაწილი აბსორბირდება სისტამურად (ადგილობრივად გამოყენებული დოზის 1-2%).

ჩვენებები

ბაქტერიებით, სოკოებით და შერეული ინფექციებით გამოწვეული ანთებითი დერმატოპათიები. სოკოთი ან ბაქტერიით გამოწვეული მეორადი დერმატიტი. გამოხატული ანთებითი რეაქციით მიმდინარე ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციები.

მიღების წესები და დოზები

კრემი გამოიყენება დაზიანებულ ადგილას, 1 ან 2-ჯერ დღეში, სამედიცინო ჩვენების შესაბამისად.

გვერდითი მოვლენები

ზოგადად ფაქტორი დერმიკო არ იწვევს ბევრ გვერდით მოვლენას.
თუ პრეპარატი 4 კვრაზე მეტი ხნის განმავლობაში გამოიყენება სხეულის ფართობის 10%ზე მეტ ტერიტორიაზე, ასეთ შემთხვევაში მოსალოდნელია მეორადი რეაქციების განვითარება, როგორიც არის კანის ატროფია და გაღიზიანება, სტრიები, ქავილი, კანის სიმშრალე, ტელანგიექტაზიები და ფოლიკულიტი. ასევე გვერდითი ეფექტების გამოვლენა შესაძლებელია დაკავშირებული იყოს სტეროიდების სისტემურ აბსორბციასთან. ეს უკანასკნელი შესაძლებელია გამოიწვიოს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მჭიდრო ნახვევების გამოყენებამ.

უკუჩვენება

ალერგია პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ, კანის ტუბერკულოზი, სიფილისით ან ვირუსული ინფექციით (ჰერპესული ინფექცია, მათ Herpes zoster) გამოწვეული კანის დაზიანება.

ორსულობა და ლაქტაცია

ექსპერიმენტულ ცხოველებზე დაკვირვებისას გამოვლინდა, რომ პერორალურად მიკონაზოლის მაღალი დოზების მიღებამ გამოიწვია ფეტოტოქსიკური ეფექტები, ხოლო ორსულ ცხოველებში კორტიკოიდების დანიშვნამ შესაძლებელია გამოიწვიოს ჩანასახის განვითარების შეფერხება. შესაბამისად, ორსულ ქალებში აღნიშნული კომბინაცია გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატის გამოყენების სარგებელი აჭარბებს პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებულ რისკს.
პედიატრიული პაციენტები: ისევე როგორც სხვა ადგილობრივად გამოსაყენებელი კორტიკოსტეროიდების შემთხვევაში, აღნიშნული პრეპარატეტი სიფრთხილით გამოიყენება ბავშვებში, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც იგი გამოიყენება კანის დიდ ტერიტორიაზე ან თუ გამოიყენება მჭიდრო ნახვევები, მათ შორის საფენები. ასევე კრემი სიფრთხილით გამოიყენება სახის მიდამოში. ბავშვებში ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივი გამოყენება არ არის სასურველი, რადგან პრეპრატმა შესაძლოა გამოიწვიოს თირკმელზედა ჯირკვლის დათრგუნვა.
ხანდაზმული პაციენტები: ხანდაზმულ პაციენტებში ხდება კანის ბუნებრივი საფარვლის გათხელება, ამის გამო პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში.


განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატის მიმართ ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაში, მკურნალობა უნდა შეწყდეს. არ შეიძლება პრეპარატი მოხვდეს თვალის კონიუქტივაზე.
როზაცეას და პერიორალური დერმატიტის არსებობის შემთხვევაში, პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენირებული.

ჭარბი დოზირება

ფაქტორი დერმიკო წარმოადგენს ადგილობრივად გამოსაყენებელ პრეპარატს, შესაბამისად დოზის გადაჭარბებით გამოწვეული ეფექტები არ გამოვლენილა.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა მიემართოს უახლოეს ჰოსპიტალს ან ტოქსიკოლოგიურ ცენტრს.

შენახვის პირობები და ვადები

ინახება ცივ და მშრალ ადგილას, 15-25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქში გაცემის წესი

რეცეპტით

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
CASASCO laboratories

არგენტინა
 
 
სიახლეები
ავერსის მტრედი ბარათის გათამაშება...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2014 წლის მარტის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად