კამელინი M-4
(CAMELYN M-4)

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: რექტალურ-ვაგინალური სუპოზიტორიები, 10 სანთელი ერთ შეფუთვაში, 1 სანთელი _ 2 გ.
კამელინი M-4 _ 0,7 გ, ფუძე ვიტეპსოლი _ 1,3 გ.
სამკურნალო საშუალება კამელინი მზადდება განსაკუთრებული სახეობის თაფლისაგან; მის შემადგენლობაში შედის ფუტკრის ცხოველქმედების ბიოლოგიურად მაღალაქტიური ნივთიერებები: ცილები, პეპტიდები, ამინომჟავები, ალდეჰიდები, ფურფუროლი, ჭიანჭველმჟავა, მიკროელემენტები.
რექტალური, ვაგინალური სანთლები ღია ყავისფერია, 2,0 გ.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
იმუნომოდულატორი, ანტიოქსიდანტი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, აჩქარებს რეგენერაციის პროცესს, აძლიერებს ადგილობრივი იმუნური ბარიერის ფუნქციონირებას.

ჩვენებები:
ვაგინალური ინფექციები, მათ შორის ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი გენეზის, საშვილოსნოს ყელის ანთებითი დაავადებები, საშვილოსნოს ყელის ეროზიები, პროქტიტები, სწორი ნაწლავის ნახეთქები. ჰემოროი.

მიღების წესი:
მოზრდილებში: 1 სანთელი დღეში 1-2-ჯერ რექტალურად ან ვაგინალურად.

გვერდითი მოვლენები:
თერაპიულ დოზებში არატოქსიკურია, არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები. შესაძლებელია ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის გამოვლენა სამკურნალო საშუალების კომპონენტების მიმართ.

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

გაფრთხილება:
რექტალური გზით სანთლის ხმარებისას, დიდი ზომის ჰემოროიდული კვანძების არსებობისას, შეიძლება აღინიშნოს ტკივილი სანთლის გაკეთებიდან რამოდენიმე წუთის განმავლობაში.

შენახვის პირობები და ვადა:
ინახება მშრალ, გრილ (8-15ºС) ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისიანობის ვადა 2 წელი.

მწარმოებელი:
შ.პ.ს. “კამელინი”, საქართველო.

 
 
სიახლეები
ავერსი გილოცავთ შობა ახალ წელს...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2014 წლის ოქტომბრის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად