კამელინი M-2
(CAMELYN-M2)


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
კაფსულები ღია ყავისფერი/ყავისფერი.
კამელინი M-2 0,25გ, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი _ 0,25გ. სამკურნალო საშუალება “კამელინი” მზადდება განსაკუთრებული სახეობის თაფლისაგან; მის შემადგენლობაში შედის ფუტკრის ცხოველქმედების ბიოლოგიურად მაღალაქტიური ნივთიერებები: ცილები, პეპტიდები, ამინომჟავები, ალდეჰიდები, ფურფუროლი, ჭიანჭველმჟავა., მიკროელემენტები.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
იმუნომოდულატორი, ანტიოქსიდანტი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
“კამელინს” გააჩნია იმუნომოდულაციური აქტივობა, იგი აძლიერებს ჰუმორულ და უჯრედულ იმუნიტეტს. “კამელინის” ორგანიზმში შეყვანის შედეგად ხდება IL-1, L-6, IL-12 ციტოკინების გამოთავისუფლება. “კამელინი” მონაწილეობას იღებს უჯრედული იმუნიტეტის განვითარებაში და T-ლიმფოციტურ რეაქციებში, მათ შორის პერიფერიული ლიმფოციტების მიტოგენეზის გაძლიერებაში, T-ჰელპერებისა და T-ციტოტოქსიური უჯრედების თანაფარდობის ზრდაში, მაკროფაგების მიერ მიკროორგანიზმებისა და სიმსივნური უჯრედების საწინააღმდეგო მოქმედების გაძლიერებაში და თც უჯრედების შემცირებაში. კამელინი ეფექტურია, როგორც ანტივირუსული, ანტიბაქტერიული, ანტიოქსიდანტური საშუალება, ახდენს ანტიპროლიფერაციულ, ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს. შემაკავებლად მოქმედებს სიმსივნურ ზრდაზე. კამელინი აქტიურად მონაწილეობს ქსოვილების შეხორცებასა და რეპარაციაში, ხელს უწყობს კოლაგენის ჩალაგებას დაზიანების ადგილას.

დანიშნულება:
კამელინის კაფსულები გამოიყენება, როგორც კომპლექსური თერაპიის შემადგენელი ნაწილი, ასევე დამოუკიდებლად. ყველა იმ შემთხვევაში, როცა საჭიროა იმუნიტეტის სტიმულაცია, ორგანიზმის იმუნური პასუხის მოდიფიკაცია:
• ვირუსული ინფექციები;
• ბაქტერიული ინფექციები;
• სოკოვანი ინფექციები;
• სიმსივნური დაავადებები;
• სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებები;
• პოლინეიროპათიები;
• პოსტოპერაციული პერიოდი;
• ტრავმები.

მიღების წესი:
კაფსულები მიიღება 3-ჯერ დღეში. საკვების მიღებამდე 30 წუთით ადრე, წყალთან ერთად.
მკურნალობის კურსი _ 20 დღე. კურსებს შორის შესვენება _ 8 დღე. მკურნალობის ხანგრძლივობა _ 2-5 კურსი (2-5 თვე) საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია შემანარჩულებელი მკურნალობის გახანგრძლივება.

გვერდითი მოვლენები:
თერაპიულ დოზებში არატოქსიკურია, არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები. შესაძლებელია ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის გამოვლენა სამკურნალო საშუალების კომპონენტების მიმართ.

უკუჩვენებები:
არ არის გამოვლენილი.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
“კამელინი” თავსებადია ყველა სამკურნალო საშუალებასთან, რომელიც გამოიყენება ზემოხსენებული დაავადებების სამკურნალოდ.

შენახვის პირობები და ვადა:
ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისიანობის ვადა 2 წელი.

მწარმოებელი:
შ.პ.ს. “კამელინი”, საქართველო.

 
 
სიახლეები
მტრედი ბარათის გათამაშების გამარჯვებულთა სია...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2014 წლის აგვისტოს თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად