გენტამიცინი
GENTAMICIN


Warsaw pharmaceutical  works POLFA,  პოლონეთი

ათქ კლასიფიკაციის კოდი
S01AA11

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

თვალის წვეთები 0.3 %: ფლაკონში 10 მლ   
1 მლ
გენტამიცინი. . . . . . . . . . . .      3 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ნატრიუმის ჰიდროსულფატი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ქლორიდი, წყალი.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ანტიბიოტიკი ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში.

ფარმაკოლოგიური თვისებები

გენტამიცინი მიეკუთვნება ამინოგლიკოზიდების ჯგუფს. გააჩნია ძლიერი ბაქტერიოციდული მოქმედება შემდეგ მიკრობებზე: Enterobacteriaceae, Pseudomonas aeruginosa-ს რამოდენიმე შტამი, Staphilococcus spp. (მათ შორის მეტაციკლინისადმი მდგრად შტამებზე), Campilobacter spp. ავლენს ცვალებად აქტივობას Enterococcus spp. და Streptococcus spp. მიკროორგანიზმების მიმართ. ტოპრამიცინისადმი მდგრადი მიკროორგანიზმები ასევე ავლენენ მდგრადობას გენტამიცინის მიმართ (ჯვარედინი რეზისტენტობა). არ მოქმედებს ანაერობებზე.

ჩვენებები

- მწვავე და ქრონიკული ბაქტერიული ბლეფაროკონიუნქტივიტი და დაკრიოცისტიტი;
- წყლულოვანი კერატიტი.
პრეპარატი გამოიყენება პრე- და პოსტოპერაციული პროფილაქტიკის მიზნით.

დოზირების რეჟიმი

პრეპარატი ინიშნება 1-2 წვეთი კონიუნქტივურ ღრუში ჩასაწვეთებლად ყოველ 4 სთ-ში.  

გვერდითი მოვლენები

მკურნალობის პროცესში შეიძლება გამოვლინდეს: ცრემლდენა, თვალის ჰიპერემია, წვა, სინათლის შიში. მხედველობის დარღვევა შეიძლება აღინიშნოს პრეპარატის ჩაწვეთებიდან რამოდენიმე წუთის განმავლობაში.
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს სოკოვანი ან გენტამიცინისადმი მდგრადი შტამებით განპირობებული წყლულოვანი კერატიტი.
პრეპარატისადმი მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები, თრომბოციტოპენიური პურპურა და ჰალუცინაციები.

უკუჩვენებები

- მომატებული მგძნობელობა ამინოგლიკოზიდებისადმი;
- მომატებული მგძნობელობა პრეპარატის შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე ზემოქმედების პოტენციურ რისკს.    
ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენებას ადგენს ექიმი.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატი რეკომენდებულია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის კონიუნქტივაზე.
არ არის სასურველი პრეპარატის გამოყენება ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ვინაიდან შეიძლება ჩამოყალიბდეს გენტამიცინისადმი რეზისტენტული მიკრობები, ასევე სოკოები.
თვალის მძიმე ბაქტერიული ინფექციებისას ადგილობრივ მკურნალობას უნდა დაემატოს სისტემური ანტიბიოტიკოთერაპია. პრეპარატის ჩაწვეთებას შეიძლება თან ახლდეს ცრემლდენა, ამიტომ იგი არ უნდა იქნას გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების მართვის წინ.

ჭარბი დოზირება

ჭარბ დოზირებასთან დაკავშირებით არ არსებობს მონაცემები გენტამიცინის ადგილობრივი მოხმარების შემთხვევაში.
Warsaw pharmaceutical  works POLFA

 
 
სიახლეები
მტრედი ბარათის გათამაშების გამარჯვებულთა სია...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2014 წლის ივლისის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად