გოლდ რეი
(GOLD RAY)


შემადგენლობა: თითოეული კაფსულა შეიცავს: მოქმედი ნივთიერებები: ნატურალური ფუტკრის რძე (ლიოფილიზატი HAD 5,8%) - 1000 მგ; ბეტა-კაროტინი (A ვიტამინის პროვიტამინი) - 2500 სე; ხორბლის ღივების ზეთი - 500 მგ; ნიორის ფხვნილი - 100 მგ; დამხმარე ნივთიერებები: ეთილვანილინი, სოიოს ლეციტინი-45%, ჰიდროგენიზირებული მცენარეული ზეთი (ტიპი I), ჰიდროგენიზირებული მცენარეული ზეთი (ტიპი II).

ფარმაკოლოგიური თვისებები: გოლდ რეი წარმოადგენს რაციონალურად შერჩეულ აქტიური ნივთიერებების კომპლექსს, რომელიც ორგანიზმს ეხმარება ფუნქციონალური შესაძლებლობების შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაში. პრეპარატში შემავალი კომპონენტები დადებით და ეფექტურ გავლენას ახდენენ, როგორც ორგანიზმის საერთო მდგომარეობაზე (ზრდიან ემოციური და ფიზიკური დატვირთვების ამტანობას), ასევე, მისი ცალკეული ორგანოებისა და სისტემების ფუნქციებზეც.
ნატურალური ფუტკრის რძე მდიდარია ორგანიზმისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ვიტამინებით, მინერალური ნივთიერებებით, ცილებითა და ამინომჟავებით. მისი გამოყენება ასტიმულირებს სასქესო ჰორმონების გამომუშავებას, ახდენს რეპროდუქციული ფუნქციის ნორმალიზებას მამაკაცებსა და ქალებში, ზრდის სექსუალურ აქტივობას; ფუტკრის რძე ხელს უწყობს ძილის მოწესრიგებას, აღმოფხვრის შფოთვის, მოუსვენრობის შეგრძნებას; გააჩნია იმუნომოდულაციური ეფექტი. ფუტკრის რძის შემადგენლობაში შემავალი კოლაგენი ხელს უშლის კანის დაბერების პროცესს და ამცირებს სახსრების დეგენერაციულ ცვლილებებს; გააჩნია მცირედ გამოხატული ანტიბაქტერიული ეფექტი.
ბეტა-კაროტინი წარმოადგენს A  ვიტამინის პროვიტამინს. მისი A ვიტამინად გარდაქმნა ხდება ღვიძლში დაჟანგვის შედეგად. იგი დადებით ზემოქმედებას ახდენს მხედველობის ორგანოზე; აუცილებელია იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის და მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინფექციასთან ბრძოლაში. აძლიერებს ორგანიზმის მდგრადობას ინფექციური დაავადებების მიმართ; გამოიყენება პრაქტიკულად კანის ყველა დაავადების სამკურნალოდ; იგი წარმოადგენს ძლიერ ანტიოქსიდანტს და სიმსივნურ დაავადებათა საპროფილაქტიკო და სამკურნალო საშუალებას. ბეტა-კაროტინის ანტიოქსიდანტური მოქმედება მნიშვნელოვან როლს თამაშობს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და მათი გართულებების თავიდან აცილების თვალსაზრისით; ზრდის “სასარგებლო” ქოლესტერინის შემცველობას სისხლში.
ხორბლის ღივების ზეთი E ვიტამინის წყაროა და წარმოადგენს ძლიერ ანტიოქსიდანტს. იგი იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი მოქმედებისაგან, რითაც ხელს უშლის უჯრედების დაბერების პროცესს, აფერხებს სიბერის ლაქების განვითარებას; ხელს უწყობს A ვიტამინის ათვისებას და იცავს მას დაჟანგვისაგან; აფერხებს თრომბების წარმოქმნას; გააჩნია ანტიკანცეროგენული მოქმედება. გარდა ამისა, E ვიტამინი ხორბლის ღივების ზეთის სხვა კომპონენტებთან ერთად კომპლექსში იცავს სისხლძარღვთა კედლებს ათეროსკლეროზული დაზიანებისაგან; კურნავს სექსუალურ დისფუნქციას, როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში.
ნიორის ფხვნილი, რომელიც დამზადებულია სპეციალური ტექნოლოგიით, იწვევს ქოლესტერინის დონის დაქვეითებას სისხლში; გააჩნია ანტიაგრეგაციული ეფექტი; ხელს უწყობს მომატებული არტერიული წნევის ნორმალიზებას; გააჩნია ანტიკანცეროგენული მოქმედება; ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციების მიმართ.

ჩვენებები:
- გადაღლა, გონებრივი და ფიზიკური შრომისუნარიანობის დაქვეითება;
- აღდგენითი პერიოდი გადატანილი ინფექციური დაავადებების, ოპერაციული ჩარევების, ტრავმების, სხივური და ქიმიოთერაპიის შემდეგ;
- ფიზიკური შესაძლებლობების სტიმულაცია (მაგ. სპორტსმენებში);
- კლიმაქტერული პერიოდი;
- უნაყოფობა;
- პოტენციის დაქვეითება;
- არასრულფასოვანი კვება;
- სახსრების დეგენერაციული დაავადებები;
- კანის დაავადებები;
- მხედველობის დარღვევები;
- ქრონიკული დაავადებების კომპლექსური მკურნალობა.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ, ორსულობა, ლაქტაცია. პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

გამოყენება და დოზირების რეჟიმი: ბავშვებში 12 წლის ასაკიდან და მოზრდილებში ინიშნება თითო კაფსულა დღე-ღამეში ერთხელ, ჭამის დროს ან ჭამის დამთავრებისთანავე.

განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატის მიღება დღის მეორე ნახევარში რეკომენდებული არ არის.

გვერდითი ეფექტები: რეკომენდებულ დოზებში პრეპარატის გამოყენებისას გვერდითი ეფექტები გამოვლენილი არ არის.

გამოშვების ფორმა: კაფსულები; 10 ცალი/2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები: ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 30ºC ტემპერატურაზე.
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

გაცემის წესი: რეცეპტის გარეშე.

წარმოებულია:
“სედიკო ფარმასიუტიკალ კო.” სიქსტ ოვ ოქტოუბა სიტი, პირველი სამრეწველო ზონა, ეგვიპტე
“SEDICO Pharmaceutical Co.” 6th of October City, First Industrial Zone, Egypt

“ვორლდ მედიცინი ლ.ლ.ც.”-სათვის (ინგლისი), 48 ქუინ ანა სტრიტ, ლონდონი W1G9JJ, ინგლისი
For “World Medicine L.L.C.” (England), 48 Queen Anne Street, London W1G9JJ, England
E-mail: wm@wmcorp.us, Web-Site: www.wmcorp.us

 
 
სიახლეები
ავერსმა ადიგენის რაიონში უფასო სამედიცინო გასინჯვების აქცია ჩაატარა...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2014 წლის მაისის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად