დოპროკინი
(DOPROKIN)


შემადგენლობა:
თითოეული გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ დომპერიდონს.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, ლაურილის ნატრიუმის სულფატი, პოვიდონი, აეროსილი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
დოპროკინი არის ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატი, კუჭ-ნაწლავის მოტორიკის სტიმულატორი. პრეპარატი განკუთვნილია პერორალური გამოყენებისათვის.
ფარმაკოდინამიკა:
დომპერიდონი დოფამინის ანტაგონისტია, რომელსაც მეტოკლოპრამიდისა და სხვა ნეიროლეფსიურების მსგავსად, გააჩნია ღებინების საწინააღმდეგო მოქმედება. ხოლო მათგან, განსხვავებით, დომპერიდონი ცუდად აღწევს ჰემატო-ენცეფალურ ბარიერს. დომპერიდონის მიღებას იშვიათად ახლავს თან ექსტრაპირამიდული გვერდითი ეფექტები, განსაკუთრებით, მოზრდილებში. დომპერიდონი ასტიმულირებს ჰიპოფიზიდან პროლაქტინის გამოყოფას. მისი ღებინების საწინააღმდეგო მოქმედება, შესაძლოა, განპირობებულია პერიფერიული (გასტროკინეტიკური) მოქმედებითა და ქემორეცეპტორულ ტრიგერულ ზონაში დოფამინის რეცეპტორების მიმართ ანტაგონიზმის უნარით.
პერორალური გამოყენებისას, დომპერიდონი აძლიერებს ანტრალური და დუოდენალური შეკუმშვების ხანგრძლივობას, აჩქარებს კუჭის დაცლას თხევადი და ნახევრადმყარი ფრაქციებისაგან ჯანმრთელებში, ხოლო მყარი ფრაქციებისაგან იმ ავადმყოფებში, რომელთაც შეფერხებული ჰქონდათ ეს პროცესი. პრეპარატი ხელს უწყობს ასევე საყლაპავის ქვედა სფინქტერის ტონუსის მომატებას. დომპერიდონი გავლენას არ ახდენს კუჭის წვენის სეკრეციაზე.
ფარმაკოკინეტიკა:
დომპერიდონი სწრაფად აბსორბირდება უზმოზე პერორალურად მიღებისას. პლაზმაში მაქსიმალურ კონცენტრაციას იგი აღწევს დაახლოებით 1 საათში. დომპერიდონის პერორალურად მიღებისას მისი დაბალი, აბსოლუტური ბიოშეღწევადობა (დაახლოებით 15%) განპირობებულია ნაწლავის კედელსა და ღვიძლში მისი პირველადი ექსტენსიური მეტაბოლიზმით. თუმცა, ჯანმრთელი ადამიანების შემთხვევაში, დომპერიდონის ბიოშეღწევადობა მატულობს პრეპარატის ჭამის შემდეგ მიღებისას. პაციენტებმა კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული პრობლემებით დომპერიდონი უნდა მიიღონ ჭამამდე 15-30 წუთით ადრე. კუჭის წვენის ჰიპოაციდურობა ამცირებს დომპერიდონის აბსორბციას. მისი პერორალური ბიოშეღწევადობა მცირდება, თუ პაციენტს მანამდე მიღებული აქვს ციმეტიდინი ან ნატრიუმის ბიკარბონატი. ჭამის შემდეგ მიღებისას, დომპერიდონის მაქსიმალურ აბსორბაციას მეტი დრო სჭირდება, ხოლო AUC უფრო იზრდება. პერორალური მიღებისას დომპერიდონი არ კუმულირდება და არ იწვევს საკუთარი ცვლის პროცესების ინდუცირებას; დღეში 30 მგ დომპერიდონის 2 კვირის განმავლობაში პერორალურად მიღებისას, მისი მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია (21 ნგ/მლ) მიღებიდან 90 წთ-ში თითქმის იგივე იყო, რაც დომპერიდონის ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ (18 ნგ/მლ).
დომპერიდონი 91-93%-ით უკავშირდება პლაზმის ცილებს. მეძუძური დედების რძეში დომპერიდონის კონცენტრაცია პლაზმურ კონცენტრაციაზე 4-ჯერ უფრო დაბალია. დომპერიდონი მეტაბოლიზდება ღვიძლში ჰიდროქსილირებისა და N-დეზალკილირების გზით. გამოყოფა შარდისა და განავლის მეშვეობით შეადგენს პერორალური დოზის 31 და 66%-ს. დომპერიდონის გამოყოფა შეუცვლელი სახით უმნიშვნელო პროცენტს შეადგენს (10% განავლით და დაახლოებით 1% შარდით). ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი ჯანმრთელებში 7-9 საათის ტოლია, ხოლო, თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ეს პერიოდი გახანგრძლივებულია.

ჩვენებები:
I დისპეფსიური სიმპტომების კომპლექსი, რომელიც ხშირად ასოცირდება კუჭის შენელებულ დაცლასთან, გასტროეზოფაგურ რეფლუქსთან და ეზოფაგიტთან:
- გადავსების შეგრძნება ეპიგასტრიუმის არეში, მუცლის შებერილობის შეგრძნება, ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში;
- გულისრევა, ღებინება;
- ბოყინი;
- გულძმარვა.
II ფუნქციური, ორგანული, ინფექციური წარმოშობის ღებინება და გულისრევა, გამოწ-ვეული რადიოთერაპიით, წამლის მიღებით ან დიეტის დარღვევით. სპეციფიკური ჩვენებაა ღებინება და გულისრევა, რომელიც გამოწვეულია დოფამინის აგონისტებით (L-დოპა, ბრომოკრიპტინი) მკურნალობით პარკინსონის დაავადების დროს.
III პედიატრიულ პრაქტიკაში: ამოქაფების სინდრომი, ციკლური ღებინება, გასტროეზოფაგური რეფლუქსი და კუჭის მოტორიკის სხვა დარღვევები.

უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა დომპერიდონის მიმართ. არა არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება კუჭის მამოძრავებელი ფუნქციის სტიმულაციის მიზნით კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის, მექანიკური გაუვალობის ან პერფორაციის დროს. დოპროკინი უკუნაჩვენებია პაციენტებში ჰიპოფიზის პროლაქტინმაპროდუცირებელი სიმსივნით (პროლაქტინომა).

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები:
დოპროკინის ანტაციდებთან ან ანტისეკრეციულ პრეპარატებთან ერთდროულად დანიშვნისას ეს უკანასკნელნი მიღებულ უნდა იქნას ჭამის შემდეგ და არა საკვების მიღებამდე, ანუ სასურველი არაა ჭამამდე მათი დოპროკინთან ერთად მიღება.
გამოყენება ჩვილ ბავშვებში: იმის გამო, რომ პირველ თვეებში ჩვილ ბავშვს ჰემატოენცეფალური ბარიერი ბოლომდე არა აქვს ჩამოყალიბებული, ნებისმიერი პრეპარატი უნდა დაენიშნოს განსაკუთრებული სიფრთხილით, თვით ჩვილი კი ექიმის მუდმივი კონტროლის ქვეშ უნდა იმყოფებოდეს. ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე  დოპროკინის მოქმედების არარსებობა მის მიერ ჰემატოენცეფალური ბარიერის ცუდი განვლადობით აიხნება.
პრეპარატის მიღება ღვიძლის დაავადებების დროს: დომპერიდონის ღვიძლში მეტაბოლიზმის მაღალი მაჩვენებლის გათვალისწინებით, დოპროკინი სიფრთხილით უნდა დაენიშნოს ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებს.
პრეპარატის მიღება თირკმელების დაავადების დროს: თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (შრატის კრეატინინი > 6 მგ/100 მლ, ანუ > 0,6 მმოლ/ლ), დომპერიდონის ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდებოდა 7,4-დან 20,8 საათამდე, ხოლო პლაზმაში მისი კონცენტრაცია ნაკლები იყო, ვიდრე ჯანმრთელ მოხალისეებში. იმის გამო, რომ თირკმელების მეშვეობით შეუცვლელი სახით დომპერიდონის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი გამოიყოფა, თირკმლის დაავადების მქონე პაციენტებში ერთჯერადი დოზის კორექცია სავალდებულო არ არის. თუმცა, პრეპარატის განმეორებითი დანიშვნისას, მიღების სიხშირე თირკმლის უკმარისობის სიმძიმის გათვალისწინებით შემცირებულ უნდა იქნას დღე-ღამეში ერთ ან ორჯერად მიღებამდე. შესაძლოა, გაჩნდეს დოზის შემცირების აუცილებლობაც. ხანგრძლივი თერაპიის დროს საჭიროა ავადმყოფი იმყოფებოდეს ექიმის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.

ურთიერთქმედება:
- ანტიქოლინერგულ პრეპარატებს შეუძლიათ დოპროკინის ანტიდისპეფსიური მოქმედე-ბის ნეიტრალიზება. რეკომენდებული არ არის დოპროკინის ანტაციდურ და ანტისეკრეციულ პრეპარატებთან ერთდროული მიღება, რადგან პერორალურად მიღებისას ისინი ამცირებენ მის ბიოშეღწევადობას (იხ. გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები).
დომპერიდონის გარდაქმნა ძირითადად ციტოქრომ P450 სისტემის CYP3A4 ფერმენტების მონა¬წილეობით ხდება. in vitro გამოკვლევების საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დოპროკინის იმ სამკურნალო საშუალებებთან ერთად მიღებამ, რომლებიც მნიშვნელოვნად აინჰიბირებენ ამ ფერმენტს, პლაზმაში დომპერიდონის დონის მომატება შეიძლება გამოიწვიოს. CYP3A4 ფერმენტის ინჰიბიტორებს შემდეგი პრეპარატები წარმოადგენენ: აზოლის რიგის ანტიფუნგალური პრეპარატები; მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკები; აივპროტეაზას ინჰიბიტორები; ნეფაზოდონი.
დოპროკინის გასტროკინეტიკური მოქმედებიდან გამომდინარე, მას შეუძლია გავლენა მოახდინოს სხვა პერორალური პრეპარატების აბსორბციაზე _ კერძოდ იმ პრეპარატებზე, რომლებიც ხასიათდებიან აქტიური ნივთიერებების შენელებული გამოთავისუფლებით ან პრეპარატებზე, რომლებიც დაცულნი არიან ენტეროხსნადი გარსით. თუმცა, დომპერიდონის გამოყენება პარაცეტამოლის ან დიგოქსინით თერაპიის ფონზე არ ახდენდა გავლენას სისხლში ამ პრეპარატების დონეზე.
დოპროკინი კარგად შეთავსებადია ასევე:
- ნეიროლეფსიურ პრეპარატებთან, რომელთა მოქმედებასაც დომპერიდონი არ აძლიერებს;
- დოფამინერგული რეცეპტორების აგონისტებთან (ბრომოკრიპტინი, L-დოპა), რომელთა არასასურველ პერიფერიულ ეფექტებსაც, როგორიცაა საჭმლის მონელების მოშლა, ღებინება, გულისრევა – იგი ხსნის მათი ძირითადი თვისებების ნეიტრალიზების გარეშე.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს:
ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტის დროს, დღე-ღამეში 160 მგ/კგ წონაზე დომპერიდონის შეყვანა არ იწვევდა ტერატოგენურ მოქმედებას. თუმცა, მრავალი სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ორსულობის პირველი ტრიმესტრის დროს, დოპროკინის დანიშვნა მიზანშეწონილია მხოლოდ მოსალოდნელი თერაპიული სარგებლის შემთხვევაში.
დღესდღეობით არ არსებობს მონაცემები ადამიანებში განვითარების მანკების რისკის გაზრდის შესახებ. მეძუძური დედების რძეში დომპერიდონის კონცენტრაცია 4-ჯერ უფრო დაბალია, ვიდრე შესაბამისი კონცენტრაცია პლაზმაში. ცნობილი არ არის, ახდენს თუ არა ეს მაჩვენებელი რაიმე უარყოფით ზეგავლენას ახალშობილზე. ამიტომ, თუკი დედა ღებულობს დოპროკინს, რეკომენდებული არ არის ძუძუთი კვება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ახალშობილზე მოქმედების პოტენციურ რისკს.

გამოყენება და დოზირების რეჟიმი:
1. ქრონიკული დისპეფსია: მოზრდილები _ 10 მგ (1 ტაბლეტი) 3-ჯერ დღე-ღამეში ჭამამდე 15-30 წუთით ადრე და საჭიროებისამებრ, ძილის წინ. ბავშვები _ 2,5 მგ სხეულის მასის 10 კგ-ზე 3-ჯერ დღე-ღამეში ჭამამდე 15-30 წუთით ადრე და საჭიროებისამებრ, ძილის წინ. საჭიროების შემთხვევაში, დასაშვებია დოზის გაზრდა.
2. მწვავე და ქვემწვავე მდგომარეობები (უპირველეს ყოვლისა, გულისრევა და ღებინება): მოზრდილები _ 20 მგ (2 ტაბლეტი) 3-4-ჯერ  დღე-ღამეში ჭამამდე 15-30 წუთით ადრე და საჭიროებისამებრ, ძილის წინ. ბავშვები _ 5 მგ სხეულის მასის 10 კგ-ზე 3-4-ჯერ დღე-ღამეში ჭამამდე 15-30 წუთით ადრე და საჭიროების შემთხვევაში, ძილის წინ.
შენიშვნა: დოპროკინის პერორალური მიღება რეკომენდებულია ჭამამდე. პრეპარატის ჭამის შემდეგ  მიღების შედეგად ნელდება აბსორბციის პროცესი; თირკმლის უკმარისობის დროს რეკომენდებულია პრეპარატის მიღების სიხშირის შემცირება (იხ. გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები).

გვერდითი ეფექტები:
გვერდითი ეფექტები იშვიათად ვლინდება; აღნიშნულ იქნა კუჭ-ნაწლავის გარდამავალი სპაზმის იშვიათი შემთხვევები. ექსტრაპირამიდული მოვლენები იშვიათად ვლინდება ბავშვებში და გამონაკლისს წარმოადგენს მოზრდილების შემთხვევაში. ეს მოვლენები შექცევადია და სპონტანურად ქრება მკურნალობის დასრულებისთანავე.
იმის გამო, რომ ჰიპოფიზი ჰემატოენცეფალური ბარიერის გარეთაა, დოპროკინს შეუძლია პლაზმაში პროლაქტინის დონის ამაღლების ინდუცირება. იშვიათ შემთხვევებში, ჰიპერპროლაქტინემია შეიძლება გამოიწვიოს ნეიროენდოკრინული დარღვევები.
ჩამოუყალიბებელი ჰემატოენცეფალური ბარიერის შემთხვევაში (მაგალითად, ბავშვებში) ან მისი ფუნქციის მოშლისას, ბოლომდე არ შეიძლება გამოირიცხოს ნევროლოგიური ხასიათის გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი. გამოვლენილია იშვიათი ალერგიული რეაქციები, როგორიცაა, გამონაყარი და ჭინჭრის ციება.

ჭარბი დოზა:
სიმპტომები: ძილიანობა, ორიენტაციის მოშლა და ექსტრაპირამიდული დარღვევები, განსაკუთრებით, ბავშვებში.
მკურნალობა: გააქტივებული ნახშირის გამოყენება. პაციენტი ექიმის კონტრო-ლის ქვეშ უნდა იმყოფებოდეს. ანტიქოლინერგული საშუალებები, პრეპა-რატები, რომლებიც პარკინსონიზმის სამკურნალოდ გამოიყენება, ან ანტიჰისტამინური პრეპარატები, ეფექტურია ექსტრაპირამიდული გართულებების შემთხვევაში.

შენახვის პირობები:
პრეპარატი უნდა ინახებოდეს 15-დან 20º-მდე ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა:
10 მგ-იანი ტაბლეტები, 20 ცალი/2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

გაცემის წესი: რეცეპტით

წარმოებულია:
“სედიკო ფარმასიუტიკალ კო.” სიქსტ ოვ ოქტოუბა სიტი, პირველი სამრეწველო ზონა, ეგვიპტე
“SEDICO Pharmaceutical Co.” 6th of October City, First Industrial Zone, Egypt

“ვორლდ მედიცინი ლ.ლ.ც.”-სათვის (ინგლისი), 48 ქუინ ანა სტრიტ, ლონდონი W1G9JJ, ინგლისი
For “World Medicine L.L.C.” (England), 48 Queen Anne Street, London W1G9JJ, England
E-mail: wm@wmcorp.us, Web-Site: www.wmcorp.us

 
 
სიახლეები
მტრედი ბარათის გათამაშების გამარჯვებულებს პრიზები გადაეცათ...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2014 წლის აგვისტოს თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად