კლოდიფენი
(Clodifen)


შემადგენლობა:
ერთი ამპულა შეიცავს 75 მგ დიკლოფენაკ ნატრიუმს.
დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, ბენზილის სპირტი, მანიტოლი, საინექციო წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
დიკლოფენაკი მიეკუთვნება არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს (აასს). გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება. დიკლოფენაკის მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია პროსტაგლანდინების სინთეზისა და ანთების გამომწვევი სხვა ფაქტორების დათრგუნვასთან. სახსროვანი სინდრომისას დიკლოფენაკი ასუსტებს ანთებასა და ტკივილს, ამცირებს დილის შებოჭილობას და სახსრების შეშუპებას.

ჩვენებები:
კლოდიფენი – ხსნარი ინექციისათვის, გამოიყენება მწვავე, ძლიერი ტკივილის სინდრომების შემთხვევაში.
_ სხვადასხვა გენეზის მწვავე ართრიტის დროს (მათ შორის პოდაგრის დროს),
_ ქრონიკული ართრიტებისას, განსაკუთრებით რევმატიული ართრიტის დროს (ქრონიკული პოლიართრიტები),
_ მაანკილოზირებელი სპონდილიტის (ბეხტერევის დაავადება) და ხერხემლის სხვა ანთებით-რევმატიული დაავადებების დროს,
_ ართროზებისა და სპონდილოართროზების დროს (სახსრებისა და ხერხემლის ანთებით-დეგენერაციული დაავადებები.),
_ ტრავმისა და ოპერაციის შემდგომი მტკივნეული შეშუპებებისა და ანთების დროს.

უკუჩვენებები:
_ მოქმედი ნივთიერების – დიკლოფენაკის ან სხვა აასს–ის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
_ სისხლმბადი სისტემის ფუნქციის გაურკვეველი დარღვევევები;
_ კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
_ ორსულობის III ტრიმესტრის განმავლობაში, 18 წლის ასაკამდე ბავშვებსა და მოზარდებში;
კლოდიფენის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ მხოლოდ ,,სარგებელი/რისკის” თანაფარდობის გულდასმითი შეფასების შემდეგ, ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებისას:
_ ინდუცირებული პორფირია,
_ სისტემური წითელი მგლურა და შერეული კოლაგენოზები,
_ ორსულობის პირველი და მეორე ტრიმესტრი,
_ ძუძუთი კვების პერიოდი.
ექიმის კონტროლი განსაკუთრებით საჭიროა:
_ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების და/ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებით-წყლულოვანი დაავადებების დროს (წყლულოვანი კოლიტები, კრონის დაავადება) ანამნეზში,
_ თირკმლის დაავადების მქონე ავადმყოფებში,
_ გულის უკმარისობის და/ან მაღალი არტერიული წნევის დროს
_ ასაკოვან პაციენტებში,
_ უშუალოდ მძიმე ქირურგიული ჩარევის შემდეგ.
დიდი სიფრთხილითა და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ კლოდიფენი შეიძლება გამოყენებულ იქნას ასთმით დაავადებულებში, ალერგიული (“თივის”) სურდოს, ცხვირის ლორწოვანის პოლიპების დროს, ასევე სასუნთქი გზების ქრონიკული ობსტრუქციული და ქრონიკული ინფექციური დაავადებების დროს, აასს– ის მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე ავადმყოფებში, რომელთაც გააჩნიათ ასთმის შეტევის, კვინკეს შეშუპების და ჭინჭრის ციების წარმოქმნის საშიშროება.

გაფრთხილება:
იმის გამო, რომ კლოდიფენის დიდი დოზებით გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა თავბრუსხვევა და დაღლილობის შეგრძნება ცალკეულ შემთხვევებში ირღვევა ავტომობილის მართვის უნარი. ეს მოვლენები ძლიერდება პრეპარატთან ერთად ალკოჰოლის მიღების შემთხვევაში.

მიღების წესი და დოზირება:
დოზირებასა და მკურნალობის ხანგრძლივობას, ადგენს მკურნალი ექიმი მდგომარეობის სირთულისა და დაავადების მიმდინარეობის თავისებურებების გათვალისწინებით.
კლოდიფენის ხსნარი კუნთებში ინექციებისათვის, ჩვეულებრივ, გამოიყენება მკურნალობის საწყის პერიოდში ერთჯერადად დოზით 75მგ (1 ამპულა), ან მაქსიმალურად 150 მგ (2 ამპულა) დღე-ღამეში მხოლოდ მოზრდილებში იმ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია სწრაფი თერაპიული ეფექტის მიღება. ჩვეულებრივ, კლოდიფენის ინექციები ინიშნება 1-5 დღის განმავლობაში. მკურნალობის გაგრძელების აუცილებლობის შემთხვევაში ინიშნება ტაბლეტები. კუნთებში ინექციები შეიძლება გამოყენებულ იქნას ტაბლეტირებულ ან რექტალურ ფორმასთან ერთად, ამასთან მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 150 მგ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
კლოდიფენის და შემდეგი პრეპარატების ერთდროული მიღებისას:
_ დიგოქსინის, ფენიტოინის ან ლითიუმის პრეპარატების გამოყენებისას შეიძლება დაქვეითდეს პლაზმაში ამ უკანასკნელთა დონე;
_ დიურეზული და ჰიპოტენზიური საშუალებების გამოყენებისას შეიძლება შესუსტდეს მათი ეფექტი;
_ კალიუმის შემნახველ დიურეტიკებთან კომბინირებისას შეიძლება განვითარდეს ჰიპერკალიემია;
_ სხვა აასს და გლუკოკორტიკოიდების გამოყენებისას მატულობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ გვერდითი მოვლენების წარმოქმნის რისკი,
_ აცეტილსალიცილის მჟავის გამოყენებისას იკლებს სისხლში დიკლოფენაკის კონცენტრაციის დონე;
_ ციკლოსპორინის გამოყენებისას შესაძლოა მოიმატოს ამ უკანასკნელის ტოქსიკურმა ზემოქმედებამ თირკმელებზე;
_ ანტიდიაბეტური საშუალებების გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს ჰიპო- და ჰიპერგლიკემია. პრეპარატების ასეთი კომბინაციის დროს აუცილებელია სისხლში შაქრის დონის კონტროლი;
_ მეტოტრექსატის მიღებამდე 24 საათით ადრე ან გვიან შეიძლება გაიზარდოს მეტოტრექსატის კონცენტრაცია და გაძლიერდეს მისი ტოქსიკური ზემოქმედება;
_ ანტიკოაგულანტების გამოყენებისას აუცილებელია სისხლის შედედების რეგულარული კონტროლი.

გვერდითი ეფექტები:
წარმოქმნილი გვერდითი ეფექტები დამოკიდებული ინდივიდუალურ მგრძნობელობაზე, მიღებული დოზის სიდიდეზე და მკურნალობის ხანგრძლივობაზე.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: საკმაოდ ხშირად ვითარდება გულისრევა, ღებინება, დიარეა, მათ შორის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში უმნიშვნელო სისხლდენით.
იშვიათად აღინიშნება უმადობა, სპაზმები მუცლის არეში, დანაყრების შეგრძნება, რომელსაც შესაძლოა ახლდეს წყლულის განვითარება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, რაც იშვიათ შემთხვევაში იწვევს სისხლიანი განავლის სპონტანურ წარმოქმნას;
ცენტრალური ნერვული სისტემა: ზოგჯერ შესაძლებელია აღინიშნოს თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, დაღლილობის შეგრძნება. აგზნებადობა, თავბრუსხვევა.
კანი: ზოგჯერ აღინიშნება ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება. ინექციების ადგილებში შეიძლება აღინიშნოს ადგილობრივი გვერდითი ეფექტები (წვის შეგრძნება).
თირკმელები: ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება თირკმელების ფუნქციის დარღვევა, პროტეინურია, ჰემატურია და თირკმელების დაზიანება (ინტერსტიციული ნეფრიტი, ნეფროზული სინდრომი). ამიტომ აუცილებელია თირკმელების ფუნქციის რეგულარული კონტროლი.
ღვიძლი: ზოგჯერ ადგილი აქვს შრატში ტრანსამინაზების დონის მომატებას. ხანგრძლივი გამოყენებისას რეკომენდებულია ჩატარდეს ღვიძლის ფუნქციის რეგულარული კონტროლი.
სისხლი: იშვიათ შემთხვევებში აღინიშნება სისხლწარმოქმნის დარღვევა (ანემია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია). დიკლოფენაკი აფერხებს თრომბოციტების აგრეგაციას, ამიტომ ავადმყოფები სისხლის შედედების ფუნქციის დარღვევით საჭიროებენ მუდმივ კონტროლს.
იმუნური სისტემა: შესაძლოა აღინიშნოს დიკლოფენაკის მიმართ ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები შემდეგი სიმპტომების სახით: სახის, ენის და ყელის შეშუპება, სუნთქვის დათრგუნვა, გულისცემის გახშირება, სისხლის წნევის მომატება.

დოზის გადაჭარბება:
სიმპტომები: კლინიკური სურათი განისაზღვრება ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ დარღვევებით (თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მომატებული აგზნებადობა, ჰიპერვენტილაციის მოვლენები მომატებული კრუნჩხვითი მზადყოფნით, ბავშვებში – მიოკლონური კრუნჩხვები) და დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (ტკივილი მუცლის არეში, გულისრევის შეგრძნება, ღებინება). შესაძლოა განვითარდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა და/ან ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევა.
მკურნალობა: სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აუცილებელია ინტენსიური სამედიცინო მკურნალობა. კლოდიფენის პერ ოს იგი იწვევს ღებინებას, რისთვისაც ინიშნება ანტაციდები და აქტივირებული ნახშირი. მედიკამენტოზური მკურნალობა სიმპტომურია.

შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას 25ºC ქვემოთ ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

გამოშვების ფორმა:
შეფუთვა შეიცავს 5 ამპულას საინექციო ხსნარით 3 მლ.

დამზადებულია:
“E.I.P.I.CO.” ეგვიპტე ტენტ A.R.E.
“ვორლდ მედიცინი ლ.ლ.ც” (აშშ)

 
 
სიახლეები
ავერსის მტრედი ბარათის გათამაშება...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2014 წლის მარტის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად