ჰალიდორი 50მგ/2მლ
საინექციო ხსნარი



ერთი 2 მლ მოცულობის ამპულა შეიცავს 50მგ ბენციკლანის ფუმარატს.
ხსნარი შიდაკუნთური ან შიდავენური შეყვანისათვის (განზავების შემდეგ), ასევე ინფუზიისათვის.

შემადგენლობა
ბენციკლანის გარდა, საინექციო ხსნარი შეიცავს ნატრიუმის ქლორიდს და საინექციო წყალს.

გამოყენების ჩვენებები
ბენციკლანი არის სისხლძარღვების გამაფართოვებელი და სპაზმოლიზური საშუალება.

სისხლძაღრვების დაავადებები
- პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებები: რეინოს დაავადება, სხვა დაავადებები სისხლძარღვების აკროციანოზით და სპაზმებით, ასევე ისეთი მდგომარეობები, რომლებიც გამოწვეულია არტერიების ოკლუზიით.
- ტვინის სისხლძღარღვების დაავადებანი: კომბინაციური თერაპიის კომპონენტის სახით ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევებისას.

შინაგანი ორგანოების სპაზმის მოხსნა:
- კუჭ-ნაწლავის დაავადებები: სხვადასხვა ეტიოლოგიის გასტროენტერიტები (განსაკუთრებით, ინფექციური), ინფექციური და ანთებითი კოლიტები, მსხვილი ნაწლავის ფუნქციონალური დაავადებანი, ტენეზმები, პოსტოპერაციული მეტეორიზმი, ქოლეცისტიტი, ნაღვლ-კენჭოვანი დაავადება, მდგომარეობა ქოლეცისტექტომიის შემდეგ, მოტორიკის მოშლა ოდის სფინქტერის დისკინეზიის დროს, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული – სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში.
- უროლოგიური სინდრომები: შარდის ბუშტის ტენეზმები, შარდკენჭოვანი დაავადების დამატებითი თერაპია (თირკლმების კოლიკის დროს ანალგეტიკებთან კომბინაციაში), მომზადება გამოკვლევის ინსტრუმენტალური მეთოდებისათვის.

უკუჩვენებები
ინექციის გაკეთება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:
- პრეპარატის აქტიური ან სხვა ნებისმიერი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს;
- სუნთქვის, თირკმლების ან ღვიძლის მწვავე უკმარისობის დროს;
- გულის დეკომპენსირებული უკმარისობისას, მიიკარდის მწვავე ინფარქტის, წინაგულ-პარკუჭოვანი ბლოკადის დროს;
- ეპილეფსიის ან სპაზმოფილიის სხვა ფორმების დროს;
- ახლად გადატანილი ინსულტის დროს;
- ქალა-ტვინის ტრავმისას ბოლო 12 თვის მანძილზე;
- ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.

სიფრთხილის ზომები
ინექციის ადგილი პერიოდულად უნდა შეიცვალოს, ვინაიდან პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლძარღვების ენდოთელიუმის დაზიანება და თრომბოფლებიტი.
თავიდან უნდა იქნას აცილებული პრეპარატის პარენტერალური შეყვანა იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ გულ-სისხლძარღვთა ან სუნთქვის მწვავე უკმარისობა, წინასწარგანწყობილნი არიან კოლაფსის მიმართ, აღენიშნებათ წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია ან შარდის შეკავება (შეკავების ხარისხი მატულობს შარდის ბუშტის კუნთების მოდუნებისას).
ხანგრძლივი თერაპიის დროს რეკომენდებულია ლაბორატორიული გამოკვლევების რეგულარულად ჩატარება (არანაკლებ 2 თვეში ერთხელ).

ორსულობა და ლაქტაცია
წინაკლინიკური გამოკვლევების შედეგად მიღებულმა მონაცემებმა არ გამოავლინეს რაიმე ემბრიოტოქსიკური თუ ტერატოგენური ეფექტები.
პრეპარატის ფართო გამოყენებისას ემბრიოტოქსიკური ეფექტების არარსებობის მიუხედავად, არ არის რეკომენდებული მისი შეყვანა ორსულობის პირველ ტრიმესტრში. სარწმუნო მონაცემების არარსებობისას, რაც მიღებულ იქნა ადამიანების გამოკვლევისას, ამ პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში საჭიროებს ფრთხილ ანალიზს.

ტრანსპორტისა და მექანიზმების მართვა
მკურნალობის კურსის დასაწაყისში სატრანსპორტო საშუალებების მართვისას და ისეთი სამუშაოების შესრულებისას, რომლებიც დაკავშირებულია უბედურ შემთხვევათა მომატებულ რისკთან, საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო შემდეგ პრეპარატებთან კომბინაციის დროს:
- ანესთეტიკები და სედაციური საშუალებები – შეიძლება გაძლიერდეს მათი ეფექტები.
- სიმპატომიმეტიკები – წინაგულისა და პარკუჭის ტაქიარითმიის რისკის გამო;
- საშუალებები, რომლებიც დაბლა წევენ სისხლში კალიუმის დონეს – პროარითმოგენული ეფექტების სუმაციის გამო;
- ფუტკარას პრეპარატები - ფუტკარას ჭარბი დოზის მიღებისას მატულობს არითმიის რისკი;
- ბეტა-ბლოკატორები – ქრონოტროფული ეფექტების ურთიერთწინააღმდეგობის გამო (უარყოფითი ბეტა-ბლოკატორების და დადებითი ბენციკლანის შემთხვევაში) შეიძლება აუცილებელი გახდეს ბეტა-ბლოკატორის დოზირების კორექცია;
- კალციუმის არხების ბლოკატორები და სხვა ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები – მათი ეფექტების გაძლიერების შესაძლებლობის გამო;
- სამკურნალო საშუალებები, რომლებიც იწვევენ გვერდით ეფექტებს სპაზმოფილიის სახით – ამ ეფექტების სუმაციის შესაძლებლობის გამო;
- ასპირინი – თრომბოციტების აგრეგაციის შეფერხების გაძლიერების გამო.

მიღების წესი და დოზები
სისხლძარღვოვანი დაავადებები
ინფუზია:
სისხლძარღვების დაავადებების დროს შეიძლება სასარგებლო იყოს აქტიური ნივთიერების შეყვანა ინფუზიის გზით დოზით 200-300 მგ დღე-ღამეში 2-3 ინფუზიაზე. ინფუზია უნდა ჩატარდეს ნელა დაახლოებით 1 საათის განმავლობაში.

შინაგანი ორგანოების სპაზმების მოხსნა
ინექცია:
მწვავე შემთხვევებში, ვენაში ნელა შეჰყავთ 2-4 ამპულა, რომელიც იხსნება მარილის ხსნარში 10-20 მლ-მდე ან ერთი ამპულა კუნთებში.

ჭარბი დოზირება
ზედოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს გულის შეკუმშვების გახშირება, არტერიული წნევის დაწევა, წინასწარგანწყობა კოლაფსის მიმართ, შარდის შეუკავებლობა, ძილიანობა, შფოთვა, ხოლო მძიმე შემთხვევებში – ეპილეფტიფორმული კრუნჩხვითი შეტევები.
მკურნალობა: სპეციფიკური ანტიდოტი არ არის ცნობილი. ზედოზირებისას საჭიროა კუჭის ამორეცხვა და სიმპტომატური მკურნალობის ჩატარება. კრუნჩხვითი შეტევების დროს რეკომენდებულია ბენზოდიაზეპინის გამოყენება. მონაცემები დიალიზის საშუალებით ბენციკლანის გამოდევნის შესახებ არ არსებობს.

შესაძლო გვერდითი ეფექტები
- კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: პირის სიმშრალე, კუჭის ტკივილი, სიმაძღრის შეგრძნება, გულისრევა, პირღებინება.
- ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: სპორადული შფოთვა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სიარულის მოშლა, ტრემორი, ძილიანობა, ძილის დარღვევა, მეხსიერების დაქვეითება, ზოგჯერ, ცნობიერების გარდამავალი არევა, ჰალუცინაციები, ძალიან იშვიათად – ცნს-ის კეროვანი დაზიანების სიმპტომები. მნიშვნელოვანმა ზედოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს ტონური და კლონური კრუნჩხვები.
- გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს წინაგულის ან პარკუჭოვანი ტაქიარითმიები (განსაკუთრებით სხვა პროარითმოგენურ პრეპარატებთან ერთად შეყვანისას).
- კანის მხრივ: ალერგიის სიმპტომები.
- ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება.
- სხვა: შეუძლოდ ყოფნა, სხეულის წონის მომატება, თრომბოფლებიტი შიგნით შეყვანისას.

გამოშვების ფორმა
5 ამპულა მოთავსებულია ბლისტერში, ხოლო 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები
ინახება 15-25ºC ოთახის ტემპერატურის პირობებში.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა
მითითებულია შეფუთვაზე.
არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი
რეცეპტით.

მწარმოებელი
ფარმაცევტული ქარხანა ეგის ა.ო.
უნგრეთი

 
 
სიახლეები
ავერსი გილოცავთ შობა ახალ წელს...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2014 წლის ოქტომბრის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად