რელიფი ადვანსი
(RELIEF ADVANCE)

რექტალური სუპოზიტორია

შემადგენლობა
ერთი სუპოზიტორია შეიცავს:
მოქმედი ნივთიერებები:  
ზვიგენის ღვიძლის ქონი 60მგ (3%),
ბენზოკაინი 206მგ (10,3%)
დამხმარე ნივთიერებები: კაკაოს ცხიმი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, სიმინდის სახამებელი, მყარი ცხიმი.

გამოშვების ფორმა:

რექტალური სუპოზიტორია.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ჰემოროის სამკურნალო ადგილობრივი საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ზვიგენის ღვიძლის ქონს აქვს ადგილობრივი, ანთებისსაწინააღმდეგო, ჰემოსტატიური, რეგენერაციული და იმუნომოდულირებადი მოქმედება.
ბენზოკაინი არის ადგილობრივი ანესთეტიკი. აქვს გამოხატული ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. არ ახასიათებს რეზორბციული მოქმედება და არ იწვევს მიჩვევას.

ჩვენება:

გამოხატული და ტკივილის სინდრომით მიმდინარე შიდა და გარე ჰემოროი, ნახეთქები, უკანა ტანის ეროზიები და მიკროტრავმები, ანალური მიდამოს ქავილი. გამოიყენება ტკივილგამაყუჩებელ საშუალებად პროქტოლოგიური ოპერაციების შემდეგ.  

უკუჩვენება:

მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი ნებისმიერი  კომპონენტების მიმართ, თრომბოემბოლიური დაავადება, გრანულოციტოპენია.

განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები:

არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ექიმთან შეთანხმების გარეშე. არტერიული ჰიპერტენზიის, გულის რითმის მნიშვნელოვანი დარღვევების, გამოხატული  თირეოტოქსიკოზის და წინამდებარე ჯირკვლის დაავადებების დროს პრეპარატის მიღება აუცილებელია შეთანხმდეს ექიმთან.
მედიკამენტის გამოყენებიდან 7 დღის განმავლობაში, უკანა ტანიდან ჭარბი სისხლიანი გამონადენის დროს ან თერაპიული ეფექტის არარსებობის შემთხვევაში, აუცილებელია პროქტოლოგის დამატებითი კონსულტაცია.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:

პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული არტერიულ წნევაზე მოქმედი საშუალებების რეგულარული მიღების ფონზე.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი გამოიყენება ჰიგიენური პროცედურების ჩატარების შემდეგ. თითო სუპოზიტორია შეჰყავთ რექტალურად დილით, საღამოს და ყოველი დეფეკაციის შემდეგ არაუმეტეს 4-ჯერ დღე-ღამეში.

დოზის გადაჭარბება:

რეკომენდებული ერთჯერადი და სადღეღამისო დოზის არსებითი გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლებელია აღინიშნოს ჰიპერკოაგულაციის მიმართ მიდრეკილება.

გვერდითი მოვლენები:
იშვიათად, შეაძლებელია გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები: წვა, ჰიპერემია, გამონაყარი კანზე პრეპარატის გამოყენების მიდამოში.
ვარგისიანობის ვადა - 2 წელი. არ გამოიყენოთ  შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება მშრალ, ბნელ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არაუმეტეს +27ºC ტემპერატურაზე.

შეფუთვა

2 ბლისტერი, თითოეულში 6 სუპოზიტორია, ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაიცემა
რეცეპტის გარეშე

მწარმოებელი ფირმის დასახელება, მწარმოებელი ქვეყანა, მისამართი
საგმელი, ინკ.,
1580 South. Milwaukee Avenue,
Suite 415, Libertyville, IL 60048


საგმელი, ინკ.,
IDA ( Instituto de Angeli), 50066 Reggello ( Florence),
Loc. Prulli n. 103/c, Italy

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ შემდეგ მისამართს:
Bayer Consumer Care AG
საქართველო  ქ. თბილისი
მისამართი: ზემო ვეძისის N69
ტელ:  +995 32 30 80 87

+995 32 30 97 57

 
 
სიახლეები
“ავერსი” 20 წლისაა...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2014 წლის სექტემბრის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად