ეუთიროქსი 100
EUTHIROX 100
 
 
საერთაშორისო დასახელება - levothyroxine sodium

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების პრეპარატები; ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების პრეპარატები


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
100 მკგ. ლევოთიროქსინის შემც.ტაბ.


ჩვენებები
ჩიყვი ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციით (ეუთირეოიდუ­ ლი ჩიყვი).
პირველადი და მეორადი ჰიპოთირეოზი.
ფარისებრი ჯირკვლის ან მისი ნაწილის ოპერაციული ამოკვეთის შემდგომი რეციდივების პროფილაქტიკა.
ფარისებრი ჯირკვლის ოპერაციული ამოკვეთის შემდგომ ჩანა­ ცვლებითი თერაპია.
დიფუზური ტოქსიური ჩიყვი: თირეოტოქსიკოზის თირეოსტატი­ კებით კომპენსაციის შემდეგ (როგორც მონოთერაპია ან კომბინირებული თერაპიის შემადგენელი).
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვის სადიაგნოზო ტესტი.

ეუთიროქსის სადღეღამისო დოზა
ჩიყვი (ეუთირეოიდული ჩიყვი)
 მოზრდილებში .................................................................. 75 – 200 (მკგ)
 მოზარდებში .................................................................. 50 – 150 (მკგ)
ფარისებრ ჯირკვალზე ჩატარებული ოპერაციული მკურნალობის შემდგომი რეციდივების პროფილაქტიკა
ამოკვეთის შემდეგ .................................................................. 75 – 200 (მკგ)
ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქცია
 მოზრდილებში მკურნალობის დასაწყისში .......................... 25 – 50 (მკგ)
 ხანგრძლივი მკურნალობისას ........................................ 125 – 250 (მკგ)
 ბავშვებში მკურნალობის დასაწყისში .................................... 25 – 50 (მკგ)
 ბავშვებში ხანგრძლივი მკურნალობისას ........................ 100 – 150 (მკგ) სხეულის ზედაპირის 1 მ2­ზე
კომპლექსური მკურნალობა
 თირეოსტატიკებთან ერთად .................................................. 50 – 100 (მკგ)
ფარისებრი ჯირკვლის სუბტოტალური
ამოკვეთის შემდეგ ................................................................ 150 – 300 (მკგ)

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვის
სადიაგნოზო ტესტი ................................................ 200 (მკგ)

მკურნალობის ხანგრძლივობა
ჰიპოთირეოზისას, ასევე ფარისებრი ჯირკვლის სრული ან ნაწილობრივი ამოკვეთის შემდეგ ეუთიროქსით მკურნალობა, ჩვეულებრივ, მთელი სიცოცხლის მანძილზე გრძელდება. ჰიპერთირეოზის დროს ეუთიროქსი გამოიყენება კომბინირებულ თერაპიაში თირეოსტატიკებთან ერთად ეუთირეოიდული მდგომარეობის მიღწევამდე.ყველა შემთხვევაში მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.

მიღების წესები და დოზები

პრეპარატის სადღეღამისო დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად ჩვენების მიხედვით. მთელი სადღეღამისო დოზა მიიღება დილით უზმოზე, არანაკლებ 30 წუთით ადრე საკვების მიღებამდე, მცირე რაოდენობით სითხესთან ერთად. არ შეიძლება ტაბლეტის დაღეჭვა. ჩვილ ბავშვებს ეუთიროქსის სადღეღამისო დოზას აძლევენ ერთჯერადად ჭამამდე 30 წუთით ადრე, პრეპარატს ხსნიან მცირე რაოდენობით წყალში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მედიკამენტის ასეთი სახით მომზადება ჩვილი ბავშვებისთვის უნდა მოხდეს უშუალოდ მიღების წინ და შემდეგ მედიკამენტს უნდა დააყოლონ მცირე რაოდენობით წყალი.

გვერდითი მოვლენები

ეუთიროქსის სწორი მიღებისას, ექიმის კონტროლის ქვეშ, გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება. დიდი დოზების აუტანლობის ან პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლოა ჰიპერთირეოზისთვის დამახასიათებელი სიმპტომების განვითარება: გაძლიერებული გულისცემა, გულის რითმის დარღვევა, ტრემორი, შინაგანი მოუსვენრობა, უძილობა, ჭარბი ოფლიანობა, სხეულის მასის დაქვეითება, ფაღარათი. ამ შემთხვევაში ექიმთან კონსულტაციის შემდეგ საჭიროა სადღეღამისო დოზის შემცირება ან პრეპარატის მიღების დროებითი შეწყვეტა. გვერდითი მოვლენების გაქრობის შემდეგ საჭიროა მკურნალობის განახლება პრეპარატის უფრო მცირე დოზებით. ჰიპოფიზის დაზიანებით გამოწვეული ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქციისას აუცილებლად გამოსაკვლევია, აღინიშნება თუ არა ამავე დროს თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა. ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს მისი მკურნალობა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებით თერაპიის დაწყებამდე.

უკუჩვენება

არანამკურნალები ჰიპერთირეოზი.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის პერიოდში პრეპარატის მიღება, თუ ის დანიშნულია ჰიპოთირეოზის სამკურნალოდ, უნდა გაგრძელდეს. ორსულობის დროს, პრეპარატის მიღება თირეოსტატიკურ საშუალებებთან კომბინაციაში წინააღმდეგნაჩვენებია, ვინაიდან შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის უკმარისობა. ლაქტაციის პერიოდში საჭიროა პრეპარატის სიფრთხილით გამოყენება.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატი სიფრთხილით ენიშნებათ გულ­სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, მათ შორის სტენოკარდიის, მიოკარდიუმის ინფარქტისა და არტერიული ჰიპერტონიის მქონე პაციენტებს. პრეპარატის გამოყენებამ შაქრიანი დიაბეტის, უშაქრო დიაბეტის ან თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობის მქონე პაციენტებში შეიძლება ამ დაავადებათა სიმპტომატიკის გაძლიერება გამოიწვიოს. ამ პერიოდში აუცილებელია ყურადღებით შეირჩეს ზემოთ აღნიშნულ დაავადებათა სამკურნალო საშუალებები.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ლევოთიროქსინმა შეიძლება გამოიწვიოს ანტიკოაგულანტების (კუმარინის წარმოებულები) მოქმედების გაძლიერება, ასევე შეიძლება შეამციროს შაქრის დამაქვეითებელი პრეპარატების ეფექტურობა. ლევოთიროქსინითა და ზემოთ აღნიშნული პრეპარატებით ერთდროული მკურნალობისას საჭიროა სისხლის შედედების მაჩვენებლებისა და სისხლში გლუკოზის კონტროლი.
ქოლესტერამინი იწვევს ლევოთიროქსინის შეწოვის შენელებას, რის გამოც ეუთიროქსის მიღება უნდა მოხდეს ქოლესტერამინის მიღებამდე 4­5 საათით ადრე.
ფენიტოინის სწრაფი ინტრავენური შეყვანისას შესაძლოა თავისუფალი ლევოთიროქსინის დონის მომატება სისხლის პლაზმაში და შეიძლება აღინიშნოს გულის შეკუმშვათა რითმის დარღვევა.
სალიცილატებმა, დიკუმარინმა, ფუროსემიდის მაღალმა დოზებმა (250 მგ), კლოფიბრატმა შეიძლება გამოიწვიონ ეუთიროქსის მოქმედების გაძლიერება.

შენახვის პირობები და ვადები

ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არა უმეტეს 25°C.
ვარგისიანობის ვადა
მითითებულია შეფუთვაზე. არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება ვარ­ გისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი

ექიმის რეცეპტით.

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
merk KGaA ნიკომედისთვის,
გერმანია.

 
 
სიახლეები
მტრედი ბარათის გათამაშების გამარჯვებულთა სია...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2014 წლის აგვისტოს თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად