ლამიზილი 1% 15გ დერმჟელე
(LAMISIL)


საერთაშორისო არატენტირებული სახელწოდება: ტერბინაფინი, TERBINAFINE
წამლის ფორმა: 1% გარეგანი გამოყენების გელი.

შემცველობა
მოქმედი ნივთიერება – ტერბინაფინი. 1 გ გელი შეიცავს 10 მგ აქტიურ ნივთიერებას.
დამხმარე ნივთიერებები: ბენზილის სპირტი, კარბომელი (კარბოპოლი 974P), იზოპროპილის მირისტატი, ბუტილჰიდროჰსიტოლუოლი, სორბიტანის ლაურატი, პოლისორბატ 20, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ეთანოლი, გასუფთავებული წყალი, პროპილენგლიკოლი, აზოტი.

აღწერილობა : მოთეთრო, თითქმის თეთრი მბზინავი გელი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სოკოს საწინააღმდეგო საშუალება.
ათქ კოდი: D01AE15

ფარმაკოლოგიური თვისებები
• ადგილობრივი გამოყენების სოკოს საწინააღმდეგო საშუალება, რომელსაც გააჩნია სოკოს საწინააღმდეგო აქტივობის ფართო სპექტრი.
მცირე კონცენტრაციით ტერბინაფინი ახდენს ფუნგიციდურ მოქმედებას დერმატოფიტების, ობისა და ზოგიერთი დიმორფული სოკოების მიმართ. აქტივობა საფუარის სოკოების მიმართ, მათი სახეობიდან გამომდინარე, შესაძლოა იყოს ფუნგიციდური ან ფუნგისტატური.
სოკოებში მოსახდენ სტეროლის სინთეზს ტერბინაფინი არღვევს ადრეულ სტადიებში. ამას მივყავართ ერგოსტეროლის დეფიციტსა და სკვალენის უჯრედის შიგნით დაგროვებამდე, რაც იწვევს სოკოს უჯრედის სიკვდილს.
• ტერბინაფინის მოქმედება ხორციელდება სოკოს უჯრედოვან მემბრანაზე განლაგებული სკვალენეპოქსიდაზის ფერმენტის ინჰიბირების გზით.
ტერბინაფინი არ ახდენს გავლენას ადამიანში სისტემის ციტოქრომზე P450 და შესაბამისად ჰორმონების ან სხვა სამკურნალო პრეპარატების მეტაბოლიზმზე.

ფარმაკოკინეტიკა
ადგილობრივი გამოყენებისას აბსორბცია – არანაკლებ 5%, ახდენს უმნიშვნელო სისტემურ მოქმედებას.

მიღების ჩვენებები
კანის სოკოვანი ინფექციების, მათ შორის
- ტერფის მიკოზების (ტერფის «სოკო»)
- საზარდულის ეპიდერმოფიტების (tinea cruris),
- სხეულის გლუვი კანის სოკოვანი დაზიანებების (tinea corporis), გამოწვეული დერმატოფიტებით, ისეთებით, როგორიც არის
- Trichophyton (მათ შორის . rubrum, T. mentagrophytes, T. verrucosum, T. violaceum),
- Microsporum canis და
- Epidermophyton floccosum პროფილაქტიკა და მკურნალობა.
სხვადასხვა ფერის პიტირიაზი Pityriasis versicolor, გამოწვეული Pityrosporum orbiculare (ასევე ცნობილი სახელწოდებით Malassezia furfur).

უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა ტერბინაფინის ან ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ, რომელიც შედის პრეპარატის შემადგენლობაში. ლაქტაციის პერიოდი, 12 წლამდე ბავშვთა ასაკი.

მიღების წესი და დოზები
მიიღება მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლიდან.
გარეგანად.

ლამიზილი დერმგელი გამოიყენება ერთხელ ან ორჯერ დღეში, ჩვენების მიხედვით. პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა დაზიანებული მონაკვეთების გასუფთავება და გაშრობა.
ლამიზილ დერმგელს მსუბუქად შეიზელნ, როგორც როგორც დაზიანებული, ასევე ინტაქტური კანის მიმდებარე მონაკვეთებზე. ინფექციებისას, რომლებსაც ჩახურება სდევთ თან (სარძევე ჯირკვლების ქვეშ, თითებშუა, დუნდულებს შორის) დერმგელის წასმის ადგილებზე შეიძლება დოლბანდის დადება, განსაკუთრებით ღამით.

მკურნალობის ხანგრძლივობა და პრეპარატის გამოყენების ჯერადობა:
• სხეულის, წვივების დერმატომიკოზი: 1 კვირა ერთხელ დღე-ღამეში
• ტერფების დერმატომიკოზი: 1 კვირა ერთხელ დღე-ღამეში
• სხვადასხვა ფერის პიტირიაზი: 1 კვირა ორჯერ დღე-ღამეში

კლინიკური გამოვლინებების გამოხატულობის შემცირება ჩვეულებრივ მკურნალობის პირველ დღეებში აღინიშნება.
არარეგულარული მკურნალობის ან მისი ადრეული შეწყვეტის შემთხვევაში არსებობს ინფექციის განახლების რისკი. იმ შემთხვევაში, თუ 2 კვირიანი მკურნალობის შემდეგ არ ჩანს გაუმჯობესების ნიშნები, საჭიროა დიაგნოზის ვერიფიკაცია.

პრეპარატის გამოყენება ხანდაზმული ასაკის პირებში
არ იწვევს ეჭვს ის ფაქტი, ვივარაუდოთ რომ ხანდაზმული ასაკის პირებში საჭიროა პრეპარატის დოზირების შეცვლა, ან რომ მათ ექნებათ გვერდითი მოქმედება, რომელიც განსხვავდება ახალგაზრდა პაციენტებში გვერდითი მოვლენებებისაგან.

პრეპარატთან მოპყრობის წესი
პრეპარატის პირველ გამოყენებამდე აუცილებელია შემფუთავი ზედაპირის გახვრეტა მომჭერი თავსახურის შიგნით არსებული წვერის მეშვეობით.

გვერდითი ეფექტები
პრეპარატის წასმის ადგილებში შესაძლოა გამოვლინდეს სიწითლე, ქავილის ან წვის შეგრძნება, მაგრამ ამ მოვლენებისას იშვიათად გამხდარა საჭირო პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა. საჭიროა ამ ზემოაღნიშნული სიმპტომების ალერგიული რეაქციებისაგან გამორჩევა, რომლებიც იშვიათად ვლინდება (მაგალითად გენერალიზებული გამონაყარი და/ან სიწითლე, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, განმეორებითი ალერგიული რეაქციები), მაგრამ მათი გამოვლენისას საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა.
პაციენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ არასასურველი მოვლენების გაჩენის შემთხვევაში, რომლებიც მითითებული არ არის გამოყენების ინსტრუქციაში, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

ჭარბი დოზა
პრეპარატის ჭარბი დოზის შემთხვევები ცნობილი არ არის. მაგრამ თუ შემთხვევით ლამიზილის დერმგელი შინაგანად იქნა მიღებული, შესაძლებელია ისეთივე გვერდითი მოვლენების განვითარება, როგორიც ახლავს ლამიზილის ტაბლეტების ჭარბი დოზის მიღებას (თავის ტკივილი, ღებინება, ტკივილები ეპიგასტრიუმის არეში და თავბრუსხვევა).

ურთიერთქმედებები სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ამჟამად წამალთა ურთიერთქმედებები ლამიზილი დერმგელისათვის ცნობილი არის.

განსაკუთრებული მითითებები
საჭიროა სიფრთხილე ლამიზილის წასმისას კანის დაზიანებულ მონაკვეთებზე, ვინაიდან სპირტმა შეიძლება გაღიზიანება გამოიწვიოს.
ლამიზილი დერმგელი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის. არ შეიძლება მისი თვალებსი მოხვედრა, ვინაიდან ამან შეიძლება გაღიზიანება გამოიწვიოს. პრეპარატის შემთხვევით თვალებში მოხვედრისას საჭიროა სასწრაფოდ თვალების დაბანა, ხოლო გაღიზიანების მდგრადი მოვლენების განვითარების შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
მკურნალობის ერთი კვირის შემდეგ არ აღინიშნება გაუმჯობესების ნიშნები, უნდა მოხდეს დიაგნოზის ვერიფიცირება.

ორსულობა და ლაქტაცია.
ექსპერიმენტულ გამოკვლევებში ცხოველებში ტერბინაფინის ტერატოგენული თვისებები გამოვლენილი არ არის. ამჟამად არანაირი გვერდითი მოვლენის განვითარების შესახებ ლამიზილის გამოყენებისას ცნობები არ არსებობს. მაგრამ, ვინაიდან ორსულ ქალებში ლამიზილის გამოყენების გამოცდილება ძალიან შეზღუდულია, იგი გამოიყენება მხოლოდ მკაცრი ჩვენებების შემთხვევაში.
ტერბინაფინი გადადის დედის რძეში. ამიტომ მისი დანიშვნა ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდირებული.

გამოშვების ფორმა.
1% გარეგანი გამოყენების გელი (5გ, 15გ, და 30გ-იანი ტუბი)

ვარგისიანობის ვადა
3 წელი. პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე აღნიშნული ვადის შემდეგ.

შენახვის პირობები
ინახება 300C ნაკლები ტემპერატურის პირობებში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
რეცეპტის გარეშე.

ფირმა-მწარმოებლი:
Novartis Consumer Health SA, Switzerland.

 
 
სიახლეები
მტრედი ბარათის გათამაშების გამარჯვებულთა სია...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2014 წლის ივლისის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად