პროსპანი


წამლის ფორმა:

ხველის საწინააღმდეგო სიროფი

შემადგენლობა:
100 მლ ხსნარი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 0,7 გ სუროს ფოთლების მშრალ ექსტრაქს.

დამხმარე ნივთიერებები:
0,134 გ კალიუმის სორბიტი, 0,05 გ უწყლო ლიმონმჟავა, 0,3 გ ალუბლის არომატი, (5მლ ხსნარი შეიცავს 0,963 გ სორბიტოლს = 0,08BE).

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი ავლენს ამოსახველებელ, ხველის საწინააღმდეგო და სპაზმოლიზურ მოქმედებას. იგი ამცირებს ნახველის სიბლანტეს და ხელს უწყობს მის ევაკუაციას.

ჩვენება:
პრეპარატი, როგორც სიმპტომური საშუალება, გამოიყენება ზედა სასუნთქი გზებისა და ფილტვის ანთებითი დაავადებების დროს კოპლექსური თერაპიის სახით.

წინააღმდეგჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
პრეპარატის ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში გამოყენებისას აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

გვერდითი მოვლენები:
იშვიათად (0,22%-ში) შესაძლოა აღინიშნოს ალერგიული რეაქცია ან სორბიტოლი გახდეს მსუბუქი ფაღარათის მიზეზი.

მიღების წესი და დოზირება:
იმ შემთხვევაში, როდესაც პრეპარატი არ არის სხვაგვარად დანიშნული, მაშინ 1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში მიიღება 3-ჯერ დღეში 1 ჩაის კოვზის ოდენობით, ხოლო სკოლის ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში 2 ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში, მოზრდილებში 2-3 ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში.
ყოველი გამოყენების წინ ფლაკონს მჭიდროდ უნდა დაეხუროს თავსახური.

დაავადების მსუბუქი ფორმების დროს მკურნალობის მინიმალური კურსი შეადგენს 1 კვირას. მკურნალობის ეფექტის გასაძლიერებლად დაავადების სიმპტომების გაქრობის შემდეგ რეკომენდებულია კურსის რამოდენიმე დღით გაგრძელება. არასასურველი ეფექტის არსებობისას აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

განსაკუთებული მითითებანი:

პროსპანის სიროფი არ შეიცავს ალკოჰოლს, შაქარსა და საღებავებს.
სუროს ფოთლების ექსტრაქტის თერაპიული ეფექტის შესანარჩუნებლად, გამოსაწვლელად, მისი გაშრობის პროცესში, რომელიც სრულად სცილდება ექსტრაქტს ადსორბენტის სახით, იყენებენ 30% ეთანოლს.

აფთიაქიდან გაცემის წესი:
ექიმის რეცეპტის გარეშე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე მშრალ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:
აღნიშნულია შეფუთვაზე. მასზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია. გამომდინარე იქიდან, რომ წვეთები შეიცავს სუროს ექსტრაქტს, მისი შენახვის დროს შესაძლებელია აღინიშნოს შემღვრევა და გემოს უმნიშვნელო ცვლილება, რაც პრეპარატის თერაპიულ ეფექტზე ზეგავლენას არ ახდენს.

შეფუთვა:
100 მლ ფლაკონი.

მწარმოებელი:
“ENGELHARD ARZNEIMITTEL”
(გერმანია)

 
 
სიახლეები
ავერსი გილოცავთ შობა ახალ წელს...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2014 წლის ოქტომბრის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად