ბეტასერკი
(Betahistine)

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: ტაბლეტები შეფუთვაში 30 ცალი, 1 ტაბ. შეიცავს 16 მგ ბეტაჰისტინს

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
თავბრუსხვევის სამკურნალო და პროფილაქტიკური საშუალება

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ბეტასერკი მოქმედებს უპირატესად ცნს და შიგნითა ყურის H1 და H3 რეცეპტორებზე, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, ხელს უწყობს ენდოლიმფის წნევის ნორმალიზებას ლაბირინთსა და ლოკოკინაში

ჩვენებები:
ვესტიბულური თავბრუსხვევა, სინდრომები, რომლებიც ხასიათდება თავბრუსხვევით და თავის ტკივილით, ყურებში შუილით, მენიერის დაავადება

დოზირება:
ბეტასერკი ინიშნება 8-16 მგ დღეში 3-ჯერ, ეფექტი აღინიშნება მკურნალობის დასაწყისშივე. კურსის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია (1 თვე ან უფრო მეტი)

გვერდითი მოვლენები:
გულისრევა, ეპიგასტრიუმში სიმძიმის შეგრძნება, ალერგიული გამონაყარი

უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა, ფეოქრომოციტომა, წყლულოვანი დაავადება, ბრონქული ასთმა

ორსულობა და ლაქტაცია:
არ არის რეკომენდებული
არ მოქმედებს ტრანსპორტის მართვის უნარზე

ჰოლანდია, SOLVAY PHARMA

 
 
სიახლეები
ავერსის მტრედი ბარათის გათამაშება...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2014 წლის მარტის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად