ესპუმიზანი
Espumisan


საერთაშორისო დასახელება - simeticone

ათქ.კლასიფიკაციის კოდი - A03AX13

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ნაწლავებში აირწარმომქნის შემამცირებელი პრეპარატები


  
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
კაფს. 40 მგ.: 25ც.

1 კაფსულა შეიცავს 40 მგ სიმეტიკონს.
დამხმარე ნივთიერებები: მეთილის პარა-ოქსიბენზოატი, გლიცერინი, საღებავები E 104 და E 110.

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი, რომელიც ამცირებს ნაწლავებში აირთა წარმოქმნას. აქტიური კომპონენტი სიმეტიკონი – ზედაპირულად – აქტიური ნივთიერება, ამცირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აირის ბუშტუკების ზედაპირულ დაჭიმულობას, რომლებიც ამ დროს იშლება. დიაგნოსტიკურ გამოკვლევამდე ესპუმიზანის® მიღება აირის ბუშტუკებით გამოწვეული გამოსახულების დეფექტების გაჩენას უშლის ხელს. ახდენს მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის სათანადო დაფარვას კონტრასტული საშუალებით. სიმეტიკონი არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. გამოიყოფა ორგანიზმიდან შეუცვლელი სახით.

ჩვენებები
- მეტეორიზმი (მათ შორის პოსტოპერაციულ პერიოდში);
- აეროფაგია;
- დისპეფსია;
- რემხელდის სინდრომი;
- მუცლის ღრუსა და მცირე მენჯის ღრუს ორგანოებზე დიაგნოსტიკური გამოკვლევებისათვის მომზადება.

მიღების წესები და დოზები

მოზრდილებში და 6 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში 1-2 კაფსულა 3-5 ჯერ დღეში. პრეპარატი მიიღება პერორალურად ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში ძილის წინ.
მუცლის ღრუსა და მცირე მენჯის რენტგენოგრაფიისათვისა და ულტრაბგერითი გამოკვლევისათვის მომზადება: ინიშნება 2 კაფსულა 3-ჯერ დღეში გამოკვლევამდე ერთი დღით ადრე და 2 კაფსულა დილით გამოკვლევის დღეს.

გვერდითი მოვლენები

ცალკეულ შემთხვევებში – ალერგიული რეაქციები პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

უკუჩვენება

პრეპარატის კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა, ნაწლავური გაუვალობა.

შენახვის პირობები და ვადები

პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილზე, არა უმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში.
ვარგისიანობის ვადა:5 წელი.
პრეპარატის ვარგისიანობის ვადა აღნიშნულია მუყაოს კოლოფსა და ბლისტერზე. ამ ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება!

აფთიაქში გაცემის წესი

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე!
სამკურნალო საშუალება ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე!

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა:
BERLIN-CHEMIE AG

გერმანია
 
 
სიახლეები
ავერსმა ადიგენის რაიონში უფასო სამედიცინო გასინჯვების აქცია ჩაატარა...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2014 წლის მაისის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად